20 წლის ფეხბურთელს კლუბის ექიმები მუდმივად აკვირდებიან, რათა თავიდან აიცილონ ნებისმიერი რისკი.
პავლოვიჩი ამ ეტაპზე კარგად გრძნობს თავს და მიზნად ისახავს ამ სეზონში გუნდში დაბრუნებას. ასევე, მას სურს ზაფხულში საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში.
ბენჟამენ პავარი ბაიერნის წინააღმდეგ მატჩზე:
"იქ ძალიან ბევრი მეგობარი დამრჩა – კომანი, უპამეკანო, გერეირო... ჩემი საფრანგეთის ნაკრების თანაგუნდელი ოლისეც კი "ბაიერნს" შეუერთდა. იქ ოთხი საოცარი წელი გავატარე, ბევრი ვისწავლე და ყველაფრის მოგება შევძელი.
მაგრამ ახლა ინტერის ფერები უნდა დავიცვა. ეს ძალიან დაბალანსებული დაპირისპირება იქნება – 50/50. ვინც უკეთ დაიცავს თავს, ის მოიგებს.
ბაიერნს ბურთის კონტროლი უყვარს და ფლანგებიდან ძლიერად უტევს – გნაბრი, სანე... ჩვენ თავგზა არ უნდა აგვებნეს, როცა ბურთი გვექნება და მზად ვიყოთ ყველაფრისთვის. იქნება რთული მომენტები, მაგრამ ჩვენც აუცილებლად გვექნება ჩვენი შანსები."
ბაიერნის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ბუნდესლიგის მიღმა გაიხედა და გუნდის მომავალ მეტოქეზე, ინტერზე, ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, რთული მეტოქეა. ინტერი ევროპული ფეხბურთის ელიტას ეკუთვნის და მის მიმართ სათანადო პატივისცემა გვაქვს. თუმცა, ჩვენ ბაიერნი ვართ."
"ლევერკუზენთან თამაშებმა აჩვენა, რა შეგვიძლია. ეს უკვე ჩვენი ახალი სტანდარტია. ძალიან დარწმუნებული ვარ. ჩვენ გვინდა წინსვლა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. წაგება არ არის ვარიანტი."
ალფონსო დეივისის აგენტმა, ნედალ ჰუოშემ, თავისი კლიენტის ტრავმის შემდეგ განცხადება გააკეთა და კანადის ნაკრების მხრიდან სიტუაციის მართვა გააკრიტიკა.
„მას საერთოდ არ უნდა ეთამაშა აშშ-სთან მესამე ადგილისთვის. გამიკვირდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, რადგან თავად თქვა, რომ მზად არ იყო. კანადის ფეხბურთის ასოციაციაში არსებული წყაროს ინფორმაციით, პარასკევს საღამოს მითხრეს, რომ ალფონსო არ დაიწყებდა მატჩს, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე წუთი მიეღო. მე განვუცხადე, რომ საერთოდ არ უნდა ეთამაშა.“
ჰუოშემ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯესი მარშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ტრავმა თავიდან ასარიდებელი იყო.
„ჩემი აზრით, მას ეს სიტუაცია უკეთ უნდა ემართა – ეს 100%-ით თავიდან აცილებადი იყო. ჯესი მარშმა უმაღლეს დონეზე იმუშავა და კარგად უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ითამაშებენ, არ უნდა აიძულო თამაში. ნაკრებმა ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების მისაღწევად. გასაგებია, რომ მეტოქე აშშ იყო და გამარჯვება ყველას სურდა, მაგრამ ფეხბურთელების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა იდგეს.“
ჰუოშემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელების დაცვის მხრივ მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.
„ნაკრებმა ფეხბურთელების დაცვა უკეთ უნდა უზრუნველყონ. ვიცი, რომ ალფონსო "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ხელშია და მალე სრულად გამოჯანმრთელდება.“
"ბაიერნი" კი ელოდება, რომ ალფონსო დეივისი მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 7 თვეში შეძლებს. კანადელი მცველის სავარაუდო დაბრუნების თარიღი ოქტომბერია.
მანჩესტერ სიტი და ტოტენჰემი ინგლისში ყველაზე აქტიურად აკვირდებიან 19 წლის ტოპ-ტალანტ ტაილერ დიბლინგს.
