bayern.ge სიახლეები გვერდი 399
კოვაჩმა რაფინიას ბოდიში მოახდევინა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა რაფინიას რამდენიმე დღის წინ გაკეთებული განცხადება შეაფასა33 წლის ბრაზილიელმა რამდენიმე დღის წინ აღნიშნა რომ გუნდში თავისი მდგომარეობით ძალიან იმედგაცრუებულია და კოვაჩი არასწორად ექცევაარავის აქვს უფლება რომ საკუთარი თავი კლუბზე მაღლა დააყენოს და გააკრიტიკოს მწვრთნელი ეს აბსოლუტურად ყველას ეხებათქვენ ემოციებს ყვებით და ცხადათ საუბრობთ იმაზე რასაც ნანობთ მან ბოდიში მოიხადა იმის გამო რაც თქვა და თემა დახურულია განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმარაფინიამ მიმდინარე სეზონში სულ 17 მატჩი ჩაატარა 1 გოლი გაიტანა და 1 ასისტიც გააკეთა
სალიჰამიჯიჩი ჰავერტცის აგენტს შეხვდა
მიუნხენის ბაიერნის ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში ახალგაზრდა გერმანელ ტალანტ კაი ჰავერტცთან აპირებს მოლაპარაკებების წამოწყებასSportBild იტყობინება რომ რეკორდმაისტერის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი ამ დღეებში სერჟ გნაბრის აგენტს შეხვდა და მისი მოქმედი კონტრაქტის რომელიც 2020 წელს იწურება საკითხი განიხილაშეხვედრაზე მხარეებმა კაი ჰავერტცის შესახებაც ისაუბრეს ვინაიდან გნაბრისა და კაის საერთო აგენტი ჰყავთ19 წლის გერმანელი სუპერტალანტის ღირებულება დაახლოებით 65 მილიონი ევროა მაგრამ ლევერკუზენის ბაიერს მისი გაშვება არ სურსკაი ჰავერტცი მიმდინარე სეზონში ფანტასტიკურად გამოიყურება 31 თამაშში 12 გოლი და 3 ასისტი
პავარი ერნანდესის პოტენციურ ტრანსფერს გამოეხმაურა
მიუნხენის ბაიერნის მომავალი უნივერსალური მცველი ბენჟამენ პავარი თავისი თანამემამულე ლუკა ერნანდესის პოტენციურ ტრანსფერს გამოეხმაურამე და ლუკა ძალიან კარგი მეგობრები ვართ მშვენიერი იქნება თუ ის მიუნხენის ბაიერნს მართლაც შეუერთდებასაფრანგეთის ნაკრებში მან უკვე დაამტკიცა რომ ძალიან კარგი მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ ბაიერნშიც იგივეს გააკეთებს აღნიშნა პავარმაპავარი და ლუკა ერნანდესი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ძირითადი განაპირა მცველები იყვნენლუკას დაცვის ცენტრსა და მარცხენა ფრთაზე შეუძლია მოქმედება პავარს კი ცენტრსა და მარჯვენა ფრთაზეპავარი მიუნხენურმა გრანდმა 35 მილიონ ევროდ უკვე გაიფორმა გუშინ კი გავრცელდა ინფორმაცია რომ ბაიერნმა ერნანდესის თაობაზეც ყველაფერი შეათანხმა
სალიჰამიჯიჩმა ერნანდესის პოტენციურ ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენური კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი პრესაში ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურაგუშინ დაიწერა რომ ბაიერნის ხელმძღვანელობამ მადრიდის ატლეტიკოს უნივერსალური მცველის ლუკა ერნანდესის ტრანსფერი შეათანხმაჩვენ კარგი მოლაპარაკებები ვაწარმოეთ ამიტომ წინ ბევრი საინტერესო რამ გველის განაცხადა ბოსნიელმა სპეციალისტმა23 წლის ფრანგი მოთამაშის გადაბირებას ბაიერნი ზამთარში აპირებდა მაგრამ ესპანურ კლუბთან დათმობაზე წავიდა
ხამესმა ბაიერნში თავისი საუკეთესო თანაგუნდელი დაასახელა
