bayern.ge სიახლეები გვერდი 116
ტუხელს არასოდეს უსაუბრია ბრაიანთან
ბრაიან სარაგოსა ყოველდღიურად სწავლობს გერმანულს და ინგლისურს, რათა დააჩქაროს თავისი ინტეგრაცია გერმანიაში.

ფეხბურთელი კარგად ვარჯიშობს და პასუხისმგებელი პირების ნდობას ფლობს. მიზეზი, რის გამოც ის არ თამაშობს, მხოლოდ ენის არცოდნაა.

თომას ტუხელს არასოდეს უსაუბრია ბრაიანთან მას შემდეგ, რაც ის კლუბს შეუერთდა, რადგან მწვრთნელის სურვილი არ იყო ესპანელის იანვარში მოყვანა.
კიმიხი ზაფხულში გაყიდვის კანდიდატია
კიმიხი ზაფხულში გაყიდვის კანდიდატია. კლუბიც და ფეხბურთელიც მზად არიან მოისმინონ შეთავაზებები.

"ბაიერნი" ღიაა გაყიდვისთვის, ხოლო კიმიხი ღიაა გადასვლისთვის. მისი წასვლის მიზეზები: პავლოვიჩის გამოჩენა და ხელფასია.

ამ დროისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე კონკრეტული საუბარი არ მიმდინარეობს.

თუ მან წასვლა გადაწყვიტა, კიმიხისთვის ეს 5 კლუბი იბრძოლებს: "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული", "არსენალი" და "მანჩესტერ სიტი".

ზოგიერთი კლუბი ფეხბურთელს უკვე დაუკავშირდა.
არაუხოს შეძენის შანსები მცირდება
რონალდ არაუხო კვლავ "ბაიერნის" სიაშია - მაგრამ ამ დროისთვის, კლუბი არ გეგმავს დიდი თანხის გადახდას ცენტრალურ მცველზე, თუ დე ლიხტი, უპამეკანო და კიმი გუნდში დარჩებიან.

არაუხო არ ჩქარობს "ბარსელონაში" კონტრაქტის გახანგრძლივებას.

ბევრი რამ კი დამოკიდებული იქნება ახალ მწვრთნელებზე და "ბარსას" მდგომარეობაზე.
რამდენი გამოიმუშავა "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგიდან?
SkySports-ის მიხედვით, "ბაიერნმა" უკვე დააგროვა 100 მილიონ ევროზე მეტი ჩემპიონთა ლიგიდან.

"ბაიერნს" აქვს კიდევ უფრო დიდი შემოსავლის პოტენციალი, რადგან თითოეულ ნახევარფინალისტს ერიცხება 12,5 მილიონი ევრო, მეორე ადგილისთვის 15,5 მილიონი ევრო და გამარჯვებულისთვის 20 მილიონი ევრო.
"ბარსელონა" მზადაა კიმიხის შესაძენად
"ბარსელონა" მზადაა მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავის, იოზუა კიმიხის შესაძენად. 

გასულ ზაფხულს კატალონიელებს უკავშირებდნენ მას, რადგან მათი მთავარი მწვრთნელი ცდილობდა სერხიო ბუსკეტსის ჩანაცვლებას.

კეინის მდგომარეობა გარკვეულია
ჰარი კეინმა დაზიანება მარცხენა ტერფის კაფსულაზე მიიღო.

"ბაიერნი" იმედოვნებს, რომ ის 30 მარტს "დორტმუნდის" წინააღმდეგ იქნება ხელმისაწვდომი.

ასევე კეინი ინგლისში გაემგზავრა, სადაც მკურნალობენ.
"ბაიერნი" მუსიალას ახალ კონტრაქტს უმზადებს
"ბაიერნი" ჯამალ მუსიალას ახალ კონტრაქტს ამზადებს, რომელიც უახლოეს თვეებში განიხილება.

მუსიალას კონტრაქტის გახანგრძლივება კლუბის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ასევე რამდენიმე ტოპ-კლუბი აგრძელებს ფეხბურთელის დაკვირვებას.
VIDEO: მუსიალას ულამაზესი მომენტები "დარმშტადტთან" მატჩში
მუსიალამ "დარმშტადტთან" მართლაც გამორჩეული მატჩი ჩაატარა.

ამ თამაშში 2 გოლი გაიტანა და SofaScore- მიხედვით (10/10) შეფასება დაიმსახურა.

იხილეთ მისი მომენტები:

"დარმშტადტი" 2 - 5 "ბაიერნი" | შეფასებები
დღეს, გაიმართა შეხვედრა "ბაიერნს" და "დარმშტადტს" შორის, სადაც "ბაიერნმა" 5 - 2 გაიმარჯვა.

მატჩში გამორჩეულად ითამაშა ჯამალ მუსიალამ და ყველაზე მაღალი შეფასებაც მან მიიღო (10)

სრული შეფასებები:


კეინის მდგომარეობაზე ფროინდმა ისაუბრა
კრისტოფ ფროინდი ჰარი კეინის ტრავმის შესახებ:

"ვიმედოვნებთ, რომ ეს არც ისე ცუდია. ის სიფრთხილის გამო გავიდა მოედნიდან."

კეინმა კი მოედნიდან გასვლისას თქვა:

"ცოტა მტკივნეულია."
"ბაიერნის" თერთმეტეული "დარმშტადტთან"
დღეს, თბილისის დროით 18:30 - საათზე, გაიმართება შეხვედრა "ბაიერნს" და "დარმშტადტს" შორის.

მატჩამდე 1 საათით ადრე, ცნობილია ოფიციალური შემადგენლობა:

ბაიერნი(4-2-3-1): ნოიერი © - კიმიხი, დაიერი, დე ლიხტი, გუერეირო - პავლოვიჩი, გორეცკა - სანე, მიულერი, მუსიალა - კეინი.  
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0