გერმანულ ფეხბურთში რიგით მეორე კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა დადასტურდაამჯერად საქმე ეხება ბუნდესლიგა 2ში მოასპარეზე ნიურნბერგის ცენტრალურ მცველს ფაბიან ნიურნბერგერს20 წლის ფეხბურთელმა დღეს ტესტირება ჩაიტარა და სამწუხაროდ დადებითი პასუხი მიიღოშეგახსენებთ რომ კორონავირუსის პირველი შემთხვევა გერმანულ ფეხბურთში ოთხშაბათს დაფიქსირდა როდესაც ინფიცირება ჰანოვერის ცენტრალურ მცველს ტიმო ჰუბერსს დაუდასტურდააღსანიშნავია რომ ნიურნბერგერს ბაიერნის წინააღმდეგაც აქვს ნათამაშები წლის პირველ ტესტ მატჩში რეკორდმაისტერი სწორედ ნიურნბერგს შეხვდა და 20 წლის ფეხბურთელმა სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო თამაში