bayern.ge სლაიდერი გვერდი 101
პირველი ადამიანი ისტორიაში  კოვაჩის უნიკალური მიღწევა
მიუნხენის ბაიერნის მთვარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი გერმანული ფეხბურთის ისტორიაში შევიდადღეს გერმანიის თასის ფინალურ შეხვედრაში რეკორდმაისტერმა ლაიფციგი 30 გაანადგურა და 2016 წლის შემდეგ პირველი დუბლი გაიფორმა47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონშივე გაიფორმა ოქროს დუბლი და ისტორიულ შედეგსაც მიაღწიანიკო კოვაჩი პირველი ადამიანია რომელმაც გერმანიის ბუნდესლიგა და თასი ერთ სეზონში მოთამაშისა და შემდეგ მთავარი მწვრთნელის რანგში მოიგონიკომ პირველი დუბლი ბაიერნთან ერთად 200203 წლების სეზონში გაიფორმა
დუბლი გაფორმებულია  ბაიერნმა ლაიფციგი 30 გაანადგურა
მიუნხენურმა გრანდმა ორწლიანი შესვენების შემდეგ გერმანიის თასის ტიტული დაიბრუნა და ნიკო კოვაჩმა სადებიუტო სეზონში დუბლი დადოგერმანიის თასის ფინალში რეკორდმაისტერმა ბერლინში ლაიფციგი 30 გაანადგურა და მორიგი ტურნირი მოიგომიუნხენელებს თავიდან თამაში არ წაუვიდათ ლაიფციგმა მჭიდრო და აქტიური პრესინგით ბაიერნს ბურთის გათამაშების საშუალება არ მისცაპირველი საგოლე მომენტიც ხარებმა შექმნეს კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავით იუსუფ პოულსენი შეწვდა და ბაიერნი რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა მანუელ ნოიერმა ფანტასტიკური რეაქციით გადაარჩინარეკორდმაისტერმა კი თავისი პირველივე შანსი გამოიყენა კომანმა მარცხენა ფრთაზე დავიდ ალაბას გაუყოლა ხოლო ავსტრიელის ჩაწოდების შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ფანტასტიკური თავური დარტყმით ანგარიში გახსნა 10ამის შემდეგ ბაიერნი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და კიდევ ერთი გოლის გატანა შეეძლო მატს ჰუმელსის იდეალური გადაცემით კინგსლი კომანი მეკარესთან პირისპირ დარჩა ფრანგმა გულაჩი ჩამოიტოვა მაგრამ ლაიფციგი გაშვებულ გოლს კონატემ სასწაულებრივ გადაარჩინაპირველი ტაიმი მიუნხენელებმა 10 მოიგეს მეორე ნახევრის სტარტზე კი მანუ ნოიერს კვლავ მოუწია სუპერსეივის განხორციელება ემილ ფორსბერგი მანუსთან პირისპირ დარჩა მაგრამ კაპიტანმა ბაიერნი კვლავ იხსნათავისი მომენტები ჰქონდათ მიუნხენელებსაც და პეტერ გულაჩის რამდენიმეჯერ მოუწია თამაშში ჩართვა შეხვედრის 65ე წუთზე კი 8 თვიანი შესვენების შემდეგ მოედანს კორენტენ ტოლისო დაუბრუნდა ფრანგმა ცენტრმა ხავი მარტინესი შეცვალამიუნხენელებმა დამაჯერებელი თამაში გააგრძელეს და 78ე წუთზე კინგსლი კომანმა მშვენიერი ბურთი გაიტანა და ლაიფციგს თითქმის ყველანაირი იმედი გადაუწურა 20რამდენიმე წუთში კი იოზუა კიმიხის დიდებული გადაცემის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ აკრიფა სისწრაფე მეკარესთან პირისპირ გავიდა და ოსტატურად გადაუგდო ბურთი 30შეხვედრის ბოლო წუთზე არიენ რობენს იდეალური შანსი მიეცა მაგრამ ჰოლანდიელმა მარჯვენა ფეხით ცარიელ კარს გადააცილა ბურთინიკო კოვაჩმა გერმანიის თასის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო ხოლო ბაიერნმა ეს ტურნირი ისტორიაში მე19ედ მოიგო
ლაიფციგი  ბაიერნი სასტარტო შემადგენლობები
