"მიუნხენის ბაიერნი" ამხანაგურ შეხვედრაში "ალიანს არენაზე" "ამსტერდამის აიაქსს" დაუპირისპირდა და ფრეს დასჯერდა. მატჩი 2-2 დასრულდა. თავიდან ანგარიში ამსტერდამელებმა გახსნეს და ეს მათმა მაროკოემა ფეხბურთელმა ზაკარია ლაბიადმა გააკეთა, შემდეგ კი მიუნხენელთა მხრიდან მის გოლს მაქსიმ ჩუპო-მოტინგმა უპასუხა, მეორე ტაიმის სტარტზე კი ნიანზოუმ "ბაიერნი" წინ გაიყვანა, მაგრამ დანიელმა ვიქტორ იენსენმა მალევე, 50-ე წუთზე, მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.