bayern.ge სიახლეები გვერდი 544
"ლაციო" 1:4 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" რომის "ლაციოს" ესტუმრა და ანგარიშით 1:4 გაანადგურა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით:


კონტრ შეტევის მასტერკლასი "ბაიერნის" შესრულებით (ვიდეო)
"ლაციოსა" და "ბაიერნის" შეხვედრის მეორე ტაიმის სტარტზე საოცარი კონტრ შეტევის შემდეგ "რეკორდმაისტერმა" მეოთხე გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო.
ლევანდოვსკიმ რაულს გადაასწრო და საოცარი მიღწევა დაამყარა
რომის "ლაციოსა" და მიუნხენის "ბაიერნის" შეხვედრის მე-9 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ანგარიშის გახსნა მოახერხა.

საინტერესოა, რომ პოლონელმა ფორვარდმა ლეგენდარულ რაულ გონსალეს ბლანკოს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა სიაში მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

ლევანდოვსკის უკვე ტურნირის ისტორიაში 72 გოლი დაუგროვდა და ესპანელის მაჩვენებელი 1-ით გააუმჯობესა.

"ბაიერნის" ფორვარდზე წინ მხოლოდ კრისტიანო რონალდუ და ლეო მესი არიან, შესაბამისად 134 და 119 გოლებით.
მუსიალამ ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა (ვიდეო)
"ლაციოსა" და "ბაიერნის" შეხვედრის 25-ე წუთზე ჯამალ მუსიალამ ულამაზესი გოლით სხვაობა ორამდე გაზარდა.

იხილეთ ვიდეო.
დაცვის საოცარი შეცდომით ლევანდოვსკიმ ისარგებლა (ვიდეო)
"ლაციოსა" და "ბაიერნის" შეხვედრის საწყის წუთებში რობერტ ლევანდოვსკიმ დაცვის საოცარი შეცდომით ისარგებლად ანგარიში გახსნა.

იხილეთ ვიდეო.
"ლაციო" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" რომში "ლაციოს" დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა სასტარტო შემადგენლობები დაასახელეს.

"ლაციო": რეინა - პატრიკი, აჩერბი, მუსაკიო - ლუკას ლეივა - ლაზარბ, მილინკოვიჩ სავიჩი, ლუის ალბერტო, მარუშიჩი - კორეა, იმობილე.

"ბაიერნი": ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
ლაციალეები მზად არიან - რა ხდება რომში ამ წუთებში (ვიდეო)
თბილისის დროით 23:59 საათზე ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის შეხვედრა გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" რომის "ლაციოს" ესტუმრება.

იტალიელი გულშემატკივრები ამ მატჩისთვის განსაკუთრებით მოემზადნენ. სოციალურ ქსელში ლაციალეების ვიდეო გავრცელდა, სადაც ისინი რომის ქუჩებში არიან გამოფენილები საკუთარი გუნდის საქომაგოდ.

იხილეთ ვიდეო.
როგორი სტატისტიკა აქვს "ბაიერნს" იტალიური კლუბების წინააღმდეგ
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" რომის "ლაციოს" დაუპირისპირდება. მიუხედავად ორივე კლუბის საკმაოდ დიდი ისტორიისა, დღეს მათ შორის პირველი შეხვედრა შედგება.

საინტერესოა, როგორ გამოიყურება "რეკორდმაისტერის" სტატისტიკა ზოგადად, იტალიური კლუბების წინააღმდეგ.

პირველად მიუნხენური გრანდი იტალიურ კლუბს 1967/68 წლების სეზონში შეხვდა. "ბაიერნმა" თასების თასის 1/2 ფინალის პირველი მატჩი "მილანთან" 2:0 წააგო, შინ კი თამაში უგოლოდ დასრულდა და შემდეგ ეტაპზეც "როსონერი" გავიდა.

ყველაზე მტკივნეული მარცხი მიუნხენურმა გრანდმა, ალბათ 2010 წელს განიცადა, როდესაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში მილანის "ინტერთან" 2:0 დამარცხდა.

სამაგიეროდ, მას შემდეგ "ბაიერნი" იტალიურ კლუბებს 10 მატჩში დაუპირისპირდა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.

ასევე სასიამოვნოდ უნდა ახსოვდეთ გუნდის გულშემატკივრებს ბოლო სტუმრობა "სტადიო ოლიმპიკოზე". 2014 წელს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე "რომას" წინააღმდეგ "ბაიერნმა" 1:7 იმარჯვა.

