დაიო უპამეკანოს დაბრუნების თარიღი ცნობილია
ბაიერნის ცენტრალური მცველი, დაიო უპამეკანო, საუკეთესო შემთხვევაში მოედანს მაისის პირველ ნახევარში დაუბრუნდება.

ეს ნიშნავს, რომ იგი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალს და სავარაუდო ნახევარფინალს გამოტოვებს, თუმცა თუ "ბაიერნი" ფინალამდე მიაღწევს, ფრანგი მცველი გუნდის დახმარებას შეძლებს.

მასთან ერთად ასევე ტრავმირებულია ალფონსო დეივისი, რომლის დაბრუნებაც რამდენიმე თვეშია მოსალოდნელი.
"წაგება ვარიანტი არ არის." - ჰაინერმა ინტერთან გასამართ მატჩზე ისაუბრა

ბაიერნის პრეზიდენტმა ჰერბერტ ჰაინერმა ბუნდესლიგის მიღმა გაიხედა და გუნდის მომავალ მეტოქეზე, ინტერზე, ისაუბრა:


"რა თქმა უნდა, რთული მეტოქეა. ინტერი ევროპული ფეხბურთის ელიტას ეკუთვნის და მის მიმართ სათანადო პატივისცემა გვაქვს. თუმცა, ჩვენ ბაიერნი ვართ."


"ლევერკუზენთან თამაშებმა აჩვენა, რა შეგვიძლია. ეს უკვე ჩვენი ახალი სტანდარტია. ძალიან დარწმუნებული ვარ. ჩვენ გვინდა წინსვლა, ამაში ეჭვი არავის ეპარება. წაგება არ არის ვარიანტი."

დიდი დარტყმა "ბაიერნისთვის" - ალფონსო დეივისი 7 თვით იუქმებს?

ალფონსო დეივისის აგენტმა, ნედალ ჰუოშემ, თავისი კლიენტის ტრავმის შემდეგ განცხადება გააკეთა და კანადის ნაკრების მხრიდან სიტუაციის მართვა გააკრიტიკა.


„მას საერთოდ არ უნდა ეთამაშა აშშ-სთან მესამე ადგილისთვის. გამიკვირდა, რომ სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა, რადგან თავად თქვა, რომ მზად არ იყო. კანადის ფეხბურთის ასოციაციაში არსებული წყაროს ინფორმაციით, პარასკევს საღამოს მითხრეს, რომ ალფონსო არ დაიწყებდა მატჩს, მაგრამ შესაძლოა რამდენიმე წუთი მიეღო. მე განვუცხადე, რომ საერთოდ არ უნდა ეთამაშა.“


ჰუოშემ ნაკრების მთავარი მწვრთნელი ჯესი მარშიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ტრავმა თავიდან ასარიდებელი იყო.


„ჩემი აზრით, მას ეს სიტუაცია უკეთ უნდა ემართა – ეს 100%-ით თავიდან აცილებადი იყო. ჯესი მარშმა უმაღლეს დონეზე იმუშავა და კარგად უნდა იცოდეს, რომ ფეხბურთელებს, რომლებიც ამბობენ, რომ ვერ ითამაშებენ, არ უნდა აიძულო თამაში. ნაკრებმა ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოს მხოლოდ ინდივიდუალური წარმატების მისაღწევად. გასაგებია, რომ მეტოქე აშშ იყო და გამარჯვება ყველას სურდა, მაგრამ ფეხბურთელების ჯანმრთელობა პირველ ადგილზე უნდა იდგეს.“


ჰუოშემ ასევე აღნიშნა, რომ ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელების დაცვის მხრივ მეტი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.


„ნაკრებმა ფეხბურთელების დაცვა უკეთ უნდა უზრუნველყონ. ვიცი, რომ ალფონსო "ბაიერნის" სამედიცინო შტაბის ხელშია და მალე სრულად გამოჯანმრთელდება.“


"ბაიერნი" კი ელოდება, რომ ალფონსო დეივისი მოედანზე დაბრუნებას დაახლოებით 7 თვეში შეძლებს. კანადელი მცველის სავარაუდო დაბრუნების თარიღი ოქტომბერია.

