bayern.ge სლაიდერი გვერდი 87
რამდენი ხნით არის ბოატენგი დისკვალიფიცირებული
3 ნოემბერს ბაიერნი აინტრახტს დაუპირისპირდა და 51 დამარცხდა ამ თამაშშის მეათე წუთზე მიუნხენელების მცველმა ჟერომ ბოატენგმა ჯარიმის შემდეგ წითელი ბარათი მიიღო გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ კი მას 2 თამაშის გამოტოვება უბრძანა ეს კი იმას ნიშნავს რობ ბოატენგი ბაიერნს ბორუსია დორტმუნდთან თამაშში ვერ დაეხმარება ნიკლას ზიულესა და ლუკას ჰერნანდესის ტრავმების გამო რეკორდმაისტერს მხოლოდ ორი მცველიღა დარჩათ ბენჟამინ პავარდი და ლარს ლუკას მაი თუ საჭიროება გახდა ასევე ალაბასა და მარტინესს შეუძლიათ გუნდს დაცვაში დაეხმარონ მაგრამ ეს დიდი ალბათობით არ მოხდება რადგან ბაიერნს ორივე თავიანთ პოზიციაზე ესაჭიროება ეს კი 20 წლის ახლაგაზრდა გერმანელს უნიკალურ შანს აძლევს რომ ყველას დაანახოს თუ რა შეუძლია მას სინამდვილეში
ლუის ენრიკე ბაიერნის ახალ მწვრთნელად
რამდენიმე ცუდი თამაშის შემდეგ ბაიერნმა თავისი მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი დაითხოვა არსენ ვენგერი რალფ რანგიკი ტენ ჰაგი და ჟოზე მოურინიო ყველა ბაიერნის ახალ მწვრთნელად მოიაზრებოდა ფავორიტმა ტენ ჰაგმა ბოლო ინტერვიუში განაცხადა რომ ის ზაფხულამდე აიაქსში დარჩებოდა რის გამოც ისიც გამოირიცხა ახლა კი ინგლისურმა გამოცემამ Footballnewsმა დაწერა რომ რეკორდმაისტერს ლუის ენრიკეს დანიშვნა სურს 49 წლის ესპანელი უკვე ბარსელონასა და ესპანეთის ნაკრებს წვრთნიდაFootballnews იტყობინება რომ ული ჰიონესმა ლუის ენრიკეს პირადად დაურეკა და ჰკითხა მზად არის თუ არა ის ახალი კლუბის ჩასაბარებლად ესპანელმა მწვრთნელმა თავისი პროფესიონალური კარიერა მისი 9 წლის შვილის გამო შეაჩერა რომელიც სამწუხაროდ დაავადების შემდეგ გარდაიცვალა
ნოიერი ნიკო კოვაჩის წინ ქედს ვიხრი
ბაიერნმა აინტრახტთან წაგების შემდეგ მწვრთნელი ნიკო კოვაჩი დაითხოვაახლა კი გუნდის კაპიტანმა და გერმანიის ნაკრების პირველმა ნომერმა ინტერვიუამ თემასთან დაკავშირებით ჩაწერა სადაც მან ნიკო კოვაჩზე ისაუბრა მან თავისი თავი პროფესინალურად აქ ამოწურა და მისი განთავისუფლება ჩემი აზრით ორივე მხრისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო მე ნიკო კოვაჩის წინ ქედს ვიხრი ის სამაგალითოა ადამიანი რომელსაც ყველასთან შეუძლია კარგად ურთიერთობა ამბობს 33 წლის გერმანელი ასევე შეგახსენებთ რომ რეკორდმაისტერის ახალი მწვრთნელი ჰანსი ფლიკია რომელმაც თავისი პირველი თამაში ოლიმპიაკოსთან ჩაატარა და 20 გაიმარჯვა
ბაიერნი მოურინიოზე გადაერთო  ჟოზემ პირობები წამოაყენა
