bayern.ge სიახლეები გვერდი 541
ოფიციალურად: მუსიალამ "ბაიერნთან" კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ჯამალ მუსიალამ კლუბთან პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა.

ახალგაზრდა ნახევარმცველი "რეკორდმაისტერის" რიგებში 2026 წლამდე დარჩება და მისი ანაზღაურება ყოველწლიურად 5 მილიონი ევრო იქნება.

"ძალიან გახარებულები ვართ იმ ფაქტით, რომ ჯამალმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი "ბაიერნთან" გააფორმა."

"კმაყოფილი ვარ ჩვენი კლუბის სისტემით, რომელიც ახერხებს და პოულობს ნიჭიერ ფეხბურთელებს. მთავარმა სკაუტმა, მარკო ნეპმა უდიდესი როლი ითამაშა მუსიალას აქ მოყვანაში." - აცხადებს სალიჰამიჯიჩი.
ლემანმა ნოიერი და შტეგენი ერთმანეთს შეადარა
გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "არსენალის" ყოფილმა კარის დარაჯმა, იენს ლემანმა მანუელ ნოიერი და ტერ შტეგენი ერთმანეთს შეადარა.

"ტერ შტეგენს გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველ მეკარედ ამჟამად ვერ განვიხილავ. მას ძალიან არ გაუმართლა ჩემპიონთა ლიგაზე."

"პირადად მე ავირჩევდი იმ მეკარეს, რომელიც 1 შეხვედრაში 8 გოლს არ უშვებს. ვფიქრობ, ამჟამად მანუელ ნოიერი მსოფლიოში საუკეთესოა." - აცხადებს ლემანი.

საინტერესოა ისიც, რომ ვეტერანმა გერმანელმა პირველად არ გააკრიტიკა შტეგენი. იგივე მან 2019 წელსაც გააკეთა, როდესაც "ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" სტუმრად 4:0 დამარცხდა.
"ბაიერნი" - "დორტმუნდი" სავარაუდო შემადგენლობები
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში დორტმუნდის "ბორუსიას" მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი დაპირისპირებისთვის:

"ბაიერნი": ნოიერი - ზულე, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.

"დორტმუნდი": ჰიცი - მორი, ჩანი, ჰუმელსი, შულცი - დაჰუდი, დელაინი - აზარი, როისი, რეინა - ჰოლანდი.
"ბაიერნის" ქალთა გუნდის წარმოუდგენელი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
მიუნხენის "ბაიერნის" კაცების გუნდის მსგავსად ბრწყინვალე სეზონს ატარებს ქალთა გუნდიც.

გოგონებმა 2020/21 წლების სეზონის დაწყების შემდეგ 19 შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მათგანში მოახერხეს გამარჯვების მიღწევა. ამ მატჩებში გუნდმა ჯამში 81 გოლი გაიტანა და მხოლოდ და მხოლოდ 4 გაუშვა.

"ბაიერნის" ქალთა გუნდი ბუნდესლიგის გათამაშებას 5 ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ხოლო თასზე უკვე 1/2 ფინალში არიან გასულები.

"რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგაზეც ბრწყინვალედ გამოიყურება. გოგონებმა 1/16 ფინალში "აიაქსი" ორი მატჩის ჯამში 6:1 დაამარცხეს, დღეს კი პირველ 1/8 ფინალურ მატჩში "შიმკენტს" სტუმრად 1:6 სძლიეს.
BILD: მუსიალამ "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი
გერმანულმა გამოცემა BILD-მა "ბაიერნის" ფანებისთვის სასიხარულო ინფორმაცია დაადასტურა.

გუნდის ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ დღეს, შუადღისას ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი.

წყაროს ცნობით, მუსიალა "რეკორდმაისტერის" რიგებში 2026 წლამდე დარჩება. მისი ანაზღაურება 5 მილიონი ევრო იქნება ყოველწლიურად.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს 18 წელი თებერვალში შეუსრულდა და სწორედ ამის შემდეგ გახდა პროფესიონალური კონტრაქტის გაფორმება შესაძლებელი.
"ბაიერნის" ხუთეული - ვინ დარჩება, ვინ წავა
გერმანული გამოცემა BILD მიუნხენის "ბაიერნის" ზაფხულის სატრანსფერო გეგმებთან დაკაშირებით ინფორმაციას აქვეყნებს.