ტაილერ დიბლინგი პრემიერ ლიგისა და ბუნდესლიგის ტოპკლუბების რადარზეა!

მანჩესტერ სიტი და ტოტენჰემი ინგლისში ყველაზე აქტიურად აკვირდებიან 19 წლის ტოპ-ტალანტ ტაილერ დიბლინგს.


ბუნდესლიგიდან კი ლაიპციგი კვლავ აგრძელებს მისთვის ბრძოლას და რეალური შანსიც აქვს ტრანსფერის დასასრულებლად.


მაქს ებერლი და კრისტოფ ფროინდი ძალიან დადებითად აფასებენ დიბლინგს და თვალს ადევნებენ მის პროგრესს, თუმცა ბაიერნს ჯერ კონტაქტი არ დაუმყარებია ფეხბურთელის წარმომადგენლებთან.


წყარო: SkySportDE

"ბაიერნი" შტუტგარტის ამომავალ ვარსკვლავს უმიზნებს!
'BILD' ადასტურებს ბაიერნის დაინტერესებას შტუტგარტის თავდამსხმელ ნიკ ვოლტემადესზე.

უკვე შედგა კონტაქტი ფეხბურთელის გარემოცვასთან.

ვოლტემადეს შტუტგარტთან კონტრაქტი 2028 წლამდე აკავშირებს და მას არ აქვს გამოსასყიდი თანხა.
როგორია დეივისის მდგომარეობა? - დრეზენმა კანადელის ტრავმაზე ისაუბრა

იან-კრისტიან დრეზენი ადასტურებს, რომ ალფონსო დეივისს სერიოზული ტრავმა არ მიუღია: 


"მარტის საერთაშორისო შესვენება დიდი გამოწვევაა კლუბებისთვის. 


საბედნიეროდ, ალფონსო დეივისმა ექიმებისგან მწვანე შუქი მიიღო. 


ამიტომ ძალიან ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ გავაგრძელოთ იმ ხაზით თამაში, რაც ლევერკუზენთან ვაჩვენეთ."

დეივისის ტრავმა "ბაიერნისთვის" კრიტიკულ მომენტში - იქნება "ინტერთან" მატჩში?

ბაიერნი სეზონის ყველაზე გადამწყვეტ ფაზაშია და ახლა მაქსიმალური კონცენტრაცია სჭირდება, რომ სეზონის ბოლოს ტიტულებისთვის იბრძოლოს. ბუნდესლიგაში სხვაობა 6 ქულამდე შემცირდა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე ინტერს უნდა გაცდეს. ასეთ ვითარებაში ბაიერნს ყველაზე ნაკლებად სჭირდება კიდევ ერთი ტრავმა. მაგრამ სწორედ ეს მოხდა.


ერთა ლიგაზე კანადასა და აშშ-ს შორის მესამე ადგილისთვის გამართულ მატჩში, ალფონსო დეივისს მხოლოდ 11 წუთის შემდეგ მოუწია მოედნის დატოვება ტრავმის გამო. თუმცა, დეივისის რეაქცია ამაზე შედარებით დადებითი იყო: „ყველაფერი კარგადაა.“


სასურველია, რომ ექიმების დიაგნოზიც ისეთივე პოზიტიური იყოს, როგორც თავად დეივისის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შეიძლება გამოტოვოს ბაიერნის მომავალი თამაშები სანტ-პაულთან და აუგსბურგთან ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგის მატჩები ინტერის წინააღმდეგ.

ჩუამენი: “მისი კარგი თამაში არ გამკვირვებია რადგან ბაიერნის მატჩებს ვუყურებ”
ოურელიენ ჩუამენმა საფრანგეთის მატჩის შემდეგ მაიკლ ოლისეზე ისაუბრა:

„მისი ასეთი კარგი თამაში არ გამკვირვებია, რადგან ბაიერნის მატჩებს ხშირად ვუყურებ.

