bayern.ge სიახლეები გვერდი 545
"ბაიერნმა" ფეხბურთელებს ახალი შეზღუდვები დაუწესა
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში კორონავირუსის შემთხვევების მომრავლების შემდეგ კლუბმა ფეხბურთელებს ახალი შეზღუდვები დაუწესა.

კერძოდ, მოთამაშეებს ამ ეტაპზე არ აქვთ მაღაზიებში გასვლის უფლება ნიღბებითაც კი. მათ სახლიდან გასვლის უფლება აქვთ მხოლოდ სავარჯიშო ბაზა "საბერნერ შტრასეზე" და თამაშებ მისასვლელად.

ყველა შეხვედრა მედიასთან, სპონსორებთან, ფანებთან ამჯერად შეჩერებულია. ფეხბურთელები და სტაფის წევრები ყოველდღიურად იკეთებენ ტესტებს და გარკვეულ შემთხვევებში დღეში ორი ტესტიც კი ტარდება.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში "ბაიერნის" სამ ფეხბურთელს დაუდასტურდა კორონავირუსი და არსებობს საშიშროება იმისა, რომ კიდევ ერთი ქეისის შემთხვევაში მთლიანი გუნდის კარანტინში გადაყვანს გახდეს საჭირო.
ვერნერმა ჩემპიონთა ლიგის 3 ფავორიტი დაასახელა
ლონდონის "ჩელსის" გერმანელმა თავდამსხმელმა, ტიმო ვერნერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგების ყველაზე კარგი შანსი "ბაიერნს", "სიტის" და "ლივერპულს" აქვთ. ისინი ყველაზე მაღალ დონეზე იმყოფებიან."

"მათ შორის ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი "ბაიერნი" მგონია, რადგან ეს კლუბი ლოქდაუნის შემდეგ საოცრად გამოიყურება."

"მათ აქვთ მცირე ჩავარდნები, მაგალითად "არმინიასთან" 3-3, მაგრამ ეს საერთო სურათს ვერ ცვლის." - აცხადებს ვერნერი.
"ლაციო" - "ბაიერნი" მთავარი არბიტრის ვინაობა ცნობილია
ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად რომის "ლაციოს" წინააღმდეგ ითამაშებს.

მატჩამდე ორი დღით ადრე UEFA-მ შეხვედრის მთავარი არბიტრის ვინაობა დაასახელა. ეს გახლავთ ორელ გრინფილდი.

39 წლის სპეციალისტს ამ დრომდე "რეკორდმაისტერის" ერთი შეხვედრა განუსჯია. ჯგუფურ ეტაპზე მის მიერ წაყვანილ შეხვედრაში გუნდმა "ლაიფციგს" 3:1 სძლია. თუმცა, თამაშის მიმდინარეობის დროს მთავარმა არბიტრმა მარკ როკა გააძევა.

შეგახსენებთ, რომ "ლაციოსა" და "ბაიერნის" შეხვედრა 3 თებერვალს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.
მიულერის დაბრუნების თარიღი ცნობილია
გერმანულმა გამოცემებმა მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერის, თომას მიულერის დაბრუნების თარიღი დაასახელეს.

დიდი ალბათობით, 31 წლის შემტევი "რეკორდმაისტერს" 6 მარტს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ გასამართ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაში დაუბრუნდება.

მიულერს დოჰაში ყოფნის დროს, 10 თებერვალს კორონავირუსი დაუდასტურდა და მას შემდეგ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ შეძლო გამოჯანმრთელება.

სავარაუდოდ, თომასი თვის ბოლომდე შეძლებს ვირუსის დამარცხებას, რის შემდეგაც დაიწყება აღდგენითი ვარჯიშები. ამის შემდეგ კი ის შემადგენლობაში დაბრუნებას მოახერხებს.
ინძაგი: "მიუნხენის ბაიერნი ერთადერთი კლუბია, რომელიც არ მსურდა მეტოქედ"
რომის "ლაციოს" მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ მიუნხენის "ბაიერნთან" დაპირისპირებამდე მომავალ მეტოქეზე ისაუბრა.