გერმანიის თასის ფინალური შეხვედრა ლაიფციგსა და მიუნხენის ბაიერნს შორის ჩვენი დროით 2200 საათზე დაიწყებანიკო კოვაჩმა ოპტიმალური სასტარტო თერთმეტეული შეარჩია საინტერესოა რომ პირველად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბაიერნის განაცხადში მოხვდა კორენტენ ტოლისობაიერნი ნოიერი კიმიხი ზიულე ჰუმელსი ალაბა ტიაგო მარტინესი გნაბრი მიულერი კომანი ლევანდოვსკისათადარიგო სკამი ულრაიხი რაფინია ბოატენგი სანჩეში ტოლისო რიბერი რობენილაიფციგი გულაჩი კლოსტერმანი კონატე ორბანი ჰალსტენბერგი ადამსი კამპლი ზაბიტცერი ფორსბერგი პოულსენი ვერნერისათადარიგო სკამი მვოგო უპამეკანო ჰაიდარა მუკიელე ლაიმერი დემე კუნია
ისტორიული ტრებლის შემოქმედნი  სად არიან ახლა ისინი
ზუსტად 6 წლის წინ 2013 წლის 25 მაისს მიუნხენის ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში დორტმუნდის ბორუსია 21 დაამარცხა და უემბლიზე ნანატრი გამარჯვება იზეიმაარიენ რობენის ბოლო წუთებზე გატანილი გოლით ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის მე5 ტიტული მოიპოვა ხოლო ერთ კვირაში გერმანიის თასიც მოიგო და ისტორიული ტრებლი შეასრულამოდი გავიხსენოთ ამ უნიკალური გუნდის თითოეული წევრი და საინტერესოა რას აკეთებენ ისინი ახლაძირითადი შემადგენლობა1 მანუელ ნოიერი21 ფილიპ ლამი17 ჟერომ ბოატენგი4 დანტე27 დავიდ ალაბა31 ბასტიან შვაინშტაიგერი8 ხავი მარტინესი10 არიენ რობენი25 თომას მიულერი7 ფრანკ რიბერი9 მარიო მანჯუკიჩისათადარიგო სკამი22 ტომ შტარკე5 დანიელ ვან ბუიტენი30 ლუის გუსტავო44 ანატოლი ტიმოშჩუკი11 ხერდან შაქირი14 კლაუდიო პისარო33 მარიო გომესიგანაცხადში ვერ მოხვდნენ24 მაქსიმილიან რედმიულერი32 ლუკას რიდერი28 ჰოლგერ ბადშტუბერი26 დიეგო კონტენტო23 მიტჩელ ვაიზერი40 ვლადიმირ რანკოვიჩი36 ემრე ჩანი39 ტონი კროოსი34 პიერემილ ჰოიბერგი20 პატრიკ ვაირაუხიმთავარი მწვრთნელიიუპ ჰაინკესი
კოვაჩის მომავალს არავინ განიხილავს  რუმენიგემ ნიკოს მწვანე აუნთო
მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ ნიკო კოვაჩის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთაიქნება თუ არა კოვაჩის ბედი დამოკიდებული თასის ფინალზე არა რა თქმა უნდა მომავლის ერთი თამაშის გამო გადაწყვეტა სრული სიგიჟეაჩვენ და ნიკოს ერთმანეთთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს არავის აყენებს მისი გუნდიდან გათავისუფლების საკითხსვფიქრობ როდესაც ბაიერნში სადებიუტო სეზონში ასეთი შედეგები გაქვს ესეიგი წარმატებული იყავინიკო ახალგაზრდა შედარებით გამოუცდელი მწვრთნელია რომელსაც ყველაფერი წინ აქვს განმარტა კალე რუმენიგემ47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა სადებიუტო სეზონში გერმანიის სუპერთასი და ბუნდესლიგა უკვე მოიგოდღეს კი ბაიერნი გერმანიის თასის ფინალში ლაიფციგს დაუპირისპირდება და ეცდება რომ 2016 წლის შემდეგ პირველი დუბლი მოიპოვოს
მანჩესტერში საფრთხე იგრძნეს სიტიმ სანესთან დაიწყო მოლაპარაკებები
მიუნხენის ბაიერნის ინტერესის გაძლიერებამ მანჩესტერ სიტის მესვეურებიც გამოაფხიზლა და ისინიც გააქტიურდნენბრიტანული პრესის ინფორმაციით ქალაქელების ხელმძღვანელობა ლეროი სანეს დათმობას არ აპირებს და სიტი 23 წლის გერმანელ შემტევს ახალი კონტრაქტის თაობაზე გაესაუბრებალეროი სანე სიტიში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და გერმანიაში დაბრუნების ვარიანტს განიხილავს მისით კი მიუნხენური გრანდი სერიოზულად ინტერესდებათუმცა სიტის უნიჭიერესი გერმანელი გარემარბის გაშვება არ სურს ამიტომ ყველაფერს გააკეთებს მასთან ხელშეკრულების გასახანგრძლივებლადლეროი სანე მანჩესტერ სიტის 2016 წელს შეუერთდა შალკედან და მისი მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდეა გათვლილი23 წლის გერმანელის სატრანსფერო ღირებულება 90 მილიონ ევროს შეადგენს
