ბუნდესლიგაში საჩემპიონო ბრძოლა გრძელდება მიუნხენის ბაიერნმა შინ დორტმუნდის ბორუსიას გადაურბინა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვამიუნხენელებმა მატჩი საკმაოდ აქტიურად დაიწყეს და სწრაფი გოლი გაიტანეს მანამდე ბორუსიას ჰქონდა მომენტი როდესაც მარკო როისის ჭკვიანური პასის შემდეგ მაჰმუდ დაუდმა ბურთი ძელს გაარტყამე10 წუთზე ტიაგო ალკანტარას კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი მატს ჰუმელსმა თავით კარში გადაგზავნა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ გატანილი ბურთი არ აღნიშნა 10დაახლოებით 7 წუთში საშინელი შეცდომა დაუშვა დორტმუნდელების მცველმა ზაგადუმ რომელსაც რობერტ ლევანდოვსკიმ წაართვა ბურთი კარიდან გამოსულ რომან ბიურკის ელეგანტურად გადაუგდო თავზე და აკრობატულ ნახტომში ბაიერნი ორი ბურთით დააწინაურაბაიერნმა დამაჯერებლად მოქმედება გააგრძელა და პაუზის შემდეგ ტაიმის ბოლოს კვლავ გააქტიურდა გათამაშებული ჯარიმის შემდეგ საჯარიმოდან გამოვარდნილი ბურთი ხავი მარტინესმა დახვეწილი ტექნიკური დარტყმით კარის ბადეში გადაგზავნა 30ორ წუთში კი ბორუსიას დაცვა კვლავ ჩავარდა და თომას მიულერის ჩაწოდების შემდეგ სერჟ გნაბრიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანამეორე ნახევარში მიუნხენელებმა მშვიდად მიიყვანეს საქმე ბოლომდე და ბოლოსკენ მშვენიერი კომბინაცია გაიათამაშეს იოზუა კიმიხმა გნაბრის გაუყოლა რომელმაც ცარიელ კართან მყოფ ლევანდოვსკის დუბლი გააფორმებინაბაიერნმა დერ კლასიკერი 50 მოიგო და ლიდერობა დაიბრუნა ბუნდესლიგის დასრულებამდე 6 ტურით ადრე მიუნხენელები 1 ქულით გავიდნენ წინ





















