bayern.ge სიახლეები გვერდი 558
კომანი: "ჩემპიონთა ლიგაზე ფავორიტი ეს სამი კლუბია"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, კინგსლი კომანმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელა.

"ვიცით, რომ ფავორიტებად განვიხილებით, თუმცა ეს სტატუსი უნდა გავამართლოთ."

"ჩვენ ძალიან გვსურს ჩემპიონთა ლიგის მოგება. გვყავს ძალიან კარგი გუნდი, კარგი მწვრთნელი, კარგი ახალგაზრდები, კარგი ლიდერები. ყველაფერი გვაქვს გასამარჯვებლად."

"ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები ამჟამად "ბაიერნი", "ლივერპული" და "იუვენტუსი" არიან. "პსჟ"? ისინი არ არიან დაბლა, მაგრამ ვერც მთავარ ფავორიტთა შორის." - აცხადებს კომანი.
გასული დეკადის საუკეთესო ათეული ცნობილია
სტატისტიკურმა გამოცემა IFFHS-მა გასული დეკადის საუკეთესო ათი ფეხბურთელი დაასახელა.

სიას სათავეში კატალონიის "ბარსელონას" ლეგენდა, ლეო მესი უდგას. ათეულში "ბაიერნის" მხრიდან 2 მოთამაშე, მანუელ ნოიერი და რობერტ ლევანდოვსკი მოხვდნენ. მათ შესაბამისად მეექვსე და მეშვიდე ადგილები გაინაწილეს.

იხილეთ სრული ათეული:

"ბაიერნს" დოჰაში ჩაფრენამდე სერიოზული პრობლემები შეექმნა
მიუნხენის "ბაიერნი" შაბათს, 6 თებერვალს ყატარის დედაქალაქ დოჰაში ჩაფრინდა მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის სათამაშოდ, თუმცა, კლუბს აზიაში გამგზავრებამდე სერიოზული პრობლემები შეექმნა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, "ჰერტასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ გუნდი აეროპორტში გაემგზავრა, საიდანაც შუა ღამისას კლუბი დოჰაში უნდა გაფრენილიყო, თუმცა, შეფერხების გამო 9 საათი მოუწიათ დალოდება.

როგორც ბერლინის ბრანდებურგის აეროპორტის უფროსმა განაცხადა, ფრენები 00:00 საათიდან 05:00 საათამდე აკრძალულია და სწორედ ეს გახდა მიზეზი შეფერხებისა.

"რეგულაციები ეხება ყველას, განურჩევლად სტატუსისა და მას ყველა უნდა დაემორჩილოს."

"ბაიერნის მოთხოვნა გაფრენაზე 00:03 საათზე შემოვიდა, შესაბამისად, ამ დროს უკვე აკრძალულია თვითმფრინავის აშვება ჩვენი საჰაერო ტრასიდან." - აცხადებენ აეროპორტში.

საბოლოოდ, 3 წუთიანი დაგვიანების გამო გუნდს აეროპორტში მოუწია მოცდა. დაახლოებით 6 საათიანი ფრენის შემდეგ კი მიუნხენური გრანდი ყატარში ჩაფრინდა.
ყველაზე ძვირადღირებული კლუბები ფეხბურთელების ფასების მიხედვით
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarkt-მა ფეხბურთელების განახლებული ფასები გამოაქვეყნა.

ახალი ფასების მიხედვით, "ბაიერნის" მოთამაშეების ჯამური ღირებულება 40 მილიონი ევროთი შემცირდა და ამჟამად 880 მილიონს შეადგენს. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზამთარში "რეკორდმაისტერი" რამდენიმე ძვირადღირებულმა მოთამაშემ დატოვა იჯარით, სანაცვლოდ კი ტრანსფერი ფაქტობრივად, არ განხორციელებულა.

ხსენებული სტატისტიკის მიხედვით მიუნხენური გრანდი ყველაზე ძვირადღირებულ კლუბებს შორის მე-3 ადგილს იკავებს. პირველზე კი "ლივერპულია", რომლის მოთამაშეთა საერთო ფასი 1.12 მილიარდ ევროს შეადგენს.

საუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

რონალდუ და ნეიმარი "ბაიერნში" - არშემდგარი ტრანსფერების უცნობი ისტორია
მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში არაერთი ხმაურიანი არშემდგარი ტრანსფერი არსებობს, თუმცა, ალბათ "ბაიერნის" ფანებისთვის ბოლო წლებში 2 ყველაზე მტკივნეულად გასახსენებელია. ესენია ნეიმარისა და კრისტიანო რონალდუს ტრანსფერები.

ევროპულმა გამოცემამ სულ ცოტა ხნის წინ ხსენებული არშემდგარი ტრანსფერები გაიხსენა.

ნეიმარის დამატების შანსი "რეკორდმაისტერს" 2013 წელს ჰქონდა. მაშინ "რეალთან" და "ბარსელონასთან" ერთად ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავის დამატებას სწორედ გერმანული გრანდიც ცდილობდა. საბოლოოდ კლუბმა მარიო გიოტცეზე შეაჩერა არჩევანი და ნეიმარი "ბლაუგრანაში" აღმოჩნდა.

რაც შეეხება რონალდუს, 2018 წელს, როდესაც პორტუგალიელი მადრიდის "რეალს" ტოვებდა, იყო საუბრები იმის შესახებ, რომ ის ბუნდესლიგაში გადმობარგდებოდა. თუმცა, მაშინ "ბაიერნმა" ასაკისა და მაღალი ხელფასის გამო უარი თქვა რონალდუს შეძენაზე.
ნოიერმა მორიგი საოცარი რეკორდი დაამყარა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა და ანგარიშით 0:1 დაამარცხა.

მინდორზე სრული, 90 წუთი გაატარა "რეკორდმაისტერის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა, რომელმაც ამ მატჩის წყალობით კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.

კერძოდ, მანუს "ჰერტას" წინააღმდეგ უკვე 16 მშრალად შენახული შეხვედრა დაუგროვდა. მსგავსი შედეგი კი ბუნდესლიგის ისტორიაში არცერთ მეკარეს არცერთი კლუბის წინააღმდეგ არ ჰქონია.

კაპიტანს ამ შედეგის მისაღწევად დედაქალაქელებთან 23 მატჩის ჩატარება მოუწია.
მიულერი: "ყოველთვის მშვიდად ხარ, როდესაც გყავს ნოიერი"
მიუნხენის "ბაიერნის" ლიდერმა, თომას მიულერმა "ჰერტასთან" მოგებული შეხვედრის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვიცოდით, რომ მარტივი თამაში არ გველოდა. კიდევ ერთი გოლი უნდა გაგვეტანა მატჩის დასრულებამდე, მაგრამ ეს ვერ შევძელით."

"თუმცა, ასეთი გრაფიკის ფონზე ყველა შეხვედრაში გოლების ზეიმს ვერ მოაწყობ. ზოგჯერ, მცირე იღბალიც გჭირდება."

"და რაც ყველაზე მთავარია, მუდამ მშვიდად ხარ, როდესაც შენს კარს იცავს მანუელ ნოიერი." - აცხადებს მიულერი.
ფანტასტიკა - ნოიერის საოცარი სეივი, რომელიც ბევრს გამორჩა (ვიდეო)
ბერლინის "ჰერტასთან" მოგებულ შეხვედრაში ლომის წილი შეიტანა მანუელ ნოიერმა, რომელმაც არაერთხელ იხსნა გუნდი გაშვებული გოლისგან.

მანუს სეივებიდან განსაკუთრებით პირველი უნდა აღინიშნოს, როდესაც საწყის წუთებში ერთი-ერთზე გასულ მეტოქეს გოლი არ გაატანინა.

იხილეთ ვიდეო.
"ჰერტა" 0:1 "ბაიერნი" ფეხბურთელების შეფასებები
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში მიუნხენის "ბაიერნი" ბერლინის "ჰერტას" ესტუმრა და კინგსლი კომანის ერთადერთი გოლის წყალობით 0:1 დაამარცხა.

გთავაზობთ ფეხბურთელების შეფასებებს გამოცემა Whoscored-ის ვერსიით.

