"ბაიერნთან" მატჩამდე "ბარსელონას" ვარსკვლავმა დაზიანება მიიღო
მოგეხსენებათ, 23 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდება "ბარსელონას".

მატჩამდე რამდენიმე კვირით ადრე კატალონიელთა ვარსკვლავმა, ლამინ იამალმა ტრავმა მიიღო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ყოფნისას.

17 წლის ფეხბურთელმა შაბათს ერთა ლიგაზე დანიასთან 1-0 გამარჯვება ბარძაყის არეში დისკომფორტით დაასრულა და ნახეს, რომ სტადიონს კოჭლობით ტოვებდა.

მოგვიანებით 'RFEF'-მა გაავრცელა განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ლამინეს გაუკეთდა ტესტები, რათა შეეფასებინათ მისი დაზიანება.

ტესტმა არ გამოავლინა სტრუქტურული დაზიანება, თუმცა ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ თავდაცვის მიზნით ფეხბურთელი შემდეგ მატჩს გამოტოვებდა.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ იამალი 17 ოქტომბერს დაბრუნდება.
“ასეთი ფეხბურთი წლების განმავლობაში არ გვინახავს.“ - ჰაინერი კომპანის სტილზე
ჰერბერტ ჰაინერი ვენსან კომპანიზე: "ჩვენ წარმოუდგენლად კმაყოფილი ვართ ჩვენი მწვრთნელით.

"ბაიერნში" ასეთი ფეხბურთი წლების განმავლობაში არ გვინახავს. კვირას ფრანკფურტში გამართულ მატჩს თუ უყურეთ, ეს იყო ფეხბურთი, რომელიც ხასიათდებოდა დიდი ხნის უნახავი დომინანტობით და კონტროლით.

დიახ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მოვიგეთ, მაგრამ ესეც მოვა. კომპანიმ გუნდს ახალი იმპულსები მოუტანა. ვარჯიშში არის სიხარული და გართობა.”
- თქვა ჰაინერმა.
პალინია: "სასიამოვნო იყო მასთან შედარება, მაგრამ არ მდომებია მისი კოპირება."
„უნდა გითხრა რაღაც, რაც არასდროს დამავიწყდება. ამერიკის ახალგაზრდულ ნაკრებთან მატჩის შემდეგ - მათი მწვრთნელი მოვიდა ჩემთან და მითხრა: "შენ ხარ შემდეგი ხავი მარტინესი".

რა თქმა უნდა, ვიცოდი, ვინ იყო ხავი და რას მიაღწია "ბაიერნთან" ერთად, მაგრამ ამის შემდეგ კიდევ უფრო ახლოს დავინახე, როცა მის თამაშს ვუყურე.

სასიამოვნო იყო მასთან შედარება, მაგრამ არასდროს მინდოდა მისი კოპირება. ის ხავია, მე ჟოაო“
, - განუცხადა პალინიამ "ბაიერნის" ოფიციალურ გვერდს.
"ბაიერნი" ნოიერის ორ შესაძლო შემცვლელს აკვირდება
38 წლის მანუელ ნოიერი კვლავ მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანია და რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მეკარედ.

ლეგენდარული მეკარე ყველა დროის საუკეთესოა, რომელიც ცნობილია თავისი რეფლექსებით, ძლიერი ხელებით, მფრინავი მოქმედებებითა და ფეხით თამაშით.

ნოიერის სტატისტიკა გასულ სეზონებთან შედარებით უფრო უარესდება, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბაიერნში" მისი ადგილი მალე აღარ იქნება.

'Sky Sports'-ის ცნობით, "რეკორდმაისტერი" ალექსანდერ ნიუბელის გარდა ასევე ეძებს სხვა ალტერნატივებს.

ამბობენ, რომ კლუბი აკვირდება ბრაიტონის მეკარეს, ბარტ ვერბრუგენს. ასევე იონას ურბიგს, რომელიც სულ რაღაც 21 წლისაა და ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ტალანტი გერმანულ ფეხბურთში.
ვირცი: “ჰოლანდიის ნაკრების ხარისხი კიდევ უფრო მაღალია.“
ფლორიან ვირცი ბოსნიაჰერცოგოვინასთან მატჩზე:

„ვფიქრობ, ჩვენ გაგვიჭირდა თამაში. შეგვეძლო უფრო დიდი სხვაობით გამარჯვება.

ჰოლანდიის წინააღმდეგ თავდამსხმელისკენ გრძელ ბურთებს ველით.

მსგავსი რამ დღეს ბოსნიამ გააკეთა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ორშაბათს კიდევ უფრო რთული იქნება.

ჰოლანდიის ნაკრების ხარისხი კიდევ უფრო მაღალია.“
- თქვა ვირცმა.
ედერსონმა საუკეთესო თავდამსხმელი დაასახელა
მანჩესტერ სიტის მეკარე, ედერსონი ყველაზე მკაცრი თავდამსხმელის შესახებ, რომელსაც ოდესმე შეხვედრია:

"მე შევხვდი რამდენიმე თავდამსხმელს, განსაკუთრებით პრემიერ ლიგაში.

მაგრამ ვფიქრობ, ყველაზე რთული, რომელიც ყველაზე ხარისხიანია, არის ჰარი კეინი.

