მიუნხენის ბაიერნისთვის ბუნდესლიგის 201819 წლების სეზონი საკმაოდ დრამატული და ემოციური გამოდგასაჩემპიონო რბოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და დასკვნით თამაშში რეკორდმაისტერმა საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის აინტრახტი 51 გაანადგურათამაშის მსვლელობისას ერთერთი გოლის აღნიშვნის დროს მიუნხენური გრანდის თავკაცმა ნიკო კოვაჩმა სამწვრთნელო შტაბის ერთერთ წევრს ქალბატონ კატლინ კრიუგერს აკოცაგერმანელმა ჟურნალისტებმა ეს კადრი ცხადია აიტაცეს მაგრამ კატლინ კრიუგერი უკვე წლებია ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში მუშაობს34 წლის გერმანელი რეკორდმაისტერის გუნდის მენეჯერი და შიდა სამზარეულოს ორგანიზატორია ის 200409 წლებში ბაიერნის ქალთა გუნდის ღირსებას იცავდა მაგრამ კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია და ახლა კლუბს სამწვრთნელო შტაბიდან ეხმარებაკატლინ კრიუგერი ბაიერნის სამწვრთნელო შტაბში 2012 წლიდან მუშაობს და მოთამაშეებთან მწვრთნელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს





















