bayern.ge სიახლეები გვერდი 535
AS: "ბაიერნმა" "რეალის" ფეხბურთელს შეთავაზება გაუკეთა
ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" მადრიდის "რეალის" ფეხბურთელით, ლუკას ვასკესით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, მიუნხენელები 29 წლის მოთამაშის წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდნენ და სამომავლო გეგმები განიხილეს. თუმცა, საბოლოო შეთანხმება ჯერ-ჯერობით არ არის მიღწეული.

დიდი ალბათობით, ყველაფერი უახლოეს კვირებში გადაწყდება და ამის შემდეგ გავიგებთ, გადმობარგდება თუ არა ვასკესი მიუნხენში.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ფეხბურთელი პოზიციით ვინგერია, თუმცა, ბოლო სეზონების განმავლობაში ზინედინ ზიდანი მას ხშირად მარჯვენა მცველის პოზიციაზე იყენებს ხოლმე.

ვასკესს "რეალთან" კონტრაქტი სეზონის დასრულების შემდეგ ეწურება და შეთანხმების შემთხვევაში ის უფასოდ შეუერთდება "ბაიერნს".
გორეცკა: "სწორედ ეს აქცევს კიმიხს ძალიან კარგ მეგობრად"
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა, ლეონ გორეცკამ იოზუა კიმიხის შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ერთმანეთს იდეალურად ვავსებთ მინდორზე და მის მიღმაც. მსგავსი რამის პოვნა ძალიან რთულია. შემიძლია იოზუას ნებისმიერი პრობლემის თაობაზე მივმართო და ის დამეხმარება."

"კიმიხი არ არის იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ყველაფერზე თანხმობას განაცხადებს, არამედ არის ის, ვინც იდეალურ რჩევას მოგცემს. სწორედ ეს აქცევს მას ძალიან კარგ მეგობრად." - აცხადებს გორეცკა.
გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებმა ახალი მეორე ფორმა წარადგინეს (ფოტოები)
დღეს სოციალურ ქსელებში გერმანიის ეროვნული ნაკრების გასვლითი მატჩების ფორმის ფოტოები გავრცელდა.

ფორმა ძველის მსგავსად შავი ფერის იქნება, თუმცა იმ განსხვავებით, რომ მაისურის თითქმის ყველა ფერი შავი იქნება, მათ შორის გულზე დატანილი გერბი და ადიდასის ზოლებიც.

ზურგზე წაწერილი ნომრები და სახელები თეთრი ფერის იქნება. მკლავები კი გერმანიის დროშის ფერებშია გაკეთებული. სხვა ყველა კომპონენტი შავი ფერისაა.

ამ ფორმით გერმანიის ეროვნული ნაკრები გასვლით მატჩებსა და ევრო 2020-ის რამდენიმე შეხვედრას ჩაატარებს.


გერმანიის ნაკრებს 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებს დიდი დანაკლისით ხვდება.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ბუნდესნაკრებს ერთბაშად 3 უმნიშვნელოვანესი ფეხბუთელი გამოაკლდა. ესენია ტონი კროოსი, ნიკლას ზულე და რობინ გოსენსი.

"რეალის" ნახევარმცველს კუნთის ტრავმა აწუხებს, რის გამოც ესპანეთში მოუწია დაბრუნება და ის ნაკრებს ვერცერთ მატჩში ვერ დაეხმარება.

რაც შეეხებათ ზულესა და გოსენსს, მათ შედარებით მსუბუქი ტრავმები აწუხებთ და ამის გამო ისლანდიის ნაკრებთან გასამართ პირველ მატჩში ვერ ითამაშებენ. ამის შემდეგ კი დიდი ალბათობით, შეძლებენ ბუნდესნაკრების დახმარებას.
ლუკას ერნანდესი: "ჰოლანდი თუ მბაპე? ჩემი არჩევანი ასეთია"
მიუნხენის "ბაიერნის" მარცხენა მცველმა, ლუკას ერნანდესმა ორი ამომავალი ვარსკვლავი შეადარა ერთმანეთს.

"ჰოლანდი ძალიან კარგი ახალგაზრდაა, რომელიც თავის ხარისხს აჩვენებს. ის ერთ-ერთი საუკეთესო იქნება მომავალში. ამას ყველა ხედავს."

"თუმცა, მე ვირჩევ მბაპეს. კილიანი თავისი თაობის საუკეთესო წარმომადგენელია. ბედნიერი ვარ, რომ ეროვნულ გუნდში მასთან ერთად მიწევს გამოსვლა." - აცხადებს ლუკასი.
უცნაური მიზეზი - რატომ დარჩა ჩუპო მოტინგი ეროვნულ ნაკრებს მიღმა
მიმდინარე კვირაში მსოფლიო ფეხბურთში სანაკრებო პაუზაა. ეროვნულ გუნდებში, რა თქმა უნდა, "ბაიერნის" მოთამაშეებიც გამოიძახეს, თუმცა, სიაში ვერ მოხვდა კამერუნელი ფორვარდი ერიკ მაქსიმ ჩუპო მოტინგი.

