bayern.ge სიახლეები გვერდი 385
ნოიერი: "ფრანგებს პატივს ვცემთ, მაგრამ აუტსაიდერები არ ვართ"
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

მატჩამდე ბუნდესნაკრების კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა პრესკონფერენცია ჩაატარა.

"შეხვედრისთვის ყველა ჩვენგანი მზად არის. ტოპ კლუბის წინააღმდეგ ვითამაშებთ და ვიცით, რისი მოლოდინი უნდა გვქონდეს."

"გუნდში დიდებული განწყიბაა. მხოლოდ და მხოლოდ დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ."

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მატჩზე გულშემატკივრები იქნებიან. ეს ძალიან კარგ ატმოსფეროს შექმნის. სახლში თამაში ფანების წინაშე რაღაც განსხვავებულია."

"პსჟმ წელს გამოგვაგდო ჩემპიონთა ლიგიდან. გასულ წელს ჩვენ დავამარცხეთ ისინი. ვიცით, რას წარმოადგენს მბაპე და მას ვაფასებთ. თუმცა, ფრანგებს ყველა პოზიციაზე დიდებული ფეხბურთელები ჰყავთ."

"არავისი არ გვეშინია. მეტოქეს დიდ პატივს ვცემთ, თუმცა აუტსაიდერები არ ვართ." - აცხადებს ნოიერი.
საფრანგეთი - გერმანია სავარაუდო შემადგენლობები
ევროპის ჩემპიონატის G ჯგუფის პირველ ტურში გერმანიის ეროვნული ნაკრები საფრანგეთს დაუპირისპირდება.

გთავაზობთ გუნდების სავარაუდო შემადგენლობებს მომავალი შეხვედრისთვის.

საფრანგეთი: ლორისი - პავარი, ვარანი, კიმპემბე, ერნანდესი - პოგბა, კანტე, რაბიო - გრიზმანი, ბენზემა, მბაპე.

გერმანია: ნოიერი - გინტერი, რუდიგერი, ჰუმელსი - კიმიხი, გოსენსი - კროოსი, გუნდოგანი - მიულერი, გნაბრი, ჰავერცი.
"ბაიერნის" რადარზე "აიაქსის" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნი" ახალი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად "რეკორდმაისტერის" რადარზე ამსტერდამის "აიაქსის" ვარსკვლავი, ნუსაირ მაზრაუი გამოჩნდა.

როგორც ცნობილია, იულიან ნაგელსმანს 23 წლის ფეხბურთელი ე.წ. ხუთმცველიანი ტაქტიკისთვის სჭირდება.

მაზრაუი Transfermarkt-ის მიხედვით 17 მილიონ ევროდ არის შეფასებული. სავარაუდოდ, მოლაპარაკებები სატრანსფერო ფანჯრის გახსნის შემდეგ დაიწყება.
"ბაიერნმა" კომანის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კინგსლი კომანი ზაფხულში მიუნხენის "ბაიერნს" დატოვებს.

ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კონტრაქტია. ფრანგი ვინგერი გაზრდილ ხელფასს ითხოვს. მას სურს ისეთივე ანაზღაურება, როგორიც რობერტ ლევანდოვსკის, მანუელ ნოიერს და გუნდის სხვა ტოპ ფეხბურთელებს აქვთ.

თავის მხრივ "ბაიერნი" კომანს წელიწადში 12 მილიონ ევროს სთავაზობთ. მიმდინარე კონტრაქტის ვადა კი 2022 წელს იწურება.

ამის მიუხედავად, "რეკორდმაისტერი" ფრანგის გაყიდვას ზაფხულში 100 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს. იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი სახის წინადადებას კლუბი არ მიიღებს, მაშინ კომანი მიუნხენში დარჩება და მხარეები კონტრაქტის გახანგრძლივებაზე გააგრძელებენ დიალოგს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგის დამატებით "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან დაინტერესებული.
ქართველი ტალანტი "ბაიერნის" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა
ოფიციალურად: ქართველი ფეხბურთელი ნიკა ნოზაძე ბაიერნის (U19) გუნდს შეუერთდება.

საქმე იმაშია, რომ გერმანულმა კლუბმა გადაწყვიტა 15 სხვადასხვა ქვეყნიდან 15 მოთამაშის შერჩევა, რომლებიც სპეციალურ მომზადებას გაივლიან და 'ბაიერნის მსოფლიო U19' გუნდში ითამაშებენ. სიაში, ქართველი ფეხბურთელიც მოხვდა, რომელმაც 1 200-ზე მეტ აპლიკანტს აჯობა.