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობამ არსენ ვენგერის უარის შემდეგ ჟოზე მოურინიოსთან დაიწყო მოლაპარაკებებიცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport იტყობინება რომ რეკორდმაისტერი პორტუგალიელ სპეციალისტს დაუკავშირდა და ჟოზემ კლუბს თავისი პირობები გააცნომოურინიო 3 წლიან კონტრაქტს ითხოვს 2022 წლის ზაფხულამდე ბაიერნმა კი მოსაფიქრებლად ერთიორი კვირა აიღო და სანაკრებო პაუზის დროს მიიღებს გადაწყვეტილებასაღსანიშნავია რომ ბაიერნმა არსენ ვენგერს სწორედ გრძელვადიანი ხელშეკრულების მოთხოვნის გამო უთხრა უარიამ ეტაპზე გუნდს 45 წლის გერმანელი სპეციალისტი ჰანსი ფლიკი ხელმძღვანელობს და თუ ბაიერნი კვირას დორტმუნდის ბორუსიას დაამარცხებს შესაძლოა სეზონის ბოლომდე მან მიიღოს კონტრაქტი
დერ კლასიკერმა შესაძლოა ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ბედი გადაწყვიტოს
ვინ უხელმძღვანელებს მიუნხენის ბაიერნს 201920 წლების სეზონის ბოლომდე ეს კითხვა ჯერ კიდევ აქტუალურია მაგრამ შესაძლოა კვირას საღამოს დაიხუროსგერმანული პრესის ინფორმაციით არსენ ვენგერთან წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ რეკორდმაისტერმა ახალი გეგმა დაისახა ჰანსი ფლიკი რომელიც ორშაბათს ნიკო კოვაჩის დროებით შემცვლელად დაინიშნაფლიკის დანიშვნამ გუნდში განწყობა რადიკალურად შეცვალა მოთამაშეების უმრავლესობას გერმანელი სპეციალისტის დაწინაურება ძალიან გაუხარდა გუნდში ატმოსფერო გაუმჯობესდა და ფეხბურთელებს ფლიკთან მუშაობა სურთჰანსიმ ოლიმპიაკოსთან სადებიუტო თამაში 20 მოიგო და ბაიერნს ჩემპიონთა ლიგის ფლეიოფის საგზური მოუტანაახლა კი ყველაფერი დერ კლასიკერში გადაწყდება თუ ბაიერნი კვირას საკუთარ მოედანზე დორტმუნდის ბორუსიას მოუგებს ჰანსი ფლიკი სეზონის ბოლომდე შეინარჩუნებს თანამდებობასრეკორდმაისტერის გეგმა ასეთია დერ კლასიკერის მოგება ფლიკის დატოვება და ზაფხულიდან ერიკ ტენ ჰაგის მოყვანა
მინუს ერთი კანდიდატი  ბაიერნმა ვენგერს უარი უთხრა
მიუნხენური გრანდის პოტენციური მთავარი მწვრთნელების სია ნელნელა იფილტრებადღეს ცნობილი გახდა რომ მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა ლეგენდარულ ფრანგ სპეციალისტს არსენ ვენგერს დაუკავშირდა და მასთან საქმიანი საუბარი ჰქონდაBildს ინფორმაციით ვენგერმა ტელეფონით ისაუბრა ბაიერნის გენერალურ დირექტორ კარლჰაინც რუმენიგესთან არსენმა რეკორდმაისტერს თავისი თავი შესთავაზა და განაცხადა რომ მზად არის გერმანიაში სამუშაოდგერმანული პრესის ინფორმაციით კალემ ვენგერს ბაიერნის სახელით მადლობა გადაუხადა მაგრამ მიუნხენურმა გრანდმა მის კანდიდატურაზე უარი განაცხადამიუნხენის ბაიერნი ნიკო კოვაჩის შემცვლელის ძიებაშია ახლა ფავორიტთა შორის ჟოზე მოურინიო და რალფ რანგნიკი არიან
პედრო მარტინსი  ჩვენი გუნდი თამაშს მაინც ცდილობდა
