bayern.ge სიახლეები გვერდი 556
ფლიკი: "ეს სრული შოკია. ყველა გაწბილებულები ვართ"
მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა "კილთან" თასზე განცდილი მარცხის შემდეგ ვრცელი პრესკონფერენცია ჩაატარა.

"სრული შოკია. ყველანი გაწბილებულები ვართ. პირველი გოლი ისეთივე გავუშვით, როგორც ბოლო მატჩებში. დავტოვეთ სივრცე და მეტოქემ გამოიყენა. მეორე გოლის დროს კი საჯარიმოში ყველამ 1-1ზე არ აიყვანა მეტოქე და შესაბამისად გაგვიტანეს."

"ჩვენ ბევრი მუშაობა დაგვჭირდება დაცვის ხაზში. ეს სათასო მატჩი იყო და აქ მარცხი ნიშნავს, რომ ტიტულისთვის ვეღარ ვიბრძოლებთ. ეს ძალიან ცუდია."

"მოტივაციის კუთხით ჩემს გუნდს ვერაფერში დავადანაშაულებ. 120 წუთის განმავლობაში ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მოგვეგო."

"გასამართლებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ასეთი გრაფიკის დროს 120 წუთიანი მატჩის ჩატარება რთულია."

"დამაგვირგვინებელ ფაზაშიც არ ვიყავით იდეალურები. არაერთი მომენტი შევქმენით ფლანგებიდან, მაგრამ, შედეგი არ მოიტანა."

"როდესაც გუნდს წვრთნი ა და ბ გეგმა არ არსებობს. ყველა მატჩს ინდივიდუალურად უნდა მიუდგე და დღევანდელ შეხვედრაზეც ასე გავაკეთეთ."

"არ ვფიქრობ, რომ ვინმე მარკ როკას დაადანაშაულებს. ეს პენალტების სერიაა, რომელშიც ნებისმიერს შეიძლება არ გაუმართლოს. ყველა ის გვერდით ვდგავართ." - აცხადებს ფლიკი.
გასული ათწლეულის საუკეთესო მეკარეების სია ცნობილია
ცნობილმა სტატისტიკურმა გამოცემა IFFHS-მა გასული დეკადის საუკეთესო მეკარეების სია გამოაქვეყნა.

გასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით, რომ პირველ ადგილზე მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანი, მანუელ ნოიერი გავიდა, რომელმაც საგრძნობლად გაუსწრო ჯანლუიჯი ბუფონს.

სამეული "ჩელსის" ყოფილმა და მადრიდის "რეალის" ამჟამინდელმა კარის დარაჯმა, ტიბო კურტუამ შეავსო.

იხილეთ სრული სია:


ბასტიანი: "ბაიერნის დაცვის მთავარი პრობლემა ეს არის"
მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ, ბასტიან შვაინშტაიგერმა გუნდის პრობლემაზე ისაუბრა.

"ბაიერნი მინდორზე ძალიან მაღლა ამოწეული დგას. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს მეტოქეებმა ეს ყველაფერი უკვე კარგად შეისწავლეს და ამოხსნეს."

"ისინი ცდილობენ სწრაფი და გამჭოლი პასები გააკეთონ სიღრმეში, რაც მათ შედეგს აძლევს. პირადად ჩემი გადმოსახედიდან, ასე მაღლიდან თამაში სულაც არ არის საჭირო." - აცხადებს ბასტიანი.
"თქვენ გეცინებათ?" - მიულერი ინტერვიუს დროს გაბრაზდა (ვიდეო)
გერმანიის თასის 1/16 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" კილის "ჰოლშტეინს" დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ მცირე უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. როგორც ჩანს, თომას მიულერი მარცხმა ძალიან გააბრაზა და მან ემოციების მოთოკვა ვერ მოახერხა.

მიულერი გერმანული არხის, ARD-ის ჟურნალისტს გაუბრაზდა: "თქვენ საერთოდ რაზე ფიქრობთ? ახლა გეცინებათ?" ჟურნალისტმა კითხვის ახლიდან დასმა სცადა, თუმცა, პასუხი იგივე იყო - "რა თქმა უნდა, თქვენ ფიქრობთ რომ ეს სასაცილოა."

საბოლოოდ მიულერმა ინტერვიუ შემდეგი სიტყვებით დაასრულა: "რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ცუდ განწყობაზე ვართ. მარტივი წარმოსადგენია, რა ხდება ჩვენს გასახდელში."
"კილი" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის თასის 1/16 ფინალურ ეტაპზე მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად კილის "ჰოლშტეინს" უპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - სარი, სულე, ერნანდესი, დეივისი - კიმიხი, ტოლისო - სანე, მიულერი, მუსიალა - გნაბრი.
BILD: "ბაიერნმა" დავიდ ალაბას შემცვლელი უკვე იპოვა
მოგეხსენებათ, დავიდ ალაბას მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ მიუნხენის "ბაიერნთან" კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბსაც დატოვებს.