ნიკა ნოზაძე ბაიერნის შეკრებაზე 28 ივნისს მექსიკაში გამეგზავრება. აგვისტოში გავიგებთ დააკმაყოფილებს თუ არა ნიკა გერმანული კლუბის მოთხოვნებს.

აქამდე, ახალგაზრდა ტალანტი გაგრას ასაკობრივ გუნდში გამოდიოდა.
ჰიტცფელდმა ფლიკი გააკრიტიკა: "არ მესმის რატომ მოიქცა ასე"
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მწვრთნელმა, ოტმარ ჰიტცფელდმა ჰანსი ფლიკი გააკრიტიკა.

"ნამდვილად არ მესმის რატომ მოიქცა ფლიკი ასე და ვერც ვერასდროს გავიგებ."

"მან "ვოლფსბურგთან" მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ კლუბის დატოვება სურდა, თავად კლუბში კი ამის შესახებ არც კი იცოდნენ."

"ჩემთვის დაუჯერებელი გადაწყვეტილებაა. რატომ უნდა წახვიდე "ბაიერნიდან" გერმანიის ნაკრებში ასეთ დროს. დარჩენის შემთხვევაში მას შეეძლო გუნდის ისტორიული პიროვნება, სახე გამხდარიყო." - აცხადებს ჰიტცფელდი.
გერმანია 7:1 ლატვია ვიდეომიმოხილვა
ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ ეტაპზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ბოლო მატჩი ჩაატარა.

ბუნდესნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ლატვიას დაუპირისპირდა და ანგარიშით 7:1 დაამარცხა.

იხილეთ მიმოხილვა მატჩიდან.
დაბრუნება შედგა - მიულერმა ნაკრებში 3 წლის შემდეგ გაიტანა (ვიდეო)
თომას მიულერმა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდეგ პირველი გოლი გაიტანა.

ვეტერანმა ფეხბურთელმა უკანასკნელად გერმანიის მაისურით 2018 წელს, ამხანაგურ შეხვედრაში გაიტანა.

ახლა კი ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე თომასი ბუნდესნაკრებს დაუბრუნდა და ლატვიელთა კარის დალაშქვრაც მოახერხა.

იხილეთ ვიდეო.
გახვრიტააა - გუნდოგანმა უძლიერესი დარტყმით შეაგდო (ვიდეო)
გერმანიისა და ლატვიის ნაკრებების 21-ე წუთზე ილქაი გუნდოგანმა ბრწყინვალე დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.

იხილეთ ვიდეო.
ნოიერი დააფასეს - როგორ გაიხსნა გერმანიის ნაკრების მატჩი (ვიდეო)
ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გერმანიის ნაკრების კაპიტანი, მანუელ ნოიერი თავის მე-100 შეხვედრას ატარებს ეროვნულ გუნდში.

ამ ფაქტის აღსანიშნად ფეხბურთელებმა ვეტერან კიპერს საპატიო კორიდორი მოუწყვეს.

იხილეთ ვიდეო.
გერმანიის ნაკრებს გახსნით მატჩებში ლიდერი ვერ დაეხმარება
ევროპის ჩემპიონატის საწყის მატჩებს გერმანიის ეროვნული ნაკრები დიდი დანაკლისით ხვდება.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ლეონ გორეცკა ტრავმირებულია და დაბრუნების ზუსტი დრო უცნობია.

26 წლის ნახევარმცველმა დაზიანება 8 მაისს მიიღო და ვარაუდობდნენ, რომ ევროპის ჩემპიონატამდე სრულად გამოჯანმრთელებას მოახერხებდა, თუმცა, პროგნოზი ვერ გამართლდა.

როგორც ცნობილია, გორეცკა გახსნით ორ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. არადა, გერმანიის ნაკრები პირველ ტურში საფრანგეთს, მეორეში კი პორტუგალიას უპირისპირდება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, მოახერხებს თუ არა გორეცკა დაბრუნებას ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, უნგრეთის წინააღმდეგ.
ლევანდოვსკის გარეშე - სეზონის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
ფრანგულმა ჟურნალმა Onze Mondial-მა 2020/21 წლების სეზონის საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა.

თერთმეტეულში "ბაიერნის" ორი ფეხბურთელი მოხვდა, თუმცა, საინტერესოა, რომ სიაში არ არის რობერტ ლევანდოვსკი.

დაცვის ხაზში ადგილი დავიდ ალაბამ დაიკავა, საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე კი იოზუა კიმიხი მოხვდა.