ოლიმპიაკოსი გუშინ მიუნხენურ გრანდთან დამარცხდა ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი ოლიმპიაკოსის მწვრთნელმა პედრო მარტინსმა ისურვა კარგი თამაში ვერ ვითამაშეთ რაც ბაიერნის დამსახურებაა ეს მათი უმაღლესი კლასით არის განპირობებული ბაიერნის ფეხბურთელებმა გვაიძულეს შეცდომები დაგვეშვა მათ ჰყავთ ახალი მწვრთნელირომელმაც დასახული ამოცანა იდეალურად განახორციელა მეტოქის დონე უმაღლესი იყო მათ ბურთის დაუფლების საშუალება საერთოდ არ მოგვცეს მაგრამ ჩვენი გუნდი თამაშს მაინც ცდილობდა საბოლოდ კარგი თამაში იყო განაცხადა მარტინსმა ნიკო კოვაჩის წასვლის შედეგ ბაიერნი დროებით გერმანიის ერონული ნაკრების მწვრთნელის იოაჰიმ ლიოვის ასისტენტმა ჰანს ფლიკმა ჩაიბარა მიუხედავად სიახლეებისა და კლუბში არსებული პრობლემებისამიუნხენელებმა შეძლეს თავიანთი უმაღლესი კლასის ჩვენება და მოწინააღმდეგე დაამარცხეს
მანუელ ნოიერი კარის მშრალად შენახვა მნიშვნელოვანია
გუშინ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნს ოლიმპიაკოსი დაუპირისპირდა მატჩის შემდგომ მანუელ ნოიერმა ისაუბრა 90 წუთის განმავლობაში კარგად ვმოქმედებდით და ვდომინირებდით მეტოქეს არაფრის საშუალება მივეცითბურთზე კონტროლი დავაწესეთ და ყველაფერი გამოგვივიდამოწინააღმდეგემ უბურთოდ ბევრი ირბინა და საბოლოოდ ძალები ამოეწურათ გამარჯვება კარგია მაგრამ კარის მშრალად შენახვა უფრო მნიშვნელოვანი იყო რაც არ გამოგვდიოდა ბურთის დაკარგვის შემდეგ კარგ ზეწოლას ვახორციელებდით და მას სწრაფადვე ვიბრუნებდით ჩვენი მიზანი განვახორციელეთ და გავიმარჯვეთ განაცხადა მანუმ ბაიერნი ოლიმპიაკოსის მატჩი მიუნხენელთა სასარგებლოდ ანგარიშით 20 დასრულდა გოლები ლევანოვსკისა და პერისიჩს ეკუთვნოდათ
თომას მიულერი  ჩვენი თავის რწმენა ვიპოვეთ
ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის ბაიერნი ოლიმპიაკოსს დაუპირისპირდა და მისი დამარცხება შეძლო გამარჯვებასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი თომას მიულერმა დააფიქსირა გამარჯვებით მოხარულნი ვართ აგრესიულად ვმოქმედებთით და თავისუფალ ზონებს სწრაფად ვეძებდით გამოვიყენეთ ყველაფერი რასაც ვარჯიშებზე ვაკეთებდით მეტოქეს შესვენების უფლებას არ ვაძლევდით ხშირად უბურთოდ ვტოვებდით მაგრამ ბურთის წინ წაღების კრეატიულობა გვაკლდა მეტოქის სიმჭიდროვის გამო ჩვენი საჯარიმოსკენ კი მეტოქეს არაფრის საშუალება არ მივეცითჯამში გავიმარჯვეთ რაც მნიშვნელოვანი იყო და ჩვენს თავში თავდაჯერებულობა და რწმენა ვიპოვეთ ახლა დორტმუნდთან მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ განაცხადა ხლართამ გუშინდელ მატჩში ბაიერნმა ოლიმპიაკოსი ანგარიშით 20 დაამარცხა და მერვედფინალის საგზურიც მოიპოვა
ბაიერნი 20 ოლიმპიაკოსი  ვიდეო მიმოხილვა
ჩემპიონთა ლიგის მე4 ტურჩი გამართული შეხვედრა მიუნხენის ბაიერნის სასარგებლოდ დასრულდა ამ მომენტისთვის ბაიერნი 12 ქულით ჯგუფის უპირობო ლიდერია იხილეთ მატჩის ვიდეო მიმოხილვა
თამაშის წინა  კომენტარები
