"ვერავის დავაძალებ ხელმოწერას" - მაქს ებერლი კიმიხთან მოლაპარაკებებზე

მაქს ებერლი კიმიხთან კონტრაქტის მოლაპარაკებებზე:


„ჩვენმა მხარემ მკაფიო პოზიცია დაიკავა და ახლა უნდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა შეთანხმების მიღწევას. 


ვერავის დავაძალებ ხელმოწერას. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მისი კონტრაქტის გაგრძელება გვინდა. 


გვინდა, რომ მომავალშიც ის ბაიერნის ერთ-ერთ სახედ დარჩეს, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება მასზეა დამოკიდებული.“


"24-წამიანი შესვლა დამამცირებელი არ ყოფილა.." - მიულერი მათეუსს პასუხობს

თომას მიულერი ლოთარ მათეუსის განცხადებაზე, რომ სელტიკთან 24 წამით შეცვლაზე შესვლა დამამცირებელი იყო: 


„მწვრთნელთან კარგი კომუნიკაცია მაქვს. ყოველთვის მზად ვარ, როცა საჭირო ვარ. ეს დამამცირებელი არ ყოფილა. 


გუნდში ყველა თავს საერთო მიზანს უძღვნის. მწვრთნელი თავის ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ყველაფერი კარგადაა."

ბაიერნი - აინტრახტი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 20:30 - საათზე, მიუნხენის ბაიერნი დაუპირისპირდება აინტრახტს.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია მიუნხენელთა შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, დაიერი, კიმი, იტო - კიმიხი, პავლოვიჩი - ოლისე, მუსიალა, სანე - მიულერი.
ჰიონესი: “ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ლიგის ტიტულს დავიბრუნებთ“
ული ჰიონესი ინტერვიუში:

„ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ ლიგის ტიტულს დავიბრუნებთ, ეს მშვენიერი საჩუქარი იქნება 125 წლის იუბილეზე.

2023/24 წლების რთული სეზონის შემდეგ ძალიან ბევრს საუბრობენ ჩემპიონთა ლიგაზე. ეს ჩემპიონატი ჩემთვის ბევრს ნიშნავდა.”
"ბაიერნსა" და კიმიხს შორის მოლაპარაკებები გრძელდება - ჩაერთვება მადრიდის "რეალი"?
ბაიერნსა და კიმიხს შორის მოლაპარაკებები გრძელდება ახალი კონტრაქტის შესახებ. 

ბაიერნმა თავისი წინადადება გააკეთა და ბოლო 10 დღის განმავლობაში გარკვეული ბონუსები შეცვალა - ახლა ყველაფერი კიმიხის ხელშია და მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. 

რეალ მადრიდს კიმიხის სიტუაციის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა, მაგრამ მისთვის არასდროს გაუკეთებიათ კონკრეტული შეთავაზება.
ტოპმიოლერი: "ბაიერნს იოლად არ ვათამაშებთ და სრული თავდაჯერებულობით გავალთ მოედანზე"
ტოპმიოლერი პრესკონფერენციაზე: 

„ჩვენ ძალიან ძლიერ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ მესამე ადგილზე ვართ და კარგი სეზონი გვაქვს. 

ბაიერნს იოლ თამაშს არ დავუტოვებთ და სრული თავდაჯერებულობით გავალთ მოედანზე. არ ვფიქრობ, რომ ბაიერნი ახლა რთულ პერიოდს გადის. ისინი მყარად ლიდერობენ სატურნირო ცხრილში, ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე გავიდნენ და ლევერკუზენშიც სასურველი შედეგი მიიღეს. 

ჩვენ ისეთ ბაიერნს ვხვდებით, რომელმაც ბოლო ცხრა საშინაო მატჩი მოიგო და ყველა შემთხვევაში მინიმუმ სამი გოლი გაიტანა. (ბუნდესლიგაში)“
კომპანი წილისყრაზე: "მოუთმენლად ველით ამ მატჩებს, რადგან ტოპ გუნდს ვეთამაშებით"
კომპანი ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე: 

„ახლა ერთმანეთის წინააღმდეგ უკვე მეხუთედ გვიწევს თამაში. ეს რაღაც კარგ მეტოქეობად ყალიბდება, გერმანიის ორ საუკეთესო გუნდის შორის.

მოუთმენლად ველით ამ მატჩებს, რადგან ტოპ გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ გამარჯვება გვინდა.“
უპამეკანო "ბაიერნთან" ახალ კონტრაქტს აფორმებს? - უთანხმოება მხარეებს შორის
დაიო უპამეკანოს ბაიერნთან ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მხოლოდ რამდენიმე დეტალის დაზუსტება დარჩა. 

