bayern.ge სიახლეები გვერდი 554
კიმიხი: "ჩვენი ყველაზე დიდი კონკურენტი ეს გუნდია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, იოზუა კიმიხმა ბუნდესლიგაში არსებული სიტუაცია შეაფასა.

"კარგი პირველი წრე გვქონდა და ბედნიერი ვარ პირველ ადგილზე ყოფნით. მიმდინარე სეზონში საუკეთესო შეხვედრა "შალკეს" წინააღმდეგ გვქონდა."

"რაც შეეხება ჩვენს ყველაზე დიდ კონკურენტს, ვფიქრობ ეს "ლაიფციგია". ისინი უშვებენ ცოტა გოლს და მეტს იტანენ და შესაბამისად, მეორეზეც არიან."

"მნიშვნელობა არ აქვს რამდენს გაუტან, ისინი ახერხებენ შენზე მეტის გატანას. "ლაიფციგი" ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს." - აცხადებს კიმიხი.
"ბაიერნის" სატრანსფერო ბიუჯეტი ცნობილია
გერმანულმა გამოცემა Sport1-მა მიუნხენის "ბაიერნის" 2021 წლის სატრანსფერო ბიუჯეტი დაასახელა.

წყაროს ცნობით, ფინანსური კრიზისის ფონზე "რეკორდმაისტერი" თანხების მხრივ სერიოზულად იქნება შეზღუდული. კლუბს მომავალ ზაფხულს 100 მილიონ ევროზე მეტის დახარჯვის შესაძლებლობა არ ექნება.

დიდი ალბათობით, კლუბი ზაფხულში არცერთ მნიშვნელოვან ფეხბურთელს არ გაყიდის, შესაბამისად, ფინანსების გაზრდას ამ მხრივ არ უნდა ველოდოთ.

"ბაიერნის" მთავარი სამიზნე კი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დაიოტ უპამეკანო იქნება, რომლის გამოსასყიდი ღირებულებაც 42 მილიონი ევროა.
რუმენიგე ადასტურებს: "ამ ტრანსფერს სერიოზულად განვიხილავთ"
ბოლო რამდენიმე სატრანსფერო ფანჯრის განმავლობაში აქტიურად მიდის საუბრები იმის შესახებ, რომ მიუნხენის "ბაიერნი" დაიოტ უპამეკანოს დაიმატებს.

აღნიშნულ თემაზე კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ისაუბრა და ინფორმაცია დაადასტურა.

"ვადასტურებ, უპამეკანოს შეძენას კლუბში მართლაც სერიოზულად განვიხილავთ. თუმცა, ზამთარში ეს შეუძლებელი იქნება." - აცხადებს რუმენიგე.

შეგახსენებთ, რომ უპამეკანო "ლაიფციგის" ღირსებას იცავს და მისი გამოსასყიდი ფასი 42 მილიონი ევროა.
"ბაიერნი" ტოლისოს ყიდის - შემცვლელი უკვე ნაპოვნია
მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარდაცვის ხაზში მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ცვლილებები იგეგმება.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" კორენტინ ტოლისოს გასაყიდად მზად არის და მისი შემცვლელიც უკვე ნაპოვნია.

მოგეხსენებათ, ფრანგ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურება, "რეკორდმაისტერი" მის გახანგრძლივებას არ აპირებს და სურს, რომ მომავალ ზაფხულსვე მოახერხოს მისი გაყიდვა. მსურველთა შორის ერთ-ერთი "მანჩესტერია".

რაც შეეხება პოტენციურ შემცვლელს, ნიკოლა ბარელაა. მილანის "ინტერის" ნახევარმცველი კარგ სეზონს ატარებს და ბევრი გუნდის ყურადღება მიიპყრო, მათ შორის "ბაიერნისაც".
2021 წლის საუკეთესო თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდებს რამდენიმე ვარსკვლავის უფასოდ გაფორმების საშუალება ექნებათ.

Tribuna წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს, რომლებიც თავისუფალი აგენტები 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გახდებიან.

2021 წლის საუკეთესო თავისუფალი აგენტების სიმბოლური ნაკრები
2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდებს რამდენიმე ვარსკვლავის უფასოდ გაფორმების საშუალება ექნებათ.

Tribuna წარმოგიდგენთ იმ ფეხბურთელებისგან შემდგარ სიმბოლურ გუნდს, რომლებიც თავისუფალი აგენტები 2021 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას გახდებიან.

FIFA-მ ევროპის სუპერლიგის შექმნაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა
გასულ პერიოდში აქტიურად მიდიოდა განხილვა ახალი საკლუბო ტურნირის, ევროპის სუპერლიგის შექმნაზე. ამ დიალოგებში კარლ-ჰაინც რუმენიგე, ფლორენტინო პერესი და სხვა დიდი კლუბების მაღალი თანამდებობის წევრები იღებდნენ მონაწილეობას.

როგორც ჩანს, საქმე საკმაოდ სერიოზულად არის და მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ახალი ტურნირის შექმნაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, FIFA ემიჯნება ევროპის სუპერლიგის შექმნის იდეას და აფრთხილებს ყველა კლუბს, რომ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მათგანი მსგავს ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, მათ FIFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე მონაწილეობის უფლება ჩამოერთმევათ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა იქნება ზემოთნახსენები მაღალჩინოსნების პასუხი ამ გაფრთხილებაზე.
ბოატენგი "ბაიერნში" დასარჩენად ხელფასის შემცირებაზე თანახმაა
ჟერომ ბოატენგის მომავალთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, ვეტერანი ფეხბურთელი "ბაიერნის" მესვეურებს შეხვდა და განუცხადა, რომ ის გუნდში დასარჩენად მზადაა ხელფასი შეიმციროს.