ბაიერნი ყოველი მწვრთნელიდან ვითარდებაყველასგან რაღაც კარგს ვსწავლობთჰანსი ფლიკი უმაღლესი დონის სპეციალისტია მაგრამ მისთვის ეს სიტუაცია მოულოდნელია რადგან მის თავზე უწევს პასუხისმგებლობის აღება მისი ხელმძღვანელობით 2 მატჩი უნდა მოვიგოთ ტრავმების ფაქტორი უმნიშვნელოვანესია რადგან ძალიან გვიჭირსმაგრამ ვერც ტრავმიანობამდე ვახერხებდით კარების მშრალად შენახვას ახლა ისევ გვმართებს მივაღწიოთ მნიშვნელოვან დონეს რაც ბოლო მატჩებში არ გამოგვდიოდა დღეს აუცილებლად უნდა მოვიგოთ იოზუა კიმიხი ნიკოს და რობერტს ძალიან ვაფასებ ოჯახთან ერთად ვსადილობდი როდესაც დამირეკა ჰასანმა და მთხოვა გუნდის მწვრთნელი ვყოფილიყავი დროებით რათქმაუნდა უარი ვერ ვუთხარი და ამას ვერც გავაკეთებდი ფეხბურთი გუნდური თამაშია ამიტომ ყველას ვენდობიწინააღმდეგ შემთხვევაში შევცდები შევეცდები რომ მათზე დაკისრებული ამოცანები ზუსტად ავიხსნა თომასი მნიშვნელოვანი ფეხბურთელიამან ბაიერნში ყველაფერი მოიგო რისი მოგებაც სეიძლებოდააგრეთვე ის სტადიონზე ძალიან ჭკვიანურად იქცევამას შეუძლია გუნდი დადებითად განაწყოს წინ დიდი ამოცანა გველისმოხარული ვარ რომ სამწვრთნელო შტაბში ჰერმან გერლანდი გვყავსჩვენ მონახაზში ცვლილების შეტანა შეგვიძლია მაგრამგუნდის ხასიათზე ყველაფერი იქნება დამოკიდებული შემადგენლობა ფანტასტიურიააღფრთოვანებული ვარ რობერტს მცირე პრობლემა აქვს და ოპერაციას გაიკეთებსყველანაირად ვეცდებითრომ რაც შეიძლება ცოტა თამაში გამოტოვოს ოლიმპიკოსი წინა თამაშში იდეალურად იცავდა თავს და შეტევებს შესანიშნავად იწყებენმათ ძლიერი შემადგენლობა ჰყავთ ჰანსი ფლიქი ჰანსი ფფლიქს სრულიად ვენდობით კლუბში ვფიქრობთ რომ ის სწორედ ის კანდიდატურაა ვინც ბაიერნს ამ რთულ ეტაპზე ესე ძალიან სჭირდება რუმენიგე ბაიერნი ალბათ იმ თამაშს ითამაშებს როგორც წინა თამაშში ვიხილეთჩვენ ჩვენი მხრიდან ორგანიზება გვმართებს ალიანზ არენაზე ისტორიის დაწერა გვსურს ოლიმპიაკოსის მწვრთნელი პედრო მარტინსო
ჰანს ფლიქი  მატჩის ანალიზი და სწრაფი რეაგირება გვმართებს
მიუნხენის ბაიერნის ამჟამინდელმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა გუშინდელი მატჩი შეაფასა თამაშისგან სიამოვნება მივიღეთ ბაიერნი ძალიან ლამაზად თამაშობდა და უტევდა ოლიმპიაკოსი თავს დინამიურად იცავდა და ამიტომ რთული იყო გოლის გატანაგუნდმა იმუშავა და ამისთვის დაჯილდოვდა დაცვაში ზონები კარგად იყო გადაკეტილი და შეტევაშიც გამიზნულად ვმოქმედებდით მეტოქეს ბევრის უფლება არ მივეცით მოწინააღმდეგის ნახევარზე მიჯაჭვა მიზნად დავისახეთ პირველ ტაიმში არც ისე კარგად ვითამაშეთ რადგან ოლიმპიაკოსი მთლიანად უკან იყო ჩამჯდარი საბოლოო ჯამში მაინც ყველაფერი შევძელით ახლა სწრაფი რეაბილიტაცია და ყველაფრის გაანალიზება გვმართებს შაბათს დორტმუნდთან შეხვედრისთვის უნდა მოვემზადოთ განაცხადა ჰანს ფლიკმა ფრანკფურტის აინტრახტთან განცდილი მარცხის შემდეგ ნიკო კოვაჩმა თანამდებობა დატოვა მისი პოსტი კი დროებით გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ჰანს ფლიკმა დაიკავა
ბაიერნი  ოლიმპიაკოსი შემადგენლობები
