bayern.ge სიახლეები გვერდი 115
"ვინ იცის, იქნებ რამე შანსი გვაქვს..." - ლაიმერი
კონრად ლაიმერი: "ჩვენ არ გვქონდა მარტივი სეზონი, ბევრი აღმავლობით და ვარდნით. ლევერკუზენი კი წარმოუდგენლად თანმიმდევრული იყო...
მუსიალასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მნიშვნელოვანია
ჯამალ მუსიალასთან კონტრაქტის რაც შეიძლება მალე გახანგრძლივება ბაიერნისთვის პრიორიტეტია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯერ კიდევ 2026 წლამდე მოქმედებს.

კლუბმა იცის, რომ მათ არ შეუძლიათ ამ კონტრაქტის ხელიდან გაშვება და ამზადებენ "ნამდვილად მნიშვნელოვან" წინადადებას ხელფასისა და პრემიების თვალსაზრისით.
"მათ ექნებათ დიდი თავისუფლება.." - ნაგელსმანი მუსიალას, ვირცის და გიუნდოგანის როლებზე
ნაგელსმანი მუსიალას, ვირცისა და გიუნდოგანის შესახებ, რომლებიც შემტევების უკან თამაშობენ:

"სამ მათგანს აქვთ დიდი თავისუფლება, რომლითაც შეუძლიათ ისარგებლონ. გუშინწინ 11-11 მატჩში მათ ძალიან კარგად ითამაშეს.

ასევე უნდა იმუშაონ ბურთზე, იმუშაონ დაცვაზე და შექმნან შანსები წინ, მაგრამ ჯერ კიდევ მიმდინარეობს როლების განაწილება.
კლუბში არის "ძლიერი წინააღმდეგობა" ამ იდეის შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნში" განიხილება იულიან ნაგელსმანის პოტენციური დაბრუნება, კლუბში არის "ძლიერი წინააღმდეგობა" ამ იდეის შესახებ.

ამიტომ, ნაგელსმანი ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ ზაფხულს "ბაიერნში" დაბრუნდეს. ჩაბი ალონსო კი ისევ რჩება იდეალურ გადაწყვეტად.
"რეალის" გადაწყვეტილება ცნობილია
მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის "რეალს" კვლავ სურს ალფონსო დევისი, მათ არ უნდათ გადაიხადონ 40 მილიონ ევროზე მეტი ამ ზაფხულს.

ისინი მზად არიან დაელოდონ კიდევ ერთი წელი, რათა უფასო ტრანსფერი შედგეს. დევისის სურვილი კი მადრიდში გადასვლაა.
დეტალები ნოიერის ტრავმაზე
"ბაიერნმა" დაადასტურა, რომ მანუელ ნოიერმა ეროვნული ნაკრების ვარჯიშის დროს მარცხენა მიდამოს კუნთის დაზიანება მიიღო და ამიტომ დაბრუნდება მიუნხენში.

ახლა ნოიერი ტოვებს ბანაკს, ტერ შტეგენი კი შაბათს, საფრანგეთთან მატჩში ითამაშებს.

37 წლის მეკარე მიუნხენში დამატებით ტესტებს გაივლის, რათა დადგინდეს ტრავმის ზუსტი ხარისხი და დრო.
ნოიერმა ვარჯიშზე დაზიანება მიიღო
მანუელ ნოიერი, რომელიც ნაგელსმანმა ეროვნულ ნაკრებში პირველ მეკარედ დააყენა, დღეს ვარჯიშის დროს დაზიანდა.

მან კუნთის მცირე ტრავმა მიიღო და ეროვნული ნაკრების ბანაკი დატოვა.

ჯერჯერობით უცნობი მისი კონკრეტული მდგომარეობა.
ნოიერი თუ ტერ შტეგენი? ვინ იქნება პირველი მეკარე?
იულიან ნაგელსმანმა გადაწყვიტა, რომ მანუელ ნოიერი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ევროზე პირველი მეკარე იქნება, ხოლო ტერ შტეგენი სათადარიგო.

გადაწყვეტილება ნაგელსმანსა და ორივე მეკარეს შორის ინდივიდუალური განხილვის შემდეგ მიიღეს.
"ბაიერნის" ყოფილი მცველი კარიერას მალე დაასრულებს
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მცველი და დორტმუნდის "ბორუსიას" ამჟამინდელი ფეხბურთელი, მატს ჰუმელსის კარიერა დასასრულს უახლოვდება.

"Bild" იტყობინება, რომ ჰუმელსი სეზონის ბოლოს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ პენსიაზე გასვლას აპირებს.

ცნობისთვის, მას "ბაიერნში" ჩატარებული აქვს 118 მატჩი.
მუსიალას ახალი რეკორდი ბუნდესლიგაში
გასულ შაბათს "დარმშტადტთან" მატჩში, ჯამალ მუსიალა უშუალოდ 17 დარტყმაში მონაწილეობდა.

(9 დარტყმა, 8 შანსის შეიქმნა) - ეს ბუნდესლიგის მატჩში მოთამაშის ახალი რეკორდია.
"ბაიერნმა" დეივისის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
"ბაიერნი" დეივისს სთავაზობს კონტრაქტს 2029 წლამდე, ხელფასით დაახლოებით 11-13 მილიონი ევრო წელიწადში.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებს არ სურთ ამ შეთავაზების გაზრდა და არ დააკმაყოფილებენ დეივისის ხელმძღვანელობის მოთხოვნებს

ან მოთამაშე დათანხმდება ამ საბოლოო შეთავაზებას, ან ის კლუბს ზაფხულში დატოვებს.
"რეალს" მხოლოდ დეივისი არ სურს
მოსალოდნელია, რომ მადრიდის "რეალი" და "ბაიერნი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე ბევრჯერ გადაიკვეთებიან.

დეივისი არ არის მიუნხენის "ბაიერნის" ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "რეალში" გადასვლას უკავშირდება.

"რეალი" დასახელებულია იმ ხუთ კლუბს შორის, რომელსაც იოზუა კიმიხი განიხილავს.

გერმანელი ფეხბურთელი შესაძლოა საზაფხულო სატრანსფერო ფანჯარაში გაიყიდოს, "ბაიერნი" კი მზად არის გაყიდოს ის, თუ კარგი შეთავაზება მოვა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0