გერმანული გამოცემა BILD-ის ინფორმაციით, "რეკორდმაისტერს" ავსტრიელი მცველის შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს და ის დაიოტ უპამეკანოა.

ახალგაზრდა ფეხბურთელი უკვე წლებია რაც "ლაიფციგის" რიგებში უმაღლეს დონეზე თამაშობს და "ბაიერნის" ყურადღებაც მიიპყრო გასულ წელს. ახლა კი კლუბში საბოლოოდ გადაწყვიტეს, რომ ის დაცვის ხაზის ლიდერი უნდა გახდეს.

თუმცა, მთავარ პრობლემას სატრანსფერო ღირებულება წარმოადგენს. უპამეკანოს ფასი დაახლოებით 45 მილიონი ევროა, "ბაიერნის" ფინანსური შესაძლებლობებიდან და სატრანსფერო გამოცდილებიდან გამომდინარე კი ძნელი წარმოსადგენია, რომ კლუბმა ამხელა თანხა გადაიხადოს ცენტრალური მცველის შესაძენად.
ლევანდოვსკი: "გალა დაჯილდოების შემდეგ რონალდუს ვესაუბრე"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ბაიერნი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ჩვენ ყველა ტიტული მოვიგეთ, მაგრამ, გაჩერებას არ ვაპირებთ. გასული წელი მართლაც განსაკუთრებული გამოდგა ჩემს კარიერაში."

"მას შემდეგ, რაც გალა დაჯილდოების ცერემონია დამთავრდა, მე რონალდუსთან ვისაუბრა. მან მომილოცა წარმატებული თამაში და 2020 წელს ტიტულების მოგება."

"ჩვენ ორივე უმაღლესი დონის ფეხბურთელები ვართ დიდი გამოცდილებით და ერთმანეთს კარგად ვიცნობთ, მაგრამ, ეს დიალოგი მაინც ძალიან კარგი და განსაკუთრებული გამოვიდა." - აცხადებს ლევანდოვსკი.
Goal: "ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამჟღავნებს როკას ხასიათს"
მარკ როკას ერთ-ერთმა ახლობელმა გამოცემა Goal-თან საუბრისას ესპანელი ფეხბურთელის ხასიათზე ისაუბრა.

"ყველა, ვინც მეტნაკლებად იცნობს როკას, ძალიან კარგად იცის, რომ ის დაუღლელი ფეხბურთელია, რომლის ერთადერთი მიზანიც მუდმივი პროგრესია."

"თქვენით განსაჯეთ, ის "ბაიერნში" 13 კვირაა იმყოფება და მხოლოდ და მხოლოდ დეკემბერში გამონახა დრო იმისთვის, რომ ახალ ბინაში გადასულიყო."

"ახლაც ფიქრობთ, რომ მარკი სადმე წამსვლელია? მას აქვს მიზნები და ამისთვის ბოლომდე იბრძოლებს." - აცხადებს როკას ახლობელი.
"გადაიხადეთ 39 მილიონი" - "ბაიერნი" ბუნდესლიგის ვარსკვლავის შესაძენად იბრძვის
გერმანული გამოცემა Sky-ს ინფორმაციით, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ფლორიან ნეუჰაუზი გამოჩნდა.

23 წლის ფეხბურთელი "გლადბახის" რიგებში უკვე მესამე სეზონს ატარებს და ის გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

წყაროს ცნობით, "რეკორდმაისტერი" ახალგაზრდა ნახევარმცველთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და არ არის გამორიცხული, ტრანსფერი ზაფხულში განხორციელდეს.

ნეუჰაუზის გამოსასყიდი ღირებულება 39 მილიონ ევროს შეადგენს და მისი შეძენით "ბაიერნის" გარდა ასევე მადრიდის "რეალიც" არის დაინტერესებული.
ლევანდოვსკი: "დორტმუნდში თამაშის დროს კლოპთან სანაძლეო დავდე"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დორტმუნდის "ბორუსიაში" გატარებული პერიოდი გაიხსენა.

"როდესაც დორტმუნდში გადავედი, მაშინ გერმანულად საუბარი არ ვიცოდი. მხოლოდ 1 სიტყვა ვიცოდი, მადლობა."

"კლოპს ჩემში მოტივაციის გაზრდა სურდა. ერთ დღესაც მოვიდა და ასეთი სანაძლეო დამიდო: თუ ვარჯიშზე 10 გოლს გავიტანდი, 50 ევრო უნდა მოეცა, თუ ვერა, პირიქით, მე ვაძლევდი."

"თავდაპირველად ბევრს ვხალისობდით, თუმცა, თითქმის ყოველ კვირაში გამარჯვებული მე გამოვდიოდი და ფულსაც ვიღებდი."

