bayern.ge სიახლეები გვერდი 540
ფლიკი: "ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი პრობლემაა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "დორტმუნდის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ამჟამად ვხედავ, რომ მეტოქე ხშირად გვსჯის მატჩის სტარტზე შეცდომების გამო, რაც ძალიან დიდი პრობლემაა. თუმცა, არის პოზიტიური ნიშნებიც. ჩვენ მოვახერხეთ დაბრუნება. მატჩის ბოლოს ოდნავ გაგვიმართლა, მაგრამ დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ."

"ლევანდოვსკი? ძალიან კარგია, როდესაც 3 გოლს იტან. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ გუნდის გამარჯვებაში შეგაქვს წვლილი. თუ მიულერის რეკორდს მოხსნის, კიდევ უფრო კარგი იქნება."

"ჰოლანდი? ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ, მას "დორტმუნდთან" გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს." - აცხადებს ფლიკი.
როისი: "გორეცკას გოლის მომენტში 100%-ით ჯარიმა იყო"
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის მეორე ტაიმში ერთი საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც ლეონ გორეცკას მომენტში ლეროი სანემ მეტოქე წააქცია, თუმცა მთავარმა არბიტრმა ჯარიმა არ დანიშნა.

ამ თემაზე სტუმართა კაპიტანმა, მარკო როისმა კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, ლეონ გორეცკას გოლის ეპიზოდში 100%-ით ჯარიმა იყო და მსაჯმა უბრალოდ გაატარა."

"სიმართლე რომ გითხრათ, იგივე "ბაიერნის" კარისკენ რომ მომხდარიყო, ჯარიმა აუცილებლად დაინიშნებოდა." - აცხადებს როისი.
ფლიკმა დაადასტურა: რა სიმძიმის არის ბოატენგის ტრავმა
მიუნხენის "ბაიერნისა" და დორტმუნდის "ბორუსიას" შეხვედრის 68-ე წუთზე ჟერომ ბოატენგმა დაზიანება მიიღო, რის გამოც სასწრაფოდ შესაცვლელი შეიქნა.

მატჩის დასრულების შემდეგ ჰანს ფლიკმა ვეტერანი მცველის ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა:

"ჟერომს ვესაუბრე და მითხრა, რომ მუხლი გადაუბრუნდა. ამჟამად მეტის თქმა შეუძლებელია. უფრო ზუსტად გამოკვლევების შემდეგ გავიგებთ." - აცხადებს ფლიკი.

როგორც წესი, მსგავსი ტიპის დაზიანების აღდგენას 2-4 კვირა სჭირდება. თუმცა, თუ ოპერაცია გახდა საჭირო არის საშიშროება იმისა, რომ ბოატენგს მთელი დარჩენილი სეზონი გაუცდეს.
მიულერმა "დორტმუნდის" დამარცხების შემდეგ სასიხარულო ინფორმაცია გააჟღერა
დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა იმედისმომცემი განცხადება გააკეთა.

"ვადასტურებ, მე ნამდვილად მსურს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება და ზაფხულში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა."

"ამჟამად უნდა დაველოდოთ და ვნახოთ, თუ რა მოხდება. თუმცა, ჩემი სურვილი მართლაც ძალიან დიდია." - აცხადებს მიულერი.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრას გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, იოახიმ ლიოვიც ესწრებოდა და გამოცემების ცნობით, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ მიულერის თამაშზე დაკვირვება გახლდათ.
რამდენი გოლი აკლია ლევანდოვსკის გერდ მიულერის საოცარ რეკორდამდე
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" გამარჯვებაში ლომის წილი შეიტანა რობერტ ლევანდოვსკიმ, რომელმაც ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.

პოლონელი მიმდინარე სეზონში საოცრად გამოიყურება და ის ძალიან ახლოს არის გერდ მიულერის საოცარი რეკორდის მოხსნამდე.

ლევანდოვსკის ბუნდესლიგის 2020/21 წლების სეზონში უკვე 31 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის რეკორდი კი სწორედ ზემოხსენებულ ფეხბურთელს ეკუთვნის, რომელმაც 1971/72 წლების სეზონში 40 გოლი გაიტანა.