ვარჯიშებზე ის სრულად ავლენს თავის ტალანტს. მას უბრალოდ ცოტა დრო სჭირდებოდა თავისი შესაძლებლობების გამოსავლენად.


მან დღეს [ხორვატიის წინააღმდეგ] შესანიშნავი მატჩი ჩაატარა.“
მუსიალა: "ეს კარგი გამოცდილება იყო, რომელსაც ნახევარფინალში გამოვიყენებთ."

ჯამალ მუსიალა იტალიასთან მატჩებზე: 


„ამ ორ თამაშში ბევრ რამეს მივხვდით. პირველი ტაიმი ძალიან კარგი იყო – ყველაფერი კარგად გამოგვდიოდა, მენტალიტეტიც და ენერგიაც ადგილზე იყო. 


იგივე ენერგია უნდა შევინარჩუნოთ მეორე ტაიმშიც, რადგან იტალიის მსგავსი გუნდები ნებისმიერ დროს შეძლებენ თამაშის შემოტრიალებას. 


ეს კარგი გაკვეთილი იყო ჩვენთვის და ამ გამოცდილებას ნახევარფინალშიც გამოვიყენებთ."

ნაგელსმანი: "ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი განვითარებისთვის"
იულიან ნაგელსმანი იტალიასთან განმეორებით შეხვედრაზე:

„ვფიქრობ, პირველი ტაიმი საუკეთესო იყო იმ დროიდან, რაც მე მწვრთნელი ვარ. ბურთით ძალიან კარგად ვითამაშეთ, დაცვაშიც აგრესიულები ვიყავით და სამი გოლი გავიტანეთ.

მეორე ტაიმში ცვლილებების გაკეთება მოგვიწია, რადგან ყველას არ შეეძლო 90 წუთის თამაში. შემდეგ პირველი გოლი გავუშვით, მერე მეორე და უკვე რაღაცეები გამოგვეპარა.

მთავარი პრობლემა იყო ის, რომ ზედმეტად ბევრი არასწორი პასი გავაკეთეთ, განსხვავებით პირველი ტაიმისგან. არ მინდა ძალიან ბევრი ვისაუბრო მეორე ტაიმზე. მთავარი დასკვნა ამ ორი მატჩიდან არის ის, რომ ვიცით, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, მაგრამ კვლავ ბევრი გვაქვს გასაუმჯობესებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი განვითარებისთვის.“
გერმანია - იტალია (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:45 - საათზე, გერმანიის ნაკრები განმეორებით შეხვედრაში დაუპირისპირდება იტალიას.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:

ბაუმანი - რუდიგერი, ტა, შლოტერბეკი - კიმიხი ©, გორეცკა, სტილერი, მიტელშტადტი - სანე, მუსიალა - კლაინდინსტი
ნოიერი ტრავმის აღდგენის პროცესში უკუსვლას განიცდის - მეკარის პოზიციაზე პრობლემებია

სირთულეები არ ცხრება მიუნხენის ბაიერნისთვის ამ სანაკრებო პაუზის დროს.


თავდაპირველად კლუბმა გაიგო, რომ იონას ურბიგს გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების დატოვება მოუწია მცირედი ტრავმის გამო. თუმცა ახლა საქმე უფრო სერიოზულია – ძირითადი მეკარე მანუელ ნოიერმა კუნთის ტრავმის აღდგენის პროცესში უკუსვლა განიცადა.


ნერვიულობის საფუძველი ნამდვილად გაჩნდა. ამის შესახებ განცხადება ოფიციალურად გამოაქვეყნა FCBayern.com-მა:


"მანუელ ნოიერი უკვე დაუბრუნდა აღდგენის ვარჯიშებს მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ლევერკუზენის წინააღმდეგ კუნთის დაჭიმულობა მიიღო. 


