კიმიხის კონტრაქტის საკითხი - "ბაიერნი" კვლავ შეთანხმების მიღწევას ცდილობს
კიმიხსა და მაქს ებერლს სიტყვიერი შეთანხმება ჰქონდათ ახალ კონტრაქტზე, რომელიც მინიმუმ 2028 წლამდე გაგრძელდებოდა და მას წლიურად 20-22 მილიონი ევროს ოდენობის მთლიანი შემოსავალი ექნებოდა, დამატებითი გადახდების, მათ შორის ხელმოწერის ბონუსის ჩათვლით. 

"ბაიერნის" ზედამხედველთა საბჭომ კიმიხს შაბათ-კვირას გადაწყვეტილების მიღება სთხოვა, მაგრამ მან ვადა გაატარა, ნაწილობრივ იმის გამო, რომ კვირას ფრანკფურტთან მატჩში დაშავდა.

ამის შემდეგ, საბჭომ ორშაბათს შეთავაზება უკან გაიწვია და კიმიხს აცნობა, რომ თუ სურდა კონტრაქტის გაგრძელება, ახალი პირობები უნდა შეეთანხმებინათ.
კლუბსა და ფეხბურთელს შორის ახალი მოლაპარაკებები ამ შაბათ-კვირას გაიმართა, ხოლო დღეს დამატებითი დისკუსიები იყო დაგეგმილი. 

მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება გაწვეულია, "ბაიერნის" ხელმძღვანელთა მიზანი კვლავ კიმიხის კონტრაქტის გაგრძელებაა. საბოლოო გადაწყვეტილება შესაძლოა 48 საათის განმავლობაში, ლევერკუზენთან მატჩამდე მიიღონ.
კიმიხის მდგომარეობა - იქნება თუ არა ხელმისაწვდომი "ლევერკუზენთან"?
მოგეხსენებათ, შტუტგარტთან შეხვედრაში იოზუა კიმიხმა პატარა დაზიანება მიიღო.

ვენსან კომპანი მის მდგომარეობაზე ლევერკუზენთან მატჩამდე:

„ჯერ ვერ ვიტყვი დარწმუნებით, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოიყურება.

ჯო გამძლეა. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მაშინ ის ხელმისაწვდომი იქნება. არ ვფიქრობ, რომ დიდხანს დაისვენებს.“
"ბაიერნის" მენეჯმენტი მიულერის გარეშე? - რუმენიგეს პირდაპირი პასუხი
რუმენიგე თომას მიულერის „ბაიერნში“ ახალ როლზე კარიერის დასრულების შემდეგ:

„ბაიერნს“ კვლავ აქვს სურვილი, რომ ყოფილი ფეხბურთელები კლუბის მენეჯმენტში მოიყვანოს. თუ კი, თომასისთვის კარი ღიაა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მენეჯმენტის საფუძვლები უნდა ისწავლოს. თუმცა, მე ერთ პრობლემას ვხედავ დღევანდელ ფეხბურთელებთან დაკავშირებით.“

რომელ პრობლემას?

რუმენიგე: „მათ კარიერის განმავლობაში იმდენი ფული აქვთ გამომუშავებული, რომ მუშაობა აღარ სჭირდებათ. ხოლო „ბაიერნის“ მენეჯმენტში ძალიან ბევრი შრომაა საჭირო - ეს მხოლოდ თავდადებითა და მძიმე შრომით მუშაობს. თუ ამბობ, რომ მზად ხარ ისე იმუშაო, როგორც ული ჰიონესმა, მაშინ შენ სწორ ადგილზე ხარ."
ალონსო: "კიდევ ერთხელ გვინდა დავამტკიცოთ, რომ "ბაიერნთან" ბრძოლა შეგვიძლია"
ჩაბი ალონსო ალიანც არენაზე გასამართი მატჩის შესახებ:

"ეს იქნება წარმოუდგენლად რთული თამაში და დიდი გამოწვევა ჩვენთვის. ახლა კარგ ფორმაში ვართ და კიდევ ერთხელ გვინდა დავამტკიცოთ, რომ „ბაიერნთან“ ბრძოლა შეგვიძლია. 

თუმცა ასევე ვიცით, რომ ჩემპიონთა ლიგა და ბუნდესლიგა სრულიად განსხვავებულია. ჩემპიონთა ლიგა ყოველთვის უფრო ემოციურია. ემოციური კონტროლი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რადგან ხუთი ცუდი წუთი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს."
მათეუსი: "ეს ის კარლ-ჰაინც რუმენიგე არ არის, რომელსაც მე ვიცნობ."
ლოთარ მათეუსი კარლ-ჰაინც რუმენიგეს განცხადებას აკრიტიკებს, რომ ფლორიან ვირცი გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელია:

"მუსიალამ ახლახანს გაახანგრძლივა კონტრაქტი 175 მილიონი ევროს ღირებულების გარიგებით, რაც აშკარად დიდი თანხაა. შემდეგ კი იმის თქმა, რომ ასეთი ფეხბურთელი არ არის გერმანიის საუკეთესო მოთამაშე, მუსიალასთვის ნამდვილი შეურაცხყოფაა. შეგიძლია თქვა, რომ გინდა ვირცის მოყვანა, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია - ისეთივე კარგი, როგორც მუსიალა, ან უბრალოდ განსხვავებული ტიპის მოთამაშე. მაგრამ ამ ფორმით, ვფიქრობ, მას ცოტა ზედმეტი მოუვიდა.

