bayern.ge სიახლეები გვერდი 543
კამავინგას ტრანსფერისთვის "ბაიერნმა" ფულის შეგროვება დაიწყო
მიუნხენის "ბაიერნი" ედუარდო კამავინგას შესაძენად თანხას აგროვებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა გადაწყვეტილი აქვს და საამისოდ მუშაობაც დაწყებულია.

წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბს კორენტინ ტოლისო დატოვებს. ფეხბურთელის გაყიდვას ტრავმამდე 30 მილიონ ევროდ ვარაუდობდნენ, თუმცა, უცნობია მძიმე დაზიანების შემდეგ როგორ შეიცვლება მისი ფასი.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვასაც "ბაიერნი" აპირებს ნიკლას ზულეა. გერმანელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მხარეები ახლის გაფორმებაზე ვერ თანხმდებიან. დიდი ალბათობით, მიუნხენელები მას ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეელევიან.

შეგახსენებთ, რომ "რენი" კამავინგას 80 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს.
"ბაიერნის" საოცარი სტატისტიკა ჩემპიონთა ლიგაზე
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონშიც საოცარ სტატისტიკას აფიქსირებს.

7 ჩატარებული მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერს" უკვე 22 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ 1 შეხვედრაში 3-ზე უფრო მეტ გოლს უდრის. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე არიან.

უახლოესი მდევრები "პსჟ" და კატალონიის "ბარსელონა" არიან, რომელთა გოლების რაოდენობაც 17-ს შეადგენს.

"ბაიერნი" ასევე პირველზეა ბურთის ფლობის მაჩვენებლით. გუნდი საშუალოდ 61%-იან მაჩვენებელს აფიქსირებს და ამ მაჩვენებლით "სიტისაც" კი უსწრებს. გვარდიოლას გუნდი თავის მხრივ 59%-ით მესამე ადგილზეა და მადრიდის "რეალს" 1%-ით ჩამორჩება.
პირველი წრის შემდეგ - სუპერკომპიუტერის განახლებული მონაცემები ცნობილია
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი წრის შემდეგ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.

ცვლილებაა პირველ სამეულში. თუ პლეი-ოფის დაწყებამდე "ბარსელონას" ჩემპიონობის შანსები 13%-ით ფასდებოდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იყო, "პსჟსთან" მარცხის შემდეგ მისი შანსი 1%-მდე დაეცა.

2%-ით გაიზარდა "ბაიერნის" შანსები და ახლა კლუბი ფავორიტებს შორის მე-2 ადგილზეა, 13%-ით. პირველ ადგილს კი კვლავ "სიტი" იკავებს, რომლის შანსებიც 37%-იდან 43%-მდე გაიზარდა.

საუკეთესო ხუთეულში ასევე შედიან "ლივერპული" (9%, ცვლილება +2%), "ჩელსი" (8%, ცვლილება +3%) და მადრიდის "რეალი" (8%, ცვლილება +2%).

პლეი-ოფის დაწყებამდე მონაცემები შეგიძლიათ ​ამ ლინკზე იხილოთ.​​​
კომანი: "ამჟამად ეს 3 ვინგერი მსოფლიოში საუკეთესოა"
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.

"სანამ "ბაიერნთან" კონტრაქტს მოვაწერდი ხელს ვიცოდი, რომ ეს დიდებული კლუბი იყო. მაგრამ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. "ბაიერნი" კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიდი კლუბი."

"როდესაც ანგარიში 2-3 ბურთიანი სხვაობით მიგყავს, სხვა გუნდები დუნდებიან. ჩვენ კი ისე ვთამაშობთ, თითქოს 0:0 იყოს."

"ხალხი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ მე რიბერის ღირსეული შემცვლელი ვარ, თუმცა, ეს შედარება არ მომწონს. მირჩევნია, ჩემი ისტორია დავწერო. მაგრამ, რა თქმა უნდა საამაყოა, როდესაც რიბერის გვერდით გიხსენიებენ. თუ მისი მსგავსი კარიერა მექნება ბედნიერი ვიქნები."

"ჩემთვის იდეალური ვინგერი არის ის, რომელსაც შეუძლია გოლების გატანაც და ასისტების დარიგებაც. ვფიქრობ, მე ამ მიზნისკენ მივიწევ, თუმცა, ჯერ მაკლია გარკვეული კომპონენტები, მაგალითად, გოლების რაოდენობა."