ბოლო იტალიური მეტოქე, რომელიც "ბაიერნს" შეხვდა, ტურინის "იუვენტუსი" გახლავთ. 2015/16 წლების ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში მიუნხენურმა გრანდმა საოცარი ქამბექი შემოგვთავაზა და ორი მატჩის ჯამში 6:4 იმარჯვა.

საბოლოო ჯამში, "ბაიერნი" ევროთასების ისტორიაში ორმოცდაერთჯერ დაუპირისპირდა იტალიურ კლუბს საიდანაც 17 გამარჯვება "რეკორდმაისტერს" დარჩა, 15 კი მოწინააღმდეგეს. ბურთების სხვაობაც გერმანელთა სასარგებლოდაა - 65 გატანილი 53 გაშვებულის წინააღმდეგ.
გადაწყვეტილება მიღებულია - რომელ ნაკრებში ითამაშებს მუსიალა
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ ეროვნული ნაკრების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

წყაროს ცნობით, იოახიმ ლიოვმა 17 წლის ფეხბურთელის დარწმუნება მოახერხა და ამიერიდან ის გერმანიის ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

მოგეხსენებათ, მუსიალას როგორც ბუნდესნაკრებში, ასევე ინგლისშიც შეეძლო თამაში და ამ დრომდე სწორედ ბრიტანელთა ახალგაზრდულ ნაკრებებში გამოდიოდა. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებით მუსიალამ გერმანია აირჩია.

მომავალ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი აიღებს სტარტს და დიდი ალბათობით, მუსიალას დებიუტი გერმანიაში სწორედ ამ პერიოდში შედგება.
ვან ბასტენი: "თავის ასაკში უკვე ჰოლანდი ლევანდოვსკიზე უკეთესია"
ლეგენდარულმა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა, მარკო ვან ბასტენმა რობერტ ლევანდოვსკი და ერლინ ჰოლანდი შეადარა ერთმანეთს.

"ჰოლანდი არის ახალი ლევანდოვსკი? ვფიქრობ, ის უკეთესია ვიდრე პოლონელი."

"თავის ასაკში ერლინი უკვე ნამდვილი დომინანტია. ჩემი აზრით, მას გაცილებით უფრო მეტის გაკეთება და მიღწევა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია."

"ის ნამდვილი ინტელიგენტია, რომელსაც აქვს ძალიან კარგი ტექნიკა და გააქვს უამრავი გოლი. ჰოლანდი განსაკუთრებული ბიჭია." - აცხადებს ვან ბასტენი.
ფლიკი: "დაცვაში ტრავმების გამო პრობლემები გვაქვს"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენცია ჩაატარა.

"მე არ ვარ ის ადამიანი, რომელიც ბოდიშებს იხდის. პირველი ტაიმები ბოლო მატჩებში ცუდი იყო. თუმცა, ახლა ჩემპიონთა ლიგაა და საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ."

"ნიკლასს გარკვეული ტრავმა აწუხებს. შესაძლოა, იოზუამ ითამაშოს დაცვის მარჯვენა ფლანგზე, თუმცა, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიგვიღია."

"ლეონ გორეცკა სასტარტო თერთმეტეულში იქნება ხვალ. ვირუსის შემდეგ დაბრუნება მარტივი არ ყოფილა, თუმცა, მან "აინტრახტთან" ძალიან კარგად ითამაშა."

"მე მინდა, რომ ჩემმა გუნდმა ხვალ მატჩის დასაწყისიდანვე სწორი ფეხბურთი ითამაშოს და გამოიღვიძოს. სრულად ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს."

"ლაციოს თამაშები ნანახი და გარჩეული გვაქვს, მათ შორის "დორტმუნდთან" დაპირისპირებაც. ასევე გვეხმარება კლოზეს რჩევებიც, რომელიც ამ გუნდში თამაშობდა და მწვრთნელსა და თვითონ გუნდს კარგად იცნობს." - აცხადებს ფლიკი.
იმობილე: "ლევანდოვსკიში ყველაზე მეტად სწორედ ეს მომწონს"
რომის "ლაციოს" ლიდერმა, ჩირო იმობილემ "ბაიერნთან" დაპირისპირებამდე პრესასთან ისაუბრა.

"საუკეთესოებთან დაპირისპირება ყოველთვის მეტ მოტივაციას გაძლევს. რა თქმა უნდა, რთული მატჩი გველოდება, მაგრამ, ჩვენს სათამაშო სტილს არ შევცვლით. ყველაფერს გავაკეთებთ ორი მატჩის ჯამში გასასვლელად."