უიშვიათესი მოვლენა - ლევანდოვსკიმ პენალტი გააფუჭა (ვიდეო)
ბერლინის "ჰერტასა" და მიუნხენის "ბაიერნის" საწყის წუთებზე რობერტ ლევანდოვსკის გოლის გატანის ბრწყინვალე შანსი მიეცა, თუმცა, მან პენალტის გატანა ვერ მოახერხა.

პოლონელმა ფორვარდმა კარიერაში მეექვსედ გააფუჭა თერთმეტმეტრიანი დარტყმა. უკანასკნელად ეს 2 წლის წინ, "შტუტგარტის" წინააღმდეგ მოხდა. მას შემდეგ ლევანდოვსკის ზედიზედ 17 პენალტი ჰქონდა გატანილი.

იხილეთ ვიდეო.


"ჰერტა" - "ბაიერნი" პირდაპირი ტრანსლიაცია
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურის შეხვედრაში ბერლინის "ჰერტა" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს.

გთავაზობთ მატჩის საყურებელ ლინკებს:

ლინკი 1 (სეტანტა)

ლინკი 2​​​

ლინკი 3​​​

ლინკი 4​​​

ლინკი 5​​​
"ჰერტა" - "ბაიერნი" სასტარტო შემადგენლობა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-20 ტურში მიუნხენის "ბაიერნი" სტუმრად ბერლინის "ჰერტას" უპირისპირდება.

მატჩის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე "რეკორდმაისტერის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა სასტარტო თერთმეტეული დაასახელა.

ნოიერი - პავარი, ზულე, ალაბა, ერნანდესი - კიმიხი - გნაბრი, სანე, მიულერი, კომანი - ლევანდოვსკი.
"ბაიერნმა" ალაბას შემცვლელს სერია ა-ში მიაგნო
მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე ამჯერად ტურინის "იუვენტუსის" ამომავალი ვარსკვლავი, მერიჰა დემირალი გამოჩნდა.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "რეკორდმაისტერი" 22 წლის მცველს დავიდ ალაბას პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.

წყაროს ცნობით, "ბებერი სინიორა" დემირალის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვს.

თურქი ფეხბურთელი "იუვენტუსის" ღირსებას 2019 წლიდან იცავს და ის გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრად მიმდინარე სეზონში ჩამოყალიბდა.
ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველების ათეული ცნობილია
ავტორიტეტულმა გერმანულმა გამოცემა Transfermarkt-მა ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველების ათეული წარმოადგინა.

აღსანიშნავია, რომ სიაში პირველ ადგილს მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, ალფონსო დეივისი იკავებს. მე-5 ადგილზე კი ტეო ერნანდესია.

სრული ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:


"ალ აჰლის" მწვრთნელი: "ბაიერნთან პენალტების სერიამდე ვაპირებთ მისვლას"
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის 1/2 ფინალში მიუნხენის "ბაიერნი" აფრიკის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს, "ალ აჰლის" დაუპირისპირდება.

ეგვიპტური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, პიცო მოსიმეინმა მომავალ შეხვედრაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა.

"ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. ამ მატჩისგან მაქსიმალური სიამოვნება უნდა მივიღოთ. წარმოიდგინეთ, თუ ეს მატჩი მოვიგეთ, ჩვენი ცხოვრება შეტრიალდება."

"ურთულესი შეხვედრა გველოდება. ჩვენს მსგავსად "ბაიერნმაც" ტრებლის მოპოვება მოახერხა გასულ წელს, თანაც მათ ეს ევროპაში მოახერხეს."

"კარგი იქნება, თუ პენალტების სერიამდე მისვლას მოვახერხებთ. ეს არის ჩვენი მიზანი. ასეთ შემთხვევაში შანსები 50-50ზე იქნება." - აცხადებს მოსიმეინი.
ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა
კოპანია ევროპაბეთის ქართული სპორტის მხარდამჭერი პროექტების სიას კიდევ ერთი, ამჯერად ახალი საკალათბურთო პროექტი შეემატა. ქართული კალათბურთის განვითარებაში კომპანიამ სოლიდური წვლილი 2017 წელსაც შეიტანა, როცა ევროპაბეთი ევრობასკეტზე საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების სპონსორი იყო.

