bayern.ge სიახლეები გვერდი 539
Sky: მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი კაპიტნის ვინაობა ცნობილია
როგორც ჩანს, მიუნხენის "ბაიერნში" მომავლის გეგმები უკვე დაწყობილი აქვთ. გერმანული Sky-ს ინფორმაციით, კლუბში უკვე იციან, თუ ვინ ჩაიბარებს კაპიტნის სამკლაურს მანუელ ნოიერის წასვლის შემდეგ.

წყაროს ცნობით, ეს ფეხბურთელი იოზუა კიმიხი იქნება. "რეკორდმაისტერში" ფიქრობენ, რომ 26 წლის ნახევარმცველს ყველა ის თვისება გააჩნია, რაც ამ გუნდის ლიდერს სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად "ბაიერნის" ვიცე კაპიტანი თომას მიულერია. თუმცა, დიდი ალბათობით იმ პერიოდშისთვის, როცა ნოიერი კლუბს დატოვებს, არც მიულერი იქნება "რეკორდმაისტერის" ფეხბურთელი.
გერმანიის ეროვნული ნაკრების საუკეთესო თერთმეტეული ლიოვის ხელმძღვანელობით
9 მარტს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ იოახიმ ლიოვი ნაკრებს დატოვებს.

გამოცდილმა სპეციალისტმა ბუნდესნაკრები 2006 წელს ჩაიბარა და მის ხელში არაერთი თაობა გაიზარდა. მისმა ნაკრებმა 2014 წელს მუნდიალის მოგებაც მოახერხა.

ალბათ საინტერესოა, როგორ გამოიყურება ყველა იმ ფეხბურთელისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები, ვისაც ლიოვის ფორმაციის გერმანიის ნაკრებში უთამაშია.

გთავაზობთ საუკეთესო თერთმეტეულს ჩვენი საიტის ვერსიით:

ნოიერი - კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, ლამი - კროოსი, შვაინშტაიგერი - მიულერი, იოზილი, პოდოლსკი - კლოზე.
კლოპი: "გავწვრთნი თუ არა გერმანიის ნაკრებს? პასუხი მარტივია"
ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება იმის შესახებ, რომ ევრო 2020-ის დასრულების შემდეგ გერმანიის ეროვნულ ნაკრებს სათავეში იურგენ კლოპი ჩაუდგება.

იოახიმ ლიოვის ოფიციალურად წასვლის შემდეგ მერსისაიდელთა დამრიგებელმა ხსენებულ თემაზე კომენტარი გააკეთა.

"არა, არ შეიძლება, რომ მე გერმანიის ნაკრების პოტენციურ მწვრთნელად განმიხილოთ, რადგან "ლივერპულთან" კონტრაქტი 3 წლით მაკავშირებს. სიტუაცია მარტივია, შენ გაქვს კონტრაქტი და ის ბოლომდე უნდა მიიყვანო."

"ლიოვი უმაღლესი დონის მწვრთნელია, რომელმაც გერმანიის ნაკრებში წლების მანძილზე დიდ წარმატებას მიაღწია." - აცხადებს კლოპი.
ტრანსფერები იკრძალება - უდიდესი ცვლილება ფეხბურთის ისტორიაში
შესაძლოა, სულ მალე მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება ვიხილოთ.

ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ინფორმაციით, ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრაზე იდეა გაჟღერდა, რომლის მიხედვითაც ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილე კლუბებს შორის ტრანსფერები, შეიძლება, აიკრძალოს.

წყაროს ცნობით, ეს იდეა ასოციაციის პრეზიდენტმა, ანდრეა ანიელიმ გააჟღერა და მიზნად ისახავს, გრანდებს შორის ტრანსფერების აკრძალვას. მისი თქმით, კლუბებმა შედარებით დაბალი დონის ქვეყნების ჩემპიონებიდან უნდა განახორციელონ ტრანსფერები.

მისი თქმით, ასევე უნდა აიკრძალოს სამგზიანი ტრანსფერები, რათა გრანდებმა ვერ მოახერხონ რომელიმე მესამე მხარის ჩარევით ფეხბურთელების ერთმანეთში გაყიდვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად დაუჭერენ მხარს ამ მოსაზრებას ევროპული კლუბების პრეზიდენტები.
ლიოვის პირველი კომენტარი ნაკრებიდან წასვლის შემდეგ
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა დღეს გაჟღერებულ გადაწყვეტილებაზე პირველი კომენტარი გააკეთა.

"ამ ნაბიჯს ვდგამ დიდი ფიქრის შემდეგ, სრულიად ამაყი და მადლობელი."

"ამაყი ვარ იმის გამო, პატივი მქონდა დიდი ხნის განმავლობაში ვყოფილიყავი ქვეყნის სამსახურში. მე თითქმის 17 წლის მანძილზე შანსი მომეცა გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად მემუშავა."