მაშასადამე, იმ შემთხვევაში, თუ პოლონელი დარჩენილ 10 ტურში 9 გოლის გატანას შეძლებს, მიულერის რეკორდს გაიმეორებს. 10 გოლის შემთხვევაში კი სულაც სრულიად ახალ რეკორდს დაამყარებს.
"ბაიერნი" 4:2 "დორტმუნდი" ვიდეომიმოხილვა
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და 4:2 იმარჯვა.

მატჩის სტარტზე, უკვე მე-9 წუთისთვის ერლინ ჰოლანდის დუბლის წყალობით სტუმრები ანგარიშით 0:2 იგებდნენ, თუმცა, ამის შემდეგ მიუნხენური მანქანა ამუშავდა და გუნდმა ე.წ. ქამბექის შესრულება შეძლო.

პირველივე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ დუბლი გაიფორმა, მეორე ტაიმის ბოლოს კი ჯერ ლეონ გორეცკამ შეაგდო, შემდგომ კი პოლონელმა კიდევ ერთხელ გაიტანა და საბოლოო ანგარიში 4:2 დააფიქსირა.

გთავაზობთ მატჩის სრულ მიმოხილვას. 
"ბაიერნი" 4:2 "ბორუსია" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით:

როგორ შეასრულა ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" პირველი ტაიმის ბოლოს რობერტ ლევანდოვსკიმ თერთმეტმეტრიანი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

იხილეთ ვიდეო.
გოოოოლ! სანეს საოცარი მოქმედება და ლევანდოვსკი სხვაობას ამცირებს (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის 26-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "დორტმუნდი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას" იღებს.

გთავაზობთ შეხვედრის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (აჭარასპორტი)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​
"ბაიერნი" - "დორტმუნდი" სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგიდ 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლბებს:

"ბაიერნი": ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

"დორტმუნდი": ​​ჰიცი - ​​​​​​მუნიე, ზაგადუ, ჰუმელსი, შულცი - დელეაინი, ჯანი - როისი, დაჰუდი, აზარი - ჰოლანდი.
"ბაიერნს" ნოიერის შემცვლელად კარიუსის მოყვანა სურს
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მერსისაიდული "ლივერპულის" საკუთრებაში მყოფი მეკარე, ლორის კარიუსი გამოჩნდა.

ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალექსანდრ ნუბელი სათამაშო დროის სიმცირით უკმაყოფილოა და კლუბს იჯარით გაშვებას სთხოვს. შესაბამისად, "რეკორდმაისტერი" ნოიერის ახალ შემცვლელს ეძებს.

კარიუსი ამჟამად იჯარის წესით "უნიონის" ღირსებას იცავს და საკმაოდ წარმატებითაც. შესაბამისად, კლუბში მიიჩნევენ, რომ ის მეორე მეკარის როლზე იდეალური კანდიდატი იქნება.

წყაროს ცნობით, "ბაიერნი" 27 წლის კიპერის დამატებას ერთწლიანი იჯარით აპირებს. ტრანსფერი იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ნუბელი მართლაც დატოვებს კლუბს.
"ბაიერნი" და "ლივერპული" ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერისთვის იბრძვიან
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნი" და მერსისაიდული "ლივერპული" ერთმანეთს დაუპირისპირდებიან.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ორივე კლუბი გლადბახის "ბორუსიას" ამომავალი ვარსკვლავის, ფლორიან ნოიჰაუსის შესაძენად იბრძვის.

როგორც ცნობილია, მიუნხენელები 23 წლის ნახევარმცველს დიდი ხანია აკვირდებიან და კმაყოფილები არიან მისი პროგრესით. ახლა კი სატრანსფერო ბრძოლაში "ლივერპულიც" ჩაერთო.

წყაროს ცნობით, ნოიჰაუსის ტრანსფერისთვის ბორუსიული კლუბი 40 მილიონ ევროს ითხოვს.
როგორ აპირებს ჰანს ფლიკი ჰოლანდის გაჩერებას
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას" მიიღებს.

გერმანულმა გამოცემა BILD-მა ჰანს ფლიკის გეგმები გაამხილა, თუ როგორ აპირებს "რეკორდმაისტერის" დამრიგებელი სტუმართა გუნდის წინააღმდეგ თამაშს.