ბუნდესლიგიდან კი ლაიპციგი კვლავ აგრძელებს მისთვის ბრძოლას და რეალური შანსიც აქვს ტრანსფერის დასასრულებლად.
მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ძალიან დადებითად აფასებენ დიბლინგს და თვალს ადევნებენ მის პროგრესს, თუმცა ბაიერნს ჯერ კონტაქტი არ დაუმყარებია ფეხბურთელის წარმომადგენლებთან.
წყარო: SkySportDE
იან-კრისტიან დრეზენი ადასტურებს, რომ ალფონსო დეივისს სერიოზული ტრავმა არ მიუღია:
"მარტის საერთაშორისო შესვენება დიდი გამოწვევაა კლუბებისთვის.
საბედნიეროდ, ალფონსო დეივისმა ექიმებისგან მწვანე შუქი მიიღო.
ამიტომ ძალიან ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ იმ ხაზით თამაში, რაც ლევერკუზენთან ვაჩვენეთ."
ბაიერნი სეზონის ყველაზე გადამწყვეტ ფაზაშია და ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება, რომ სეზონის ბოლოს ტიტულებისთვის იბრძოლოს. ბუნდესლიგაში სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ინტერს უნდა გაცდეს. ასეთ ვითარებაში ბაიერნს ყველაზე ნაკლებად სჭირდება კიდევ ერთი ტრავმა. მაგრამ სწორედ ეს მოხდა.
ერთა ლიგაზე კანადასა და აშშ-ს შორის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, ალფონსო დეივისს მხოლოდ 11 წუთის შემდეგ მოუწია მოედნის დატოვება ტრავმის გამო. თუმცა, დეივისის რეაქცია ამაზე შედარებით დადებითი იყო: „ყველაფერი კარგადაა.“
სასურველია, რომ ექიმების დიაგნოზიც ისეთივე პოზიტიური იყოს, როგორც თავად დეივისის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება გამოტოვოს ბაიერნის მომავალი თამაშები სანტ-პაულთან და აუგსბურგთან ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგის მატჩები ინტერის წინააღმდეგ.
ჯამალ მუსიალა იტალიასთან მატჩებზე:
„ამ ორ თამაშში ბევრ რამეს მივხვდით. პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო – ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მენტალიტეტიც და ენერგიაც ადგილზე იყო.
იგივე ენერგია უნდა შევინარჩუნოთ მეორე ტაიმშიც, რადგან იტალიის მსგავსი გუნდები ნებისმიერ დროს შეძლებენ თამაშის შემოტრიალებას.
ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის და ამ გამოცდილებას ნახევარფინალშიც გამოვიყენებთ."
სირთულეები არ ცხრება მიუნხენის ბაიერნისთვის ამ სანაკრებო პაუზის დროს.
თავდაპირველად კლუბმა გაიგო, რომ იონას ურბიგს გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების დატოვება მოუწია მცირედი ტრავმის გამო. თუმცა ახლა საქმე უფრო სერიოზულია – ძირითადი მეკარე მანუელ ნოიერმა კუნთის ტრავმის აღდგენის პროცესში უკუსვლა განიცადა.
ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად გაჩნდა. ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად გამოაქვეყნა FCBayern.com-მა:
"მანუელ ნოიერი უკვე დაუბრუნდა აღდგენის ვარჯიშებს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლევერკუზენის წინააღმდეგ კუნთის დაჭიმულობა მიიღო.
ახლა კი ნოიერი კიდევ რამდენიმე დღით შეაჩერებს ვარჯიშებს, რადგან კუნთზე რეაქცია მიიღო."
ნაგელსმანი ტერ შტეგენზე:
"მარკი სწორ გზაზეა, მაგრამ თუ ის მზად არ იქნება, პირველი მეკარის პოზიციისთვის ბრძოლა დაიწყება.
თუმცა, მასთან კომუნიკაცია ასეთია - თუ ჯანმრთელად იქნება, სასტარტოდან დაიწყებს შეხვედრას.
ამ ეტაპზე ვაძლევთ დროს და ვნახავთ, რა იქნება."