ბაიერნი ჰანს ფლიკის მეთვალყურეობის ქვეშ პირველ თამაშს ჩენპიონთა ლიგაზე 2155 წუთზე მიუნხენში ოლიმპიაკოსთან გამართავს შემადგენლობები კი ასე გამოიყურებიან ბაიერნი ნოიერი პავარდი მარტინესი დეივისი ალაბა კიმიში გორეცკა მიულერი გნაბრი კომანი ლევანდოვსკი სათადარიგო სკამი ულრიხი კოუტინიო პერიზიჩი ტიაგო კუაზანსი ბოატენგი ტოლისო ოლიმპიაკოსი სა ელაბდელაუი სემედო მერაია ციმიკასი დეს სანტოს ტორესი კამარა ბუშლაკისი რანდელოვიჩი გერეირო პოდენსი სათადარიგო სკამიბენზია ელა არბი ელენი მასურასი ვალბუენა პაპადოპულუსი ტოროსიდისი
ის ტოტენჰემის კიდევ ერთხელ დამარცხებას შეძლებდა  არსენალის გულშემატკივრები
BILD ის ინფორმაციაზე დაყრდნობით არსენ ვენგერი ბაიერნის მწვრთნელის პოსტზე აბსოლუტური ფავორიტია რასაც სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოყვა მათ შორის არსენალის გულშემატკივრებისგანის ტოტენჰემს რამდენიმე კვირაში კიდევ ერთხელ დაამარცხებსვენგერი ბაიერნში შესანიშნავად ჟღერს 52 ახლოვდება მეთოფეების გულშემატკივრები და ზოგადად საფეხბურთო სამყარო აღარ ელოდა ფრანგი სპეციალისტის დიდ ფეხბურთში დაბრუნდებას თუმცა ყველა თანხმდება იმაზე რომ ეს შესანიშნავი სანახავი იქნება მითუმეტეს ევროპის ერთერთ ყველაზე ძლიერ კლუბშინებისმიერ შემთხვევაში ეს იდეალური გადაწყვეტილებაა ბაიერნისთვის პირველ რიგში გუნდი იქნება დაცულ ხელებში და კლუბს მიეცემა დრო ერიკ ტენ ჰაგის დასამატებლად
ვენგერი ცალი ფეხით მიუნხენშია
ავტორიტეტული გამოცემა Bildის ჟურნალისტი საინტერესო განცხადებას ავრცელებს მისი თქმით ამჟამად ბაიერნის მთავარი პრიორიტეტი არსენ ვენგერია რომელიც სეზონის ბოლომდე კლუბის ჩაბარებას დათანხმდადღეს BildSportმა დაადასტურამ რალფ რანგნიკმა ბაიერნთან დაკავშირებული ყველანაირი ჭორი უარყო და ნათელი გახდა რომ აბსოლუტური ფავორიტი სწორედ არსენ ვენგერიაქრისტიან ფალკის ინფრომაციით არსენ ვენგერი დათანხმდება დროებით მწვრთნელობას ბაიერნი ამ დროის განმავლობაში განხილავს კანდიდატურებს ზაფხულში კი არსენ ვენგერს სავარაუდოდ ერიკ ტენ ჰაგი შეცვლის
ფლიკი მოთამაშეებს ძირითადში თამაშს დაპირდა
ნიკო კოვაჩის განთავისუფლების შემდეგ მხოლოდ 2 დღეა გასული ხორვატი სპეციალისტის ნაცვლად მოკლე ვადით ტრენერის როლს გერმანელი ჰანს ფლიკი შეასრულებს მან დღეს მისი პირველი პრესკონფერენცია ჩაატარა სადაც ხავი მარტინესსა და ტომას მიულერს ძირითადში თამაშს დაპირდა ის გოლები რომლებიც ბოლო მატჩებში გაგვიტანეს არ იყო ბაიერნის შესაფერისი მე ნამდვილად მივმართავ როტაციას და რამოდენიმე ფეხბურთელსაც დავასვენებს ტომას მიულერი და ხავი მარტინესი ორივე ითამაშებენ ორივე დასვენებულია და ორივე ძალიან მნიშვნელოვანია რეკორდმაისტერისთვის ამბობს გერმანელი ქრისტიან ფლიკი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ოლიმპიაკოსთან და ბუნდესლიგაში ბორუსია დორტმუნდთან უხელმძღვანელებს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0