ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ჭორები იმის შესახებ რომ არიენ რობენი აქტიურ ფეხბურთში დაბრუნებას გეგმავს ეს საკითხი გუშინ კიდევ უფრო გაამძაფრა იმ ფაქტმა რომ მან ბაიერნის საწვრთნელ ბაზაზე ივარჯიშააღნიშნულ თემაზე კომენტარი ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა გააკეთაჩემი ბაიერნის რიგებში დაბრუნება გამორიცხულია თუმცა რაც შეეხება ზოგადად ფეხბურთში დაბრუნებას ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს ყველაფერს დრო გვიჩვენებს აცხადებს რობენი
მერსისაიდული ლივერპულის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა სტივ მაკმანამანმა იურგენ კლოპის შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთავფიქრობ რომ იურგენი ლივერპულსა და პრემიერლიგას აღმერთებს თუმცა ვფიქრობ რომ ერთ დღესაც ის სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდებამჯერა რომ კლოპი ბაიერნს ჩაუდგება სათავეში იმის გათვალისწინებით თუ როგორ ეპყრობიან ამ კლუბში გერმანელ მწვრთნელებს ეს აუცილებლად მოხდება აცხადებს მაკმანამანი
ბუნდესლიგის 31ე ტურში მიუნხენის ბაიერნი გლადბახის ბორუსიას უმასპინძლებსდისკვალიფიკაციების გამო რეკორდმასიტერს ხვალინდელ შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკი და მიულერი ვერ დაეხმარებიანამ ყველაფრის გათვალისწინებით გთავაზობთ გუნდის სავარაუდო შემადგენლობას მომავალი დაპირისპირებისთვისნოიერი პავარი ბოატენგი ალაბა დეივისი კიმიხი ალკანტარა კომანი გორეცკა პერიშიჩი ზირკზე
მოგეხსენებათ დღეს მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ვინგერმა არიენ რობენმა გუნდის საწვრთნელ ბაზაზე ინდივიდუალურად ივარჯიშაევროპული გამოცემები ვარაუდობენ რომ ჰოლანდიელი ლეგენდა ფეხბურთში დაბრუნებას აპირებს და სწორედ ამისთვის ემზადებაგთავაზობთ ვიდეოკადრებს რობენის ვარჯიშიდან
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურაგუნდის ექიმი დოქტორი ჰანს ვილემი სეზონის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერს დატოვებს ეს ადამიანი გუნდის შტაბში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა და ბაიერნის ყველა ისტორიულ წარმატებას ფეხბურთელებთან ერთად იზიარებდაროდესაც გასულ 40 წელს გადავხედავ დიდი ბედნიერებისა და კმაყოფილების გრძნობით ვივსები ამ კლუბში მივიღე უდიდესი გამოცდილება გავიცანი დიდებული ადამიანები და გავიზიარე წარმატება მათთან ერთად ამ ყველაფერმა ჩემს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინამსურს რომ ბაიერნს მომავალში წარმატებები ვუსურვო მადლობა ყველაფრისთვის განაცხადა ჰანს ვილემმა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული გარემარბი არიენ რობენი გუნდის საწვრთნელ ბაზას ესტუმრაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ვეტერან ფეხბურთელს ფორმის შენარჩუნება სურს და სწორედ ამიტომ ინდივიდუალურ ვარჯიშებს ატარებს რობენს გუნდთან ერთად ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიაიხილეთ ფოტოები
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გლადბახთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე სასიხარულო ინფორმაცია დაადსატურამომდევნო კვირაში ფილიპე კოუტინიო და ნიკლას სულე უკვე გუნდთან ერთად შეძლებენ ვარჯიშს კორონავირუსზე პირველი ტესტი უკვე ჩაიტარეს ორშაბათს კი მეორედ გაივლიან ტესტირებას არ გამოვრიცხავ გერმანიის თასის ფინალში მონაწილეობის მიღებან შეძლონრაც შეეხება ალკანტარას მისი ტრავმა სამწუხაროდ სერიოზული აღმოჩნდა მას დაახლოებით 3 კვირის განმავლობაში მოუწევს უქმობა აცხადებს ფლიკი
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა თომას მიულერმა კაი ჰავერცის ტრანსფერზე კიდევ ერთი განცხადება გააკეთასრულიად პარადოქსულია როდესაც ერთდროულად ვსაუბრობთ ახალი ტრანსფერების გაკეთებაზე და ხელფასების შემცირებაზე აცხადებს მიულერიგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით 30 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ ფაქტით რომ კლუბი მის პოზიციაზე კიდევ ერთი ახალი ძვირადღირებული ფეხბურთელის მოყვანას გეგმავს
მიუნხენის ბაიერნი რამდენიმე ევროპულ გრანდთან ერთად ესპანიოლის ახალგაზრდა ფეხბურთელით მარკ როკათი დაინტერესდამისი გადაბირების ყველაზე დიდ ინტერესს მილანი და რეალი იჩენენ ესპანელი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 40 მილიონი ევროა ხოლო მიუნხენელებმა კატალონიურ გუნდს 30 მილიონიანი შეთავაზებით უკვე მიმართესსამეფო კლუბი 23 წლის ნახევარმცველს ედუარდო კამავინგას შემცვლელად მოიაზრებს იმ შემთხვევაში თუ ფრანგი ტალანტის ტრანსფერი ჩაიშალა ფლორენტინო პერესი სწორედ როკაზე ფოკუსირდება ჯერჯერობით მისთვის ბრძოლაში ფავორიტებად გერმანული და იტალიური გრანდები მიიჩნევიან
მოგეხსენებათ კორონავირუსის პანდემიის გავრცელებისგან თავის ასარიდებლად საფეხბურთო ჩემპიონატები უმაყურებლოდ გაგრძელდა ამ ფაქტმა სტადიონებზეც იქონია ზეგავლენაგერმანულმა გამოცემა Bildმა ალიანს არენაზე გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა სადაც ჩანს თუ როგორ შეძლო მცენარემ გაზრდა სტადიონის ტრიბუნებზე რომელმაც უკვე შეძლო და 1 მეტრ სიმაღლეს მიაღწიაიხილეთ ფოტოები
მოგეხსენებათ ფეხბურთი ნელნელა ჩვეულ რითმს უბრუნდება თუმცა რა თქმა უნდა მაყურებლის გარეშე გერმანიის შემდეგ კი სულ მალე სხვა წამყვან ქვეყნებშიც განახლდება ჩემპიონატებიაღსანიშნავია რომ ევროპაში მხოლოდ სამი გუნდიღაა დარჩენილი ისეთი რომლებსაც ტრებლის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ მათ შორის ერთერთი მიუნხენის ბაიერნიაბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე რეკორდმაისტერი 7 ქულით ლიდერობს ცხრილს და ჩემპიონობა ფაქტობრივად გარდაუვალია გუშინ გუნდმა გერმანიის თასის ფინალშიც შეძლო გასვლა სადაც ლევერკუზენს დაუპირისპირდება რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას აქ გუნდი ცალი ფეხით 14 ფინალშია და მომავალ მეტოქეს ელოდებაკიდევ ორი კლუბი რომლებსაც ტრიპლეტის მოგების შანსი ჯერ კიდევ აქვთ იუვენტუსი და პსჟ არიან ამ უკანასკნელმა უკვე მოიგო ლიგა 1 და საფრანგეთის თასის ფინალშიცაა გასული რაც შეეხება ბიანკონეროს მას სერია აში საკმაოდ რთული ბრძოლის გადატანა მოუწევს ჩემპიონობის მოსაპოვებლად
მიუნხენის ბაიერნის ვეტერანმა ფეხბურთელმა თომას მიულერმა კაი ჰავერცის შესახებ ისაუბრაბოლო სანაკრებო შეკრებების დროს მასთან ერთად მიწევდა დროის გატარება და მინდა ვთქვა რომ კაისთან ერთად ვარჯიშიც და თამაშიც ძალიან სასიამოვნოა ის უკვე უმაღლესი დონის ფეხბურთელია თავის ასაკში საუკეთესოც კიბაიერნში მისნაირი ფეხბურთელები გვჭირდება თუმცა ვერ გეტყვით შეიძენს თუ არა გუნდი მას მე მხოლოდ ფეხბურთელი ვარ და ფინანსური საკითხები არ მეხება და არ ვიცი კლუბის სატრანსფერო გეგმები აცხადებს მიულერი
გერმანიის თასის ფინალში გასვლის შემდგომ მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა პირველი კომენტარი გააკეთანამდვილი სათასო დაპირისპირება გამოვიდა თავისი დაძაბულობით პირველ ტაიმში არაერთი მომენტი გავაფუჭეთ რის გამოც საბოლოოდ დავისაჯეთ კიდეცსასიამოვნოა ის ფაქტი რომ გაშვებული გოლის შემდგომ მალევე შევძელით კვლავ წინ გასვლა მეორე ტაიმში დაღლა გვეტყობოდა მაგრამ გოლის გატანა მოვახერხეთ და შემდეგ თავი კარგად დავიცავით ფინალში გასვლით ყველა ბედნიერი ვართრაც შეეხება გნაბრის დაზიანებას წინ კიდევ ორი დღე გვაქვს და ვიმედოვნებ რომ ამ დროში შეძლებს გამოჯანმრთელებას და გლადბახთან მატჩში მონაწილეობის მიღებას აცხადებს ფლიკი