მერსისაიდული "ლივერპულის" თავკაცმა, იურგენ კლოპმა რობერტ ლევანდოვსკი შეაქო.
"ის უდაოდ საუკეთესო ფეხბურთელია, ვინც ოდესმე გამიწვრთნია. უსამართლობა იქნება, სხვა ვინმე რომ დავასახელო. მან თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინა, რასაც ლევანდოვსკი აკეთებს, უბრალოდ ფენომენალურია."
"თუ ყველა ფეხბურთელს ისეთივე პროგრესი ექნება, როგორიც მას "ლეხში" თამაშიდან დღემდე აქვს, მაშინ ფეხბურთი რაღაც სიგიჟე იქნება. ყველა ფეხბურთელი გასაოცარი იქნება."
"ლევანდოვსკიმ თითოეული ნაბიჯი დიდი შრომით გაიარა, რათა აქამდე მოსულიყო. ის ნამდვილი მანქანაა. ყოველთვის იცის რა უნდა გააკეთოს." - აცხადებს კლოპი.
გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც რობერტ ლევანდოვსკის, დავიდ ალაბასა და ალფონსო დეივისს ნაკრებში თამაშის შემთხვევაში, შესაძლოა, კარანტინის გავლა დასჭირდეთ.
ამ თემაზე კომენტარი "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გააკეთა.
"ქეთლინ კრიუგერს ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ფეხბურთელებთან და შესაბამის პირებთან იმ ქვეყნებში, ვისაც ამაზე პასუხისმგებლობა აქვთ. არ ვაპირებთ რაიმე შანსის ხელიდან გაშვებას."
"იმ შემთხვევაში, თუ ფეხბურთელს კარანტინის გავლა უწევს, კლუბებს აქვთ საშუალება ჩაერიონ ასეთ საკითხებში. ჩვენ ყველა ფეხბურთელი გვჭირდება." - აცხადებს ფლიკი.
ტოპ ლიგებში მორიგი ტურის გასვლის შემდეგ ოქროს ბუცისთვის მებრძოლთა რეიტინგები განახლდა.
კვლავ დიდი სხვაობით ლიდერობს სიას "ბაიერნის" თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკი, თუმცა, ამჯერად მასსა და უახლოეს მდევარს შორის სხვაობა შემცირდა.
პოლონელმა გასულ ტურში მხოლოდ 1 გოლის გატანა მოახერხა, თავის მხრივ კი კრისტიანო რონალდუმ 3-ჯერ აიღო მეტოქის კარი და ახლა უკკვე სხვაობა 11 გოლის ნაცვლად 9 გახლავთ.
სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა ლეო მესიმ. არგენტინელმა დუბლის გაფორმება მოახერხა "უესკას" წინააღმდეგ და ახლა ის ლევანდოვსკის 11 გოლით ჩამორჩება.
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ოლივერ კანმა სხვადასხვა მნიშვნელოვან თემებზე ისაუბრა.
"ჰოლანდის ტრანსფერი? არ მსურს სხვა გუნდის ფეხბურთელებზე საუბარი. ჩვენ ამ პოზიციაზე პრობლემა არ გაგვაჩნია. გვყავს რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა და ის კიდევ დიდი ხნის მანძილზე ითამაშებს უმაღლეს დონეზე."
"ალაბა ძალიან მოგვწონს. ის ექსტრაორდინალური ადამიანია, ყოველთვის მეგობრული და ღია. ყველაფერი გავაკეთეთ მის შესანარჩუნებლად, მაგრამ, არ გამოგვივიდა. მას ახალი გამოწვევები სურდა. მსგავსი რამები ხდება ფეხბურთში."
"ვიცით, რომ რამდენიმე ფეხბურთელს 2023 წელს გასდის კონტრაქტი, თუმცა, მანამდე ძალიან დიდი დროა და ახლა ამაზე ფიქრო ნაადრევია."
"უპამეკანოს ტრანსფერი ძალიან მნიშვნელოვანი იყო დავიდ ალაბას წასვლის შემდეგ დაცვის სიძლიერის შესანარჩუნებლად. ყველაფერთან ერთად ის მომავალი გუნდის შენებაში გამოგვადგება."
"ფლიკის სიტუაციაზე საერთოდ არ ვნერვიულობ, რადგან მას 2023 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი." - აცხადებს კანი.
გერმანული გამოცემა BILD საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს. რობერტ ლევანდოვსკის, დავიდ ალაბასა და ალფონსო დეივისს, შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური ეტაპის მატჩების გამოტოვება მოუწიოთ.
