რამდენიმე წუთის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის 32-ე ტურის მატჩი, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" საკუთარ კედლებში "ლაიფციგი" მიიღო და ანგარიშით 3:2 იმარჯვა.
ამ მარცხის შემდეგ, "ლაიფციგს" 64 ქულა დარჩა, "ბაიერნთან" სხვაობა კი 2 ტურით ადრე 7 ქულას შეადგენს, რაც ნიშნავს, რომ ჰანს ფლიკის გუნდმა ვადაზე ადრე გაიფორმა ტიტული.
"რეკორდმაისტერმა" ზედიზედ მეცხრედ, ისტორიაში კი 30-ედ მოიგო ბუნდესლიგის ჩემპიონატი და მომავალი სეზონიდან გუნდის გერბს მეექვსე ვარსკვლავი შეემატება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა საზაფხულო ტრანსფერი უკვე დაგეგმა.
როგორც ცნობილია, კლუბის პირველი სამიზნე ზაფხულში მილანის "ინტერის" განაპირა მცველი, აჩრაფ ჰაკიმი იქნება.
მაროკოელი ფეხბურთელი იდეალურად ერგება ნაგელსმანის სამ მცველიან ტაქტიკას, სადაც ფლანგის მცველებს შეტევაში დიდი როლი ენიჭებათ, სწორედ ამიტომ, აჩრაფი კლუბის მთავარი სამიზნე იქნება.
გერმანული გამოცემა BILD-ის ცნობით, ნაგელსმანს, განსხვავებით ჰანსი ფლიკისგან, ჰასან სალიჰამიჯიჩის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს ტრანსფერებში და მისი ყველა სატრანსფერო სურვილის ასრულებას ეცდება.
შესაბამისად, დიდია ალბათობა იმისა, რომ ზაფხულში "ბაიერნის" მხრიდან არაერთი ტრანსფერი ვიხილოთ.
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტს იულიან ნაგელსმანი დაიკავებს.
ცნობილი ფაქტია, რომ ახალგაზრდა სპეციალისტის საყვარელი სათამაშო სქემა სამ მცველიანი ტაქტიკაა.
"ბაიერნის" ამჟამინდელი შემადგენლობის გათვალისწინებით, არის შესაძლებელი, რომ კლუბმა მომდევნო სეზონში 3-4-2-1 ტაქტიკით ითამაშოს. თუმცა, სავარაუდოდ, "რეკორდმაისტერს" ამ სქემაზე გადასაწყობად მაინც დასჭირდება გარკვეული ტრანსფერები.
თუმცა, საინტერესოა, როგორი თერთმეტეული გამოვიდოდა ხსენებულ ტაქტიკაში ამჟამინდელი შემადგენლობით. ბუნდესლიგის გვერდმა კი სავარაუდო ვარიანტი შემოგვთავაზა:
ხვიჩა კვარაცხელიასადმი ინტერესი ევროპული გრანდების მხრიდან კიდევ უფრო მეტად იზრდება.
გერმანული გამოცემების ინფორმაციით, ამჯერად 20 წლის გარემარბის შეძენის მიუნხენგლადბახის "ბორუსია" დაინტერესდა.
წყაროს ცნობით, ბუნდესლიგის კლუბში ქართველი ვინგერის პროგრესით და ნაჩვენები თამაშებით მოხიბლულები არიან და ოფიციალური შეთავაზების გასაკეთებლადაც ემზადებიან.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას შეძენა ასევე "იუვენტუსს", "ბაიერნს", "მილანსა" და რამდენიმე ევროპულ კლუბს სურს.
Anfield Watch-ის ინფორმაციით, მიუნხენის „ბაიერნი“ „ლივერპულის“ ვარსკვლავის, ჯორჯინიო ვეინალდუმისთვის ბრძოლაში ჩაერთო.
როგორც ირკვევა, მიუნხენელების ახალი მწვრთნელი, იულიან ნაგელსმანი, ნიდერლანდელი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია და გერმანულ გრანდში მისი ხილვა სურს.
ვეინალდუმისთვის საკმაოდ დიდი ბრძოლაა გაჩაღებული- 30 წლის ნახევარმცველის ყიდვა კატალონიის „ბარსელონას“, მილანის „ინტერს“, ტურინის „იუვენტუსსა“ და ახლა უკვე „რეკორდმაისტერსაც“ სურთ.
