"მან დარტყმა მიიღო, როგორც ექიმებმა მითხრეს.." - დრეზენი კეინის მდგომარეობაზე
დღეს, 28 სექტემბერს, "ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრის ერთ-ერთ მომენტში ჰარი კეინმა დაზიანება მიიღო და მოედნიდან გასვლა მოუწია.
"ჩვენ უკეთესები ვიყავით." - ნოიერის პირველი კომენტარი მატჩის შემდეგ
28 სექტემბერს, გაიმართა ბუნდესლიგური შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და "ლევერკუზენს" შორის. მატჩი ფრედ, 1 - 1 დასრულდა. 

მანუელ ნოიერის პირველი კომენტარი თამაშის შემდეგ:

"ვფიქრობ, დღეს უფრო მეტს ვიმსახურებდით. ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით და მეტი შანსი გვქონდა.

ჩვენი გაშვებული გოლი კი გამაღიზიანებელი იყო. სამი ქულა დავიმსახურეთ."

ნოიერი იმის შესახებ, ნაკრებში ტერ შტეგენის ტრავმის შემდეგ ნაკრებში დაბრუნებაზე:

"ჩვენ გვყავს მინიმუმ ორი შესანიშნავი მეკარე, ოლივერ ბაუმანი და ალექსანდერ ნიუბელი.

ასევე არიან დანარჩენებიც, რომლებიც ამჟამად ტრავმირებულები არიან. არ არის საჭირო შეშფოთება."
"ბაიერნი" - "ლევერკუზენი" (შემადგენლობა და საყურებელი ბმული)
დღეს, 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ალიანს არენაზე "ლევერკუზენს" უმასპინძლებს...
მიუნხენის "ბაიერნის" მტერი კლუბები
გერმანიის ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბს პრინციპული მეტოქეები ჰყავს როგორც ქალაქის, ასევე - რეგიონის, ქვეყნის და კონტინენტის ფარგლებში. პოსტში ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ...
"გაუფრომეთ მას უვადო კონტრაქტი" - მათეუსი მუსიალასთან მოლაპარაკებებზე
ლოთარ მათეუსი ჯამალ მუსიალასთან კონტრაქტის მოლაპარაკებების შესახებ:

"მიუნხენის "ბაიერნს" ჯამალ მუსიალასთან არ უნდა ჰქონდეს რაიმე შუზღუდვა და ლიმიტი.

მათ ყველაფერი უნდა ჩადონ და სპონსორებიც შეიყვანონ საქმეში. გაუფრომეთ მას უვადო კონტრაქტი."
- თქვა მათეუსმა.

ცნობისთვის, მუსიალამ ამ სეზონში 6 თამაში ჩაატარა, გაიტანა 3 გოლი და გააკეთა 3 საგოლე გადაცემა.
ჰაინერი: "ისინი წარმოადგენენ მომავალ თაობას და ჩამოდიან კამპუსიდან, რაც გვახარებს"
ჟურნალისტი: "პირველი მოლაპარაკებები ჯამალ მუსიალასთან უკვე შედგა. თქვენი აზრით, ვინ არიან "ბაიერნში" მომავლის სახეები მუსიალას გარდა?"

ჰაინერი: "ჩვენ გვყავს ძალიან საინტერესო, დაბალანსებული გუნდი. ერთი მხრივ, გვყავს თომას მიულერი და მანუელ ნოიერი, რომლებიც ნაწილობრივ პასუხისმგებელნი იყვნენ "ბაიერნის" ისტორიაში საუკეთესო ათწლეულზე.

შემდეგ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან კიმიხი, ლეროი სანე და სერჟ გნაბრი, რომლებიც წლების განმავლობაში "ბაიერნის" გენის მატარებლები გახდნენ.

ჩვენ ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ჯამალ მუსიალა, პავლოვიჩი და იოსიპ სტანიშიჩი, რომლებიც უკვე წარმოადგენენ მომავალ თაობას და ჩამოდიან კამპუსიდან, რაც ძალიან გვახარებს."
“ლევერკუზენი” დანაკლისის გარეშეა - ვინ გამოტოვებს ხვალინდელ მატჩს?
ხვალ, 28 სექტემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე, მიუნხენის “ბაიერნი” დაუპირისპირხება “ლევერკუზენს”.