საინტერესოა, რომ ამავე გამოცემამ გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ქარიმ ბენზემა დაასახელა.

იხილეთ სრული თერთმეტეული:

"ბაიერნის" რადარზე "ატლეტიკოს" ვარსკვლავი გამოჩნდა
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მადრიდის "ატლეტიკოს" ვარსკვლავი, საულ ნიგესი გამოჩნდა.

მოგეხსენებათ, "რეკორდმაისტერი" უკვე დიდი ხანია, რაც ახალ ცენტრალურ ნახევარმცველს ეძებს. ევროპული გამოცემების ინფორმაციით კი ერთ-ერთი სამიზნე სწორედ ესპანელი ფეხბურთელია.

წყაროს ცნობით, საულის გაყიდვა თავად "როხიბლანკოს" გეგმებშიც შედის და სასურველი შეთავაზების შემთხვევაში მის გასაშვებად მზად არიან.

როგორც ცნობილია, საულ ნიგესის დამატება "ბაიერნის" გარდა ასევე "პსჟს" და ლონდონის "ჩელსისაც" სურთ.
განხეთქილება ბუნდესნაკრებში? რა მოხდა დანიასთან ამხანაგური მატჩის დროს
გუშინ, 2 ივნისს ამხანაგური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გერმანიის ეროვნული ნაკრები დანიას დაუპირისპირდა და დაუზავდა - 1:1.

თამაშის მიმდინარეობის დროს უსიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც გერმანულ გამოცემებს არ გამოჰპარვიათ.

კერძოდ, ბუნდესნაკრების ფეხბურთელები ძალიან უკმაყოფილოები იყვნენ ლეროი სანეს თამაშით.

ერთ მომენტში იოზუა კიმიხმა თანაგუნდელს დაუყვირა. თავის მხრივ კი ნიკლას ზულემაც ბევრი შენიშვნა მისცა სანეს და არაერთხელ მოუწოდა გააქტიურებისკენ.

როგოც ცნობილია, სანეს ნაჩვენები თამაშით არაერთი თანაგუნდელი დარჩა უკმაყოფილო.
კოლეგების არჩევანი განსხვავებულია - ფეხბურთელებმა საუკეთესოები დაასახელეს
გერმანიის პროფესიონალური ფეხბურთელების ასოციაციამ ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე დაასახელეს.

ხმების 75.9% მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერს, რობერტ ლევანდოვსკის ერგო, რომელმაც საგრძნობლად აჯობა მეორეზე გასულ ერლინ ჰოლანდს (7.1%). მესამე ადგილი თომას მიულერმა დაიკავა.

აღსანიშნავია, რომ თავად ბუნდესლიგამ გულშემატკივრების გამოკითხვის შედეგად წლის საუკეთესო ფეხბურთელად ერლინ ჰოლანდი დაასახელა.

წლის საუკეთესო მწვრთნელად ჰანსი ფლიკი დასახელდა. მან ხმების 29.1% მიიღო. მეორე და მესამე ადგილები იულიან ნაგელსმანმა და ოლივერ გლასნერმა თანაბარი რაოდენობით გაინაწილეს.

რაც შეეხებია საუკეთესო ახალწვეულს, ეს პრიზი ჯუდი ბელინგემმა დაისაკუთრა. მეორე ადგილზე ჯამალ მუსიალა გავიდა.
ზულე: "ეს ორი ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფავორიტია"
მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა მცველმა, ნიკლას ზულემ ევროპის ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა.

"როგორც მსოფლიო ჩემპიონატის მოქმედ გამარჯვებულებს, ვფიქრობ ფრანგებს საუკეთესო შანსი აქვთ. მათ ძალიან ღრმა და ნიჭიერი შემადგენლობა ჰყავთ."

"ასევე უძლიერესი გუნდი ჰყავს პორტუგალიის ნაკრებსაც, რომელმაც გასული ევროპის ჩემპიონატის ტიტული მოიგო."

"ჩვენს შანსებს რეალურად ვაფასებთ, თუმცა, არ ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატზე უქმად ყოფნას."

"ეს არის ტურნირი, რომლის მოგებაც ნებისმიერ მონაწილე გუნდს შეუძლია. ყველაფერს გავაკეთებთ წარმატების მისაღწევად." - აცხადებს ზულე
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 22 5 16 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 14 2 9 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 10 4 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 4 1 1 2
1
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 8 1 6 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 7 2 5 0
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 5 3 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0