ახლა კი ნოიერი კიდევ რამდენიმე დღით შეაჩერებს ვარჯიშებს, რადგან კუნთზე რეაქცია მიიღო."

ნაგელსმანი: “ისევ ვერ ვგრძნობ თავს კარგად იმის გამო, რომ..”
ნაგელსმანი იმაზე, ეშინია თუ არა, რომ ისტორია განმეორდება ხვალ (იტალიამ გერმანია დორტმუნდში დაამარცხოს):

“მახსოვს 2006 წელი. ისევ ვერ ვგრძნობ თავს კარგად იმით, რომ გერმანიამ მაშინ ვერ გაიმარჯვა. მაგრამ ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვილაპარაკო აწმყოზე და არა წარსულზე. ჩვენ გვინდა ჩვენი ისტორიის დაწერა. არ მეშინია. კარგ ფორმაში ვართ, კონცენტრირებულები.

გვაქვს კარგი გადაწყვეტილებები ხვალისთვის, და შემდეგ მნიშვნელოვანია მომენტების შექმნა და სტრუქტურაში უფრო მეტად კონცენტრირება. იმედი მაქვს, რომ თამაშს მოვიგებთ.”
ნაგელსმანი მეკარის პოზიციაზე: "შესაძლოა პირველობისთვის ბრძოლა დაიწყოს!"

ნაგელსმანი ტერ შტეგენზე: 


"მარკი სწორ გზაზეა, მაგრამ თუ ის მზად არ იქნება, პირველი მეკარის პოზიციისთვის ბრძოლა დაიწყება. 


თუმცა, მასთან კომუნიკაცია ასეთია - თუ ჯანმრთელად იქნება, სასტარტოდან დაიწყებს შეხვედრას. 


ამ ეტაპზე ვაძლევთ დროს და ვნახავთ, რა იქნება."

გორეცკას მოულოდნელი შემობრუნება - “ბაიერნში” დარჩენის შანსი იზრდება?
ბაიერნი აღარ აპირებს ლეონ გორეცკას გაყიდვას ზაფხულში, რადგან ფეხბურთელმა ბოლო დროს კარგი თამაშები აჩვენა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც წარმატებულად დაბრუნდა.

ახლა მისი გუნდში დარჩენა მომავალი სეზონისთვის რეალური შესაძლებლობაა.

ამ ეტაპზე ახალი კონტრაქტის შესახებ მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს – არც ერთ მხარეს არ ეჩქარება. სიტუაცია მთლიანად ღიაა.
ნეიმარი "ბაიერნში"? - შიდა ინფორმაცია ყველაფერს ცვლის
მიუნხენის ბაიერნს წლების განმავლობაში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელთან აკავშირებდნენ. ცოტა ხნის წინ კი ყოფილმა ბარსელონას ვარსკვლავმა ნეიმარმა თავად აღნიშნა, რომ 2013 წელს ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო პეპ გვარდიოლასთან კავშირის გამო.

ახლა კი გავრცელდა ხმები, რომ ნეიმარი შესაძლოა მომავალ სეზონში ბაიერნს შეუერთდეს.

Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი ამ ჭორებს სკეპტიკურად უყურებს:

„ნეიმართან დაკავშირებული ახალი ხმები სინამდვილეს არ შეესაბამება! 33 წლის ნეიმარი მართლაც ტოპ დონის და გამოცდილი ფეხბურთელია, მაგრამ ამ ეტაპზე ის ბაიერნის გეგმებში არ ფიგურირებს.

განსხვავებით სხვა ვარიანტებისგან, ნეიმარი შესაძლოა დარჩეს ბრაზილიაში ან გადავიდეს სხვა ტოპ ევროპულ კლუბში ზაფხულში. ბარსელონა კვლავ ინარჩუნებს ინტერესს.“

პლეტენბერგის მსგავსად, BFW-ს შემადგენლობის უმეტესობაც სკეპტიკურად უყურებს ამ ინფორმაციას.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 30 8 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 8 1 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 11 5 6 0
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 9 2 6 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0