"ძალიან ვისიამოვნე ამ გამარჯვებით" - კომპანი შტუტგარტთან გამარჯვებაზე
ვენსან კომპანი შტუტგარტთან გამარჯვებაზე: 

"ეს გერმანული ფეხბურთის ტოპ მატჩი იყო. ძალიან ვისიამოვნე ამ გამარჯვებით. შტუტგარტი მატჩის დასაწყისში უკეთესი იყო და დიდი შანსიც ჰქონდა. შემდეგ ნელ-ნელა შევედით თამაშში.


მეორე ნახევარში ბევრად უფრო საშიშები ვიყავით. დაცვაში კარგად ვიმოქმედეთ, მათ შორის ჰარი და მაიკლი. ვაჩვენეთ ხასიათი. საერთო ჯამში, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ."
ტაიმის მიწურულს ოლისემ გაათანაბრა - "ბაიერნი" შტუტგარტთან თამაშში ბრუნდება (ვიდეო)
ტაიმის მიწურულს მაიკლ ოლისემ შტუტგარტთან ანგარიში გაათანაბრა. პირველი ნახევარი 1 - 1 დასრულდა...
შტუტგარტი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდება "შტუტგარტს".

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, დაიერი, კიმი, დეივისი - პალინია, გორეცკა - ოლისე, მუსიალა, სანე - კეინი.
კიმიხი "ბაიერნის" დატოვებასთან ახლოსაა - რომელი კლუბები ინტერესდებიან?

"არსენალი" კიმიხის მიმართ ინტერესს გამოხატავს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე გამართა. პრემიერ ლიგის გრანდს სურს, რომ კიმიხი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ჟორჟინიოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.


კიმიხმა ორი წერილობითი შეთავაზება მიიღო უცხოეთიდან, ერთ-ერთი სწორედ პრემიერ ლიგიდანაა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გერმანელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ ჩქარობს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას.


თვითონ კიმიხმა მიუნხენის კლუბი უკვე გააფრთხილა მის მიმართ არსებული შეთავაზებების შესახებ. მიუხედავად ამისა, კიმიხის გარემოცვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მაქს ებერლსა და კრისტოფ ფროინდთან კვლავ მიმდინარეობს. 


შეთანხმება "ბაიერნთან" კვლავაც შესაძლებელია, თუმცა კლუბი მზადაა, მხოლოდ იგივე ან უფრო დაბალი ანაზღაურება შესთავაზოს მას.

უპამეკანოს კონტრაქტში 120 მილიონი - "ბაიერნი" გამოსასყიდი მუხლების პოლიტიკას ცვლის

დაიო უპამეკანოს მოქმედ კონტრაქტში „ბაიერნთან“ გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს. 


ამჟამად ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, ახალ კონტრაქტშიც ჩაიწეროს გამოსასყიდი პუნქტი.


მითი იმის შესახებ, რომ „ბაიერნი“ არ უშვებს თავის ფეხბურთელების კონტრაქტებში გამოსასყიდ მუხლებს, ახლა უკვე სრულად წარსულს ჩაბარდა.

კიმიხს კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი არ აქვს? - "ბაიერნის" გადაწყვეტილება

„ბაიერნმა“ კიმიხს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ოდნავ გაუმჯობესებული იყო მოქმედთან შედარებით – ამჟამად ის დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში. თუმცა, ორშაბათს გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კლუბმა თავისი შეთავაზება უკან გამოიწვიოს, რადგან ფეხბურთელი მეტისმეტად დიდხანს აჭიანურებდა პასუხს.



გაგრძელების შესაძლებლობა საბოლოოდ არ არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება უკან იქნა გამოთხოვილი, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა საეჭვოა, „ბაიერნმა“ კიმიხს იგივე პირობები კვლავ შესთავაზოს.

"თითქმის 50 წელია რაც ბაიერნის გულშემატკივარი ვარ" - ტენისის ლეგენდა ბეკერი
ტენისის ლეგენდა ბორის ბეკერი „ბაიერნის“ იუბილეზე: 

„ფაქტობრივად, უკვე 40 წელზე მეტია, თითქმის 50 წელია, რაც „ბაიერნის“ გულშემატკივარი ვარ. 

ახალგაზრდობისას ლაიმენში ჩემი საყვარელი კლუბი არც „კარლსრუე“ იყო, არც „შტუტგარტი“ ან „ფრანკფურტი“, არამედ ყოველთვის – „ბაიერნი“. 

ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორიც ბეკენბაუერი, ჰიონესი და ბრაიტნერი. ეს სიყვარული დღემდე ჩემთან დარჩა.“
შემცირებული ხელფასი, სათადარიგო როლი და MLS - რა ბედი ეწევა მიულერის კარიერას?

თომას მიულერს არ ექნება პრობლემა, იყოს სათადარიგო მოთამაშე, თუ მომდევნო სეზონშიც დარჩება „ბაიერნში“. მას კარგად ესმის, რომ აღარ იქნება რეგულარული სასტარტო შემადგენლობის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, „ბაიერნი“ აღარ გადაუხდის მიულერს 17 მილიონ ევროს, ხოლო თავად ფეხბურთელიც მზად არის, შემცირებული ხელფასით დარჩეს – ორივე მხარემ უნდა შეათანხმოს „სამართლიანი თანხა“.


ნოემბერში ებერლსა და მიულერს შორის პირველი განხილვა შედგა, ხოლო მოლაპარაკებები მარტსა და აპრილში გაგრძელდება. თუ ის ზაფხულში „ბაიერნს“ დატოვებს, ეს აუცილებლად არ ნიშნავს კარიერის დასრულებას. MLS-ის კლუბები უკვე ცდილობენ მიულერის გადაბირებას, ისე როგორც ადრე „ბაიერნის“ სხვა ლეგენდები – გერდ მიულერი და ფრანც ბეკენბაუერი – კარიერის ბოლოს აშშ-ში გადაბარგდნენ.

ვენსან კომპანი ცენტრალურ დაცვაში ტაქტიკურ ცვლილებებს შეიტანს
ვენსან კომპანიმ ბოლო პერიოდში გაშვებული გოლების, განსაკუთრებით კონტრშეტევებიდან, ანალიზისას დაადგინა, რომ პრობლემა ცენტრალური ნახევარდაცვის ზედმეტად ღიაობაშია, რაც დაიო უპამეკანოსა და კიმ მინ-ჯეს გამოკვეთას იწვევს. 

თუმცა, მწვრთნელმა კონკრეტული სახელები არ დაასახელა და არც რომელიმე ფეხბურთელი გააკრიტიკა პირდაპირ.

კომპანი უკვე მუშაობს ამ პრობლემის გამოსწორებაზე და შესაძლოა, ცენტრალური ნახევარდაცვის სტრუქტურაში გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები ვიხილოთ მომდევნო მატჩებში.
"ბაიერნის" ბოსების მოულოდნელი გადაწყვეტილება კომპანისთან დაკავშირებით

ბაიერნის ხელმძღვანელებმა ვენსან კომპანის გარანტია მისცეს, რომ იგი თანამდებობაზე დარჩება ჩემპიონთა ლიგის შედეგის მიუხედავად. 


ბელგიელისთვის ბუნდესლიგის მოგება საკმარისი იქნება, რათა „ბაიერნში“ მშვიდად გააგრძელოს მუშაობა. 


კლუბის ხელმძღვანელობა სრულადაა დარწმუნებული კომპანის მუშაობაში.

“ნებისმიერ დროს გავახანგრძლივებდი მასთან კონტრაქტს.“ - ჰიონესი მიულერზე
ული ჰიოენესი თომას მიულერის მომავალზე:

„როგორც პიროვნება და გუნდის წევრი, ნებისმიერ დროს გავახანგრძლივებდი მასთან კონტრაქტს.

მაგრამ თუ სიტუაცია ისეთია, რომ ის მხოლოდ სათადარიგოზე იჯდება, მე მას ვურჩევდი კლუბის დატოვებას.

დიდი კარიერის ღირსი არ იქნებოდა, თუ ის სათადარიგოთა სკამზე დაასრულებდა."
"ბაიერნის" მომავალი მეფე და ახალი ბეკენბაუერი? - ჰაინერმა მუსიალაზე ისაუბრა
ჰერბერტ ჰაინერი: "ჯამალ მუსიალას შეუძლია გახდეს მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი „ბაიერნიდან“. როცა ასეთი მოთამაშეები დიდი ხნით არიან შენს გუნდში, ეს სხვებისთვისაც სიგნალია, რომ აქ დიდი მიზნების მიღწევაა შესაძლებელი. 

ჯამალი იქნება „ბაიერნის“ ახალი თაობის სახე - მან სრულად გაიაზრა რას ნიშნავს ამ კლუბში თამაში და თავს როგორც კლუბში, ისე ქალაქშიც სახლში გრძნობს.