"ბაიერნი სუპერ შემტევი გუნდია, რომელიც ყოველთვის ქმნის სახიფათო მომენტებს შენს კართან. ამას უნდა ვუფრთხილდეთ და ვეცადოთ, რომ ჩვენი მომენტები მაქსიმალურად გამოვიყენოთ."

"რა მომწონს ყველაზე მეტად ლევანდოვსკიში? ის არასდროს არის კმაყოფილი. ყოველ წელს ის ცდილობს განვითარდეს და ლიმიტი არ დაუწესოს თავის თავს. ეს აღმაფრთოვანებელია. ვფიქრობ, ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია." - აცხადებს ჩირო.
კომანი: "ვიცი რას გრძნობს ტოლისო ახლა"
მიუნხენის "ბაიერნის" გარემარბმა, კინგსლი კომანმა "ლაციოსთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გუნდის დამოკიდებულება ჩემს მიმართ არ შეცვლილა. ვფიქრობ, მანამდე და მას შემდეგ მე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი ვარ. უბრალოდ, ახლა უფრო მეტი თავდაჯერებულობა მაქვს."

"ბოლო მატჩები ოდნავ დამღლელი იყო და ტრავმების გამო არაერთი მოთამაშე დაგვაკლდა. თუმცა, ხვალ ჩემპიონთა ლიგაა და ყველაფერს გავაკეთებთ მოსაგებად."

"კორონავირუსისგან თავის ასაცილებლად არაერთი წესი გვაქვს. ასევე ბევრი ტესტი ტარდება. თუმცა, ეს ხელს არ გვიშლის მომავალი მატჩისთვის სრულად მომზადებაში."

"ტოლისო რთულ სიტუაციაში და ვიცი რას გრძნობს ის ახლა. ვიცი, როგორი რთულია ტრავმის შემდეგ დაბრუნება, თუმცა, მან თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღოს." - აცხადებს კომანი.
კროოსი: "თუ ბაიერნში რეგულარულად თამაშობ, რეალის დონეს შეესაბემები"
მადრიდის "რეალის" ლიდერმა, ტონი კროოსმა დავიდ ალაბას შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"მე დავიდთან ერთად უკვე 7 წელია არ მითამაშია. შესაბამისად, ჩემთვის რთულია იმის თქმა, თუ რას ფიქრობს."

"რამდენჯერმე წავიკითხე იმის შესახებ, რომ ალაბა "რეალში" გადმოვა სათამაშოდ. მაგრამ, ზუსტ ინფორმაციას არ ვფლობ."

"ამ მომენტში მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. თუ "ბაიერნის" სასტარტო შემადგენლობაში რეგულარულად თამაშობ, მაშინ "რეალის" დონეს ნამდვილად შეესაბამები." - აცხადებს ტონი.
"ლაციო" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობები
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" რომში "ლაციოს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი შეხვედრისთვის:

"ლაციო": რეინა - პატრიკი, აჩერბი, მუსაკიო - ლუკას ლეივა - ლაზარბი, მილინკოვიჩ სავიჩი, ლუის ალბერტო, მარუშიცი - კორეა, იმობილე.

"ბაიერნი": ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, გორეცკა, კომანი - ლევანდოვსკი.
კლოზე: "ლაციოს მთავარ სისუსტეს ეს წარმოადგენს"
ჰანს ფლიკის ასისტენტმა, მიროსლავ კლოზემ "ლაციოსთან" მატჩამდე პრესასთან ისაუბრა.

"ჩვენ ფავორიტებად მივიჩნევით წყვილში, თუმცა საქმე ასე მარტივად არ არის. უნდა დავიბრუნოთ ძველი ფორმა, სხვა შემთხვევაში, ფავორიტები ვერ ვიქნებით."

"ლაციოს არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებსაც ხიფათის შექმნა შეუძლიათ. იმობილე, ლუის ალბერტო, მილინკოვიჩ სავიჩი და სხვები."

"მეტოქის სისუსტეს დაცვის ხაზი წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვეცადოთ პრესინგი და ბურთის ართმევა მის ნახევარზე. თუ ეს არ გამოგვივა, სწრაფად გადაჯგუფება მოგვიწევს."

"რა შედეგი იქნება კარგი "ბაიერნისთვის" რომში? ვფიქრობ, გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდება." - აცხადებს კლოზე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2