წყაროს ცნობით, ამჟამად "რეკორდმაისტერის" რიგებში 5 ფეხბურთელის თაობაზე მისი განხილვა, დარჩებიან თუ არა ისინი გუნდში.

ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გუნდში დარჩებიან ერიკ მაქსიმ ჩუპო-მოტინგი და მარკ როკა. ორივეს მუშაობით კლუბი კმაყოფილია და არცერთის გაშვებას არ აპირებს.

უკვე გადაწდა, რომ "ბაიერნიდან" დუგლას კოშტა წავა. მოგეხსენებათ, ეს მოთამაშე იჯარით არის გუნდში, თუმცა, მან გაცემული ავანსების გამართლება ვერ შეძლო და მას კლუბი არ გამოისყიდის.

ასევე, დიდი ალბათობით გუნდიდან წავა ბუნა სარიც. "რეკორდმაისტერმა" ის გასულ წელს შეიძინა, თუმცა, ფეხბურთელს სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა. არ არის გამორიცხული, კლუბმა სარი მცირე დანაკარგით გაყიდოს.

და ბოლოს, ყველაზე გაურკვეველი ტიაგო დანტასის მომავალია. ის "ბაიერნში" ამჟამად იჯარის წესით არის და ჰანს ფლიკს სურს, რომ გამოისყიდონ. თუმცა, საპირისპირო პოზიცია აქვს ჰასან სალიჰამიჯიჩს. სავარაუდოდ, მხარეები უახლოეს მომავალში სწორედ ამ თემის განსახილველად შეიკრიბებიან და სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება დანტასის მომავალი.
"დორტმუნდი" მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩამოდის
შაბათს გერმანიის ბუნდესლიგის სეზონის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გაიმართება, რომელშიც მიუნხენის "ბაიერნი" დორტმუნდის "ბორუსიას" უმასპინძლებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "ყვითლები" მიუნხენში დიდი დანაკლისით ჩამოდიან.

სავარაუდოდ, სტუმრებს "რეკორდმაისტერის" წინააღმდეგ ორი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი, ჯეიდონ სანჩო და რაფაელ გერეირო ვერ დაეხმარებათ.

წყაროს ცნობით, ორივე ფეხბურთელს ტრავმა აწუხებს და მათ თამაში "ბაიერნის" წინააღმდეგ, ფაქტობრივად, გამორიცხულია. სავარაუდოდ, ისინი დაისვენებენ და "სევილიასთან" ჩასატარებელი ჩემპიონთა ლიგის შეხვედრისთვის მოემზადებიან.
კიმიხი: "დორტმუნდთან მატჩში მთავარ როლს ეს ფაქტორი ითამაშებს"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა დორტმუნდის "ბორუსიასთან" დაპირისპირებამდე ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა.

"დორტმუნდის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის განსაკუთრებულია. მას შემდეგ, რაც მე "ბაიერნის" ფეხბურთელი ვარ, ის ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგეა."

"სიგნალ იდუნა პარკზე გამართული შეხვედრები ყოველთვის რთულია. "ალიანს არენაზე" კი ვახერხებთ მათ დამარცხებას. თუმცა, ვიცით მეტოქის ძალა და კარგად ვხვდებით, რომ იოლი მატჩი არ გველოდება."

"სამწუხაროდ, ბოლო მატჩში "დორტმუნდის" წინააღმდეგ ტრავმა მივიღე. ეს შემთხვევით მოხდა. მე დაღლილობას არ ვგრძნობდი თამაშამდე. ამ ტრავმის შემდეგ მხოლოდ დაბრუნებაზე ვფიქრობდი."

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო არა სწრაფად დაბრუნება, არამედ ისეთივე ფორმით დაბრუნება, როგორშიც მანამდე ვიყავი. ვფიქრობ, ეს შევძელი."

"ჩვენ ყველა თამაშში გამარჯვება გვჭირდება და არა მხოლოდ შაბათს. თუმცა, ეს მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან ვფიქრობ, ყველაზე ჩვენთან ახლოს დონით სწორედ ეს გუნდი დგას."