მიუნხენის ბაიერნის კოლუმბიელმა ლეგიონერმა ხამეს როდრიგესმა დაასახელა მოთამაშეები რომელთაც კარიერის განმავლობაში ყველაზე უკეთ უგებდამადრიდის რეალში ასეთი ბენზემა იყო პორტუში მონაკოსა და კოლუმბიის ნაკრებში ფალკაომიუნხენის ბაიერნში კი მიუხედავად იმისა რომ ერთად მხოლოდ ერთი წელი გავატარეთ ეს ვიდალი იყო განაცხადა ხამესმახამეს როდრიგესმა სახელი პორტუში 201013 გაითქვა შემდეგ ერთი სეზონი მონაკოში დაჰყო და 2014 წელს მადრიდის რეალს შეუერთდამიუნხენის ბაიერნის ღირსებას კოლუმბიელი 2017 წლის ზაფხულიდან იცავს და ვიდალთან ერთად გასულ სეზონში იასპარეზაარტურო ვიდალმა მიუნხენური კლუბი 2018 წლის ზაფხულში დატოვა და კატალონიის ბარსელონაში გადავიდა
ხამესმა თავის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელები დაასახელა
მიუნხენის ბაიერნის ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა რომელიც მადრიდის რეალის კუთვნილებაა კარიერაში გამორჩეული სპეციალისტები დაასახელაზიდანთან პრობლემა არასოდეს მქონია ის კარგი ადამიანიაჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელები ჟულიო სეზარ ფალკონი კარლო ანჩელოტი და ხოსე პეკერმანი იყვნენროდესაც პეკერმანი მოვიდა კოლუმბიის ნაკრებში გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი საერთოდ არ ჰქონდა ხოლო მასთან ერთად მოედანზე მხოლოდ ერთი მიზნით გავდიოდით კოლუმბიას უნდა მოეგომან ჩვენი მენტალიტეტი შეცვალა კოლუმბიის ნაკრებში ახალი გამარჯვებების ეპოქა შექმნა და რევოლუცია მოახდინა განაცხადა 27 წლის სამხერთ ამერიკელმახამეს როდრიგესი ანჩელოტისთან ერთად ჯერ სამეფო კლუბში 201415 მუშაობდა შემდეგ კი იტალიელმა 2017 წელს ბაიერნშიც მიიწვია მაგრამ ანჩელოტი მალევე გაათავისუფლეს
France Football ბაიერნი ორ ფრანგ შემტევს აკვირდება
მიუნხენის ბაიერნმა საფრანგეთის ეროვნულ ჩემპიონატში თავისი სამიზნეების სია გაფილტრა და ორი რჩეული გამოარჩიაცნობილი ფრანგული გამოცემა France Football იტყობინება რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელობამ უარი თქვა ნაბილ ფეკირისა და ადრიენ რაბიოს ტრანსფერებზეახლა ბაიერნის სამიზნეთა სიაში მარსელის ოლიმპიკის გარემარბი ფლორიან ტოვენი და ლილის ლიდერი ნიკოლა პეპე არიან26 წლის ტოვენმა მიმდინარე სეზონში სულ 27 მატჩი ჩაატარა 14 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთაპრიორიტეტად კი რჩება 23 წლის პეპე რომელიც მიმდინარე სეზონის აღმოჩენაა 29 თამაშში 17 გოლი და 8 საგოლე გადაცემა
ბაიერნი 19 წლის იტალიელი ტალანტით დაინტერესდა
მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობის რადარზე კიდევ ერთი ახალგაზრდა და ნიჭიერი შემტევი გამოჩნდაიტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება რომ ბაიერნმა რომას 19 წლის გარემარბს ნიკოლო ძანიოლოს დაადგა თვალიგერმანული კლუბი ახალი სეზონისთვის ახალი გარემარბების ძიებაშია და ძანიოლო ერთერთ ალტერნატივად ითვლებანიკოლო ძანიოლო რომაული კლუბის ამომავალი ვარსკვლავია რომელმაც მიმდინარე სეზონში 24 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა
ჰერტას მცველმა ლევანდოვსკი გააკრიტიკა მას ეს არ უნდა ეთქვა
