bayern.ge სიახლეები გვერდი 548
მორიგი დანაკლისი - "ბაიერნის" ტრავმირებულთა სია იზრდება
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკური "ტიგრესი" 1:0 დაამარცხა და ტიტულს დაეუფლა.

გამარჯვების მიუხედავად იდეალურად არ ჩაუვლია მატჩს "რეკორდმაისტერისთვის". გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრმა, სერჟ გნაბრიმ დაზიანება მიიღო.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გერმანელ ვინგერს მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს და სწორედ ეს გახდა მისი შეცვლის მიზეზი გუშინდელ შეხვედრაში.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია ტრავმა. არსებობს საშიშროება იმისა, რომ გნაბრიმ "ლაციოსთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის პირველი 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი გამოტოვოს.

შეგახსენებთ, რომ ასევე კორონავირუსის გამო "ბაიერნს" ამჟამად ლეონ გორეცკა, ხავი მარტინესი და თომას მიულერი ვერ ეხმარებიან.
პეპის ინიციატივა ფლიკს: "დავურეკავ მესის და მე-7 ტიტულისთვის ვითამაშოთ"
მიუნხენის "ბაიერნმა" საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში "ტიგრესი" დაამარცხა და ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეექვსე ტიტული მოიგო.

აღნიშნულ ფაქტს პეპ გვარდიოლა სახალისო ინიციატივით გამოეხმაურა.

"ვულოცავ "ბაიერნსა" და ფლიკს მე-6 ტიტულის მოგებას, მაგრამ პირველი "ბარსელონა" იყო, რომელმაც ამის გაკეთება მოახერხა."

"შეიძლება ერთ დღესაც მესის დავურეკო და მეშვიდე ტიტულისთვის მატჩი ჩავატაროთ. გვითხარით ადგილი და დრო და ჩვენ მოვალთ." - აცხადებს პეპი.
ფლიკი: "გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაგვიყენებია"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ტიგრესის" დამარცხების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვულოცავ ჩემს გუნდს. მათ ისტორიული შედეგი დაამყარეს და 6 ტიტული მოიგეს. ისეთი წარმატებული გუნდისთვისაც კი, როგორიც "ბაიერნია", ეს ყველაზე წარმატებული სეზონია ისტორიაში."

"გუნდმა ძალიან კარგად ითამაშა. გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ წამითაც არ დაგვიყენებია. მინდორზე ვდომინირებდით და სრულად დავიმსახურეთ მოგება."

"თავის მხრივ "ტიგრესმა" სრულიად დაიმსახურა ფინალში თამაში. მათ ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ, რომელმაც ბევრს მიაღწია."

"თამაშამდე მიულერს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ ცოტა დაღლილია. თუმცა, ეს ლოგიკურია. როდესაც მსგავს დიაგნოზს გისვამენ, თავში ათასი რამ გიტრიალებს. სხვა მხრივ კი თავს კარგად გრძნობს და იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება." - აცხადებს ფლიკი.
ლევანდოვსკი: "შესვენების დროს გუნდელებთან მივედი და ეს ვუთხარი"
საკლუბო მუნდიალის ფინალში "ტიგრესის" დამარცხების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა.

"დღეს ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვება იყო. სიქსტაპლი შევასრულეთ და ეს ნამდვილად გასაოცარი მიღწევაა."

"შესვენების დროს გუნდელებთან მივედი და ვუთხარი: "ბიჭებო, უფრო ხშირად უნდა ჩავაწოდოთ, ეცადეთ ამაზე გააკეთოთ აქცენტი." და ამან გაამართლა კიდეც."

"თომასი თავს კარგად გრძნობს, მას სიმპტომები არ აქვს. გვსურდა, რომ ისიც და სხვა ყველა ფეხბურთელი დღეს ჩვენს გვერდით ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს, აღნიშვნის დრო კიდევ გვექნება." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ნოიერმა მორიგი ბრწყინვალე რეკორდი დაამყარა
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" მექსიკური "ტიგრესი" ანგარიშით 1:0 დაამარცხა და მორიგი ტიტული მოიპოვა.

