ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში, "ლაციოსა" და "ბაიერნის" მატჩის დროს საკამათო ეპიზოდი დაფიქსირდა, როდესაც მასპინძელთა ფეხბურთელი მიუნხენელების საჯარიმოში წაიქცა. თუმცა, მთავარმა არბიტრმა პენალტი არ დანიშნა.
აღნიშნულ მომენტს ცნობილი იტალიელი მწვრთნელი, ფაბიო კაპელო გამოეხმაურა.
"ვფიქრობ, მსაჯმა შეცდომა დაუშვა, როდესაც "ატალანტას" ფეხბურთელი გააძევა. ის არ იყო ბოლო მოთამაშე მეკარესთან. ასეთი გადაწყვეტილებები ფეხბურთს ანადგურებს."
"ასევე ძალიან მაფიქრებს "ბაიერნის" კარში არდანიშნული პენალტი "ლაციოს" სასარგებლოდ. ამ მომენტმა დიდი ეჭვები გამოიწვია ჩემში." - აცხადებს კაპელო.
მიუნხენის "ბაიერნი" ედუარდო კამავინგას შესაძენად თანხას აგროვებს.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენა გადაწყვეტილი აქვს და საამისოდ მუშაობაც დაწყებულია.
წყაროს ცნობით, უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბს კორენტინ ტოლისო დატოვებს. ფეხბურთელის გაყიდვას ტრავმამდე 30 მილიონ ევროდ ვარაუდობდნენ, თუმცა, უცნობია მძიმე დაზიანების შემდეგ როგორ შეიცვლება მისი ფასი.
კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომლის გაყიდვასაც "ბაიერნი" აპირებს ნიკლას ზულეა. გერმანელ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება და მხარეები ახლის გაფორმებაზე ვერ თანხმდებიან. დიდი ალბათობით, მიუნხენელები მას ზაფხულში 25 მილიონ ევროდ შეელევიან.
შეგახსენებთ, რომ "რენი" კამავინგას 80 მილიონ ევროდ აფასებს და მისი შეძენა მადრიდის "რეალსაც" სურს.
მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონშიც საოცარ სტატისტიკას აფიქსირებს.
7 ჩატარებული მატჩის შემდეგ "რეკორდმაისტერს" უკვე 22 გოლი აქვს გატანილი, რაც საშუალოდ 1 შეხვედრაში 3-ზე უფრო მეტ გოლს უდრის. რა თქმა უნდა, მიუნხენელები ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე არიან.
უახლოესი მდევრები "პსჟ" და კატალონიის "ბარსელონა" არიან, რომელთა გოლების რაოდენობაც 17-ს შეადგენს.
"ბაიერნი" ასევე პირველზეა ბურთის ფლობის მაჩვენებლით. გუნდი საშუალოდ 61%-იან მაჩვენებელს აფიქსირებს და ამ მაჩვენებლით "სიტისაც" კი უსწრებს. გვარდიოლას გუნდი თავის მხრივ 59%-ით მესამე ადგილზეა და მადრიდის "რეალს" 1%-ით ჩამორჩება.
ცნობილმა ბრიტანულმა სტატისტიკურმა კომპანიამ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი წრის შემდეგ სუპერკომპიუტერის გამოთვლებით სეზონის მთავარი ფავორიტები დაასახელა.
ცვლილებაა პირველ სამეულში. თუ პლეი-ოფის დაწყებამდე "ბარსელონას" ჩემპიონობის შანსები 13%-ით ფასდებოდა და ამ მაჩვენებლით მეორე ადგილზე იყო, "პსჟსთან" მარცხის შემდეგ მისი შანსი 1%-მდე დაეცა.
2%-ით გაიზარდა "ბაიერნის" შანსები და ახლა კლუბი ფავორიტებს შორის მე-2 ადგილზეა, 13%-ით. პირველ ადგილს კი კვლავ "სიტი" იკავებს, რომლის შანსებიც 37%-იდან 43%-მდე გაიზარდა.
საუკეთესო ხუთეულში ასევე შედიან "ლივერპული" (9%, ცვლილება +2%), "ჩელსი" (8%, ცვლილება +3%) და მადრიდის "რეალი" (8%, ცვლილება +2%).
მიუნხენის "ბაიერნის" ფრანგმა ვინგერმა, კინგსლი კომანმა ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში სხვადასხვა თემებზე ისაუბრა.
"სანამ "ბაიერნთან" კონტრაქტს მოვაწერდი ხელს ვიცოდი, რომ ეს დიდებული კლუბი იყო. მაგრამ, ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. "ბაიერნი" კიდევ უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ დიდი კლუბი."
"როდესაც ანგარიში 2-3 ბურთიანი სხვაობით მიგყავს, სხვა გუნდები დუნდებიან. ჩვენ კი ისე ვთამაშობთ, თითქოს 0:0 იყოს."
"ხალხი ხშირად საუბრობს იმის შესახებ, რომ მე რიბერის ღირსეული შემცვლელი ვარ, თუმცა, ეს შედარება არ მომწონს. მირჩევნია, ჩემი ისტორია დავწერო. მაგრამ, რა თქმა უნდა საამაყოა, როდესაც რიბერის გვერდით გიხსენიებენ. თუ მისი მსგავსი კარიერა მექნება ბედნიერი ვიქნები."