მოგეხსენებათ, ბოატენგს ამჟამინდელი კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და მისი ანაზღაურება წელიწადში 12 მილიონი ევროა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, როგორია "ბაიერნის" პოზიცია. დიდი ალბათობით, იმ შემთხვევაში, თუ კლუბი ზაფხულში უპამეკანოს დაიმატებს, მაშინ ბოატენგს გუნდის დატოვება მოუწევს.
ნოიერმა ბუნდესლიგის რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" "აუგსბურგს" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

"რეკორდმაისტერის" რიგებში სრული, 90 წუთი გაატარა მინდორზე გუნდის კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა და ახალი რეკორდიც დაამყარა.

კერძოდ, ეს რიგით 196-ე მატჩი გახლავთ კაპიტნისთვის, სადაც მან კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ის ამ მიღწევით ლეგენდარულ ოლივერ კანს გაუთანაბრდა და 1 მატჩი რჩება ერთპიროვნულად გალიდერებამდე.

ნოიერს ხსენებული რეკორდის დასამყარებლად 370 მატჩის ჩატარება დასჭირდა.
"აუგსბურგი" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის მატჩში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "აუგსბურგს" უპირისპირდება.

გთავაზობთ შეხვედრის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2

ლინკი 3​​​
"აუგსბურგი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-17 ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად "აუგსბურგს" უპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი, გორეცკა - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავის შესაძენად იბრძვიან
ბრიტანული გამოცემა The SUN-ის ინფორმაციით, ინგლისური გრანდების რადარზე მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავი, ჯამალ მუსიალა გამოჩნდა.

როგორც ცნობილია, "რეკორდმაისტერი" და ახალგაზრდა ნახევარმცველი ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან.

17 წლის ფეხბურთელი წელიწადში 6 მილიონ ევროს ითხოვს ანაზღაურების სახით, "ბაიერნი" კი ნაკლებს სთავაზობს.

წყაროს ცნობით, "მანჩესტერი" და "ლივერპული" აქტიურად აკვირდებიან მუსიალას სიტუაციას და იმ შემთხვევაში, თუ მიუნხენური გრანდი მასთან შეთანხმებას ვერ მიაღწევს, არ არის გამორიცხული, ფეხბურთელი ზაფხულში სწორედ ნისლიან ალბიონზე გადაბარგდეს.
აგენტი ადასტურებს: ალაბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა
ბოლო დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც დავიდ ალაბამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და სულ მალე მადრიდის "რეალთან" წინასწარ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

აღნიშნულ თემაზე კომენტარი ავსტრიელი მცველის აგენტმა, პინი ზაჰავმა გააკეთა.

"ვადასტურებ, ალაბამ მართლაც გაიარა სამედიცინო შემოწმება. თუმცა, მან ეს თავისი სურვილით გააკეთა."

"დავიდს სურს, რომ მომავალი გუნდის არჩევამდე ზედმეტი ტრავმები აირიდოს თავიდან." - აცხადებს ალაბა.
UEFA-ს წლის საუკეთესო თერთმეტეული ცნობილია
UEFA-ს ოფიციალურმა საიტმა 2020 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

თერთმეტეულში ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნიდან" მოხვდა.

იხილეთ სრული შემადგენლობა:


დადასტურდა: ალაბას მომავალი კლუბი ცნობილია
მიუნხენის "ბაიერნის" ავსტრიელი ცენტრალური მცველი, დავიდ ალაბა კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს.

ესპანური გამოცემა Marca-ს ინფორმაციით, 28 წლის ფეხბურთელი უკვე იმყოფებოდა მადრიდში, სადაც "სამეფო კლუბის" ექიმთან სამედიცინო შემოწმება გაიარა.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა. ალაბა "რეალთან" წინასწარ კონტრაქტს სულ მალე მოაწერს ხელს და ინფორმაციაც მალე გაოფიციალურდება.

ავსტრიელის "სამეფო კლუბში" ტრანსფერს სხვა გავლენიანი ევროპული გამოცემებიც ადასტურებენ. როგორც ცნობილია, ფეხბურთელი ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მისი ანაზღაურება 11 მილიონი ევრო იქნება, ასევე ბონუსებიც.

შეგახსენებთ, რომ ალაბას "ბაიერნთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ეწურება და ის თავისუფალი აგენტის სტატუსით ტოვებს კლუბს.
რუმენიგე ტრანსფერებზე: "ახლა მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ სამომავლო ტრანსფერებზე კომენტარი გააკეთა.

"გადავიხდით თუ არა უპამეკანოსა და ნეუჰაუსის გამოსასყიდ თანხას? ამჟამად მხოლოდ ერთი რამ არის ნათელი, ამ კრიზისის დროს თუ ტრანსფერს ანხორციელებ, ინვესტიცია სწორ ფეხბურთელებში უნდა ჩადო."

"ტრანსფერების გაკეთება ჰასან სალიჰამიჯიჩს ეხება. თუმცა, გასულ წელთან შედარებით ახლა უფრო ოპტიმისტურად ვართ განწყობილები რადგან ვფიქრობთ, რომ მომავალი სეზონიდან ფანები დაუბრუნდებიან სტადიონს." - აცხადებს რუმენიგე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2