პირველ რიგში, "ბაიერნი" ეცდება კონტრ-შეტევებისგან თავის არიდებას. ერლინ ჰოლანდის მთავარი იარაღი სწორედ ასეთ მომენტებში მოქმედებს. დაცვის ხაზში 4 მოთამაშე მუდმივად იქნება დარჩენილი.

ფლიკმა მიმდინარე კვირაში არაერთი ტაქტიკა დატესტა და უმეტეს შემთხვევებში გუნდი სწორედ 4 მცველით თამაშობდა. ისინი აქტიურად უნდა იყვნენ მიმაგრებულები ჰოლანდზე და იმ შემთხვევაში, თუ სადმე სივრცე გაჩნდა, რომელიმე სწრაფი ფეხბურთელი (სავარაუდოდ დეივისი ან ზულე) მალევე უნდა გადავიდეს ჰოლანდის ასაყვანად.

გარდა ამისა, ფლანგის მცველები (დეივისი და ზულე) ერთდროულად შეტევაში არ უნდა გადავიდნენ. ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად უნდა დარჩეს დაცვაში და აქტიურად დაიცვას ჰოლანდი.

რაც შეეხება პრესინგს, ამ დროს გუნდმა ყურადღება უნდა მიაქციოს მატს ჰუმელსს, რადგან სწორედ მას გამოსდის ყველაზე უკეთ შორეული გადაცემები. პრესინგის მთავარი წარმმართავი თომას მიულერი იქნება.
ფლიკი: "ხვალინდელ მატჩში გადამწყვეტ როლს ეს ფაქტორი ითამაშებს"
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურის ცენტრალურ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

"დორტმუნდის წინააღმდეგ გამართული მატჩები ყოველთვის განსაკუთრებულია ჩვენთვის. ასეთი მატჩები სულ უმაღლეს დონეზე უნდა ჩაატარო. ამჟამად "ბორუსია" ტოპ 3-ში არ იმყოფება, მაგრამ ბოლო კვირების მანძილზე დაამტკიცეს, რომ ძლიერი გუნდია, არაერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელით."

"ხვალინდელი მატჩისთვის ჩვენი გეგმა რა თქმა უნდა გვაქვს. მეტოქის მსგავსად ძლიერი შეტევითი არსენალი გვაქვს, გარდა ამისა უკეთ გამოვიყურებით დაცვაში. მომავალ შეხვედრაში გადამწყვეტ ფაქტორს ითამაშებს სტარტიდანვე ბოლომდე ბრძოლა. მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ."

"ჰოლანდი გოლებზე დაგეშილი ფეხბურთელია. მომავალი სწორედ მას ეკუთვნის, რადგან ყველაფერი გააჩნია საამისოდ. ის არის სწრაფი, აქვს გოლის ალღო. აუცილებელია, რომ მას არ მივცეთ სივრცეები."

"ყველა მატჩს სერიოზულად ვუდგებით, თუმცა, რა თქმა უნდა "დორტმუნდთან" მატჩი განსაკუთრებულ მოტივაციას გვაძლევს, ისევე, როგორც ჩემპიონთა ლიგის შეხვედრები. ყოველთვის სასიამოვნოა საუკეთესოებთან დაპირისპირება."

"ბენჟამინ პავარი ხვალინდელ მატჩში ვერ დაგვეხმარება. ის სულ ახლახანს დაუბრუნდა ვარჯიშს და მომავალ კვირაში შეძლებს თამაშს. არ გვსურს რისკზე წასვლა, რადგან მისი ჩანაცვლება ამჟამად შეგვიძლია." - აცხადებს ფლიკი.
მუსიალას პირველი კომენტარი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ჯამალ მუსიალამ კლუბთან ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

18 წლის ნახევარმცველმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გახარებული ვარ ჩემი პირველი პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმებით. ამ გუნდში თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მე მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გვერდზე ვთამაშობ და მათგან ბევრ რამეს ვსწავლო ყოველდღიურად."

"ჰანს ფლიკი, ჰასან სალიჰამიჯიჩი, მარკო ნეპი და აბსოლიტურად ყველა გუნდში მენდო და მათ მომცეს შანსი. მადლობის გადახდას კი კარგი თამაშით და ტიტულების მოგებით ვაპირებ. იმედი მაქვს, სულ მალე "ბაიერნისთვის" უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი გავხდები." - აცხადებს მუსიალა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2