"მიუნხენის "ბაიერნი" ერთადერთი კლუბია, რომელიც არ მსურდა კენჭისყრის დროს ამოსულიყო."

"ვიცით, რომ რთული დაპირისპირება გველოდება და მეტოქე ფავორიტია. მათ სულ ცოტა ხნის წინ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა. თუმცა, ჩვენ არავისი გვეშინია."

"ბაიერნს ამჟამად გარკვეული პრობლემები აქვს. ჩვენ ამ გამოწვევით სიამოვნება უნდა მივიღოთ." - აცხადებს ინძაგი.
რუმენიგე: "ეს ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი შეცდომაა"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ჯერ არ ვიცი რას გავაკეთებ "ბაიერნიდან" წასვლის შემდეგ. თავდაპირველად მცირე შესვენებას ავიღებ, შემდეგ კი არ გამოვრიცხავ, რომ საერთოდ წავიდე ფეხბურთიდან."

"უკვე 66 წლის ვარ და ბევრი ადამიანი სწორედ ამ დროს გადის პენსიაზე."

"ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა? იურგენ კლინსმანის მოყვანა "ბაიერნის" მწვრთნელად. მან გუნდში 1 წელიც ვერ იმუშავა." - აცხადებს რუმენიგე.
"ბაიერნი" "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის სანაცვლოდ 40 მილიონს იხდიდა
ესპანური გამოცემების ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნი" სერიოზულად იყო დაინტერესებული კატალონიის "ბარსელონას" ამომავალი ვარსკვლავის, პედრის დამატებით.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" მზად იყო 18 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაეხადა, თუმცა, "ბლაუგრანამ" უარი განაცხადა.

მოგეხსენებათ, ესპანურ გრანდს ფინანსური პრობლემები აქვს. თუმცა, "ბარსელონა" პედრიში თავიდანვე ხედავდა დიდ პოტენციალს და შესაბამისად, უარი თქვა კლუბმა მის გაშვებაზე.
ნოიერი მარცხმა ძალიან გააბრაზა: "ჭკუას ვერ ვსწავლობთ"
მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა "ფრანქფურტთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ბიელფილდთან თამაშის შემდეგ ჭკუა ვერ ვისწავლეთ. ასეთი გუნდების წინააღმდეგ მსგავსი თამაში საკმარისი არ არის."

"მეორე ტაიმი კარგი იყო, მაგრამ, თამაშის სტარტიდანვე უნდა დავიწყოთ გამოფხიზლება. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგვიჭირდება."

"თუ "ლაციოსთანაც" ისევე ვითამაშებთ, როგორც დღეს მეორე ტაიმში, მაშინ გამარჯვებას მოვახერხებთ." - აცხადებს ნოიერი.
ფლიკი: "მარცხის მიზეზები სწორედ ეს გახლავთ"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ფრანქფურტის "აინტრახტთან" განცდილი მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"თამაშში კარგად ვერ ჩავერთეთ. "აინტრახტი" კი პირიქით, ძალიან კარგად მოქმედებდა. პირველ ტაიმშიც ისევე რომ გვეთამაშა, როგორც შესვენების შემდეგ, ანგარიში სხვანაირი იქნებოდა."

"ბევრი ტრავმირებული და ინფიცირებული მოთამაშე დაგვიგროვდა. რამდენიმე დღიან მონაკვეთში ბევრი მგზავრობა მოგვიწია. ჩვენც ადამიანები ვართ. თუმცა, მაინც ამაყი ვარ ჩემი გუნდით."

"ლეონ გორეცკასგან მსგავს თამაშს არ ველოდი. ის მეორე ტაიმში ძალიან კარგად ჩაერთო და ჩანს, რომ ვირუსმა უარყოფითად მასზე არ იმოქმედა." - აცხადებს ფლიკი.
სანეს საოცარი საგოლე გადაცემა ლევანდოვსკიმ დააგვირგვინა (ვიდეო)
"აინტრახტისა" და "ბაიერნის" შეხვედრის 54-ე წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ ლეროი სანეს ბრწყინვალე მოქმედების შემდეგ გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო.
"აინტრახტი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ფრანქფურტის "აინტრახტს" სტუმრობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს.

