bayern.ge სლაიდერი გვერდი 77
ოფიციალურად ბაიერნმა ნუბელის ტრანსფერი დაადასტურა
მიუნხენის ბაიერნის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა რომ კლუბმა ალექსანდრ ნუბელთან შეთანხმებას მიაღწია23 წლის მეკარე რეკორდმაისტერის რიგებს სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება და ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელსშეგახსენებთ რომ ნუბელს შალკესთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და რამდენიმე კვირის წინ მისი ბაიერნში გადასვლა ბუნდესლიგის საიტმა დაადასტურა დღეს კი ტრანსფერი კლუბმაც გააოფიციალურა
ბაიერნის ბუნდესგეგმა  გუნდი გერმანელი ვარსკვლავებით ივსება
როგორც ჩანს მიუნხენის ბაიერნი მაქსიმალურად ცდილობს აქცენტი გერმანელ ფეხბურთელებზე გააკეთოსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით რეკორდმაისტერის რიგებს მიმდინარე წელს ერთბაშად ოთხი გერმანელი ვარსკვლავი შეუერთდებაუკვე გადაწყვეტილია რომ სეზონის დასრულების შემდეგ გუნდში ალექსანდრ ნუბელი მოვა გარდა ამისა დიდია ალბათობა იმისა რომ ბაიერნმა ზამთარში ლაიფციგის მარჯვენა მცველი ლუკაშ კლოშტერმანი დაიმატოსრაც შეეხება კაი ჰავერცსა და ლეროი სანეს ამ ფეხბურთელების დამატება პირადად ული ჰიონესის მოთხოვნაა და მათი ტრანსფერით სურს რომ ბაიერნი მაქსიმალურად ბუნდესკლუბად აქციოს
კომანის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მიუნხენის ბაიერნის ლაზარეთი ნელნელა სულ უფრო მცირდებაგერმანული გამოცემების ინფორმაციით კლუბის ახალგაზრდა გარემარბის კინგსლი კომანის აღდგენითი პროცესები იდეალურად მიმდინარეობსწყაროს ცნობით 23 წლის ფეხბურთელი 19 იანვარს ბერლინის ჰერტასთან გასამართი შეხვედრისთვის სრულ მზადყოფნაში იქნებაშეგახსენებთ რომ კომანმა დაზიანება ლონდონის ტოტენჰემთან ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მიიღო
ოფიციალურად ბაიერნი პირველმა ფეხბურთელმა დატოვა
მიუნხენის ბაიერნი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს პირველმა ფეხბურთელმა დატოვაკლუბის ოფიციალური საიტის ცნობით 20 წლის ნახევარმცველი ტიმოთი ტილმანი კარიერას მეორე ბუნდესლიგის ბინადარ ფიურტში გააგრძელებსახალგაზრდა ფეხბურთელი სწორედ ზემოხსენებული კლუბის აღზრდილია და ის ბაიერნის რიგებში 2015 წელს გადმობარგდატილმანს ძირითად შემადგენლობაში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ ჰქონია ბოლო ორი სეზონი კი მან იჯარით ნიურნბერგში გაატარა
ბაიერნი სუპერტალანტისთვის ბრძოლაში ჩაერთო
მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე კვირის წინ დორტმუნდმა მიუნხენის ბაიერნს ეწ აკრძალვა დაადო კლუბი ბორუსიელ ფეხბურთელებს მაინც არ ეშვებაბრიტანული გამოცემა Metroს ინფორმაციით რეკორდმაისტერის სამიზნე ამჯერად სუპერტალანტი ჯეიდონ სანჩო გახლავთ19 წლის გარემარბი გუნდის უდაო ლიდერია და მისი ტრანსფერით ბრიტანული კლუბები ჩელსი და მანჩესტერი არიან დაინტერესებულიწყაროს ცნობით ბაიერნი მზადაა სანჩოს სანაცვლოდ 100 მილიონი ფუნტი გადაიხადოს საბოლოოდ ყველაფერი კი დორტმუნდის პასუხზეა დამოკიდებული
