bayern.ge სიახლეები გვერდი 555
"ბაიერნმა" დუგლას კოშტას თაობაზე გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის "ბაიერნმა" დუგლას კოშტას თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო.

იტალიური გამოცემების ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" სეზონის დასრულებას აღარ დაელოდება და ფეხბურთელს ტურინში იანვარშივე დააბრუნებს.

წყაროს ცნობით, მიუნხენში თვლიან რომ კოშტა ვერ ერგება მათ სათამაშო სტილსა და ტაქტიკას და შესაბამისად, გუნდში მის ყოფნას პოზიტივი ვერ მოაქვს.

გარდა ამისა, კოშტას ანაზღაურება სეზონში 6 მილიონი ევროა, რაც საკმაოდ მაღალია და სწორედ ამიტომ "ბაიერნს" ურჩევნია, რომ ბრაზილიელი შუა სეზონის დროს დააბრუნოს "იუვენტუსში".
რუმენიგე: "პეპთან ამ შეხვედრის დროს ორივე ავტირდით"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ პეპ გვარდიოლასთან ერთ-ერთი შეხვედრის ემოციური მომენტი გაიხსენა.

"ერთი საღამო ჩემი მეხსიერებიდან არასდროს წაიშლება. 2015 წლის ნოემბერში პეპთან შეხვედრა გვქონდა და მან მითხრა, რომ კლუბს ტოვებდა, ახალი გამოწვევები სჭირდებოდა."

"მან ყველაფერზე გულღიად ისაუბრა. ძალიან ემოციური შეხვედრა იყო. მან იტირა, ცრემლების შეკავება ვერც მე მოვახერხე."

"ჩვენს შორის დიდი მეგობრობა ჩამოყალიბდა. ხშირად ვეკონტაქტებით ერთმანეთს." - აცხადებს რუმენიგე.
დეივისის ბრწყინვალე სტატისტიკა "ფრაიბურგის" წინააღმდეგ
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა და უახლოეს მდევარს 4 ქულით გაასწრო.

"რეკორდმაისტერის" გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ალფონსო დეივისმა, რომელსაც, ფაქტობრივად, იდეალური თამაში ჰქონდა და ბრწყინვალე სტატისტიკაც დააფიქსირა.

ფონზი "ფრაიბურგის" წინააღმდეგ 81-ჯერ შეეხო ბურთს. 58 გადაცემიდან ყველა ზუსტი აღმოჩნდა, აქედან 2 მნიშვნელოვანი გადაცემა გახლდათ. ასევე მისი 6 დრიბლინგიდან 5 წარმატებული აღმოჩნდა.

დეივისი დაცვაშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და 2-ჯერ ჩაჭრა ბურთი. 11 ორთაბრძოლიდან კი 9 მის სასარგებლოდ დასრულდა. შეფასება 7.7 კი "ბაიერნის" მცველებს შორის ყველაზე მაღალი გახლდათ.
ფლიკი: "დღეს ჩვენი დაცვა კარგად გამოიყურებოდა"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "ფრაიბურგთან" მოგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"მარტივი თამაში არ გვქონია. დღეს თავიდანვე ვგრძნობდი, რომ ჩემი ფეხბურთელები ორთაბრძოლებში კარგად გამოიყურებოდნენ და ამ ფაქტმა ძალიან გამახარა."

"ლევანდოვსკიმ კარგი გოლი გაიტანა. თუმცა, ამის შემდეგ მეორეც უნდა გაგვეტანა და ვფიქრობ, თამაში სხვანაირად წავიდოდა."

"დღეს დაცვა კარგად გამოიყურებოდა. გოლი კუთხურიდან გავუშვით, მაგრამ ასეთები ხდება ხოლმე."

"გამიხარდა თუ არა კონკურენტების ქულების დაკარგვა? არა. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები. 4 ქულით წინ გასვლა კარგია, მაგრამ არ შეიძლება ყურადღების მოდუნება."

"არ მიყვარს კონკრეტული ფეხბურთელების გამორჩევა, მაგრამ დღეს სანე ძალიან კარგი იყო. მისი პროგრესი მუდმივად შეინიშნება და დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი დონე." - აცხადებს ფლიკი.
გნაბრის ტრავმის სიმძიმე ცნობილია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა "ფრაიბურგის" წინააღმდეგ.

სამწუხაროდ, მატჩის მიმდინარეობის დროს დაზიანება მიიღო სერჟ გნაბრიმ, რის გამოც მის ნაცვლად მინდორზე ლეროი სანე გამოვიდა.

როგორც ჰანს ფლიკმა თამაშის დასრულების შემდეგ განაცხადა, გნაბრის ტრავმა სერიოზული არ გახლავთ და მას მხოლოდ კუნთის დაჭიმულობა აწუხებს. ჯერ-ჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ფეხბურთელი მინდორზე.