"ამჟამად ვფიქრობ ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში 3 საუკეთესო ფეხბურთელია. ესენი არიან რაჰიმ სტერლინგი, სადიო მანე და მო სალაჰი. მათ გააქვთ გოლები, მუშაობენ გუნდისთვის, თამაშობენ პრესინგს. საუკეთესოს ხსენების დროს პირველი მათი სახელები მომდის თავში." - აცხადებს კინგსლი.
"ბაიერნი" - "კიოლნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 23-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "კიოლნს" მიიღებს.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
სასიხარულო ინფორმაცია: "ბაიერნის" ლიდერებმა ვარჯიში განაახლეს
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ინფორმაციები გავრცელდა.

გუშინ გუნდის ორმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმ ვარჯიში განაახლეს.

მოგეხსენებათ, თომასს კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირა გაუცდა. ახლა ის სრულიად განიკურნა და აღდგენითი ვარჯიშებიც დაიწყო. უნდა ველოდოთ, რომ ფეხბურთელი გუნდს 6 მარტს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდება.

რაც შეეხება გნაბრის, მან კუნთის დაზიანების გამო ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა. არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ვინგერი ხვალ, "კიოლნის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იყოს.
ლეონარდომ "ბაიერნს" და კოუასის უკბინა: "მას ეგონა სამოთხეში მოხვდებოდა"
ფრანგული "პსჟს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ტანგე კოუასისა და მიუნხენის "ბაიერნის" მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა.

"ტანგე კოუასიმ "პსჟს" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ კი თითქმის ერთი წელი გავიდა და მას 1 შეხვედრაც არ ჩაუტარებია."

"მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტანგეც და სხვებიც ფიქრობენ, რომ სხვა გუნდში სამოთხე დახვდებათ."

"პსჟ არ კარგავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. არამედ პირიქით, ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგავენ პსჟს. ბევრ მათგანს ახლაც უნდა უკან დაბრუნება." - აცხადებს ლეონარდო.
ჩემპიონთა ლიგის პირველი წრის სიმბოლური გუნდი ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი წრე უკვე დასრულდა.

სტატისტიკურმა გამოცემა Whoscored-მა საკუთარი რეიტინგების მიხედვით გასული 2 კვირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

თერთმეტეულში მიუნხენის "ბაიერნის" მხრიდან მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, რობერტ ლევანდოვსკი მოხვდა.

სრული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:


ლიოვმა გადაწყვეტილება შეცვალა? ახალი ცნობები მიულერის ნაკრებში დაბრუნებაზე
2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, შესაძლოა, თომას მიულერი ვიხილოთ.

მოგეხსენებათ, 2019 წლის შემდეგ მიულერსა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრების გაახალგაზრდავების მიზნით აღარ იძახებენ.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იოახიმ ლიოვი სერიოზულად განიხილავს ვეტერანი შემტევის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე.

წყაროს ცნობით, ეს არ იგეგმება მარტში, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის. თუმცა, არ არის გამორიცხული ევროპის ჩემპიონატამდე ლიოვმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს და მიულერს ბუნდესნაკრებში უხმოს.
რატომ გადაწყვიტა მუსიალამ გერმანიის ნაკრებში თამაში
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გერმანიის ნაკრებში ითამაშებს.

ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.

"მე მაქვს ინგლისური და გერმანული გული. ეს გული ორივე ქვეყნისთვის ფეთქავს. ჩემს თავს არაერთხელ დავუსვი კითხვა, რა იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის? სად მომეცემა უფრო მეტი შანსი?"

"საბოლოოდ ჩემს გრძნობებს მოვუსმინე და ვფიქრობ, რომ 100%-ით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ ყოფილა."

"მიუნხენში ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი მქონდა იოახიმ ლიოვთან. ამ შეხვედრის დროს ბატონმა ლიოვმა ნათლად მაჩვენა, თუ რატომ უნდა ამერჩია გერმანიის ნაკრები."

"ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ თუ რა ხდება ჩემს ახალ რეალობაში. ამ ყველაფერზე 5 წლის ასაკიდან ვოცნებობდი და ეს მოტივაციას მაძლევდა." - აცხადებს მუსიალა.
ოფიციალურად: მუსიალამ ეროვნული ნაკრების საკითხზე გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ ეროვნული ნაკრების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

18 წლის ნახევარმცველმა The Athletic-თან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.

"საბოლოო ჯამში, მე დავუჯერე იმ შინაგან ხმას, რომელიც მეუბნებოდა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. იმ ქვეყნის ღირსების დაცვა, სადაც დავიბადე, ჩემთვის დიდი პატივი იქნება."