ამჯერად, ევროპაბეთი საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი გახდა. მხარეები მინიმუმ სეზონის ბოლომდე თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ - შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ამასთან, ვერას მთავარი მედია პარტნიორი პოპსპორტი იქნება.

ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)

"ქართული სპორტის მხარდაჭერა ევროპაბეთის ერთ-ერთი მთავარი მისია და პრიორიტეტია. უკვე წლებია, კომპანია აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ფედერაციებთან და კლუბებთან. მიგვაჩნია, რომ ქართულ სპორტში მიმდინარე პროცესებს ხელის შეწყობა და განვითარება სჭირდება. სწორედ ამიტომ, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჭადრაკის, შერეული საბრძოლო ხელოვნებების, სპორტული ნარდის, ასევე უძლიერეს მამაკაცთა ფედერაციებთან და უკვე მესამე წელია, დინამო ბათუმის გენერალური სპონსორები ვართ."

"ევროპაბეთი ევროპულ ღირებულებებზე აგებული ორგანიზაციაა, ახალი პარტნიორების შერჩევისას მთავარი კრიტერიუმიც სწორედ ღირებულებების თანხვედრაა. საკალათბურთო კლუბი ვერას შემთხვევაშიც გადამწყვეტი სწორედ ეს ფაქტორი იყო. თანასწორობა, გამჭვირვალობა და მიზნისკენ სწრაფვა ამ შემთხვევაშიც არის ის მთავარი შეხების წერტილები, რომლებმაც ევროპაბეთის და ვერას ურთიერთობა შესაძლებელი გახადა. ვერა სულ 3 წელია არსებობს, ამ პერიოდის განმავლობაში გუნდი მუდამ პროგრესირებს და მიხარია, რომ პროგრესის აქტიური ხელის შემწყობი ევროპაბეთიც გახდება."

დავით გასიტაშვილი (ვერას დამფუძნებელი)

"პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ევროპაბეთი კლუბ ვერას პირველი ოფიციალური სპონსორია და იმედი მაქვს, რომ ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. რაც შეეხება კლუბის მიზნებს: 3-წლიანი ისტორიის მქონდე გუნდის შედეგებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ყოველთვის მაღალი მიზნები გვქონდა დასახული და თუკი განვლილი სეზონის შედეგებს გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ მოკლევადიანი გეგმები მაქსიმალურად არის შესრულებული.

"რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივებს: თუკი კლუბის ფინანსური შესაძლებლობა მოგვცემს საშუალებას, რომ მივიღოთ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებზე, ევროთასებზე ასპარეზობის სურვილს აუცილებლად გამოვთქვამთ, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის განვითარებისათვის."


 
ვერა ქართულ საკალათბურთო რეალობაში ახალი, ჯერ მხოლოდ 3 წლის კლუბია და ამ მოკლე დროში განვითარების სამაგალითო ტენდენციით გამოირჩეოდა. ვერამ ამ პერიოდში ყველა დასახულ მიზანს მიაღწია და უკვე სუპერლიგაში თამაშობს. ახლახან, კლუბი, რომლის მთავარი მწვრთნელი ლევან ფაცაციაა და რომელშიც საქართველოს ნაკრების კალათბურთელი გივიკო ბაქრაძე თამაშობს, ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას სახელობის მემორიალურ ტურნირის ფინალშიც გავიდა.

საქართველოს სუპერლიგაში ვერა 10 თამაშის შემდეგ 13 ქულით მე-10 ადგილზეა. ფაცაციას გუნდი სეზონს 7 თებერვალს, ქუთაისთან გასვლითი მატჩით განაახლებს, მომდევნო მატჩს კი 12 თებერვალს, რუსთავთან სტუმრად გამართავს.

საკალათბურთო კლუბ ვერას გარდა ევროპაბეთი ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, სპორტული ნარდის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 0 0 0 0
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 0 0 0 0
3
ლუის დიასი
გოლი: 0 0 0 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 0 0 0 0
2
ლუის დიასი
ასისტი: 0 0 0 0
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 0 0 0 0
1
კონრად ლაიმერი
0 0 0 0 0
2
ლუის დიასი
0 0 0 0 0
3
დაიოტ უპამეკანო
0 0 0 0 0