"მე არაერთი დიდებული გამარჯვება და მტკივნეული მარცხი მქონდა ნაკრებში, თუმცა, ჩემთვის აქ გატარებული ყოველი წუთი დასამახსოვრებელია. სამუდამოდ დავრჩები გერმანიის ნაკრების ქომაგი."

"ეს გადაწყვეტილება ჩემს მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს. ევროპის ჩემპიონატზე ისეთივე შემართებით გავუძღვები გუნდს, როგორც აქამდე. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტიტულის მოგება მოვახერხოთ." - აცხადებს ლიოვი.
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციას ლიოვის შემცვლელად 2 კანდიდატი ჰყავს
დღეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ევროპის ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იოახიმ ლიოვი დატოვებს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ბუნდესნაკრებში 61 წლის სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელები უკვე არჩეული ჰყავს და კანდიდატი ორია. ესენი არიან იურგენ კლოპი და ჰანს ფლიკი.

"ლივერპულის" დამრიგებელზე უკვე დიდი ხანია რაც პრესაში იწერება და ვარაუდობენ, რომ კლუბში არცთუ სახარბიელო სიტუაციის შემდეგ სეზონის ბოლოს ის მერსისაიდელთა რიგებს დატოვებს.

რაც შეეხება ფლიკს, წყაროს ცნობით ის გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პირველი არჩევანია და თანხმობის შემთხვევაში სწორედ ის ჩაიბარებს პოსტს.
ოფიციალურად: ევრო 2020-ის შემდეგ ლიოვი გერმანიის ნაკრებს დატოვებს
გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გააჟღერა.

ზაფხულში გასამართი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იოახიმ ლიოვი დატოვებს.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვინ ჩაიბარებს აღნიშნულ თანამდებობას. ბრიტანული გამოცემები ვარაუდობენ, რომ იურგენ კლოპი მზად არის დათანხმდეს გერმანიის ფედერაციის წინადადებას.

შეგახსენებთ, რომ ლიოვი ბუნდესნაკრებს სათავეში 2006 წლიდან ედგა.
ახალი ცნობები კომანის კონტრაქტთან დაკავშირებით
კინგსლი კომანის კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია ვრცელდება.

გერმანული გამოცემა Kicker-ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ახალგაზრდა ვინგერმა უახლოეს მომავალში "ბაიერნის" რიგები დატოვოს.

როგორც ცნობილია, ფრანგმა ფეხბურთელმა "ბაიერნის" ბოლო შეთავაზება კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით უარით გაისტუმრა. ამჟამად კი მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და გაჩერებულია.

მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს კომანს "მანჩესტერმა" სარფიანი წინადადება შესთავაზა და როგორც ჩანს, ფრანგსაც ეს ოფერი საკმაოდ ხიბლავს.

შეგახსენებთ, რომ კომანს "ბაიერნთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება.
ბუნდესლიგის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის 24-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" დორტმუნდის "ბორუსია" მიიღო და 4:2 დაამარცხა.

კარგი გარჯა სათანადოდ დაუფასდათ "რეკორდმაისტერის" შემტევებს და გუნდის 3 ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. ესენი არიან ლეროი სანე, ლეონ გორეცკა და რობერტ ლევანდოვსკი.

სრულად გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება:

ლევანდოვსკი: "მიულერის რეკორდი? ამაზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია"
ბუნდესლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე რობერტ ლევანდოვსკის აქვს შანსი გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესოს. იმ შემთხვევაში, თუ ის დარჩენილ მატჩებში 10 გოლს გაიტანს, ყველა დროის საუკეთესო შედეგს დაამყარებს.

პოლონელმა თავდამსხმელმა ამ თემასთან დაკავშირებით საინტერესო განცხადება გააკეთა.

"მიულერის რეკორდი? მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია. წინ კიდევ 9 გოლია გასატანი."

"ეს საკმაოდ დიდი რაოდენობაა. რეკორდზე ამჟამად საერთოდ არ ვფიქრობ. ამისთვის ძალიან ადრეა." - აცხადებს ლევანდოვსკი.
"ბაიერნისა" და "ლაიფციგის" კალენდარი დარჩენილ ტურებში
გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე 10 ტურით ადრე ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად ორი გუნდი, მიუნხენის "ბაიერნი" და "ლაიფციგი" იბრძვის.

ამ კლუბებს შორის სხვაობა მხოლოდ 2 ქულას შეადგენს და ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ რომელიმე სხვა გუნდი დაეწიოს.

შეიძლება ითქვას, რომ დარჩენილ 10 ტურში შედარებით უფრო მარტივი კალენდარი "ბაიერნს" აქვს, რადგან ფლიკის შეგირდებმა ცხრილის ზედა ნაწილში მყოფი გუნდების წინააღმდეგ თამაშები უკვე მოითავეს.

თუმცა, ასევე აღსანიშნავია, რომ "ბაიერნსა" და "ლაიფციგს" ერთმანეთთან დაპირისპირება 27-ე ტურში უწევთ და შეიძლება ითქვას, რომ ეს შეხვედრა ბევრ რამეს გადაწყვეტს.

