bayern.ge სიახლეები გვერდი 132
ნოიერი და მიულერი საუკეთესო მეგობრები არიან
მანუელ ნოიერი ამბობს, რომ თომას მიულერი მისი საუკეთესო მეგობარია გუნდში.

"ალბათ ყველამ იცით, ვისთან ერთად ვითამაშე ყველაზე დიდხანს - თომას მიულერთან.

თქვენ არასოდეს მოგბეზრდებათ მასთან ყოფნა, სასიამოვნოა მისი ყოველი ნახვა.

ჩვენ თითქმის ერთნაირები ვართ და უკვე ამდენი რამ განვიცადეთ ერთად. არა მხოლოდ ბევრი ბრძოლა გვქონია ერთად მოედანზე, არამედ ცოტა უკეთ ვიცნობთ ერთმანეთს პირად ცხოვრებაშიც."
- ამბობს ნოიერი.
რატომ ატირდა ლევანდოვსკი?
როდესაც "ბარსელონას" მოქმედმა მწვრთნელმა გამოაცხადა, გუნდიდან წასვლის შესახებ ვილიარეალთან შოკისმომგვრელი მარცხის შემდეგ 5:3, მიუნხენის ბაიერნის ყოფილ თავდამსხმელს ცრემლები წამოუვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ინციდენტი თამაშის შემდეგ გასახდელში კი არ მოხდა, არამედ კვირას გუნდის შეკრებაზე. ჩავიმ მოიწვია თავისი ფეხბურთელები და ოცდაათი წუთი დაუთმო მათთან საუბარს, აეხსნა გადადგომის გადაწყვეტილება და ბოდიში მოუხადა გუნდს წინასწარი გაფრთხილებისთვის.

როგორც ჩანს, შეხვედრა ძალიან ემოციური იყო, რობერტ ლევანდოვსკის და ჟოაო კანსელოსაც ცრემლები წამოუვიდა - რაც არასდროს მომხდარა მიუნხენის ბაიერნში, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მოთამაშე კლუბში ყოფნის პერიოდში განიცდიდა ტრავმულ მენეჯერულ ცვლილებას.
კუსი-ასარე "ბაიერნს" შეუერთდება
კუსი-ასარე "ბაიერნს" დაუყონებლივ შეუერთდება. საფასური არის €4,5 მილიონი გარანტირებული პლუს €2 მილიონი დანამატები...

ფეხბურთელი ამ კვირაში მიუნხენში გაემგზავრება - ის კრისტოფ ფროინდის მთავარი სამიზნე იყო.

მოსალოდნელია, რომ კუსი-ასარე რეგულარულად ივარჯიშებს პირველ გუნდში, მაგრამ თავდაპირველად ითამაშებს U19-ში.

დეივისი არც “ბაიერნს” და არც “რეალს” აღარ უნდათ
დეივისის წარმომადგენლებმა “ბაიერნს” ანაზღაურება სთხოვეს - საუბარია წელიწადში 13 მილიონ ევროზე, პლუს ბონუსებზე…

ბაიერნს არ სურს ამის გადახდა, უკმაყოფილოა ფეხბურთელის ბოლო განვითარებით და ამის შესახებ მის ხელმძღვანელობას შობის წინ აცნობეს.

მადრიდის რეალმა ასევე შეამჩნია დეივისის ვარდნა და საეჭვოა გადაიხდის თუ არა მასში თანხას.
დაძაბული დერბის ვიდეო მიმოხილვა
მიუნხენის "ბაიერნმა" შაბათს, ბავარიის დერბიში აუგსბურგთან 3-2 გაიმარჯვა და ბუნდესლიგის ლიდერთან, ლევერკუზენთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა...

19 წლის ალექსანდრე პავლოვიჩისა და ალფონსო დევისის გოლები პირველ ტაიმში, პლუს ერთი გოლი ჰარი კეინმა გაიტანა.

იხილეთ მატჩის ვიდეო მიმოხილვა.

"ერთ დღეს ის ნაკრების მწვრთნელი იქნება..." - ნოიერი კლოპზე
გულშემატკივარმა მანუელ ნოიერს ჰკითხა კლოპის, როგორც ბაიერნის მომავალში შესაძლო მწვრთნელის შესახებ: "ვფიქრობ, ეს მასზეა დამოკიდებული...
"არ ერიდება არანაირ ბრძოლას" - ფროინდი ახალ მცველზე
კრისტოფ ფროინდი ახალ დამატებულ ფეხბურთელზე: "ძალიან სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მარჯვენა მცველია, რომელიც ყველა თამაშში ფარავს დიდ ადგილს და არ ერიდება არანაირ ბრძოლას.

ის გალათასარაიში გულშემატკივართა ფავორიტი იყო, ძალიან კარგად განვითარდა წლების განმავლობაში, გამოცადა ჩემპიონთა ლიგა და მოოიგო ლიგის ტიტული.

23 წლის ფრანგი გაზრდის ჩვენს ხარისხს დაცვაში."
- ამბობს ფროინდი.
საშა ბოეი მიუნხენშია (ვიდეო)
ოფიციალურად! საშა ბოეი მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია. ამასთან დაკავშირებით გერმანული გუნდი იუთუბ არხზე აქვეყნებს ვიდეოს.

საყურებელი - ლინკი
"ჩვენ გაგვიმართლა..." - ტუხელი მატჩზე
თომას ტუხელი: "ჩვენ კმაყოფილი ვართ შედეგით. ვიცოდით, რომ ტრავმების გამო დღეს ცოტა იმპროვიზირებული შემადგენლობა გვექნებოდა და ვიცოდით...
დე ლიხტი პარიზში?
პსჟ, რომელიც ამ თვეში მცველს ეძებს, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მატიის დე ლიგტის შესახებ დაინტერესდა. პარიზი დე ლიგტში ხედავს მაღალი...
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 32 8 23 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 17 2 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 10 1 8 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 13 2 10 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 4 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0