მატჩამდე 1 დღით ადრე ცნობილია იმ მოთამაშეების ვინაობა, რომლებიც გამოტოვებენ შეხვედრას:

ჰიროკი იტო
იოსიპ სტანიშიჩი
საშა ბოე

ცნობისთვის, ალონსოს გუნდს არცერთი ტრავმირებული ფეხბურთელი არ ყავს.
"ალონსო თქვენამდე კანდიდატი იყო. არის ეს თქვენთვის მოტივაცია?" - კომპანის პასუხი
ჟურნალისტი: "ჩაბი ალონსო თქვენამდე "ბაიერნის" მწვრთნელობის კანდიდატი იყო. არის ეს თქვენთვის მოტივაცია?

კომპანი: "არა, სულაც არა. ჩემი მოტივაცია არის ის, რომ "ლევერკუზენი" გასულ სეზონში ჩემპიონი იყო და ახლა ალიანც არენაზე შევხვდებით.

ჩვენ ცხრილის სათავეში ვართ და გვაქვს შანსი, რომ რაღაც გავაკეთოთ ჩვენი გულშემატკივრებისთვის. ეს სრულიად ნორმალურია.

ძალიან ბევრს ვმუშაობ და მინდა ყველაფერი მოვიპოვო. სხვა დანარჩენი ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი.

მე მიყვარს, როდესაც სხვების წარმატებას ვხედავ, როდესაც ისინი მაქსიმუმს იღებენ საკუთარი თავისგან და ვიცი რამდენად რთულია ეს."
ალონსო: "ალიანც არენაზე გასვლა ალბათ ყველაზე რთული თამაშია ბუნდესლიგაში"
ჩაბი ალონსო ხვალინდელი მატჩის შესახებ საუბრობს:

"დიდი თამაში იქნება. ალიანც არენაზე გასვლა ალბათ ყველაზე რთული თამაშია ბუნდესლიგის სეზონში, მაგრამ ჩვენ მოუთმენლად ველით ამას.

გვინდა კარგად ვითამაშოთ და ვიყოთ კონკურენტუნარიანები. ვიცით, რომ გვჭირდება თითქმის უნაკლო თამაში მოედანზე რაღაცის გამოსატანად და ჩვენ მზად ვართ ამისთვის."
- განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე.
“მიუნხენის “ბაიერნი” ყოველთვის ფავორიტია” - კომპანი პრესკონფერენციაზე
ვენსან კომპანი იმის შესახებ, იქნება თუ არა ხვალინდელი თამაში ნამდვილი ტესტი იმის გასაგებად, თუ რა ფორმაშია “ბაიერნი”:

"კარგია, რომ ყველა მოუთმენლად ელის თამაშს. რა თქმა უნდა, ეს იქნება მნიშვნელოვანი თამაში ბოლო თორმეტი თვის საუკეთესო გუნდთან

გვსურს ალიანს არენაზე ძლიერ კლუბს შევეჯიბროთ. “ბაიერნი” ყოველთვის ფავორიტია. ჩვენ გვინდა გამარჯვება."
მაზრაუი: "შესაძლოა მანჩესტერ იუნაიტედი ბაიერნზე დიდი კლუბიც კი იყოს"
”ვფიქრობ, თუ ბაიერნს და მანჩესტერს შევადარებთ, ვერ ვიტყვით, რომ ერთი მეორეზე ძალიან დიდია, მაგრამ შესაძლოა საერთაშორისო დონეზე, იუნაიტედი უფრო დიდიც კი იყოს. ასე რომ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც გადმოვედი.

მეორე მიზეზი ის არის, რომ "ბაიერნში" თამაშის ორი სეზონის შემდეგ ზაფხულში ვიგრძენი, რომ მჭირდებოდა და მინდოდა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა, მრავალი მიზეზის გამო.

იქ თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ვფიქრობდი, რომ სხვაგან უკეთ და კომფორტულად ვიქნებოდი."
- განაცხადა მაზრაუიმ.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0