ფეხბურთელის გარემოცვას სურს, ხელშეკრულებაში გამოსასყიდი პუნქტი შევიდეს, როგორც ჰარი კეინისა და ჯამალ მუსიალას შემთხვევაში, მაგრამ ბაიერნის ხელმძღვანელობა ამას არ თანხმდება.

წარსულში უპამეკანო პრემიერ ლიგაში გადასვლაზე ფიქრობდა, თუმცა ახლა ეს საკითხი აღარ არის აქტუალური.
ბაიერნი - ლევერკუზენი (შეხვედრის ოფიციალური დეტალები)
ოფიციალურად: ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლევერკუზენს დაუპირისპირდება.

  • პირველი მატჩი: 5 მარტი, თბილისის დროით 00:00 - საათი. ალიანც არენა
  • მეორე მატჩი: 12 მარტი, თბილისის დროით 00:00 - საათი. ბაიარენა

თუ რეკორდმაისტერი მეოთხედფინალში გავა, მეტოქედ ინტერი ან ფეინოორდი ეყოლება.
"ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გავლენ" - დიდი ჰამანი "ბაიერნის" ახლანდელ ფორმაზე
დიდი ჰამანი: „ბაიერნი კვლავ არ იყო კარგ ფორმაში [სელტიკთან], ზუსტად ისე, როგორც ლევერკუზენთან ფრედ თამაშისას. 

ისინი დიდხანს აგებდნენ თამაშს საშუალო დონის ევროპული გუნდის წინააღმდეგ. მათ ბევრად მოუწევთ გაუმჯობესება.“

მერვედფინალის წილისყრაზე: „ეს აშკარად სხვა ტურნირია და სხვა თამაშია, ვიდრე შაბათს იყო – მაგრამ ლევერკუზენი უკეთესად თამაშობს. 

რაც შეეხება ატლეტიკოს, მათთან თამაში რთულია, შეიძლება უბრალოდ 'შეგჭამონ'.

თუ ბაიერნი საგრძნობლად არ გაუმჯობესდება, მაშინ არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება მეტოქე – ისინი შემდეგ ეტაპზე ვერ გავლენ.“
ნიუბელმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა – ისევ "შტუტგარტში" დარჩება?

მანუელ ნოიერის კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, ალექსანდერ ნიუბელის ბაიერნთან ხელშეკრულებაც ავტომატურად ერთი წლით, 2030 წლამდე გაგრძელდა. 


ეს პუნქტი გასული წლის აპრილის შეთანხმების ნაწილი იყო. 


ნიუბელი შტუტგარტში იჯარით 2026 წლამდე რჩება, ხოლო ყველა მხარე ელოდება, რომ ის მომავალ სეზონსაც ისევ მანდ გაატარებს.

უპამეკანო "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს? - ცნობილია დეტალები

დაიო უპამეკანო ძალიან ახლოსაა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებასთან 2026 წლის შემდეგაც. 


მოლაპარაკებები უკვე კარგად წარიმართა. კლუბში არანაირი ეჭვი არ აქვთ, რომ უპამეკანო მომავალში გუნდის ერთ-ერთ მთავარ საყრდენად იქცევა, ამიტომ მისი ხელმოწერის უზრუნველყოფა სურთ რაც შეიძლება მალე. 


სავარაუდოდ, უპამეკანო ახალ კონტრაქტს იოზუა კიმიხზე ადრე მოაწერს ხელს.

“მაქსი ჩვენთან მაშინ მოვიდა, როდესაც სიტუაცია მარტივი არ იყო..” - ჰაინერი ებერლზე
ჰაინერი მაქს ებერლის მუშაობის შეფასებაზე:

“ჩვენ კლუბსა და სპორტულ მენეჯმენტში სიმშვიდე კვლავ დავიბრუნეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაქსი ჩვენთან მაშინ მოვიდა, როდესაც სიტუაცია მარტივი არ იყო. იმ სეზონში ბუნდესლიგაში მესამე ადგილი დავიკავეთ და ახალი მწვრთნელის ძიებაში ვიყავით. 

მან რთულ პირობებში სწრაფად აუღო ალღო. ფაქტია, რომ, მთელი პატივისცემით, „ბაიერნი“ სხვა მასშტაბის კლუბია, ვიდრე „გლადბახი“ ან „ლაიპციგი“. ეს უკვე საზოგადოების აღქმითაც კი იგრძნობა.

ჯამალ მუსიალას, მანუელ ნოიერის და ალფონსო დეივისის კონტრაქტების გახანგრძლივებით, ასევე ტომ ბიშოფისა და იონას ურბიგის ტრანსფერებით, მაქსი და კრისტოფ ფროინდი აქტიურად ავითარებენ ჩვენს გუნდს. მომავლის ოპტიმიზმით ვუყურებთ.”
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 16 2 13 1
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 2 7 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0