ცნობილი გერმანული სპორტული გამოცემა Sport1 იტყობინება რომ მიუნხენის ბაიერნმა კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაუმიზნარეკორდმაისტერის ბოსების რადარზე ამჯერად ბერლინის ჰერტას ცენტრალური მცველი ნიკლას შტარკი მოხვდაზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით 23 წლის გერმანელი მოთამაშე მადრიდის ატლეტიკოს უნივერსალური მცველის ლუკა ერნანდესის ალტერნატივაამსოფლიო ჩემპიონის გადაბირებას მიუნხენელები იანვარში ცდილობდნენ მაგრამ არ გამოუვიდათ და თუ ზაფხულშიც ვერ დაიმატებენ ლუკას მაშინ შტარკზე გადაერთვებიანნიკლას შტარკი ჰერტას ღირსებას 2015 წლიდან იცავს და გერმანიის ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში აქვს ნათამაშებიბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში შტარკმა 16 მატჩი ჩაატარა და 1 გაფრთხილება მიიღო





















