კატალონიის ბარსელონას ახალგაზრდა გარემარბი უსმან დემბელე მიუნხენური გრანდის რადარზე მოხვდაცნობილი გერმანული ტაბლოიდი Bild იტყობინება რომ იმ შემთხვევაში თუ ლეროი სანეს ტრანსფერი არ შედგება რეკორდმაისტერის ბოსები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების სუპერტალანტზე გადაერთვებიანზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით 22 წლის ფრანგი შემტევი ბაიერნის გენერალური დირექტორის კარლჰაინც რუმენიგეს რჩეულია ხოლო კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი მის აგენტს ჯერ კიდევ მარტში შეხვდამიუნხენური კლუბი დემბელეს სიტუაციას აქტიურად აკვირდება და თუ ბლაუგრანა ანტუან გრიზმანსა და ნეიმარს დაიმატებს მაშინ უსმანის ტრანსფერიც უფრო რეალური გახდება2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა





















