bayern.ge სიახლეები გვერდი 536
"ბაიერნის" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ მომდევნო ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" "პსჟს" დაუპირისპირდება.

პირველი ეტაპის მატჩები 6 და 7 აპრილს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრები კი 13 და 14 აპრილს.

1/4 ფინალური წყვილები სრულად შემდეგნაირად გამოიყურება:

"სიტი" - "დორტმუნდი"

"პორტუ" - "ჩელსი"

"ბაიერნი" - "პსჟ"

"რეალი" - "ლივერპული"
ფლიკმა 5 ფეხბურთელი დაასახელა, რომელთა ყიდვაც "ბაიერნს" უნდოდა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ის ფეხბურთელები დაასახელა, რომელთა შეძენაც კლუბს სურდა.

"ხშირად წერენ იმის შესახებ, რომ მე ჰავერცისა და ვერნერის ყიდვა მინდოდა, სანეს კი არა. სინამდვილეში სამივე მათგანი გვსურდა გუნდში, მაგრამ არ გამოგვივიდა. საბოლოოდ მხოლოდ ლეროი აღმოჩნდა ჩვენს გუნდში."

"ასევე ხშირად იწერება ჰადსონ ოდოისა და სერჟინიო დესტის ტრანსფერებზეც. არ დავმალავ, რომ მათი ყიდვა ვცადეთ, მაგრამ ყველა იმ ფეხბურთელს ვერ შეიძენ, რომლებიც გინდა." - აცხადებს ფლიკი.
ფლიკმა ჩემპიონთა ლიგაზე საოცარი რეკორდი დაამყარა
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" რომის "ლაციო" მიიღო და 2:1 დაამარცხა.

საინტერესოა, რომ ამ გამარჯვების წყალობით "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა საოცარი რეკორდის დამყარება მოახერხა.

კერძოდ, ფლიკი გახდა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი მწვრთნელი, რომელმაც საწყისი 7 საპლეიოფო შეხვედრიდან ყველაში გამარჯვების მოპოვება მოახერხა.

სერია 2019/20 წლების სეზონში, ლონდინის "ჩელისთან" დაიწყო, როცა გუნდმა ორივე მატჩში იმარჯვა. ამას მოჰყვა 1/4 ფინალში "ბარსელონას", 1/2 ფინალში "ლიონის", ფინალში კი "პსჟს" დამარცხება. სერია კი, როგორც ხედავთ, ახლა "ლაციოსთან" ორ თამაშში გამარჯვებით გაგრძელდა.
1/8 ფინალის შემდეგ - სუპერკომპიუტერის განახლებული მონაცემები ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ სტატისტიკურმა გამოცემა fivethirtyeight-მა სუპერკომპიუტერის განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა.

პირველ ადგილს ჩამონათვალში კვლავ "სიტი" იკავებს, თუმცა ამჯერად მისი შანსები 43%-დან 37%-მდე დაეცა.

მიუნხენის "ბაიერნი" კვლავ მეორე ადგილზეა, ოღონდ გაზდილი შანსებით. თუ აქამდე "რეკორდმაისტერის" ჩემპიონობა 13%-ით ფასდებოდა, ახლა ეს ციფრი 17%-ს შეადგენს.

სრული მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება:

*Make semis - ნახევარფინალში გასვლა
**Make final - ფინალში გასვლა
*** Win final - ჩემპიონობა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალების სიმბოლური ნაკრები ცნობილია
სტატისტიკურმა გამოცემა Whoscored-მა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, საკუთარი რეიტინგების მიხედვით.

უცნაურია, მაგრამ თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი მოხვდა. შემადგენლობაში "რეალის" მოთამაშეები ჭარბობენ.

სრული ნაკრები შემდეგნაირად გამოიყურება:

ფლიკი: "თუ არასასურველ მეტოქეს დავასახელებ, დარწმუნებული ვარ ის შეგვხვდება"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ლაციოს" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. "ლაციო" კარგად იცავდა თავს, თუმცა, ვფიქრობ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ. ცუდია, რომ კვლავ გავუშვით გოლი."

"ჩვენ ძლიერი შეტევა გვყავს და რისკიან ფეხბურთს ვთამაშობთ. მნიშვნელოვანია, რომ ასე გამოსვლა გავაგრძელოთ და მეტოქე წნეხში მათსავე ნახევარზე მოვაქციოთ. რა თქმა უნდა, ასეთ დროს მათ უფრო მეტი შანსები აქვთ, მაგრამ ეს ჩვენი სათამაშო სტილია."

"ამ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ძლიერი ოპონენტი გვყავდა და დავამარცხეთ. ვერ გეტყვით ვინ შეგვხვდება შემდეგ რაუნდში. თუ არასასურველ მეტოქეს დავასახელებ, დარწმუნებული ვარ სწორედ ის შეგვხვდება, ამიტომ არ ვაპირებ ამის გაკეთებას (იცინის)."

"მე და სალიჰამიჯიჩი ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ. დღეს მცირე დიალოგი გვქონდა, რაც გუნდის სასიკეთო საქმეებს ეხებოდა." - აცხადებს ფლიკი.
საოცარი მიღწევა - გერმანელებმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარეს
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი უკვე დასრულდა და ვიცით, თუ რა გუნდები იასპარეზებენ 1/4 ფინალში.

აღსანიშნავია, რომ შესანიშნავი რეკორდი დაამყარეს გერმანელმა მწვრთნელებმა. კერძოდ, ტურნირის ისტორიაში პირველად, 1/4 ფინალში 4 მწვრთნელი ერთი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება.