ბერლინის ჰერტას ცენტრალური მცველი კარიმ რეკიკი მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური თავდამსხმელით რობერტ ლევანდოვსკით იმედგაცრუებულიაბუნდესლიგის 23ე ტურის შეხვედრაში ბაიერნსა და ჰერტას 10 შორის რეკიკმა ლევანდოვსკიზე უხეშობის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღოთამაშის შემდეგ პოლონელმა ფორვარდმა აღნიშნა რომ ეს აშკარა წითელი იყო რასაც რეკიკი არ ეთანხმებამისი განცხადებით ძალიან იმედგაცრუებული ვარ მას დიდებულ მოთამაშედ ვიცნობ მაგრამ ჩემი აზრით ის სიმართლეს არ ამბობსმას ვთავაზობ რომ ამ ინციდენტს ერთად ვუყუროთ როდესაც სამართლიან წითელ ბარათს ვიღებ გასახდელში შევდივარ და მოვკეტავ ხოლმე რატომ თქვა მან ეს განაცხადა რეკიკმა
ბაიერნი აიაქსის შემტევით დაინტერესდა
მიუნხენურმა კლუბმა შეტევითი ხაზის გასაძლიერებლად ამსტერდამის აიაქსში კიდევ ერთ ალტერნატივას მიაგნოესპანური გამოცემა Estadio Deportivo იტყობინება რომ რეკორდმაისტერი ჰოლანდიური კლუბის გარემარბით დუშან ტადიჩით დაინტერესდა30 წლის სერბი ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და ბაიერნის ბოსების ყურადღება მიიქციადუშან ტადიჩმა მიმდინარე სეზონში სულ 38 მატჩი ჩაატარა 25 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა
აგენტმა პეპეს მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
ფრანგული ლილის ახალგაზრდა გარემარბის ნიკოლა პეპეს აგენტმა თავისი კლიენტის მომავალზე კომენტარი გააკეთამაიკლ ნჩომ ფრანგული გამოცემა Telefootთან საუბრისას ნიჭიერი შემტევის სამომავლო გეგმები განიხილამას სამომავლოდ ერთი კონკრეტული ჩემპიონატი არ აქვს ამორჩეული ნიკოლა უბრალოდ კარგ პროექტს ელოდება და ამის შემდეგ გააკეთებს არჩევანს აღნიშნა მაიკლმა23 წლის ფრანგი ვინგერი მიუნხენის ბაიერნის ერთერთი სატრანსფერო სამიზნეა ზაფხულისთვისნიკოლა პეპემ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 28 თამაშში 16 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა
ლევანდოვსკი უფრო მეტი დახმარება მჭირდება
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბერლინის ჰერტასთან თამაშის შემდეგ გუნდში კრეატივის ნაკლებობაზე ისაუბრამეტი მხარდაჭერა გვჭირდება ჰერტას წინააღმდეგ კრეატივი დაგვაკლდა სწორედ ამიტომ მომენტების შექმნა მიჭირდაამაზე უნდა ვიმუშავოთ იმედი მაქვს თომასი მალე მიიღებს თავის შანსს და დაამტკიცებს რომ ის მოედანზე ძალიან სასარგებლოა ის მუდმივად მოძრაობს და თამაშში დინამიკა შეაქვს განაცხადა 30 წლის პოლონელმაგერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 23ე ტურში მიუნხენელებმა ჰერტა შინ 10 დაამარცხეს გამარჯვების გოლი კუთხურიდან ხავი მარტინესმა გაიტანარობერტ ლევანდოვსკის მიმდინარე სეზონში სულ 32 თამაშში 25 გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში კი 13
ჰიონესმა ხამესის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გუშინ პრესასთან და გულშემატკივრებთან გამართა შეხვედრარეკორდმაისტერის ბოსმა ხამეს როდრიგესის მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთათუ მთავარი მწვრთნელი იტყვის რომ ის კარგია მაგრამ სათამაშო დროს არ მისცემს არ ვაპირებ 40 მილიონი ევროს გადახდას მოთამაშეში რომელიც მაინც არ ითამაშებსთუმცა თუ მწვრთნელი გვეტყვის რომ მას ხამესი სჭირდება და მასთან მიმართებაში გარკვეული გეგმები აქვს ხამესს აუცილებლად გავიფორმებთ განაცხადა ულიმ27 წლის კოლუმბიელი მადრიდის რეალის კუთვნილებაა და ბაიერნმა 2017 წლის ზაფხულში დაიმატა ორწლიანი იჯარის წესითხამესმა მიმდინარე სეზონში 19 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 2 ასისტი გააკეთა მისი გამოსყიდვის უფლება ბაიერნს 425 მილიონ ევროდ აქვს