მიზეზი თანამედროვე ფეხბურთისთვის საკმაოდ უცნაურია. პირს, რომელსაც ეს საქმე ევალებოდა, აერია "ბაიერნისა" და ჩუპო მოტინგის მეილები და არცერთ მათგანს არ მისვლია შესაბამისი წერილი გამოძახების შესახებ.

"მე დავუკავშირდი "ბაიერნს" და მათ მითხრეს, რომ წერილი არ მიუღიათ. ასევე დავრეკე კამერუნის ნაკრებში, რათა გამერკვია, თუ რა მოხდა."

"როგორც გავიგე, მეილი არასწორ მისამართებზე გაიგზავნა. ვფიქრობ, ეს დიდი არაპროფესიონალიზმია." - აცხადებს ფეხბურთელის მამა.

ამრიგად, ჩუპო მოტინგი, რომელსაც კამერუნი ნაკრებში 55 მატჩი აქვს ჩატარებული, კაპე ვერდესა და რუანდას წინააღმდეგ თამაშებში გუნდს ვერ დაეხმარება.
"შახტარმა" "ბაიერნის" სატრანსფერო შეთავაზება უარით გაისტუმრა
დონეცკის "შახტარის" მწვრთნელის ასისტენტმა, კარლო ნიკოლინმა განაცხადა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის "ბაიერნს" უკრაინელთა ფეხბურთელის შეძენა სურდა.

კერძოდ, საუბარია ბრაზილიელ ფეხბურთელ დოდოზე. წყაროს ცნობით 22 წლის მარჯვენა მცველის სანაცვლოდ "რეკორდმაისტერი" 25 მილიონ ევროს იხდიდა, თუმცა, კლუბმა უარი მიიღო.

დოდოს შესაძლო ტრანსფერზე უკვე საკმაოდ დიდი ხანია იწერება და როგორც ჩანს, მიუნხენელებს მართლაც სურდათ ახალგაზრდა მცველის შეძენა.

უცნობია, ეცდება თუ არა "ბაიერნი" ზაფხულშიც ბრაზილიელი მცველის დამატებას.
მათეუსი: "ეს ბაიერნის ისტორიაში საუკეთესო გუნდია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი დაასახელა.

"70-იან წლების "ბაიერნს" ვუყურე ტელევიზორში და შეიძლება ითქვას, რომ არაერთი უძლიერესი ფეხბურთელი გვყავდა. ზოგადად, "ბაიერნს" მუდამ უმაღლესი დონის მოთამაშეები ჰყავს, თუმცა, ისეთი გუნდი, როგორიც გასულ სეზონში იყო, არასდროს ყოფილა."

"ბარსელონას ტიკი-ტაკამ ბევრი რამ შეცვალა ფეხბურთში, თუმცა, ისეთივე სწრაფი "ბაიერნი" როგორც ბოლო პერიოდშია, არასდროს მინახავს."

"ყველა თავის მაქსიმუმს აკეთებს საუკეთესო შედეგის მისაღწევად. მიუნხენში რაიმე პრობლემის არსებობის შემთხვევაში ყველა ღიად საუბრობს და ვფიქრობ, ეს გუნდის უმთავრეს ძალას წარმოადგენს." - აცხადებს მათეუსი.
სეზონის ბოლოს ჩაბი ალონსო ბუნდესლიგის კლუბს ჩაიბარებს
დიდი ალბათობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ფეხბურთელი, ჩაბი ალონსო კლუბის კონკურენტად მოგვევლინება.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენგლადბახის "ბორუსია" 39 წლის სპეციალისტს შეუთანხმდა და მომავალი წლიდან კლუბს სწორედ ალონსო გაწვრთნის.

ბასკ ვეტერანს სამწვრთნელო ასპარეზზე დიდი გამოცდილება არ აქვს. ის 2019 წლიდან "სოსიედადის" სარეზერვო გუნდს იბარებს და "გლადბახი" მისთვის პირველი სერიოზული გამოწვევა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ალონსო "ბაიერნის" ღირსებას 2014-17 წლებში იცავდა.
რამდენ თამაშს გამოტოვებს დეივისი დისკვალიფიკაციის გამო
გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "შტუტგარტი" მიიღო და ანგარიშით 4:0 დამარცხა.

სამწუხაროდ, შეხვედრის სტარტზე ალფონსო დეივისმა წითელი ბარათი მიიღო, რის გამოც გუნდს თითქმის მთელი თამაშის ჩატარება 10 კაცით მოუწია.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, ფონზი დისკვალიფიკაციის გამო ბუნდესლიგის მომდევნო ორი ტურის შეხვედრას გამოტოვებს.

