"განუწყვეტლივ გაზს აჭერენ" - რას ელის მანუელ ნოიერი ხვალ პარიზისგან

"განუწყვეტლივ გაზს აჭერენ" - რას ელის მანუელ ნოიერი ხვალ პარიზისგან

ხვალ მიუნხენის ბაიერნი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩემპიონთა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ პარი სენ-ჟერმენს შეხვდება, სადაც ვენსან კომპანის გუნდს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

მატჩამდე ერთი დღით ადრე მედიაში მანუელ ნოიერის კომენტარი ვრცელდება:

"ისინი ჩემპიონთა ლიგის მფლობელები არიან და ტურნირი დამსახურებულად მოიგეს, თუმცა ეს ახალი მატჩია, რომელიც ნეიტრალურ სტადიონზე გაიმართება. ვიცით, რომ წინ რთული მატჩი გველის, თუმცა ურთიერთშეხვედრების ისტორია მათ ფავორიტად საერთოდ არ აქცევს."

"მათთან გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ერთხელ უკვე ვითამაშეთ, სადაც ყველაფერი რთული იყო, მაგრამ გეგმამ იმუშავა და გავიმარჯვეთ, ახლა კი ვნახოთ თუ ვინ იქნება უკეთეს ფორმაში."

"პატარა შეცდომების მატჩი იქნება და ფხიზლად ყოფნა გვმართებს, რადგან ორივე გუნდში მოიძებნება დამსჯელი ფეხბურთელები. პსჟ არის გუნდი, რომელიც შეუსვენებლად მიდის წინ და გაზიდან ფეხს არ იღებს."

"რა მაძლევს გამარჯვების იმედს? - ჩემი გუნდი", - მანუელ ნოიერი.


გუშინ, 23:39
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 38 11 26 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 18 3 12 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 17 5 12 0
4
ლეროი სანე
გოლი: 13 1 11 1
5
სერჟ გნაბრი
გოლი: 7 0 7 0
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 19 1 17 1
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 14 6 7 1
3
ჰარი კეინი
ასისტი: 13 2 9 2
4
სერჟ გნაბრი
ასისტი: 9 3 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
1
კონრად ლაიმერი
11 0 2 8 1
2
დაიოტ უპამეკანო
8 0 1 6 1
3
ლეონ გორეცკა
7 0 4 2 1
4
იოზუა კიმიხი
6 0 1 4 1
5
ჰარი კეინი
6 0 1 5 0