ბოატენგი კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს
როგორც ჩანს ჟერომ ბოატენგისა და მიუნხენის ბაიერნის გზები საბოლოოდ იყრებაგერმანული Sky Sportsის ინფორმაციით 31 წლის ფეხბურთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა გუნდის დატოვება და ის კარიერას ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელებსწყაროს ცნობით ბოატენგის დამატებით ყველაზე მეტად ლონდონის არსენალია დაინტერესებული რომელიც უკვე დიდი ხანია ცენტრალურ მცველს ეძებსროგორც ცნობილია მეთოფეები ბოატენგის სანაცვლოდ 13 მილიონ ფუნტს გადაიხდიან და ტრანსფერი იანვარშივე დასრულდება
სასიხარულო ამბავი ლევანდოვსკის დაბრუნების თარიღი ცნობილია
მოგეხსენებათ ბუნდესლიგის ბოლო ტურის შემდეგ მიუნხენის ბაიერნის ლიდერმა რობერტ ლევანდოვსკიმ ოპერაცია ჩაიტარაგერმანულმა გამოცემა Bildმა პოლონელი ფორვარდის თაობაზე დღეს დამაიმედებელი პროგნოზი გააკეთალევანდოვსკი უკვე შეუდგა აღდგენით კურსს და ფაქტობრივად გადაწყვეტილია რომ ის 19 იანვარს ჰერტასთან დაპირისპირებას სრულ მზადყოფნაში შეხვდება31 წლის ფეხბურთელი გუნდთან ერთად დოჰაში არ გაემგზავრება იგი მიუნხენში რჩება და აღდგენით პროცესს ბოლომდე მიიყვანს
ჰენრიქსმა თავის მომავალზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალი მარჯვენა მცველის დამატება სურსბავარიული გრანდის ერთერთი მთავარი სამიზნე ფრანგული მონაკოს ფეხბურთელი ბენჟამინ ჰენრიქსი გახლავთგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ახალგაზრდა მცველმა გადაწყვეტილება მიიღო და ის კარიერას ლაიფციგში გააგრძელებსწყაროს ცნობით ჰენრიქსმა უკვე მიაღწია შეთანხმებას ბაიერნის კონკურენტთან და ის გუნდს იანვარშივე შეუერთდება
სასიხარულო ინფორმაცია ბაიერნს მნიშვნელოვანი ფეხბურთელები უბრუნდებიან
დღეს მიუნხენის ბაიერნის ქომაგებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდაგერმანული გამოცემა Kickerის ინფორმაციით რეკორდმაისტერს ერთდროულად სამი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი უბრუნდებაწყაროს ცნობით უკვე გადაწყვეტილია რომ ჰერტასთან მატჩში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ კორენტინ ტოლისოსა და ლეონ გორეცკას რომლებმაც ბუნდესლიგის ბოლო ტურები გამოტოვესგარდა ამისა ბაიერნს დოჰაში გაჰყვება კინგსლი კომანიც და დიდია ალბათობა იმისა რომ ფრანგი შემტევიც ბერლინელებთან თამაშს სრულ მზადყოფნაში შეხვდეს
Bild ნოიერის მომავალი საბოლოოდ გადაწყდა
როგორც ჩანს მანუელ ნოიერსა და მიუნხენის ბაიერნს შორის არსებული მცირე უთანხმოება საბოლოოდ დასრულდაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით მხარეებს შორის მოლაპარაკება შედგა და მანუ კლუბთან 2023 წლამდე გაახანგრძლივებს კონტრაქტსამჟამინდელი კონტრაქტის მიხედვით რეკორდმაისტერის კაპიტანი კლუბში 2021 წლამდე უნდა დარჩენილიყოგარდა ამისა ალექსანდრ ნუბელის ტრანსფერმა ასევე შეაფერხა კონტრაქტის გახანგრძლივება თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები სასიკეთოდ დასრულდა