შეგახსენებთ, რომ ეს გნაბრისთვის რიგით მეორე ტრავმა გახლავთ 2021 წელს. "მაინცთან" მიღებული დაზიანების გამო მას "გლადბახთან" დასვენება მოუწია.
ლევანდოვსკიმ მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "ფრაიბურგი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრის პირველი გოლი მე-7 წუთზე, რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ პოლონელმა ამის წყალობით ახალი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, ლევანდოვსკის 16 ტურის შემდეგ ბუნდესლიგაში უკვე 21 გოლი აქვს გატანილი, რაც ტურნირის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.
"ბაიერნი" 2:1 "ფრაიბურგი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" საკუთარ კედლებში "ფრაიბურგი" მიიღო და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.


რუმენიგე ადასტურებს: "ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი ცვლილება გველოდება"
მიუნხენის "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ ჩემპიონთა ლიგაზე საინტერესო ცვლილებები დააანონსა.

"სიმართლე გითხრათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩები ცოტა არ იყოს მოსაწყენია. ამას UEFA-შიც კარგად ხვდებიან."

"ჩემი ინფორმაციით, ამ ფორმატის ცვლილებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და უახლოეს მომავალში დიდ სიახლეებს უნდა ველოდოთ." - აცხადებს რუმენიგე.
მათეუსი: "ჩვენ ეს 3 მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გავუშვით, შევსება კი არ ჩანს"
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა მიუნხენის "ბაიერნის" მდგომარეობაზე ისაუბრა.

"ბაიერნი სატრანსფერო პოლიტიკის გამო აუცილებლად გასაკრიტიკებელია. მათ გაუშვეს პერიშიჩი, კოუტინიო და ტიაგო. სამივე მათგანი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო."

"დასაწყისიდანვე ვიცოდით, რომ წინ გრძელი, რთული სეზონი გველოდა. ახალი ტრანსფერების შემთხვევაში კი მისი გადალახვა გამარტივდებოდა."

"ხშირად შევხვდებით გუნდში კონცენტრაციის ნაკლებობას. ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. გადაღლა, რამდენიმე მატჩის ჩატარება მიყოლებით, არდადეგების დროის არარსებობა." - აცხადებს მათეუსი.
"ბაიერნი" - "ფრაიბურგი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-16 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ კედლებში "ფრაიბურგს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი მატჩისთვის.

ნოიერი - პავარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - გორეცკა, კიმიხი - გნაბრი, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
Sport1: ნუბელი უკმაყოფილებას გამოთქვამს
გერმანული გამოცემა Sport1-ის ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მეკარე, ალექსანდრ ნუბელი უკმაყოფილებას გამოთქვამს.

24 წლის ფეხბურთელი "რეკორდმაისტერს" სეზონის დაწყებამდე შეუერთდა, თუმცა, მას მხოლოდ 2 შეხვედრაში მიეცა თავის გამოჩენის საშუალება. ესენია თასის პირველ ეტაპზე "დურენის" წინააღმდეგ და ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან", როცა ნოიერი ტრავმირებული იყო.

წყაროს ცნობით, ნუბელი და მისი აგენტი უკმაყოფილოები არიან იმით, რომ ისეთ უმნიშვნელო მატჩშიც კი, როგორიც "ლოკომოტივთან" ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა იყო, ფეხბურთელს სათამაშო დრო არ მიეცა.

მოგეხსენებათ, "ბაიერნში" გადმოსვლამდე მას გარკვეულ გარანტირებულ სათამაშო დროს დაჰპირდნენ, თუმცა, ეს დაპირება არ სრულდება და შესაბამისად, ნუბელი და აგენტი შესაბამის განმარტებებს ითხოვენ.
ოფიციალურად: მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს ერთი გუნდი გამოაკლდა
FIFA-ს ოფიციალური საიტის ცნობით, მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატს ერთი მონაწილე გამოაკლდა. ეს გახლავთ ახალზელანდიური "ოკლენდი".

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო სერიოზული შეზღუდვებია დაწესებული და სწორედ ამ მიზეზის გამო ოკეანეთის ლიგის გამარჯვებულები მუნდიალზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

"ოკლენდი" საქმეში 1/8 ფინალიდან უნდა ჩართულიყო და "ალ დუჰალს" დაპირისპირებოდა, თუმცა, ეს უკანასკნელი პირდაპირ მიიღებს 1/4 ფინალის საგზურს.