"მინდა აღვნიშნო, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა." - აცხადებს მუსიალა.
ინძაგი: "ბაიერნის გამარჯვებაში დიდი წვლილი ჩვენ შევიტანეთ"
რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ "ბაიერნთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობ, "ბაიერნის" გამარჯვებში დიდი წვლილი სწორედ ჩვენ შევიტანეთ. მათ დავეხმარეთ რომ დღეს მოეგოთ."

"ეს მატჩი ჩვენთვის ძალიან ცუდად დაიწყო. ვფიქრობ, ანგარიში 0:0 რომ დიდხანს შეგვენარჩუნებინა, სულ სხვანაირი თამაში წავიდოდა."

"ჩვენ უბრალოდ სამი გოლი ვაჩუქეთ მეტოქეს. ასეთ მატჩებში მსგავსი შეცდომების დაშვება არ შეიძლება."

"ბაიერნი მსოფლიო ჩემპიონი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. მათ არ სჭირდებათ ჩვენი შეცდომები, რომლებიც საქმეს გაუმარტივებთ." - აცხადებს ინძაგი.
ფლიკი: "1/4 ფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადავდგით"
მიუნხენის "ბაიერნის" დამრიგებელმა, ჰანს ფლიკმა რომში მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ჩვენ მოვიგეთ ბურთები მეტოქის ნახევარზე, მოვაქციეთ ისინი წნეხში და შედეგიც სახეზეა. კმაყოფილი ვარ გუნდის გამოსვლით."

"ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია ჩვენთვის. ამ მატჩისთვის ყველა განსაკუთრებულად მოემზადა. გამარჯვება დავიმსახურეთ."

"ახლა განმეორებითი მატჩის ჩატარება დაგვრჩა. გვსურს, რომ 1/4 ფინალში გავიდეთ და ამ მიზნისკენ დიდი ნაბიჯი გადავდგით."

"მიულერი მაშინ დაგვიბრუნდება, როდესაც ექიმები ნებას დართავენ. ჯერ კიდევ რამდენიმე ტესტი არის ჩასატარებელი. რაც უფრო მალე დაგვიბრუნდება, უფრო მეტად გაგვიხარდება." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნმა" "მანჩესტერს" გადაასწრო და ლიგის საოცარი რეკორდი დაამყარა
რომის "ლაციოსთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ მიუნხენის "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, "რეკორდმაისტერს" ტურნირზე უკვე ზედიზედ 17 მატჩია რაც გასვლით შეხვედრებში არ წაუგია, მსგავსი შედეგი კი ისტორიაში არცერთ გუნდს არ ჰქონია.

ეს რეკორდი 2017 წელს, გლაზოს "სელტიკთან" 1:2 მოგებულ მატჩში დაიწყო და დღემდე გრძელდება. ამ პერიოდის მანძილზე "ბაიერნმა" 17 თამაშიდან 13-ში იმარჯვა და მხოლოდ 4 დაასრულა ფრედ.

ამ დრომდე რეკორდი "მანჩესტერს" ეკუთვნოდა, რომლის წაუგებელი სერიაც 2007 წლიდან 2010 წლამდე გაგრძელდა და 16 მატჩი შეადგინა.
გორეცკა: "მე და კიმიხი ვცდილობდით, მუსიალას ზურგი დაგვეცვა"
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ "ლაციოს" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ძალიან გახარებული ვარ ასეთი დიდებული თამაშით. ჩვენ თამაშში კარგად ჩავერთეთ. დღეს სწორი მიმართულებით პირველი ნაბიჯი გადავდგით."

"ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გახლდათ. პირველივე წუთებიდან მეტოქეს ვაგრძნობინეთ, რომ მათ არაფრის მიღწევა არ შეეძლოთ."

"მუსიალა სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის გამო ძალიან ბედნიერი იყო. ყველა ვცდილობდით, რომ თავისუფლად ეთამაშა, წნეხის გარეშე. მე და იოზუა კი მის ზურგს ვიცავდით და ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა." - აცხადებს გორეცკა.
მუსიალამ "ლაციოს" წინააღმდეგ საოცარი რეკორდი დაამყარა
სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად რომის "ლაციოს" დაუპირისპირდა და 1:4 გაანადგურა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან მეორე გოლის ავტორი ჯამალ მუსიალა გახლავთ, რომელმაც ამ შეხვედრაში საოცარი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, 17 წლისა და 363 დღის ასაკში ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გერმანული კლუბის ისტორიაში, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო.

ასევე ის ზოგადად ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორთა სიაშიც შევიდა და მე-9 ადგილზე დამკვიდრდა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2