bayern.ge სიახლეები გვერდი 125
დეივისი დიდი ალბათობით "ბარსაში" ან "რეალში" გადავა
ალფონსო დევისის აგენტმა ბარსელონაში ბარსელონას სპორტულ დირექტორ, დეკოსთან შეხვედრა გამართა.

აგენტი ერთი დღით ადრე მადრიდში იმყოფებოდა და მეორე დღეს დეკოს შეხვდა.

ცნობისთვის, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ დიდი ალბათობით დეივისი კლუბს დატოვებს.
ვის მოიყვანს "ბაიერნი" ტუხელის წასვლის შემთხვევაში?
"ბაიერნი" აპირებს, რომ ჩაბი ალონსო მოიყვანოს, თუ თომას ტუხელი დატოვებს მთავარი მწვრთნელის პოსტს.

ალონსოზე აქტიურად ფიქრს ზაფხულში დაიწყებენ. მიუხედავად აღმასრულებელი დირექტორის - დრეზენის ნათქვამისა, რომ ტუხელი თავის თანამდებობაზე დარჩება.

ფიქრობენ, რომ თუ "ბაიერნი" ახალ მწვრთნელზე დაიწყებს ფიქრს, ალონსო სამიზეების სიის სათავეში იქნება.
კიმიხმა შესაძლოა "ბაიერნი" ტუხელის გამო დატოვოს
თომას ტუხელს და იოზუა კიმიხს ურთიერთობა გაუფუჭდათ.

მას შემდეგ განსაკუთრებით, როდესაც გუშინდელი თამაშის შემდეგ დაძაბულობა იყო კიმიხსა და ტუხელის ერთ-ერთ ასისტენტს შორის.

ასევე "ლევერკუზენთან" თამაშამდე კიმიხი განსაკუთრებით მუშაობდა იმისთვის, რომ მოედანზე გასულიყო, მაგრამ ტუხელმა სეზონის ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში პავლოვიჩი და გორეცკა დააყენა სასტარტოში.

ამან ძალიან გააღიზიანა ფეხბურთელი. ტუხელის გამო ის ახლა "ბაიერნის" ზაფხულში დატოვებას განიხილავს.
ეს 2015 წლის შემდეგ პირველად მოხდა
18 თებერვლის მარცხი "ბოხუმის" წინააღმდეგ იყო ზედიზედ მესამე მიუნხენის "ბაიერნისთვის".

ეს ფაქტი 2015 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა ისტორიაში. იმ დროს მწვრთნელი პეპ გვარდიოლა იყო.

არის თუ არა ეს ტუხელის ბრალი? - პასუხი მარტივია, დიახ. "ბაიერნის" გადაწყვტილებით კი ტუხელი მაინც რჩება მთავარ მწვრთნელად.
გადაწყვეტილია - დარჩება თუ არა ტუხელი "ბაიერნში"
გადაწყვეტილია - თომას ტუხელი აუცილებლად დარჩება "ბაიერნის" მწვრთნელად და მას არ გაათავისუფლებენ.

მწვრთნელი თანამდებობიდან გადადგომასაც არ განიხილავს. მას სურს ბრძოლის გაგრძელება.

ასევე ტუხელმა მის მომავალზე ისაუბრა: 

"მე ვგრძნობ მხარდაჭერას, ვიცი ჩემი ურთიერთობა დრიზენთან და როგორ ვმუშაობთ ერთად.

მან იცის რამდენად მაღიზიანებს ეს სიტუაცია და რამდენ შრომას ვდებთ."
"ბაიერნმა" ტუხელის მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გააუქმა
"ბაიერნმა" ტუხელის მატჩის შემდგომ პრესკონფერენცია გააუქმა.

მიზეზი შეზღუდული დროა. თამაშში შეფერხებების გამო გუნდს დიდი დრო არ რჩება მიუნხენში თვითმფრინავით დასაბრუნებლად.

ცნობისთვის, თამაშის მომენტში ფანების პროტესტის გამო მატჩი თითქმის 30 წუთით გაიწელა.
"არ ვფიქრობ, რომ..." - ტუხელი დღევანდელ მარცხზე
თომას ტუხელი დღვეანდელ მარცხზე:

"არ ვფიქრობ, რომ დღევანდელი მარცხი იყო სამართლიანი, ვფიქრობ, დღეს ბევრი რამ წავიდა ჩვენს წინააღმდეგ.

ვფიქრობ, ჩვენ გვქონდა ოთხი, ხუთი, ექვსი უმაღლესი კლასის შანსები. ჩვენ მთლიანად ვდომინირებდით თამაშში.

ფაქტობრივად არსაიდან ჩამოვრჩით. შემდეგ კი დიდხანს ვითამაშეთ კაცის გარეშე. დღეს ბევრი რამ წავიდა ჩვენს წინააღმდეგ. ვგრძნობ, რომ დღევანდელი მარცხი განსხვავდებოდა ბოლო ორისგან"
- ამბობს ტუხელი.

იქნება თუ არა ტუხელი ისევ "ბაიერნის" პასუხისმგებელი? - დრეზენის პასუხი
"ბაიერნის" პრეზიდენტი - დრეზენი:

"მე ნამდვილად ვგრძნობ თავს დამცირებულად. დღეს მენტალიტეტმა ხარისხს აჯობა, ჩვენ საერთოდ არ ვართ კმაყოფილი“.

ტუხელი მომავალ კვირას ისევ პასუხისმგებელი იქნება?

"რა თქმა უნდა".

შეხლა-შემოხლა ფინალური სასტვენის შემდეგ
დღეს, მიუნხენის "ბაიერნი" - "ბოხუმთან" მძიმედ, 3 - 2 დამარცხდა. კიმიხმა კი შეფასება 7.0 მიიღო.
 
ფინალური სასტვენის შემდეგ გაბრაზებული დისკუსია და თითქმის შეხლა-შემოხლა მოხდა იოზუა კიმიხსა და მწვრთნელის ასისტენტს შორის.

ცნობისთვის, უკვე "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელი ტუხელის გაშვებას ითხოვს.
"ბოხუმი" 3 - 2 "ბაიერნი" (შეფასებები)
დღეს, 18 თებერვალს, გაიმართა შეხვედრა "ბოხუმს" და "ბაიერნს" შორის, ანგარიშით 3 - 2. ეს არის მძიმე მარცხი "ბაიერნისთვის"

SofaScore - მიხედვით, დღევანდელ მატჩში ასეთი შეფასებები დაიწერა:



"ბაიერნის" ფანების პროტესტის გამო მატჩი შეწყდა
"ბაიერნის" გულშემატკივრები DFB-ს ახალი პარტნიორების პროტესტის ნიშნად მოედანზე ყრიან სხვადასხვა საგნებს.

ფაქტიურად ეს არის პროტესტის მთელი აზრი. ამის გამო მსაჯმა გუნდები გასახდელში გაუშვა და მატჩი 10 წუთით შეწყვეტილი იყო. 

ასე ხდება ყველა ბუნდესლიგურ მატჩში! ასევე გუნდის ფანები პირველი 12 წუთი ჩუმად არიან ხოლმე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0