სამივე მათგანი ეროვნულ ნაკრებშია გამოძახებული. პოლონეთი 31 მარტს ინგლისში უნდა ჩავიდეს. საკარანტინო წესებიდან გამომდინარე, დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში დაბრუნებულ ყველა პიროვნებას 14 დღიანი კარანტინის გავლა უწევს. შესაბამისად, თუ ლევანდოვსკი ინგლისელებთან დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, მას ამ კარანტინის გავლა მოუწევს.
იგივე სიტუაციაა დავიდ ალაბას შემთხვევაში, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ შეხვედრა 25 მარტს იმართება. რაც შეეხება ფონზის კანადის ნაკრებს, ეს გუნდი 28 მარტს თამაშობს.
შესაბამისად, არ არის გამორიცხული, ხსენებულმა ფეხბურთელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ვერ ითამაშონ. ამ ეტაპის შეხვედრები 6/7 და 13/14 აპრილს გაიმართება და სავარაუდოდ, ამ დროის გატარება მათ კარანტინში მოუწევთ.
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჰანს ფლიკის სიტუაციაზე ისაუბრა.
"იმ შემთხვევაში, თუ ჰანს ფლიკს ვადაზე ადრე გავუშვებთ, ჩვენ ყველა გიჟებად ჩაგვთვლის."
"ვფიქრობ, გერმანიის ფეხბურთის ფედერაცია სწორად იქცევა როდესაც იმ მწვრთნელებს არ უკავშირდება, რომლებსაც კონტრაქტი აკავშირებთ. ფრიც კელერს ვესაუბრე და მათი დამოკიდებულება ამ თემაზე გავიგე."
"ბაიერნის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო და უძლიერესი გუნდი გვყავს. ფლიკთან კონტრაქტი 2023 წლამდე გვაკავშირებს და ამ კონტრაქტს ორივე მხარე პატივს სცემს." - აცხადებს რუმენიგე.
ჰასან სალიჰამიჯიჩსა და ჰანს ფლიკს შორის არსებული ურთიერთობა რომ იდეალური არ არის, ამაზე გემანული პრესა უკვე დიდი ხანია საუბრობს. ამჯერად დეტალებზე სტატია გამოცემა Sky-მ გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ბზარი ჯერ კიდევ 2020 წლის იანვარში გაჩნდა. მაშინ ფლიკმა საჯაროდ მოითხოვა ტრანსფერების გაკეთება, რაც სალიჰამიჯიჩს არ მოეწონა და გაკვირვებულიც კი დარჩა ჰანსის ამ განცხადებით.
ეს დაძაბულობა კვლავ გაგრძელდა ზაფხულში, როცა გუნდის დამრიგებელმა ჰადსონ ოდოისა და სერჟინიო დესტის ტრანსფერები მოითხოვა, თუმცა, ამის ნაცვლად ბოუნა სარი და დუგლას კოშტა მიიღო.
საბოლოოდ საქმე იქამდე მივიდა, რომ ფლიკმა "ბაიერნის" ბოსებს ხსენებულ ტრანსფერებზე ვეტოს დადება მოსთხოვა, თუმცა, კლუბისგან უარი მიიღო. ისინი მიიჩნევენ, რომ კლუბი ყველაფერზე მაღლა დგას, მათ შორის მწვრთნელის შეხედულებებზეც.
ახლა კი ამ ყველაფერს ემატება გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფლიკის შესაძლო დანიშვნაზე საუბრები. როგორც ცნობილია, თავად ჰანსი ამ ვარიანტს განიხილავს არ გამორიცხავს, რაც კლუბის მაღალჩინოსნებს არ მოსწონთ.
უცნობია, როგორ გაგრძელდება საბოლოოდ ეს სიტუაცია, თუმცა, ერთი რამ ნათელია. მისი ვერ მოგვარების შემთხვევაში ეს ყველაფერი მხოლოდ "ბაიერნის" საწინააღმდეგოდ იმოქმდებს.
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება იმის შესახებ, რომ ალექს ნუბელი სეზონის დასრულების შემდეგ "ბაიერნს" დატოვებს. როგორც ჩანს, ახალგაზრდა კიპერის მომავალი კლუბიც უკვე გარკვეულია.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ნუბელი კარიერას ფრანგულ "მონაკოში" გააგრძელებს. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი კლუბს ორწლიანი იჯარის წესით შეუერთდება.
წყაროს ცნობით, ნუბელს სჯერა, რომ სათამაშო დროისა და გამოცდილების მიღების შემდეგ ის გუნდში დაბრუნდება და პირველი კიპერი გახდება.
ბავარიელებმა უკვე შეარჩიეს ის მეკარეც, რომელიც მანუელ ნოიერის შემცვლელი იქნება მომდევნო სეზონში. ეს გახლავთ "არმინიას" კარის დარაჯი, სტეფან ორტეგა.