"რამდენიმე კვირის შემდეგ მოვიდა და მითხრა: "საკმარისია, შენ უკვე სრულიად მზად ხარ." - იხსენებს ლევანდოვსკი.
"კილი" - "ბაიერნი" სავარაუდო შემადგენლობა
გერმანიის თასის 1/16 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად კილის "ჰოლშტეინს" დაუპირისპირდება.

გთავაზობთ "რეკორდმაისტერის" სავარაუდო შემადგენლობას მომავალი შეხვედრისთვის.

ნუბელი - სარი, ბოატენგი, ალაბა, ერნანდესი - როკა, ტოლისო - სანე, მიულერი, კოშტა - ჩუპო მოტინგი.
გამოისყიდიან თუ არა დანტასს - "ბაიერნში" აზრი ორად იყოფა
გერმანული გამოცემები ახალგაზრდა ნახევარმცველის, ტიაგო დანტასის მომავალზე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ.

მოგეხსენებათ, 20 წლის ფეხბურთელი მიუნხენის "ბაიერნის" რიგებში ერთწლიანი იჯარით იმყოფება, კლუბს კი მისი გამოსყიდვის უფლება აქვს, თუმცა, შესაძლოა, "რეკორდმაისტერმა" ეს უკანასკნელი პუნქტი არ აამუშაოს.

წყაროს ცნობით, გუნდის სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი დანტასის მომავალს სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ მისი გამოსყიდვა "ბაიერნს" არ სჭირდება.

განსხვავებული აზრი აქვს ჰანს ფლიკს, რომელსაც სჯერა, რომ პორტუგალიელს დიდი პოტენციალი აქვს და კლუბმა აუცილებლად უნდა გადაიხადოს გამოსასყიდი თანხა. შეგახსენებთ, რომ ღირებულება 7.5 მილიონ ევროს შეადგენს.
დიდი რეგრესი - ალაბას საშინელი სტატისტიკა მიმდინარე სეზონში
მიუნხენის "ბაიერნის" დაცვის ხაზი რომ მიმდინარე სეზონში მოწოდების სიმაღლეზე ვერ არის, ამაზე სტატისტიკაც მოწმობს.

გერმანულმა გამოცემა BILD-მა ბენჟამინ პავარის შემდეგ დავიდ ალაბას სტატისტიკაც გამოაქვეყნა, სადაც მისი დიდი რეგრესი შეინიშნება.

მაგალითად, ავსტრიელი გასულ სეზონში ორთაბრძოლების 60%-ში გამოდიოდა გამარჯვებული, წლეულს კი ეს რიცხვი მხოლოდ 51%-ს შეადგენს.

ასევე ალაბას მოკლებული აქვს პასების კუთხითაც. მისი არაზუსტი გადაცემების რაოდენობა 8%-დან 12%-მდე გაიზარდა. სისწრაფის კუთხით კი თუ მისი საუკეთესო აჩქარება წინა სეზონში 34 კმ/სთ-ს შეადგენდა, ამჯერად საუკეთესო მაჩვენებელი მხოლოდ 32.2%-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ ალაბას მიმდინარე სეზონის შემდეგ "ბაიერნთან" კონტრაქტი ეწურება და დიდი ალბათობით, კლუბს გამოიცვლის.
ბაიერნი და მილანი "ახალი ბუსკეტსის" შესაძენად იბრძვიან
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე კიდევ ერთი ტალანტი გამოჩნდა.

ევროპული გამოცემების ინფორმაციით, საუბარია ბელგიური "ანდერლეხტის" ამომავალ ვარსკვლავ სამბი ლოკონგაზე.

21 წლის ფეხბურთელი პოზიციით საყრდენი ნახევარმცველია და მას ხშირად ადარებენ "ბარსელონას" ლეგენდას, სერხიო ბუსკეტსს.

წყაროს ცნობით, ლოგონგას დამატება "რეკორდმაისტერის" გარდა ასევე "მილანსა" და "ლაიფციგსაც" სურთ. დიდი ალბათობით, ფეხბურთელი ბელგიას მომავალ ზაფხულს დატოვებს.
რუმენიგე: "კარგი იქნებოდა "ბაიერნს" ორი მისნაირი ფეხბურთელი ჰყავდეს"
მიუნხენის "ბაიერნის" აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ საინტერესო განცხადება გააკეთა.

"ძალიან კარგი იქნებოდა, რომ "ბაიერნს" ორი იოზუა კიმიხი ჰყავდეს, თუმცა, ის ერთადერთი და განუმეორებელია და მოხარულები ვართ, რომ ჩვენს გუნდში თამაშობს."

"იოზუა ძალიან კარგად გრძნობს თამაშს და ტემპს. მას მუდმივი წყურვილი აქვს გამარჯვების. კიმიხი მსოფლიო კლასის ფეხბურთელი და ჩვენი გუნდის მამოძრავებელი ძალაა." - აცხადებს რუმენიგე.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2