ამრიგად, "ბაიერნს" დეივისი "ლაიფციგთან" და "უნიონთან" გასამართ მატჩებში ვერ დაეხმარება.
როგორ აფასებენ ბუკმეიკერები "ბაიერნის" შანსებს ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის წილისყრის შემდგომ ბუკმეიკერებმა განახლებული კოეფიციენტები გამოაქვეყნეს.

ფრანგულ "პსჟსთან" დაპირისპირებაში მიუნხენის "ბაიერნი" ფავორიტად მიიჩნევა. გერმანელთა გასვლის კოეფიციენტი 1.50 გახლავთ, მაშინ, როცა პარიზელების შანსებს 2.60 კოეფიციენტით აფასებენ.

"ბაიერნის" ფინალში გასვლის კოეფიციენტი კი გაცილებით მაღალს შეადგენს. მოგეხსენებათ, გუნდი 1/2 ფინალში გასვლის შემთხვევაში "სიტისა" და "დორტმუნდს" შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. 1/2 ფინალში გამარჯვება კი 3.00 კოეფიციენტად ფასდება, მაშინ, როცა "სიტის" იგივე პოზიცია 1.90 კოეფიციენტს შეადგენს.

რაც შეეხება ჩემპიონობას, აქაც მთავარი ფავორიტი "სიტია", რომლის შანსიც 3.20-ს შეადგენს, "ბაიერნის" შანსები კი 4.70-ს.
რუმენიგემ დაადასტურა - დატოვებს თუ არა ფლიკი ზაფხულში "ბაიერნს"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰანს ფლიკის მომავალზე ისაუბრა.

"გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ შეთავაზების გაკეთებას არ აპირებენ. ეს არ მოხდება."

"ფრიც კელერმა დამიდასტურა, რომ ისინი არცერთ მწვრთნელს არ დაუკავშირდებიან, რომელსაც 30 ივნისამდე აქვს კონტრაქტი."

"არის თუ არა 0% შანსი იმისა, რომ ფლიკი წავიდეს? არა, რადგან მისი დარჩენა ალბათობა არ არის, ეს ფაქტია." - აცხადებს რუმენიგე.
პოჩეტინო "ბაიერნთან" შეხვედრაზე: "ოპტიმისტურად ვართ განწყობილები"
ფრანგული "პსჟს" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" შეხვედრის შემდეგ პრესასთან ისაუბრა.

"ძალიან გახარებულები ვართ ამ ეტაპზე ყოფნით. საუკეთესო 8 გუნდში მოხვედრა უკვე დიდი პატივია."

"ჩემპიონთა ლიგის ტურნირია, სადაც საუკეთესო გუნდებს ხვდები, მათ შორის მოქმედ გამარჯვებულსაც."

"რა თქმა უნდა, რთული წილისყრა იყო, რადგან კონტინენტის მოქმედი საუკეთესო გუნდის შეგვხვდა, თუმცა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები."

"ბარსელონას დამარცხებით ვაჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. "ბაიერნთან" თითოეული გოლის გასატანად ვიბრძოლებთ და ვეცდებით 1/2 ფინალის საგზურის მოპოვებას." - აცხადებს პოჩეტინო.
"ბაიერნი" - "შტუტგარტი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის 26-ე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "შტუტგარტს" მიიღებს.

გთავაზობთ გუნდის სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვის.

ნუბელი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ფლიკის პირველი კომენტარი ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩატარდა, სადაც გაირკვა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" მეტოქე 1/4 ფინალში ფრანგული "პსჟ" იქნება.

წილისრყის დასრულების შემდგომ გერმანელთა მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთა.

"ამ ეტაპზე სუსტი გუნდები აღარ არსებობენ. ეს ევროპის ტოპ რვაა. მნიშვნელოვანია, რომ ორი ძლიერი შეხვედრა ჩაატარო. ჩვენ შემდეგ ეტაპზე გვსურს გასვლა."

"პსჟს სახით ძლიერი ოპონენტი გვყავს. მათ გასულ სეზონში გვაჩვენეს თუ რა შეუძლიათ, როდესაც ფინალში გავიდნენ. მაგრამ, ჩვენც ვაჩვენებთ ხარისხს." - აცხადებს ფლიკი.
"ბაიერნის" სავარაუდო მეტოქე 1/2 ფინალში ცნობილია
დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის წილისყრა ჩატარდა.

1/4 ფინალური წყვილების შემდეგ უკვე გაირკვა 1/2 ფინალური სავარაუდო წყვილებიც.

იმ შემთხვევაში, თუ "ბაიერნი" 1/4 ფინალის გადალახვას მოახერხებს, მაშინ მომდევნო ეტაპზე "სიტისა" და "დორტმუნდს" შორის საუკეთესოს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ 1/4 ფინალში "ბაიერნი" ფრანგულ "პსჟს" შეხვდება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2