სრულად გუნდების კალენდარი შემდეგნაირად გამოიყურება (A ნიშნავს გასვლით მატჩს, H საშინაო მატჩს):


"სიტი" შეაჩერეს - "ბაიერნის" რეკორდი კვლავ ხელუხლებელია
ინგლისის პრემიერლიგის 27-ე ტურში მანჩესტერ "სიტიმ" საკუთარ კედლებში თანაქალაქელი "იუნაიტედი" მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

ეს მატჩი "ბაიერნის" ფანებისთვის ერთი ფაქტით გახლდათ გამორჩეული. "ქალაქელთა" მარცხის გამო "რეკორდმაისტერის" რეკორდი კვლავ ხელუხლებელია.

კერძოდ, "სიტის" ამ მატჩამდე ზედიზედ 21 შეხვედრაში ჰქონდა გამარჯვება მოპოვებული. 21-ე საუკუნეში კი ევროპაში საუკეთესო შედეგი მიუნხენის "ბაიერნს" ეკუთვნის.

ფლიკის დამოძღვრილმა გუნდმა 2019/20 წლების სეზონში ზედიზედ 23-ჯერ შეძლო გამარჯვების მოპოვება, რაც 21-ე საუკუნეში ევროპულ კლუბებს შორის საუკეთესო შედეგია.

მეორე ადგილზე მადრიდის "რეალი" იმყოფება, რომელმაც 2014-15 წლებში ზედიზედ 22-ჯერ იმარჯვა. "სიტის" მიღწევა კი მხოლოდ მესამეა.
ფლიკმა ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა ერლინ ჰოლანდის შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა.

"ჰოლანდი? ცხოვრებაში შესაძლოა ყველაფერი მოხდეს. ვერაფერს გამოვრიცხავ."

"მაგრამ, აღსანიშნავია ისიც, რომ მას "დორტმუნდთან" გრძელვადიანი კონტრაქტი აკავშირებს."

"ყველაფერთან ერთად ჰოლანდი არაერთი გრანდის სამიზნეა. საბოლოოდ ყველაფერს დრო გვაჩვენებს." - აცხადებს ფლიკი.
ჟერომ ბოატენგის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის მეორე ტაიმში ჟერომ ბოატენგმა დაზიანება მიიღო, რის გამოც შესაცვლელი შეიქნა.

თავდაპირველად, ჰანს ფლიკმა განაცხადა, რომ ვეტერან მცველს მუხლი გადაუბრუნდა. თუმცა, როგორც ჩანს ტრავმა არც ისე სერიოზულია.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ჟერომს გამოკვლევები უკვე ჩაუტარდა და მას მხოლოდ მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა.

წყაროს ცნობით, ბოატენგი მხოლოდ რამდენიმე დღეს გამოტოვებს და მალევე დაუბრუნდება გუნდს.
ლევანდოვსკი: "შესვენების დროს ბიჭებმა ერთმანეთს ეს ვუთხარით"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიას" დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ვიცით, რომ პირველი 15-20 წუთი კარგად ვერ ჩავატარეთ, თუმცა, მეორე გოლის გაშვების შემდეგ ყველამ გავაანალიზეთ, რომ სასწრაფოდ შეტევაში უნდა წავსულიყავით."

"რაც შეეხება მეორე ტაიმს, ამ დროს თამაშს უკვე ვაკონტროლებდით. შესვენებაზე ვთქვით: "მიდით ბიჭებო, უნდა ვეცადოთ და გავიტანოთ შემდეგი გოლი, რადგან ეს თამაში მოსაგებია."

"ვფიქრობ, საბოლოო ჯამში კარგი შეხვედრა გამოგვივიდა. ყველას ვაჩვენეთ, რომ პირველი ადგილის დათმობას არ ვაპირებთ." - აცხადებს ლევანდოვსკი.
ჯანი კაპიტანს არ ეთანხმება: "ჯარიმის დანიშვნა აუცილებლობას არ წარმოადგენდა"
"ბაიერნისა" და "დორტმუნდის" შეხვედრის შემდეგ სტუმართა კაპიტანმა, მარკო როისმა განაცხადა, რომ მესამე გოლის ეპიზოდში მთავარ არბიტრს თამაში უნდა შეეჩერებინა.

თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვს ბორუსიელთა ნახევარმცველს, ემრე ჯანს, რომელიც ამ ეპიზოდში მონაწილეობდა.

"ჯარიმა სანეზე? არ ვიცი ამაზე რა გიპასუხოთ. შეეძლო მსაჯს ჯარიმა დაენიშნა, თუმცა, ეს აუცილებლობას არ წარმოადგენდა."

"საერთოდ, არბიტრი ხშირად იყენებდა სასტვენს და მე მას ვუთხარი ამის შესახებ. ზოგადად ეს კარგი არ არის, რადგან თამაშის რიტმს აგდებს." - აცხადებს ჯანი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2