მას აქვს აბსურდული ხარისხი, საჯარიმოშიც და გარეთაც.

ასე რომ, ჩემი გადმოსახედიდან, ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ."
"ის უბრალოდ ბრწყინვალე ბიჭია." - დეივისი ვენსან კომპანიზე
ალფონსო დეივისი ვენსან კომპანიზე:

"ბრწყინვალე ბიჭია. როგორც ახლა ჩვენ ვთამაშობთ, ძალიან ინტენსიურია.

კომპანი ირჩევს საუკეთესო გუნდს და საუკეთესო მოთამაშეებს იმ გუნდში, რომელიც კარგად ვარჯიშობს. ყოველი ვარჯიში არის ბრძოლა სასტარტო ადგილისთვის.

გარანტირებული არაფერია. გუნდთან საუბარში ის თავაზიანია, მაგრამ მტკიცე. მას აქვს იდეები და ჩვენ მათ კარგად ვახორციელებთ."
- თქვა დეივისმა.
ნაგელსმანი: "ჩვენი უპირატესობის გათვალისწინებით, მეტი გოლის გატანა შეგვეძლო."
იულიან ნაგელსმანი ბოსნიაჰერცოგოვინასთან გამარჯვებაზე:

„ჩვენ არც ისე კარგად დავიწყეთ და პირველ ათ წუთში ბურთი ერთ მხარეს ზედმეტად შევინარჩუნეთ.

როცა ეს მოვაწესრიგეთ, კარგი იყო და დომინანტები ვიყავით. ჩვენი უპირატესობის გათვალისწინებით, შეგვეძლო მეტი გოლის გატანა.

რაც შეეხება გაშვებულ გოლს, ედინ ჯეკო საჯარიმოში ასე თავისუფალი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ გუნდმა ამის შემდეგ შეინარჩუნა კონტროლი.

ჩვენ არ გვინდოდა ბევრ რისკზე წასვლა."
- თქვა ნაგელსმანმა.
ბოსნიაჰერცოგოვინა - გერმანია (სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, 11 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45ა საათზე, გერმანიის ნაკრები ბოსნიაჰერცოგოვინას დაუპირუსპურდება.

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია გერმანელთა შემადგენლობა:

ნიუბელი - კიმიხი ©, რუდიგერი, ტა, მიტელშტადტი - ანდრიხი, გროსი - გნაბრი, უნდავი, ვირცი - კლაინდინსტი
"მას უკეთესად შეუძლია" - დიდიე დეშამი მაიკლ ოლისეზე
დიდიე დეშამი მაიკლ ოლისეს თამაშზე ისრაელის წინააღმდეგ:

"მას არ ჰქონდა საუკეთესო მატჩი, თვითონაც იცის ეს. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ბევრი ტექნიკური შეცდომა იყო.

ის არ იყო გათიშული, მაგრამ მატჩის დაწყებამ არ უშველა - მას უკეთესად შეუძლია." 
- თქვა საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელმა.
ცნობილია ადიდასის 2025-26 წლის ელიტ გუნდების ვინაობა
ადიდასი 2025-26 წლების ელიტ გუნდების სიას გააფართოვებს.

ეს ნიშნავს, რომ ამ გუნდებს ექნებათ ავთენტური ფორმა და ლოგო მესამე მაისურზე.


ჰიროკი იტო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს - როგორია მისი მდგომარეობა?
ორშაბათიდან მოყოლებული ჰიროკი იტო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ტრავმიდან მალე დასაბრუნებლად.

სარეაბილიტაციო ტრენინგების დროს ის უკვე ძალიან ცოცხალი ჩანს და იმედოვნებენ, რომ "ბაიერნის" ძირითადისთვის იბრძოლებს.

"რეკორდმაისტერი" შემდეგ მატჩს 19 ოქტომბერს, "შტუტგარტის" წინააღმდეგ გამართავს და ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელი ამ დროის განმავლობაში დაბრუნდება.
დარჩება თუ არა იოზუა კიმიხი "ბაიერნში"? - ცნობილია დეტალები
იოზუა კიმიხს დიდი ხანია ასახელებენ, როგორც მიუნხენის "ბაიერნის" მომავალ სახეს.

გერმანელი ახლა "ძალიან, ძალიან კარგ მოლაპარაკებებშია" და აპირებს დარჩეს მიუნხენის "ბაიერნში".

კლუბმა ის დაარწმუნა, რომ იქნებოდა "რეკორდმაისტერის" კაპიტანი და წარმომადგენელი მომავალში.

ასევე ამბობენ, რომ გულშემატკივრები არ დარჩებიან იმედგაცრუებულნი, რადგან კიმიხი მთელი გულით ასახავს იმ ღირებულებებს და მენტალიტეტს, რომელსაც კლუბი და გულშემატკივრები იცავენ.
პოდოლსკის გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის გერმანელი ლეგენდები შეიკრიბნენ (ფოტოები)
ლუკას პოდოლსკის გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონები კიოლნში შეიკრიბნენ...
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 36 11 24 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 14 5 9 0
4
ლეროი სანე
გოლი: 12 1 10 1
5
თომას მიულერი
გოლი: 6 3 1 2