ლეროი სანეს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი არ ცხრება მიუხედავად იმისა რომ გერმანულმა პრესამ ტრანსფერი გასულ თვეში დაადასტურა როგორც ჩანს ჯერჯერობით ყველაფერი გადაწყვეტილი არ არისბრიტანული გამოცემა Sky Sportის ინფორმაციით წინა კვირაში მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა სადაც ორივე გუნდმა საკუთარი ფასი დაასახელაწყაროს ცნობით შეუთანხმებლობის მიზეზიც სწორედ თანხაა ბაიერნი 24 წლის ვინგერის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს ჩამოდის მაშინ როდესაც მანჩესტერ სიტი 70 მილიონ ევროს ითხოვსჯერჯერობით უცნობია როდის გაიმართება შემდგომი მოლაპარაკებები დიდი ალბათობით ორივე მხარეს გარკვეულ დათმობაზე მოუწევს წასვლა საბოლოო შეთანხმების მისაღწევად