რომელ პოზიციას გააძლიერებს ბაიერნი  ფლიკის განცხადება
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ზამთრის ტრანსფერებზე განცხადება გააკეთაკიმიხი ნახევარდაცვის ხაზში კარგად თამაშობს და ასევე გაგრძელდება ვფიქრობ ნაკრებშიც ამავე პოზიციაზე მოუწევს ასპარეზობარაც შეეხება ბენჟამინ პავარს ის დაცვის ყველა პოზიციაზე ბრწყინვალედ თამაშობს თუმცა ახლა მისი დახმარება ყველაზე მეტად ცენტრში გვჭირდებაშესაბამისად კარგი იქნება თუ ზამთარში რომელიმე მარჯვენა მცველის დამატებას მოვახერხებთ აცხადებს ფლიკი
ოფიციალურად ოლივერ კანი ბაიერნში დაბრუნდა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარული კიპერი ოლივერ კანი დღეს ოფიციალურად დაბრუნდა გუნდშიტიტანმა გასული წლის აგვისტოში რეკორდმაისტერთან გააფორმა კონტრაქტი რომელიც ოფიციალურად ძალაში სწორედ 2020 წლის პირველ იანვარს შევიდა50 წლის ლეგენდამ მიუნხენური გრანდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ჩაიბარაშეგახსენებთ რომ კანი ბაიერნის ღირსებას 1994 წლიდან კარიერის დასრულებამდე 2008 წლამდე იცავდა
გასული დეკადის ბუნდესლიგის 5 საუკეთესო ფეხბურთელი
21ე საუკუნის მეორე ათწლეული უკვე დასრულდა და ბუნდესლიგის მოყვარულებმა ამ პერიოდში არაერთი საინტერესო ფეხბურთელი ვნახეთგთავაზობთ გასული დეკადის 5 საუკეთესო ფეხბურთელს რომლებმაც ბუნდესლიგის ისტორიაში თავისი სახელი უკვე ჩაწერეს5 არიენ რობენი4 მარკო როისი3 მანუელ ნოიერი2 ფრენკ რიბერი1 რობერტ ლევანდოვსკი
მიუნხენში მარჯვენა მცველის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს
მას შემდგომ რაც იოზუა კიმიხმა პოზიცია შეიცვალა და ის ნახევარდაცვის ხაზში გადავიდა მიუნხენის ბაიერნს მარჯვენა მცველის პოზიციაზე პრობლემები გაუჩნდარეკორდმაისტერმა უკვე დაიწყო მუშაობა ამ საკითხის გადაწყვეტაზე და როგორც ჩანს გადაწყვეტილებაც უკვე მიღებულიაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდი მანჩესტერ სიტის მცველს ჟოაო კანსელოს წაიყვანს ექვსთვიანი იჯარითსეზონის დასრულების შემდეგ კი ბაიერნი ლაიფციგის მარჯვენა მცველს ლუკაშ კლოსტერმანს დაიმატებს
რა პოზიციაზე ითამაშებს კიმიხი  ფლიკის პასუხი
მოგეხსენებათ მიმდინარე სეზონში იოზუა კიმიხმა პოზიცია შეიცვალა და ის ძირითადად ნახევარდაცვის ხაზში თამაშობსაღნიშნულ თემაზე კომენტარი მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გააკეთამას ჩამშლელი ნახევარმცველის პოზიციაზე დიდი პოტენციალი გააჩნიავაპირებთ რომ კიმიხი დიდხანს დარჩეს ამ პოზიციაზე მას ეროვნულ ნაკრებშიც მოუწევს აქ თამაში აცხადებს ფლიკი
ბაიერნის 202021 წლების ფორმები ცნობილია
201920 წლების სეზონის დაწყებიდან ჯერჯერობით ნახევარიც არ გასულა თუმცა უკვე ცნობილია თუ რა ფორმით ითამაშებს ბაიერნი მომავალ სეზონშიცნობილმა საიტმა Footyheadlinesმა რეკორდმაისტერის 202021 წლების სეზონის ფორმის ფოტო გამოაქვეყნაიხილეთ ფოტოებიეს კი წინასამატჩო ფორმაა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0