"რეკორდმაისტერის" მხრიდან სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე მანუელ ნოიერმა, რომელმაც მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, მანუ გახდა საკლუბო მუნდიალების ისტორიაში პირველი მეკარე, რომელმაც ზედიზედ 4 მატჩში შეძლო კარის მშრალად შენახვა.

მანუს სერია 2013 წელს დაიწყო, როდესაც ჯერ "გუანჟოუსთან", შემდგომ კი ფინალში "რახა კასაბლანკასთან" შეინახა კარი მშრალად. ახლა კი ნოიერმა "ალ აჰლისთან" და "ტიგრესთან" მატჩებში არ გაუშვა გოლები და ამით მორიგი რეკორდი დაამყარა.
"როგორი ამაყი ვარ" - გვარდიოლამ "ბაიერნს" ჩემპიონობა მიულოცა
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნმა" ანგარიშით 1:0 დაამარცხა მექსიკური "ტიგრესი" და მორიგ ტიტულს დაეუფლა.

"რეკორდმაისტერის" ამ წარმატებას გუნდის ყოფილი და "სიტის" ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა გამოეხმაურა.

"როგორი ამაყი ვარ ამ დიდებული წარმატების გამო. მსოფლიოს ჩემპიონები. "ბაიერნის" მთლიან ოჯახს, გილოცავთ! Mia San Mia." - წერს პეპი სოციალურ ქსელში.
საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა ცნობილია
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.

მატჩის დასრულების შემდეგ FIFA-მ ტრადიციული დაჯილდოების ცერემონია გამართა, სადაც ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობაც დასახელდა.

აღნიშნული წოდება მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მიიღო და ინდივიდუალური ჯილდოების კედელს მორიგი პრიზი დაუმატა.

პოლონელმა ფორვარდმა 1/2 ფინალში "ალ აჰლის" წინააღმდეგ დუბლის გაფორმება მოახერხა. ფინალში კი აქტიურად გამოიყურებოდა და საბოლოოდ ტურნირის საუკეთესოს ტიტულიც დაიმსახურა.

ჩამონათვალში მესამე ადგილი კიდევ ერთმა მიუნხენელმა, იოზუა კიმიხმა დაიკავა.
მიუნხენის "ბაიერნი" საკლუბო მუნდიალის გამარჯვებულია (ვიდეო მიმოხილვა)
2020 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" კონკაკაფის გამარჯვებულ "ტიგრესს" დაუპირისპირდა.

შეხვედრა სრულად მიუნხენელთა უპირატესობით წარიმართა და საბოლოოდ მათი გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

მატჩის ერთადერთი გოლი "რეკორდმაისტერის" მარჯვენა მცველმა, ბენჟამინ პავარმა 59-ე წუთზე გაიტანა.

ამრიგად "ბაიერნმა" ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ყველა შესაძლო, 6 ტიტული მოიგო.

იხილეთ ვიდეო მიმოხილვა.
კიმიხის საოცარი გოლი, რომელიც არ ჩათვალეს (ვიდეო)
"ბაიერნისა" და "ტიგრესის" შეხვედრის საწყის წუთებში იოზუა კიმიხმა გოლი გაიტანა, თუმცა, მთავარმა არბიტრმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა.

იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნი" - "ტიგრესი" პირდაპირი ტრანსლიაცია
მიუნხენის "ბაიერნი" მსოფლიო საკლუბო მუნდიალის ფინალში მექსიკურ "ტიგრესს" უპირისპირდება.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (პირველი არხი)

ლინკი 2

ლინკი 3

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"ბაიერნი" - "ტიგრესი" სასტარტო შემადგენლობა
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" მექსიკურ "ტიგრესს" დაუპირისპირდება.

"რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მატჩის დაწყებამდე 1 საათით ადრე სასტარტო შემადგენლობა გამოაცხადა.

ნოიერი - პავარი, ზულე, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ალაბა - სანე, გნაბრი, კომანი - ლევანდოვსკი.
რუმენიგე: "სალაჰი აფრიკელი მესია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ და აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ "ლივერპულის" ლიდერი, მუჰამედ სალაჰი შეაქო.

"ამჟამად არ ვაპირებთ სალაჰის შეძენას, თუმცა, რა თქმა უნდა, უდიდესი პატივი იქნებოდა მისნაირი ფეხბურთელის ყოლა გუნდში."