"საბოლოო ჯამში ვფიქრობ, რომ ამ მატჩში გადამწყვეტ როლს მენტალური ფაქტორი ითამაშებს. სწორედ ამიტომ, მინდორზე თავიდანვე მოსაგებად შემართულები უნდა გამოვიდეთ." - აცხადებს კიმიხი.
ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი: "ნეიმარი ლევანდოვსკიზე უკეთესია"
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ რონალდუსა და მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა.

"ვფიქრობ, რონალდუსა და მესის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ნეიმარია. მას შემდეგ მოდიან ლევანდოვსკი და დე ბრუინი."

"ტრავმის მიღებამდე ნეიმარი საოცარ ფორმაში იყო. რაც შეეხება ლევანდოვსკის, ის ბრწყინვალე ბომბარდირია." - აცხადებს ტიტე.
"რობერტსონი შენზე უკეთესია" - ფონზის სახალისო რეაქცია პასუხზე (ვიდეო)
მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისი მეგობართან ერთად პოპულარულ სოციალურ ქსელ Omegle-ზე უცნობებს ესაუბრა და კითხვები დაუსვა.

ერთ-ერთ გოგონას მას შემდეგი კითხვა დაუსვა: "რომელია უკეთესი მარცხენა მცველი, ალფონსო დეივისი თუ ენდი რობერტსონი?" რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: "რობერტსონი, მარტივად."

ფონზის ამ პასუხზე სახალისო რეაქცია ჰქონდა. იხილეთ ვიდეო.
"ბაიერნმა" ჰოლანდის ტრანსფერზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო პერიოდში აქტიურად მიდის საუბრები დორტმუნდის "ბორუსიას" ამომავალი ვარსკვლავის, ერლინ ჰოლანდის მომავალთან დაკავშირებით.

ნორვეგიელი ფორვარდი დებიუტის შემდეგ ფენომენალურ სეზონებს ატარებს და არაერთი გრანდის ყურადღება მიიპყრო. როგორც ცნობილია, მისი დამატება "ბაიერნს", "რეალს", "ბარსელონასა" და სხვა ევროპულ გრანდებს სურთ.

თუმცა, გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენაზე აღარ ფიქრობს და ამისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

პირველ რიგში, ლევანდოვსკის კლუბთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და ძნელად სავარაუდოა, რომ ჰოლანდი "ბაიერნში" მისი შემცვლელის როლს დასთანხმდეს.

გარდა ამისა, კლუბს ამ ტრანსფერის განსახორციელებლად საკმარისი თანხები არ აქვს და მის მოსაძიებლად დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო. ამ ყველაფრის გამო კი კლუბი უარს აცხადებს ჰოლანდზე.

შეგახსენებთ, რომ ნორვეგიელის გამოსასყიდი ფასი 100 მილიონი ევროა, რომელიც 2022 წლიდან ამოქმედდება.
ბადშტუბერი: "თუ ესენი არ გაგაჩნია, "ბაიერნში" წარმატებას ვერ მიაღწევ"
მიუნხენის "ბაიერნის" ვეტერანმა მცველმა, ჰელგერ ბადშტუბერმა კლუბის ფსიქოლოგიაზე კომენტარი გააკეთა.

"ბაიერნში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა მესწავლა გამარჯვებულის მენტალიტეტი. მე გავიზარდე კლუბში, სადაც ყველა მოწყურებულია წარმატებისკენ."

"თუ ეს არ გაგაჩნია, "ბაიერნში" წარმატებას ვერ მიაღწევ. უბრალოდ ჩაიძირები. სწორედ ამიტომ არის ეს კლუბი ნომერ პირველი და ყველაზე წარმატებული როგორც გერმანიაში, ასევე მსოფლიოში." - აცხადებს ბადშტუბერი.
მონსტრად ქცეული მანქანა - როგორია ლევანდოვსკის სტატისტიკა ფლიკის ხელმძღვანელობით
მას შემდეგ რაც ჰანს ფლიკი მიუნხენის "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში, თითქმის ყველა ფეხბურთელმა დიდი პროგრესი განიცადა და გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც რობერტ ლევანდოვსკი ყოფილა.