არ ვიცი, რატომ თქვა ეს. დარწმუნებული ვარ, მაქს ებერლსაც არ გაახარებს, რადგან მას ყოველდღე უწევს საკითხების მოგვარება. ეს ის კარლ-ჰაინცი არ არის, რომელსაც მე ვიცნობ. ძალიან გამიკვირდა, როცა ეს წავიკითხე. მაგრამ ვფიქრობ, რომ ის საკუთარ სტილს არ დაკარგავს და საბოლოოდ ყველაფერს გაარკვევს – განსაკუთრებით კლუბის შიგნით."
კიმიხი კვარაცხელიას გზას მიჰყვება? - "ბაიერნი" თუ ახალი გამოწვევა

მოსალოდნელია, რომ იოზუა კიმიხი ძალიან მალე მიიღებს გადაწყვეტილებას. ფეხბურთელი ამ ეტაპზე განიხილავს და ადარებს იმ შეთავაზებებს, რომლებიც სხვა კლუბებისგან მიიღო – გავრცელებული ინფორმაციით, ეს კლუბები არიან "პსჟ" და "არსენალი". კიმიხი ფიქრობს, რომ მალე შეძლებს თავისი მომავლის შესახებ სიცხადის შეტანას.


თუ ის "ბაიერნში" დარჩენას გადაწყვეტს, ხელშეკრულების ხელახალი გადახედვა საჭირო არ იქნება. არსებული შეთავაზება ითვალისწინებს კონტრაქტს 2028 წლამდე და მცირედ ხელფასის მატებას.


კიმიხისთვის მთავარი არ არის მაქსიმალური ფინანსური სარგებლის მიღება კარიერაში ბოლო დიდი კონტრაქტიდან. თუმცა, როგორც გუნდის ლიდერი, ძირითადი მოთამაშე და სავარაუდოდ მომავალი კაპიტანი, ის მოელის, რომ კლუბი სათანადოდ დააფასებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ჯამალ მუსიალამ და ალფონსო დევისმა ახალი კონტრაქტები მიიღეს.

"ძალიან ვისიამოვნე ამ გამარჯვებით" - კომპანი შტუტგარტთან გამარჯვებაზე
ვენსან კომპანი შტუტგარტთან გამარჯვებაზე: 

"ეს გერმანული ფეხბურთის ტოპ მატჩი იყო. ძალიან ვისიამოვნე ამ გამარჯვებით. შტუტგარტი მატჩის დასაწყისში უკეთესი იყო და დიდი შანსიც ჰქონდა. შემდეგ ნელ-ნელა შევედით თამაშში.


მეორე ნახევარში ბევრად უფრო საშიშები ვიყავით. დაცვაში კარგად ვიმოქმედეთ, მათ შორის ჰარი და მაიკლი. ვაჩვენეთ ხასიათი. საერთო ჯამში, დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ."
ტაიმის მიწურულს ოლისემ გაათანაბრა - "ბაიერნი" შტუტგარტთან თამაშში ბრუნდება (ვიდეო)
ტაიმის მიწურულს მაიკლ ოლისემ შტუტგარტთან ანგარიში გაათანაბრა. პირველი ნახევარი 1 - 1 დასრულდა...
შტუტგარტი - ბაიერნი (ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა)
დღეს, თბილისის დროით 23:30 - საათზე, მიუნხენის "ბაიერნი" დაუპირისპირდება "შტუტგარტს".

მატჩამდე 1 საათით ადრე ცნობილია ოფიციალური სასტარტო შემადგენლობა:

ნოიერი © - ლაიმერი, დაიერი, კიმი, დეივისი - პალინია, გორეცკა - ოლისე, მუსიალა, სანე - კეინი.
კიმიხი "ბაიერნის" დატოვებასთან ახლოსაა - რომელი კლუბები ინტერესდებიან?

"არსენალი" კიმიხის მიმართ ინტერესს გამოხატავს და ფეხბურთელთან მოლაპარაკებები უკვე გამართა. პრემიერ ლიგის გრანდს სურს, რომ კიმიხი თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატოს და ჟორჟინიოს პოტენციურ შემცვლელად განიხილავს.


კიმიხმა ორი წერილობითი შეთავაზება მიიღო უცხოეთიდან, ერთ-ერთი სწორედ პრემიერ ლიგიდანაა. ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გერმანელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ არ ჩქარობს "ბაიერნთან" ახალი კონტრაქტის გაფორმებას.


თვითონ კიმიხმა მიუნხენის კლუბი უკვე გააფრთხილა მის მიმართ არსებული შეთავაზებების შესახებ. მიუხედავად ამისა, კიმიხის გარემოცვის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მაქს ებერლსა და კრისტოფ ფროინდთან კვლავ მიმდინარეობს. 