ლინკი 1 (სეტანტა)​​​

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"აინტრახტი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ფრანქფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

მატჩის დაწყბამდე 1 საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, მარკ როკა - სანე, ჩუპო მოტინგი, კომანი - ლევანდოვსკი.
კანი: "ამის გამო ფერგიუსონი დღემდე ჩემზე ძალიან გაბრაზებულია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ოლივერ კანმა საკლუბო კარიერა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მას "მანჩესტერში" გადასვლის შანსი ჰქონდა.

"სერ ალექს ფერგიუსონი დღემდე ძალიან გაბრაზებულია ჩემზე იმის გამო, რომ მე "მანჩესტერში" არ გადავედი სათამაშოდ."

"ის ფიქრობდა, რომ 2003 ან 2004 წელს მე მის კლუბში გადავიდოდი. თუმცა, მე მსურდა, რომ "ბაიერნში" ეპოქა შემექმნა და ჩემი თავი კლუბისთვის მიმეძღვნა."

"დღევანდელი გადმოსახედიდან როდესაც ვუყურებ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. ინგლისში თამაში ნამდვილად დიდი გამოწვევა იქნებოდა." - იხსენებს კანი. 
ტოლისოს ტრავმამ "ბაიერნს" ფინანსური პრობლემებიც შეუქმნა
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ კორენტინ ტოლისომ მარცხენა ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა, რის გამოც დიდი ხნის მანძილზე ვერ დაეხმარება კლუბს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, გარდა საკადრო პრობლემებისა, ტოლისოს ტრავმამ კლუბს ფინანსური ზარალიც მიაყენა.

წყაროს ცნობით, მიუნხენელებს ფრანგი ნახევარმცველის გაყიდვა ზაფხულში დაახლოებით 25 მილიონ ევროდ სურდა და ამის რეალური შანსიც არსებობდა, თუმცა, ახლა სიტუაცია შეიცვალა.

ტრავმის გამო ტოლისო დაახლოებით 6 თვეს გამოტოვებს, რაც მის სატრანსფერო ღირებულებას მკვეთრად დააგდებს. გარდა ამისა, მძიმე ტრავმის გამო შესაძლოა, ბევრმა კლუბმა უარი განაცხადოს მის შეძენაზე.

იმის ფონზე, რომ "ბაიერნმა" უკვე განახორციელა ზაფხულის ერთი ხმაურიანი ტრანსფერი, დაიოტ უპამეკანოს სახით, სავარაუდოა, რომ ტოლისოს ვერ გაყიდვით კლუბი სერიოზულად იზარალებს და არ არის გამორიცხული, ამის გამო "რეკორდმაისტერმა" რამდენიმე დაგეგმილი ტრანსფერი ვერ განახორციელოს.
მორიგი დანაკლისი - ტოლისომ უმძიმესი დაზიანება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ტრავმაინობა გრძელდება. მორიგი დაშავებული კორენტინ ტოლისოა.

კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, ახალგაზრდა ნახევარმცველმა ხუთშაბათს გამართულ ვარჯიშზე მარცხენა ბარძაყის კუნთი გაიწყვიტა.

წყაროს ცნობით, ფრანგმა ფეხბურთელმა დღეს, პარასკევს უკვე ჩაიტარა ოპერაცია და ის გუნდს დიდი ხნის მანძილზე გამოაკლდა.

დიდი ალბათობით, ტოლისოსთვის 2020/21 წლების სეზონი უკვე დასრულებულია. ასევე ძნელად სავარაუდოა, რომ მან ევროპის ჩემპიონატამდე შეძლოს დაბრუნება.
"აინტრახტი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ფრანქფურტის "აინტრახტს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - ზულე, ალაბა, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მუსიალა, კომანი - ლევანდოვსკი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2