ის უკვე აჩვენებს, რომ ერთ დღეს ჩვენი გულშემატკივრები მისით ისე აღფრთოვანდებიან, როგორც ფრანც ბეკენბაუერით ან თომას მიულერით. ყველას, ვინც აქ ხელს აწერს კონტრაქტს, უნდა ჰქონდეს სურვილი, გახდეს კლუბის ლეგენდა."
რა განსხვავებაა "სიტისა" და "ბაიერნს" შორის? - კომპანის პასუხი
ვენსან კომპანი თავის დროზე მანჩესტერ სიტიში და ახლა ბაიერნში მუშაობის განსხვავებაზე:

"ვფიქრობ, იგივენაირად შემიძლია აქაური ფეხბურთელების იდენტიფიცირება. დიდი განსხვავება სიტის გასახდელსა და აქაურ გარემოს შორის არ არის და ეს ნამდვილად უპირატესობაა.

მე ვიცი, რა აძლევს მოტივაციას ჩემს ფეხბურთელებს, რა ამბიციები აქვთ და რა მარტივი პრობლემები აწუხებთ.

ასევე გამიმართლა, რომ ძალიან კარგი ჯგუფი მყავს. ამიტომაც კარგად ვხვდები, რამდენად მნიშვნელოვანია ამ დინამიკის დაცვა."
სანეს მომავალი "ბაიერნში" კითხვის ნიშნის ქვეშ - კონკურენცია იზრდება!
მაქს ებერლი ლეროი სანესთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებების შესახებ:

"თუ მიგვაჩნია, რომ ეს სწორი იქნება ლეროისთვის, ამას გავაკეთებთ. თუ ვიფიქრებთ, რომ ეს არ არის სწორი, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. 

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სანესთან და მის სააგენტოსთან. ვიცით, რომ ის თავისუფალი აგენტი იქნება ზაფხულში. მაგრამ ჩვენ გვინდა აქტიურად ვიმუშაოთ და მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება."

მიუნხენური გამოცემების მიხედვით, ესპანეთისა და ინგლისის კლუბები დაინტერესებულნი არიან სანეს უფასოდ შეძენით. ბაიერნმა მალე უნდა გადაწყვიტოს შესთავაზოს თუ არა მას ახალი კონტრაქტი.
"დედამიწის ბედი ერთ თამაშზეა დამოკიდებული - რომელ კლუბს აირჩევდი?“ - მიულერის პასუხი
ჟურნალისტმა თომას მიულერს გუშინდელი თამაშის შემდეგ ჰკითხა: 

„თუ უცხოპლანეტელები ხვალ დედამიწას დაესხმებიან თავს, კაცობრიობას დაიმორჩილებენ და იტყვიან: 'კიდევ გაქვთ შანსი, შეგიძლიათ ბუნდესლიგიდან ერთი გუნდი აირჩიოთ, რომ საუკეთესო უცხოპლანეტელთა გუნდს ეთამაშოთ.' - ვინ უნდა ავარჩიოთ? ბაიერნი თუ ლევერკუზენი, რომ ეს ერთი მატჩი ჩავატაროთ და ყველა გადავარჩინოთ?"

მიულერი: „ჩემი პასუხი აშკარაა, არა? რა თქმა უნდა, ეს ჩვენ ვიქნებით. მაგრამ ეს ერთ-ერთი საუკეთესო მცდელობა იყო ასეთი პასუხის მისაღებად [იცინის].

მე ყოველდღიურად მაქვს საქმე თქვენთან [ჟურნალისტებთან], ასე რომ, უცხოპლანეტელებზე ბევრიც ვიცი.“
მუსიალა ნამდვილი ბავარიელია - გერმანელის დასაფასებელი გადაწყვეტილება
ჯამალ მუსიალამ თავიდანვე ყველა წინადადება დაბლოკა და სხვა კლუბებთან მოლაპარაკებებიც არ დაუწყია. რამდენიმე ტოპ ევროპული კლუბი მზად იყო, ბაიერნზე მეტიც კი შეეთავაზებინა, მაგრამ მუსიალას მხოლოდ მიუნხენში დარჩენა აინტერესებდა. 

გადასვლა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა მისი არჩევანი, თუ ბაიერნთან მოლაპარაკებები ჩავარდებოდა.

მუსიალა დიდ მადლიერებას გრძნობს კლუბის მიმართ, რომელმაც ახალგაზრდობაში დაიმატა, მას დაუჯერა და თავიდანვე მხარში ედგა. ძირითად შეთანხმებას უკვე მალევე მიაღწიეს, ხოლო შემდეგ მხოლოდ დეტალების დახვეწა დარჩა.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0