შეთანხმება "ბაიერნთან" კვლავაც შესაძლებელია, თუმცა კლუბი მზადაა, მხოლოდ იგივე ან უფრო დაბალი ანაზღაურება შესთავაზოს მას.

უპამეკანოს კონტრაქტში 120 მილიონი - "ბაიერნი" გამოსასყიდი მუხლების პოლიტიკას ცვლის

დაიო უპამეკანოს მოქმედ კონტრაქტში „ბაიერნთან“ გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს. 


ამჟამად ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შესაძლოა, ახალ კონტრაქტშიც ჩაიწეროს გამოსასყიდი პუნქტი.


მითი იმის შესახებ, რომ „ბაიერნი“ არ უშვებს თავის ფეხბურთელების კონტრაქტებში გამოსასყიდ მუხლებს, ახლა უკვე სრულად წარსულს ჩაბარდა.

კიმიხს კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილი არ აქვს? - "ბაიერნის" გადაწყვეტილება

„ბაიერნმა“ კიმიხს ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც ოდნავ გაუმჯობესებული იყო მოქმედთან შედარებით – ამჟამად ის დაახლოებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს წელიწადში. თუმცა, ორშაბათს გამართულ სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ კლუბმა თავისი შეთავაზება უკან გამოიწვიოს, რადგან ფეხბურთელი მეტისმეტად დიდხანს აჭიანურებდა პასუხს.



გაგრძელების შესაძლებლობა საბოლოოდ არ არის გამორიცხული. მიუხედავად იმისა, რომ შეთავაზება უკან იქნა გამოთხოვილი, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, თუმცა საეჭვოა, „ბაიერნმა“ კიმიხს იგივე პირობები კვლავ შესთავაზოს.

"თითქმის 50 წელია რაც ბაიერნის გულშემატკივარი ვარ" - ტენისის ლეგენდა ბეკერი
ტენისის ლეგენდა ბორის ბეკერი „ბაიერნის“ იუბილეზე: 

„ფაქტობრივად, უკვე 40 წელზე მეტია, თითქმის 50 წელია, რაც „ბაიერნის“ გულშემატკივარი ვარ. 

ახალგაზრდობისას ლაიმენში ჩემი საყვარელი კლუბი არც „კარლსრუე“ იყო, არც „შტუტგარტი“ ან „ფრანკფურტი“, არამედ ყოველთვის – „ბაიერნი“. 

ამის მიზეზი, რა თქმა უნდა, ისეთი მოთამაშეები იყვნენ, როგორიც ბეკენბაუერი, ჰიონესი და ბრაიტნერი. ეს სიყვარული დღემდე ჩემთან დარჩა.“
შემცირებული ხელფასი, სათადარიგო როლი და MLS - რა ბედი ეწევა მიულერის კარიერას?

თომას მიულერს არ ექნება პრობლემა, იყოს სათადარიგო მოთამაშე, თუ მომდევნო სეზონშიც დარჩება „ბაიერნში“. მას კარგად ესმის, რომ აღარ იქნება რეგულარული სასტარტო შემადგენლობის წევრი. რაც შეეხება ხელფასს, „ბაიერნი“ აღარ გადაუხდის მიულერს 17 მილიონ ევროს, ხოლო თავად ფეხბურთელიც მზად არის, შემცირებული ხელფასით დარჩეს – ორივე მხარემ უნდა შეათანხმოს „სამართლიანი თანხა“.


ნოემბერში ებერლსა და მიულერს შორის პირველი განხილვა შედგა, ხოლო მოლაპარაკებები მარტსა და აპრილში გაგრძელდება. თუ ის ზაფხულში „ბაიერნს“ დატოვებს, ეს აუცილებლად არ ნიშნავს კარიერის დასრულებას. MLS-ის კლუბები უკვე ცდილობენ მიულერის გადაბირებას, ისე როგორც ადრე „ბაიერნის“ სხვა ლეგენდები – გერდ მიულერი და ფრანც ბეკენბაუერი – კარიერის ბოლოს აშშ-ში გადაბარგდნენ.

ვენსან კომპანი ცენტრალურ დაცვაში ტაქტიკურ ცვლილებებს შეიტანს
ვენსან კომპანიმ ბოლო პერიოდში გაშვებული გოლების, განსაკუთრებით კონტრშეტევებიდან, ანალიზისას დაადგინა, რომ პრობლემა ცენტრალური ნახევარდაცვის ზედმეტად ღიაობაშია, რაც დაიო უპამეკანოსა და კიმ მინ-ჯეს გამოკვეთას იწვევს. 

თუმცა, მწვრთნელმა კონკრეტული სახელები არ დაასახელა და არც რომელიმე ფეხბურთელი გააკრიტიკა პირდაპირ.

კომპანი უკვე მუშაობს ამ პრობლემის გამოსწორებაზე და შესაძლოა, ცენტრალური ნახევარდაცვის სტრუქტურაში გარკვეული ტაქტიკური ცვლილებები ვიხილოთ მომდევნო მატჩებში.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 30 8 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 8 1 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 11 5 6 0
2
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 9 2 6 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 6 2 3 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0