რობენი იყო მომენტი როდესაც ბაიერნიდან წასვლა მინდოდა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა არიენ რობენმა კარიერაში ყველაზე რთული მომენტი გაიხსენამიფიქრია თუ არა ოდესმე ბაიერნის დატოვებაზე დიახ რა თქმა უნდა ჩვენ ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გვქონდა და მე ეროვნული გუნდის შემადგენლობაში უნდა მეთამაშა ამაზე შეთანხმებულები ვიყავითგულშემატკივრებმა კი ეს ვერ გაიგეს მისტვენდნენ სავარაუდოდ მათ უნდოდათ რომ ერთი ტაიმი ბაიერნის შემადგენლობაში მეთამაშაარ მჯეროდა რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა შოკირებული ვიყავი რომ ჩვენს სტადიონზე ჩვენი ქომაგები მისტვენდნენ მე ვიფიქრე კარგი თუ ისინი თავის მოთამაშეებს ასე ექცევიან მაშინ უბრალოდ წავალ ამ კლუბიდანთუმცა ამ შემთხვევის შემდეგ ფანები ყოველთვის გვერდში მედგნენ და საკუთარ თავს პირობა მივეცი რომ უფრო ძლიერი გავხდებოდი განაცხადა მფრინავმა ჰოლანდიელმა2012 წელს რეკორდმაისტერმა სამივე ტიტული დათმო და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის ჩელსისთან საკუთარ მოედანზე ძალიან დასანანად დამარცხდაიმ ფინალში რობენმა დამატებით დროში პენალტი გააფუჭა ხოლო ჰოლანდიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ალიანს არენაზე ამ ფინალიდან 4 დღეში გაიმართა
ნოიერი დღეს ითამაშებს
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანი და გოლკიპერი მანუელ ნოიერი სეზონის ბოლო შეხვედრაში გუნდს დაუბრუნდებაშემიძლია გითხრათ რომ მანუელი ითამაშებს ის ჩვენი კაპიტანია და ეს სეზონი კარგად ჩაატარა მანუ ჩვენი გუნდის ქვაკუთხედია დაადასტურა ბაიერნის თავკაცმა ნიკო კოვაჩმათავს კარგად ვგრძნობ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ვივარჯიშე და სათამაშოდ მზად ვარ ეს კი თავად მანუს სიტყვებია გუშინდელი პრესკონფერენციიდან33 წლის გერმანელმა კუნთის დაზიანების გამო ბოლო რამდენიმე კვირა გამოტოვა მაგრამ უკვე ერთი კვირაა ვარჯიშები აღადგინა და ფინალისთვის ეზმადებაგერმანიის თასის ფინალში ბაიერნი ლაიფციგს 25 მაისს ჩვენი დროით 2200 საათზე დაუპირისპირდება
ლიოვი სანე ბაიერნში კარგი იქნებოდა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ლეროი სანეს მიუნხენის ბაიერნში პოტენციური ტრანსფერი შეაფასავფიქრობ ის მანჩესტერ სიტიში კარგად გრძნობს თავს მაგრამ ნამდვილად ვერ გეტყვით თუ რას ფიქრობს ახლაბაიერნი ყოველთვის კარგი მიმართულებაა თუ ეს ტრანსფერი შედგება ეს კარგი იქნება მისთვისაც და ეროვნული გუნდისთვისაცლეროის საბოლოო განაცხადის წარდგენამდე ვესაუბრე და რამდენიმე საკითხზე შევჯერდით ერთ კვირაში მას კვლავ დაველაპარაკები აღნიშნა იოგი ლიოვმა23 წლის გერმანელი გარემარბი ქალაქელების რიგებში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და ახლა მის ტრანსფერზე მიუნხენური გრანდი აქტიურად მუშაობს
