იულიან ნაგელსმანი ნიდერლანდებთან თამაშზე: "დღეს დიდი ნაბიჯი გადავდგით. ჩვენ კარგად ვითამაშეთ და ბევრი არ დავთმეთ. აბსოლუტურად ვიმსახურებდით გამარჯვებას."
ჯეიმი ლეველინგზე: "არ ველოდი, რომ ის ასე კარგად ითამაშებდა. მან კარგად გაართვა თავი ბევრ კრიტიკულ სიტუაციას."
ნოემბრის დარჩენილ ორ თამაშზე: "ჩვენ გვაქვს მათი მოგების ამბიცია. გასახდელში შესანიშნავი ატმოსფეროა და ყველას გამარჯვება უნდა."
ჰერბერტ ჰაინერი ვენსან კომპანიზე: "ჩვენ წარმოუდგენლად კმაყოფილი ვართ ჩვენი მწვრთნელით.
"ბაიერნში" ასეთი ფეხბურთი წლების განმავლობაში არ გვინახავს. კვირას ფრანკფურტში გამართულ მატჩს თუ უყურეთ, ეს იყო ფეხბურთი, რომელიც ხასიათდებოდა დიდი ხნის უნახავი დომინანტობით და კონტროლით.
დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ესეც მოვა. კომპანიმ გუნდს ახალი იმპულსები მოუტანა. ვარჯიშში არის სიხარული და გართობა.” - თქვა ჰაინერმა.
„უნდა გითხრა რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. ამერიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ - მათი მწვრთნელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "შენ ხარ შემდეგი ხავი მარტინესი".
რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო ხავი და რას მიაღწია "ბაიერნთან" ერთად, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო ახლოს დავინახე, როცა მის თამაშს ვუყურე.
სასიამოვნო იყო მასთან შედარება, მაგრამ არასდროს მინდოდა მისი კოპირება. ის ხავია, მე ჟოაო“, - განუცხადა პალინიამ "ბაიერნის" ოფიციალურ გვერდს.
38 წლის მანუელ ნოიერი კვლავ მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანია და რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მეკარედ.
ლეგენდარული მეკარე ყველა დროის საუკეთესოა, რომელიც ცნობილია თავისი რეფლექსებით, ძლიერი ხელებით, მფრინავი მოქმედებებითა და ფეხით თამაშით.
ნოიერის სტატისტიკა გასულ სეზონებთან შედარებით უფრო უარესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნში" მისი ადგილი მალე აღარ იქნება.
'Sky Sports'-ის ცნობით, "რეკორდმაისტერი" ალექსანდერ ნიუბელის გარდა ასევე ეძებს სხვა ალტერნატივებს.
ამბობენ, რომ კლუბი აკვირდება ბრაიტონის მეკარეს, ბარტ ვერბრუგენს. ასევე იონას ურბიგს, რომელიც სულ რაღაც 21 წლისაა და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტი გერმანულ ფეხბურთში.
მანჩესტერ სიტის მეკარე, ედერსონი ყველაზე მკაცრი თავდამსხმელის შესახებ, რომელსაც ოდესმე შეხვედრია: "მე შევხვდი რამდენიმე თავდამსხმელს, განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში.
მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე რთული, რომელიც ყველაზე ხარისხიანია, არის ჰარი კეინი.
მას აქვს აბსურდული ხარისხი, საჯარიმოშიც და გარეთაც.
ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ."