ალფონსო დეივისი დღესდღეისობით მიუნხენის ბაიერნის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია და იგი ნელნელა გუნდის ლიდერადაც ყალიბდება თუმცა ისტორია შესაძლოა სრულიად სხვაგვარად განვითარებულიყოესპანური გამოცემა Mundo Deportivoს ინფორმაციით 2017 წელს კატალონიის ბარსელონას კანადელი ვინგერის შეძენის ძალიან კარგი შანსი ჰქონდა თუმცა არ გამოუვიდათწყაროს ცნობით ბლაუგრანა დეივისის კლუბის მოთხოვნას 8 მილიონი ევროს გადახდას დათანხმდა თუმცა კლუბმა შეთანხმება თავად ფეხბურთელთან ვერ მიაღწია ბარსელონა ფონზის თავდაპირველად სარეზერვო გუნდში ვარჯიშს სთავაზობდა და ამის შემდგომ ჰპირდებოდა ძირიტად შემადგენლობაში დაწინაურებას რაზეც მან უარი განაცხადა





