აღსანიშნავია, რომ ჯინის მოთხოვნა საკმაოდ მაღალი ხელფასია, რაც თითოეულ გუნდთან მოლაპარაკებების პროცესს ართულებს.
ლონდონის "ჩელსი" მიუნხენის "ბაიერნის" სუპერვარსკვლავის, რობერტ ლევანდოვსკის დამატებით დაინტერესდა.
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, პოლონელი ფორვარდის თაობაზე "არისტოკრატები" უკვე დაუკავშირდნენ კლუბს, თუმცა, მალევე მიიღეს უარი.
წყაროს ცნობით, "ბაიერნი" მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფიქრდება ლევანდოვსკის გაშვებაზე, თუ კლუბი ერლინ ჰოლანდს შეიძენს. თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი პოლონელის გაყიდვის ალბათობა ძალიან მცირეა.
როგორც ცნობილია, ლევანდოვსკის დამატება "ჩელსის" გარდა ასევე სხვა რამდენიმე ევროპულ გრანდსაც სურდა, თუმცა, ყველა შემთხვევაში კლუბმა შეთავაზება დაბლოკა.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ იულიან ნაგელსმანმა პირველი კომენტარი გააკეთა.
"საიდუმლო არ არის, რომ "ბაიერნის" რიგებში მოხვედრა ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ეს უდიდესი გამოწვევაა ჩემს კარიერაში."
"მსურს მადლობა გადავუხადო ოლივერ მინცლაფსა და მთელ "ლაიფციგის" ხელმძღვანელობას, რომელმაც იდეალური გამოსავალი იპოვა შექმნილი სიტუაციიდან და მომცა ჩემი სურვილების განხორციელების შანსი."
"ჯერ კიდევ ადრეა დასამშვიდობებელი სიტყვის თქმისთვის, რადგან "ლაიფციგში" ყველაფერი არ დამთავრებულა. მართალია, ჩემი მისია აქ ზაფხულში მთავრდება, მაგრამ, ამ დრომდე ყველაფერს გავაკეთებ კლუბის წარმატებისთვის." - აცხადებს ნაგელსმანი.
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა კლუბის დატოვების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა.
"გასული 2 წელიწადი ჩემთვის დაუვიწყარია. უდიდესი სიამოვნება მივიღე ემოციებით, გამარჯვებებით, ტიტულებით და ყოველდღიური მუშაობით. წარმატება მხოლოდ ერთად შრომით მიიღწევა."
"მწვრთნელი არაფერია ფეხბურთელების გარეშე და მე ძალიან იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან საოცარ ადამიანებთან მომიწია მიუნხენში მუშაობა. ყველას უდიდეს მადლობას ვუხდი."
"განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პრეზიდენტ ჰერბერტ ჰაინერს, სრულ დირექტორთა საბჭოს კარლ ჰაინც რუმენიგეს მეთაურობით, ოლივერ კანსა და ჰასან სალიჰამიჯიჩს, რომლებმაც შანსი მომცეს აქ მუშაობის."
"ერთადერთი, რაზეც გული მწყდება არის ის, რომ ფანებთან ერთად ვერ შევძელით ტიტულების აღნიშვნა. ისინი ყველა მატჩში მენატრებოდნენ."
"მსურს "ბაიერნის" დიდ ოჯახს წარმატება ვუსურვო მომავალში. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო აქ მუშაობა." - აცხადებს ფლიკი.
მიუნხენის "ბაიერნის" ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ მომავალი სეზონიდან გუნდს იულიან ნაგელსმანი გაუძღვება.
"ბაიერნის მთავარი მწვრთნელის პოსტს 2021 წლის 30 ივნისიდან იულიან ნაგელსმანი ჩაიბარებს. მან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და გუნდში 2026 წლამდე დარჩება."
"ჰანს ფლიკთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი გაწყვეტილია." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
როგორც ცნობილია, "ბაიერნი" ნაგელსმანის კონტრაქტის გამოსასყიდად 25 მილიონ ევროს გადაიხდის.