ხამესმა თავის მომავალზე განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის შემტევმა ნახევარმცველმა ხამეს როდრიგესმა Bildთან საუბრისას თავის მომავალზე გააკეთა კომენტარიდავრჩები თუ არა არ ვიცი ერთადერთი იმის თქმა შემიძლია რომ მიუნხენში ყველაფერი მომწონს გერმანიაში თავს კომფორტულად ვგრძნობთუმცა დაველოდოთ რა მოხდება მომავალში განაცხადა 27 წლის კოლუმბიელმაBild იტყობინება რომ ხამესი მზად არის მიუნხენურ გრანდში დარჩეს ქალაქი ძალიან მოსწონს მაგრამ სურს რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა ჰქონდესხამესი ბაიერნის ღირსებას ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით იცავდა და რეკორდმაისტერს მისი კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება ივნისის შუარიცხვებამდე აქვს
ჰიონესმა დაადასტურა ბაიერნი სანეს ტრანსფერზე მუშაობს
მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე მანჩესტერ სიტის გერმანელი ვინგერის ლეროი სანეს გადაბირებაზე ფიქრობსეს ინფორმაცია რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა ული ჰიონესმა გერმანულ პრესასთან საუბარში დაადასტურალეროი სანე დიახ ჩვენ ახლა სწორედ მის შესაძლზე ტრანსფერს განვიხილავთ და ამ თემაზე უკვე ვმუშაობთ განმარტა ულიმ23 წლის გერმანელი ინგლისურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მზად არის რომ გერმანიაში ბაიერნისთვის დაბრუნდესამ მომენტისთვის ლეროის სატრანფერო ღირებულება 70დან 100 მილიონ ევრომდე მერყეობს
ეს საშინელება იყო  გიოტცემ ბაიერნში ტრანსფერი გაიხსენა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა შემტევმა მარიო გიოტცემ რეკორდმაისტერში გატარებული პერიოდი გაიხსენაბაიერნში გადასვლა ჩემს კარიერაში ერთერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო რომელიც ერთ ღამეს არ მიმიღაროდესაც გავიგე რომ მთავარ მწვრთნელად პეპ გვარდიოლა დაინიშნებოდა არ ვიცოდი რა მექნა მეგონა რომ მასთან ერთად კარგად გავიზრდებოდიბაიერნში ოფიციალურად გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრ ინფორმაციამ პრესაში გაჟონა და ეს საშინელი პერიოდი იყო ჩემი სახლოს ირგვლივ პოლიციელები იყვნენ და ჩვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენეს შოკისმომგვრელი იყო ბანერები სტვენა მუდმივი შეურაცხჰყოფა პირადად ჩემთვის ეს არ იყო პრობლემა მაგრამ ჩემი ძმა ფელიქსი მხოლოდ 14 წლის იყო და მას სკოლაში დაცინოდნენ დორტმუნდის ბორუსიას ფანები დედაჩემს აყენებდნენ შეურაცხჰყოფას და ინტერნეტში სრული ქაოსი სუფევდაზაფხულში მიუნხენში გადავედი მაგრამ ჩემი ოჯახი დორტმუნდში დარჩა ეს საკმაოდ რთული პერიოდი იყო მაგრამ არ ვიტყვი რომ ამ ნაბიჯს ვნანობ ან ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო განაცხადა მარიომმარიო გიოტცე მიუნხენურმა კლუბმა 2013 წლის ზაფხულში დაიმატა და მისი ტრანსფერის შესახებ ინფორმაცია ბორუსიასა და ბაიერნის ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის წინ გავრცელდამარიომ ბაიერნის მაისურით 3 სეზონში 114 მატჩი ჩაატარა და 36 გოლი გაიტანა მიუნხენში მოლოდინის გაფუჭების შემდეგ მარიო დორტმუნდის ბორუსიას დაუბრუნდა
ლევანდოვსკი ბაიერნს სატრანსფერო ბაზარზე თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს
მიუნხენის ბაიერნის ცენტრალურმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ გერმანული გრანდის სატრანსფერო გეგმები განიხილათუ ჩვენს კლუბში რომელიმე მოთამაშე გადმოვა მაშინ მან გუნდი უნდა გააძლიეროს ჩვენ არ გვაქვს დრო რომ მოთამაშე 23 წლის განმავლობაში გავზარდოთ და მან ამის შემდეგ დაიწყოს მაღალ დონეზე თამაში მან პირველივე მატჩებში უნდა შექმნას განსხვავებაჩვენ ორი მოთამაშე უკვე დავიმატეთ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც გრანდიოზული უნდა მოხდეს ბაიერნს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში თავისი სიტყვა ჯერ არ უთქვამს განაცხადა ლევიმრეკორდმაისტერმა ახალი სეზონისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი უკვე დახარჯა და მსოფლიო ჩემპიონი უნივერსალი მცველები ბენჟამენ პავარი და ლუკა ერნანდესი გადაიბირაახლა მიუნხენური გრანდი შეტევითი ხაზის გაძლიერებას ეცდება ზაფხულში კლუბი არიენ რობენმა და ფრანკ რიბერიმ უნდა დატოვონ
5 მიუნხენელი ეროვნულ გუნდში  ლიოვმა მოთამაშეები გამოიძახა
გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ევრო 2020ს შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელაბუნდესნაკრების განაცხადში მიუნხენის ბაიერნის 5 მოთამაშე მოხვდამეკარეები მანუელ ნოიერი ბაიერნი ბერნდ ლენო არსენალი კევინ ტრაპი აინტრახტიმცველები ლუკას კლოსტერმანი ლაიფციგი მატიას გინტერი მბორუსია ტილო კერერი პსჟ ნიკლას შტარკი ჰერტა ნიკლას ზიულე ბაიერნი ჯონათან ტა ბაიერი იონას ექტორი კიოლნი ნიკო შულცი დბორუსია მარსელ ჰალსტენბერგი ლაიფციგინახევარმცველები ლეონ გორეცკა ბაიერნი იოზუა კიმიხი ბაიერნი ილკაი გიუნდოგანი მანჩესტერ სიტი კაი ჰავერტცი ბაიერი მარკო როისი დბორუსია იულიან ბრანდტი ბაიერი იულიან დრაქსლერი პსჟთავდამსხმელები სერჟ გნაბრი ბაიერნი ლეროი სანე მანჩესტერ სიტი ტიმო ვერნერი ლაიფციგიგერმანიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიასთან მნიშვნელოვანი გამარჯვებით 32 დაიწყო და ახლა ორ მატჩს გამართავს 8 ივნისს გერმანია სტუმრად ბელარუსს შეხვდება ხოლო 11 ივნისს მაინცში ესტონეთს მიიღებს
რიბერი ჰიონესი ატირდა მაშინ შეეძლო კიდევ ერთი წელი მოეცა
მიუნხენური კლუბის ლეგენდარული ფრანგი ვინგერი ფრანკ რიბერი ბუნდესლიგაში თავის ბოლო გატანილ გოლზე ული ჰიონესის ემოციურ რეაქციას გამოეხმაურაბუნდესლიგის დასკვნით ტურში რეკორდმაისტერმა შინ ფრანკფურტის აინტრახტი 51 გაანადგურა და ზედიზედ მე7 ვერცხლის სინი მოიგოთამაშის დაწყებამდე ბაიერნმა კლუბის ლეგენდები ფრანკ რიბერი და არიენ რობენი და რაფინია გააცილა რიბერი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და ბრწყინვალე სოლო გოლი გაიტანაფრანკის გოლზე ბაიერნის პრეზიდენტს ული ჰიონესს ძალიან ემოციური რეაქცია ჰქონდა და ცრემლები ვერ შეიკავაული მართლა ტიროდა როდესაც გოლი გავიტანე მაშინ მას კიდევ ერთი წლით უნდა დავეტოვებინე კლუბში ხუმრობით აღნიშნა 36 წლის ფრანგმაფრანკ რიბერი მიუნხენური გრანდის ღირსებას 12 წელი იცავდა და ული ჰიონესთან მამაშვილური ურთიერთობა აქვს
რას აპირებს რიბერი ბაიერნის შემდეგ ფრანგმა განცხადება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ვინგერმა ფრანკ რიბერიმ თავის მომავალზე ისაუბრაჯერ არ ვიცით თუ რის გაკეთებას ვაპირებ ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ მაქვსკარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი მაქვს და ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე განაცხადა 36 წლის ფრანგმაფრანკ რიბერი 12 წლიანი ეპოქის შემდეგ მიუნხენურ გრანდს ზაფხულში ტოვებს და არის შესაძლებლობა რომ მან კარიერა აზიაში გააგრძელოსრიბერის აქვს შემოთავაზებები ჩინეთიდან და კატარიდან სადაც მას დიდი ფულის გაკეთება შეუძლია
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2