მაშასადამე, 30 იანვარს დასაწყებ ტურნირში მონაწილეობას "ბაიერნისა" და ხსენებული "ალ დუჰალის" გარდა, ასევე ეგვიპტური "ალ აჰლი", კორეული "ულსანი", მექსიკური "ტიგრესი" და კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული ("სანტოსი" ან "პალმეირასი") მიიღებენ.
"ბაიერნი" "რეალის" ვარსკვლავის ტრანსფერისთვის ბრძოლაში ჩაერთო
მიუნხენის "ბაიერნი" ახალი ცენტრალური მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობს.

ესპანური გამოცემა GOAL-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერის" რადარზე ამჯერად მადრიდის "რეალის" ფეხბრუთელი, ედერ მილიტაო გამოჩნდა.

22 წლის მცველი "სამეფო კლუბს" 2019 წელს შეუერთდა, თუმცა, მას შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში შანსი იშვიათად ეძლევა და არ არის გამორიცხული, სულ მალე კლუბი დატოვოს.

წყაროს ცნობით, ჯერ-ჯერობით "ბაიერნის" მხრიდან კონკრეტული შეთავაზებები არ ყოფილა. დიდი ალბათობით, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ეცდება მილიტაოს გადაბირებას.
ანჩელოტი "ბაიერნის" ამომავალი ვარსკვლავის ტრანსფერს ითხოვს
მიუნხენის "ბაიერნის" ამომავალმა ვარსკვლავმა, იოზუა ზირკზემ, შესაძლოა, კარიერა ნისლიან ალბიონზე გააგრძელოს.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, ახალგაზრდა ფორვარდის დამატებით ლივერპულის "ევერტონი" არის დაინტერესებული.

მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონში 17 წლის ფეხბურთელს დიდი სათამაშო დრო არ ეძლევა და კლუბი მისი იჯარით გაშვებას აპირებს, ბოლო ცნობებით კი დამატების მთავარი ფავორიტი სწორედ "კამფეტები" არიან.

მოგეხსენებათ, ინგლისურ კლუბს ამჟამად კარლო ანჩელოტი უძღვება, რომელიც ერთ დროს "ბაიერნშიც" მუშაობდა და კავშირებიც აქვს. შესაბამისად, დიდია ალბათობა ამ კავშირების დახმარებით ზირგზე ექვსთვიანი იჯარით სწორედ "ევერტონში" აღმოჩნდეს.
"ბაიერნმა" ლევანდოვსკის შემცვლელს ნისლიან ალბიონზე მიაგნო
ევროპული გამოცემების ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნი" რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელს აქტიურად ეძებს.

პოლონელ ფორვარდს აგვისტოში 33 წელი შეუსრულდება და როგორც ჩანს, "რეკორდმაისტერში" უკვე სერიოზულად განიხილავენ ახალგაზრდა თავდამსხმელის მოყვანას.

წყაროს ცნობით, ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გლაზგოს "რეინჯერსის" შემტევი, ალფრედო მორელოსია.

24 წლის თავდამსხმელი შოტლანდიაში მეოთხე სეზონს ატარებს და იგი მუდმივად პროგრესირებს. სწორედ ამის წყალობით მან "ბაიერნის" ყურადღებაც მიიპყრო.

როგორც ცნობილია, კოლუმბიელი ფეხბურთელის ღირებულება 18 მილიონი ფუნტია და "ბაიერნს" სწორედ ამ თანხის გადახდა მოუწევს მორელოსის სანაცვლოდ.
რონალდუსა და მესის გარეშე - შვაინშტაიგერმა 2020 წლის საუკეთესო შემადგენლობა დაასახელა
მოგეხსენებათ, ცნობილი კომპიუტერულ თამაშ FIFA-ში წლის საუკეთესო გუნდს მომხმარებლების ხმებით ირჩევენ. სულ მალე EA Sports (თამაშის მწარმოებელი კომპანია) FIFA 21-ის საუკეთესო თერთმეტეულს, ე.წ. Team Of The Year-ს დაასახელებს.

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმა აღნიშნულ თამაშში თავისი შემადგენლობა აარჩია.

რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ბასტის თერთმეტეულში ვერც კრისტიანო რონალდუ და ვერც ლეო მესი ვერ მოხვდნენ.

როგორც ჩანს, შვაინშტაიგერი მიიჩნევს, რომ შემადგენლობაში "პსჟსა" და "ბაიერნის" დომინირებას ვიხილავთ და ყველაზე მეტი მოთამაშე მის გუნდში სწორედ ამ გუნდებიდან მოხვდნენ.

იხილეთ თერთმეტეული:

ნოიერი - მარკინიოსი, ვან დაიკი, რამოსი - კიმიხი, ჰენდერსონი, დე ბრუინი, გერეირო - მბაპე, ლევანდოვსი, ნეიმარი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2