გარდა ჰანს ფლიკის დამოძღვრილი მიუნხენის "ბაიერნისა", კიდევ სამმა გერმანელმა სპეციალისტმა მოახერხა საკუთარი გუნდის საუკეთესო 8 გუნდში გაყვანა. მსგავსი შედეგი კი ისტორიაში არცერთ ქვეყანას არ ჰქონია.

იურგენ კლოპის "ლივერპული", თომას ტუხელის "ჩელსი", ჰანს ფლიკის "ბაიერნი" და ედინ ტერზიჩის "დორტმუნდი". ეს იმ გერმანელი მწვრთნელების ჩამონათვალია, რომელთა კლუბებიც ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში არიან.
კიმიხის პირველი კომენტარი "ლაციოს" დამარცხების შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "ლაციო" მიიღო და 2:1 დაამარცხა.

მორიგი გამარჯვების შემდეგ "რეკორდმაისტერის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა პრესასთან პირველი კომენტარი გააკეთა.

"მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. თავიდანვე ვაჩვენეთ ყველას, რომ დღეს მინდორზე მოსაგებად ვიყავით გამოსულები."

"რა თქმა უნდა, ჩვენს გონებაში პირველი წრის მატჩი გვიტრიალებდა. პირველ ტაიმში საკმაოდ მცირე რაოდენობის მომენტები შეგვექმნა, თუმცა, საბოლოოდ ყველას ვაჩვენეთ, რომ თითოეულ მატჩში მოსაგებად გამოვდივართ." - აცხადებს კიმიხი.
"ბაიერნი" 2:1 "ლაციო" ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნმა" რომის "ლაციო" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


როდის ჩატარდება ჩემპიონთა ლიგის წილისყრა და ვინ არიან სავარაუდო მეტოქეები
დღეს ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპი დასრულდა და უკვე გაირკვა იმ რვა გუნდის ვინაობა, რომლებიც დასკვნით ეტაპზე იასპარეზებენ.

მიუნხენის "ბაიერნის" გარდა 1/4 ფინალის საგზური ასევე მოიპოვეს შემდეგმა გუნდებმა: "რეალი", "ჩელსი", "პსჟ", "დორტმუნდი", "პორტუ", "ლივერპული" და "სიტი".

ამ ეტაპიდან შეზღუდვები უკვე აღარ არსებობს და "ბაიერნი" შესაძლოა ნებისმიერ გუნდს შეხვდეს, მათ შორის გერმანულ "დორტმუნდსაც".

საინტერესოა, რომ წინა სეზონის მსგავსად მიმდინარე სეზონშიც 1/4 და 1/2 ფინალური ეტაპების წილისყრა ერთსა და იმავე დღეს გაიმართება.

წილისყრა პარასკევს, 19 მარტს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება და სწორედ ამ დროს გაირკვევა "ბაიერნის" სავარაუდო გზა ფინალამდე.
მძიმე კადრები - "ლაციოს" მოთამაშემ შეჯახების შემდეგ თითი მოიტეხა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ლაციოს" შეხვედრის მეორე ტაიმში უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

სტუმართა ნახევარმცველმა, მანუელ ლაზარიმ შეჯახების შემდეგ თითი მოიტეხა. ის მომენტის დასრულებისთანავე გაიყვანეს მინდვრიდან.

იხილეთ ვიდეო.
ლევანდოვსკის ფენომენალური სტატისტიკა 2021 წელს
მიუნხენის "ბაიერნისა" და რომის "ლაციოს" შეხვედრის 33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა.

პოლონელი ფორვარდი 2021 წელს, შეიძლება ითქვას, რომ ფენომენალურ ფორმაშია და ამაზე მისი სტატისტიკაც მოწმობს.

ლევანდოვსკიმ ახალი წლის დაწყების შემდეგ 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ჯამში 18 გოლი გაიტანა. საინტერესოა, რომ მხოლოდ 3 შეხვედრა იყო ისეთი, სადაც მან მეტოქეთა კარი ვერ დალაშქრა. ესენია "კილთან" თასის დაპირისპირება, "ჰერტასთან" ბუნდესლიგაში და "ტიგრესთან" მუნდიალის ფინალში.
როგორ შეასრულა ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმა (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ლაციოს" შეხვედრის 33-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "ლაციო" პირდაპირი ტრანსლიაცია
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში რომის "ლაციოს" იღებს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (სილკ სპორტი)

ლინკი 2

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"ბაიერნი" - "ლაციო" სასტარტო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" რომის "ლაციოს" უმასპინძლებს.

შეხვედრის დაწყებამდე 1 საათით ადრე მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.

"ბაიერნი": ნუბელი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი.

"ლაციო": რეინა - მარუშიჩი, აჩერბი, რადუ - ლაზარი, მილინკოვიჩ სავიჩი, ესლაკანტე, ფარესი, კორეა - ლუის ალბერტო, მურიქი.
კლოპი: "ის საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ოდესმე გამიწვრთნია"
მერსისაიდული "ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა რობერტ ლევანდოვსკი შეაქო.

"ის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ოდესმე გამიწვრთნია. უსამართლობა იქნება, სხვა ვინმე რომ დავასახელო. მან თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა, რასაც ლევანდოვსკი აკეთებს, უბრალოდ ფენომენალურია."

"თუ ყველა ფეხბურთელს ისეთივე პროგრესი ექნება, როგორიც მას "ლეხში" თამაშიდან დღემდე აქვს, მაშინ ფეხბურთი რაღაც სიგიჟე იქნება. ყველა ფეხბურთელი გასაოცარი იქნება."

"ლევანდოვსკიმ თითოეული ნაბიჯი დიდი შრომით გაიარა, რათა აქამდე მოსულიყო. ის ნამდვილი მანქანაა. ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს." - აცხადებს კლოპი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2