პოლონელი ფორვარდი, შეიძლება ითქვას, რომ ფლიკის ხელში ნამდვილ მონსტრად იქცა, რომელიც მეტოქეებს არ ინდობს და ამაზე ციფრებიც მეტყველებს.

31 წლის ასაკში ლევანდოვსკის კარიერის საუკეთესო სეზონი გამოუვიდა და რომ არა France Football-ის აბსურდული გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ის პირველ ოქროს ბურთსაც მოიგებდა.

პოლონელმა როგორც ბუნდესლიგაში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გასულ სეზონში პირადი რეკორდები დაამყარა, მიმდინარე წელს კი მის გაუმჯობესებას უმიზნებს.

თუ შარშან ლევანდოვსკიმ გერმანიაში 34 გოლი შეაგდო, 23 ტურის შემდეგ წელს მას უკვე 28 გოლიანი მაჩვენებელი აქ და დიდი ალბათობით, ეს რიცხვი 40-იან ნიშნულსაც გაცდება.

რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, ამ შემთხვევაში მისმა მაჩვენებმა იკლო, თუმცა ამის მიზეზი უფრო მეტად გასული წლის საოცარი შედეგია, როცა 10 მატჩში 15 გოლი გაიტანა. მიმდინარე სეზონში მან ჯერ მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა.

საერთო ჯამში, მას შემდეგ რაც ფლიკი "ბაიერნს" ჩაუდგა სათავეში ლევანდოვსკიმ 63 მატჩი ჩაატარა და 69 გოლი გაიტანა. ამას ემატება 21 საგოლე გადაცემაც და ეს ყველაფერი საერთო ჯამში კარგად ასახავს მის საოცარ გამოსვლას ფლიკის ხელმძღვანელობით.
ოფიციალურად: "ბაიერნმა" კიდევ ერთი ტალანტი გაიფორმა
მიუნხენის "ბაიერნმა" 2020 წელს კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა.

"რეკორდმაისტერის" რიგებს ავსტრიული "პოლტენის" აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი, ემილიან მეტიუ შეუერთდა.

17 წლის ავსტრიელი პოზიციით ცენტრალური ნახევარმცველია. მისი სიმაღლე 1 მეტრი და 91 სანტიმეტრი გახლავთ და მას ავსტრიის ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს.

ფეხბურთელმა ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და თავდაპირველად სარეზერვო გუნდის შემადგენლობაში ითამაშებს.
გადაწყდა: სეზონის ბოლოს "ბაიერნის" საწვრთნელ შტაბში ცვლილებები იქნება
2020/21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" საწვრთნელ შტაბში ცვლილებები განხორციელდება.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" სარეზერვო გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ჰოლგერ შეიცს გაანთავისუფლებენ.

მის ადგილს "ბაიერნი II"-ის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მარტინ დემიკელისი და დენი შვარცი დაიკავებენ.

მოგეხსენებათ, ორივე მათგანი "ბაიერნის" ღირსებას წლების მანძილზე იცავდა და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობებ გუნდის ფილოსოფიას.
ერთი თავით მაღლა - როგორი მდგომარეობაა ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში
ევროპის ტოპ ლიგებში სათამაშო ტურების უკვე ნახევარზე მეტი მიილია და გამოიკვეთა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებიც საუკეთესო ბომბარდირობისთვის იბრძოლებენ.

გასულ სეზონში იმედგაცრუების შემდეგ წელს მიზანთან ძალიან ახლოს არის რობერტ ლევანდოვსკი.

პოლონელ თავდამსხმელს 23 ტურის შემდეგ უკვე 28 გოლი აქვს გატანილი და 9 გოლით უსწრებს ყველაზე ახლო კონკურენტს, კრისტიანო რონალდოს.

ევროპის ტოპ ლიგების უმრავლესობაში 14-15 ტური არის დარჩენილი და შეიძლება ითქვას, რომ ლევანდოვსკი ოქროს ბუცის მოგებასთან მიმდინარე სეზონში ძალიან ახლოს არის.

ტიტულისთვის მებრძოლთა სრული სია შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2