"ჩემთვის იდეალური ვინგერი არის ის, რომელსაც შეუძლია გოლების გატანაც და ასისტების დარიგებაც. ვფიქრობ, მე ამ მიზნისკენ მივიწევ, თუმცა, ჯერ მაკლია გარკვეული კომპონენტები, მაგალითად, გოლების რაოდენობა."
"ამჟამად ვფიქრობ ჩემს პოზიციაზე მსოფლიოში 3 საუკეთესო ფეხბურთელია. ესენი არიან რაჰიმ სტერლინგი, სადიო მანე და მო სალაჰი. მათ გააქვთ გოლები, მუშაობენ გუნდისთვის, თამაშობენ პრესინგს. საუკეთესოს ხსენების დროს პირველი მათი სახელები მომდის თავში." - აცხადებს კინგსლი.
მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში სასიხარულო ინფორმაციები გავრცელდა.
გუშინ გუნდის ორმა უმნიშვნელოვანესმა ფეხბურთელმა, თომას მიულერმა და სერჟ გნაბრიმ ვარჯიში განაახლეს.
მოგეხსენებათ, თომასს კორონავირუსი ჰქონდა, რის გამოც დაახლოებით 2 კვირა გაუცდა. ახლა ის სრულიად განიკურნა და აღდგენითი ვარჯიშებიც დაიწყო. უნდა ველოდოთ, რომ ფეხბურთელი გუნდს 6 მარტს, "დორტმუნდის" წინააღმდეგ უმნიშვნელოვანეს მატჩში დაუბრუნდება.
რაც შეეხება გნაბრის, მან კუნთის დაზიანების გამო ბოლო 3 შეხვედრა გამოტოვა. არ არის გამორიცხული, ახალგაზრდა ვინგერი ხვალ, "კიოლნის" წინააღმდეგ სათადარიგოთა სკამზე იყოს.
ფრანგული "პსჟს" სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ ტანგე კოუასისა და მიუნხენის "ბაიერნის" მისამართით მწვავე განცხადება გააკეთა.
"ტანგე კოუასიმ "პსჟს" მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა. "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ კი თითქმის ერთი წელი გავიდა და მას 1 შეხვედრაც არ ჩაუტარებია."
"მთავარ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ტანგეც და სხვებიც ფიქრობენ, რომ სხვა გუნდში სამოთხე დახვდებათ."
"პსჟ არ კარგავს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. არამედ პირიქით, ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგავენ პსჟს. ბევრ მათგანს ახლაც უნდა უკან დაბრუნება." - აცხადებს ლეონარდო.
2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე, შესაძლოა, თომას მიულერი ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, 2019 წლის შემდეგ მიულერსა და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრების გაახალგაზრდავების მიზნით აღარ იძახებენ.
გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, იოახიმ ლიოვი სერიოზულად განიხილავს ვეტერანი შემტევის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაზე.
წყაროს ცნობით, ეს არ იგეგმება მარტში, მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის. თუმცა, არ არის გამორიცხული ევროპის ჩემპიონატამდე ლიოვმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს და მიულერს ბუნდესნაკრებში უხმოს.
დღეს მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის გერმანიის ნაკრებში ითამაშებს.
ახალგაზრდა ნახევარმცველმა თავისი გადაწყვეტილების მიზეზებზე ისაუბრა.
"მე მაქვს ინგლისური და გერმანული გული. ეს გული ორივე ქვეყნისთვის ფეთქავს. ჩემს თავს არაერთხელ დავუსვი კითხვა, რა იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემი მომავლისთვის? სად მომეცემა უფრო მეტი შანსი?"
"საბოლოოდ ჩემს გრძნობებს მოვუსმინე და ვფიქრობ, რომ 100%-ით სწორი გადაწყვეტილება მივიღე. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს მარტივი არ ყოფილა."
"მიუნხენში ძალიან კარგი და გულწრფელი საუბარი მქონდა იოახიმ ლიოვთან. ამ შეხვედრის დროს ბატონმა ლიოვმა ნათლად მაჩვენა, თუ რატომ უნდა ამერჩია გერმანიის ნაკრები."
"ზოგჯერ თვალებს ვხუჭავ და წარმოვიდგენ თუ რა ხდება ჩემს ახალ რეალობაში. ამ ყველაფერზე 5 წლის ასაკიდან ვოცნებობდი და ეს მოტივაციას მაძლევდა." - აცხადებს მუსიალა.
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, ჯამალ მუსიალამ ეროვნული ნაკრების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
18 წლის ნახევარმცველმა The Athletic-თან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ის გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ითამაშებს.
"საბოლოო ჯამში, მე დავუჯერე იმ შინაგან ხმას, რომელიც მეუბნებოდა, რომ გერმანიის ნაკრებში თამაში სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა. იმ ქვეყნის ღირსების დაცვა, სადაც დავიბადე, ჩემთვის დიდი პატივი იქნება."
"მინდა აღვნიშნო, რომ ეს მარტივი გადაწყვეტილება არ ყოფილა." - აცხადებს მუსიალა.