"ჩემი აზრით ის ნამდვილი აფრიკელი მესია. თავისი უნარების წყალობით მას შეუძლია ნებისმიერ ევროპულ გრანდს ულიდეროს."

"სალაჰის მიღწევები თამამად შეგვიძლია შევადაროთ მესისა და რონალდუს მიღწევებს "ბარსელონასა" და "რეალში". - აცხადებს რუმენიგე.
"ბაიერნის" ლიდერს კორონავირუსი დაუდასტურდა
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე რამდენიმე საათით ადრე მიუნხენის "ბაიერნის" ბანაკიდან უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

გერმანული გამოცემების ცნობით, "რეკორდმაისტერის" ლიდერს, თომას მიულერს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გერმანელი შემტევი უკვე იზოლაციაში არის გადაყვანილი. საბედნიეროდ, სხვა ყველა ფეხბურთელის პასუხი ტესტზე უარყოფითია.

შეგახსენებთ, რომ გუნდს ყატარში ჩაფრენის შემდეგ აკრძალული ჰქონდა სასტუმროსა და სავარჯიშო ბაზის დატოვება და უცნობია, საიდან გადაედო მიულერს ვირუსი.
ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული თერთმეტეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

საიტის მიხედვით, ამჟამად ბუნდესლიგის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ერლინ ჰოლანდია, რომლის ფასიც 110 მილიონ ევროს შეადგენს.

გამოცემამ ასევე გერმანიის ჩემპიონატის ყველაზე ძვირი მოთამაშეების სიმბოლური ნაკრებიც გამოაქვეყნა, რომელშიც "ბაიერნის" 8 ფეხბურთელი მოხვდა.

იხილეთ თერთმეტეული:

პიზარო: "მიზნის მიღწევას და ჩემპიონობას 90 წუთი გვაშორებს"
მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღით ადრე "ტიგრესის" კაპიტანმა, გვიდო პიზარომ მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"გუნდმა თავისი ძალა უკვე აჩვენა. ყველამ იცის, თუ რა შეგვიძლია. ჩვენ 2 ეტაპი გადავლახეთ და ფინალამდე მოვედით."

"ახლა მიზნის მიღწევასა და ჩემპიონობას 90 წუთი გვაშორებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ."

"კარგად ვიცით, რას წარმოადგენს "ბაიერნი", მაგრამ არ გვეშინია. ჩვენი თავის გვჯერა და ვიცით, რომ შეგვიძლია გამარჯვება." - აცხადებს პიზარო.
ფლიკი: "ფინალური მატჩისთვის ძალიან კარგად ვართ მომზადებულები"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე პრესკონფერენცია ჩაატარა.

"ძალიან გახარებულები ვართ ფინალში გასვლით. ეს ჩვენი პირველი მიზანი იყო აქ ჩამოსვლის დროს. ამჟამად მხოლოდ მომავალ მატჩზე ვფიქრობთ."

"რთული დაპირისპირება გველოდება. "ტიგრესის" მატჩს ვუყურე 1/2 ფინალში და მათ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ, რომელიც კარგი ვინგერებით არის დაკომპლექტებული."

"ლეროიმ კარგი მატჩი ჩაატარა. ის შეცვლაზე შემოვიდა და ასისტის გარდა ასევე სიმწვავე შემოიტანა თამაშში და კარგად ჩაერთო."

"ბერლინიდან მოსულმა ამბავმა ყველა შეგვძრა. ჟერომმა გაშვება მთხოვა და მეც რა თქმა უნდა, დავთანხმდი. ის გარკვეული პერიოდის მანძილზე ჩვენთან ერთად არ იქნება."

"ფინალისთვის ისევე ვემზადებით, როგორც სხვა მატჩებისთვის. უკვე განვიხილეთ "ტიგრესის" სტილი და ვფიქრობ, მომზადებულები ვხვდებით."

"რამდენად გავაკონტროლებთ ბურთს, ამას თამაშის მიმდინარეობისას გავიგებთ. 1/2 ფინალში ეს კარგად მოვახერხეთ. როგორც უკვე გითხარით, კარგად ვართ მომზადებულები." - აცხადებს ფლიკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2