კოვაჩმა დეივისის მომავალზე ისაუბრა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა 18 წლის კანადელი სუპერტალანტის ალფონსო დეივისის გუნდში ინტეგრაციაზე ისაუბრაფონსი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა მოთამაშეა ის ამერიკიდან მიუნხენის ბაიერნში გადმოვიდა აქ პირველ რიგში რეაბილიტაციაა საჭირო რაც ჯერჯერობით კარგად გამოსდისარ არის მარტივი ახალგაზრდა მოთამაშის ეგრევე სწორ გზაზე დაყენება ამ ბიჭს დრო უნდა მივცეთ თითოეულ ჩვენს ახალწვეულს დრო სჭირდება ამიტომ მოთმინება უნდა გამოვიჩინოთმათგან ეგრევე სასწაულებს არ უნდა ველოდეთ მისი პროგრესით კმაყოფილი ვარ და იმედი მაქვს მისი მუშაობა შედეგს გამოიღებს და დეივისი სათამაშო დროს მიიღებს განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმაალფონსო დეივისი მიუნხენის ბაიერნმა ვანკუვერიდან 13 მილიონ დოლარად გაიფორმა მაგრამ დეივისს ჯერ ძალიან ცოტა დრო ეძლევაალფონსომ ბუნდესლიგაში მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და საერთო ჯამში მოედანზე მხოლოდ 18 წუთი დაჰყო
Sport1 ბაიერნმა ერნანდესის ალტერნატივას ბუნდესლიგაში მიაგნო
ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sport1 იტყობინება რომ მიუნხენის ბაიერნმა კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაუმიზნარეკორდმაისტერის ბოსების რადარზე ამჯერად ბერლინის ჰერტას ცენტრალური მცველი ნიკლას შტარკი მოხვდაზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით 23 წლის გერმანელი მოთამაშე მადრიდის ატლეტიკოს უნივერსალური მცველის ლუკა ერნანდესის ალტერნატივაამსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას მიუნხენელები იანვარში ცდილობდნენ მაგრამ არ გამოუვიდათ და თუ ზაფხულშიც ვერ დაიმატებენ ლუკას მაშინ შტარკზე გადაერთვებიანნიკლას შტარკი ჰერტას ღირსებას 2015 წლიდან იცავს და გერმანიის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშებიბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შტარკმა 16 მატჩი ჩაატარა და 1 გაფრთხილება მიიღო
ჰავერტცმა თავის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
ლევერკუზენის ბაიერის უნიჭიერესმა ნახევარმცველმა კაი ჰავერტცმა მიუნხენური გრანდის ინტერესზე კომენტარი გააკეთაახლა ამაზე ბევრი საუბრობს მაგრამ მე მხოლოდ ბაიერზე ვარ კონცენტრირებული ამ მომენტისთვის სხვა არაფერი მაინტერესებსფეხბურთი ძალიან სწრაფი ბიზნესია ამიტომ არ მაქვს გარანტია რომ ბაიერში დიდი ხნით დავრჩები მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ რომ მომდევნო სეზონს ნამდვილად აქ ჩავატარებკლუბთან მოქმედი კონტრაქტი ჯერ კიდევ მაქვს აღნიშნა 19 წლის გერმანელმაკაი ჰავერტცი მიმდინარე სეზონში ბრწყინვალედ გამოიყურება ყველა ტურნირზე ერთად მის ანგარიშზე 30 თამაშში 12 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 43 8 35 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0