მოგეხსენებათ, დღეს, 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" "აინტრახტს" დაუპირისპირდება.
თუ დღეს "ბაიერნი" "აინტრახტს" დაამარცხებს, ვენსან კომპანი გახდება მიუნხენის "ბაიერნის" მეორე მწვრთნელი ოტმარ ჰიტცფელდის შემდეგ (1998), რომელიც მოიგებს თავის პირველი ოთხ ბუნდესლიგურ გასვლით თამაშს კლუბთან ერთად.
ბოლო მატჩი ამ ორ გუნდს შორის 27 აპრილს ჩატარდა სადაც მიუნხენელებმა 2 - 1 იმარჯვეს.
კომპანი იმის შესახებ, შეცვლის თუ არა თომას მიულერი ხვალ მუსიალას სასტარტო შემადგენლობაში: "მოდით დაველოდოთ ხვალამდე. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რამდენად მნიშვნელოვანია თომასი ამ კლუბისთვის.
ის ძალიან განსაკუთრებულია. მან ეს კიდევ ერთხელ აჩვენა "ფრაიბურგის" წინააღმდეგ გატანილი გოლით.
მე ყოველთვის ვიღებ გადაწყვეტილებებს თამაშის მოსაგებად. ეს გადაწყვეტილებები არის გარკვეული მოთამაშის წინააღმდეგ."
პრეზიდენტი ჰერბერტ ჰაინერი "ბაიერნის" ახლანდელ მდგომარეობაზე: "არასაჭირო იყო "ასტონ ვილასთან" წაგება, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. კვირას, ფრანკფურტში უნდა მოვიგოთ.
ვენსან კომპანი შესანიშნავ საქმეს აკეთებს და ამას მოედანზე ვხედავთ.
ჩვენ ბევრს დავრბივართ, ბევრს ვმუშაობთ, ბურთზე ბევრად ჩქარები ვართ და მაღალ პრესინგს ვცდილობთ.
ახლა ძალიან სასიამოვნოა გუნდის ყურება." - განაცხადა ჰაინერმა.