bayern.ge სლაიდერი გვერდი 107
ბაიერნი  ლივერპული მიუნხენელები 14 ფინალისთვის იბრძოლებენ
გერმანიის ბუნდესლიგაში ზედიზედ ორი ბრწყინვალე გამარჯვებისა და ლიდერობის დაბრუნების შემდეგ მიუნხენის ბაიერნს ახლა ურთულესი მისია აქვსნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 18 ფინალურ მატჩს გამართავს შინ ლივერპულთან და ეცდება რომ საკუთარ კედლებში გამარჯვება მოიპოვოსბაიერნი ლივერპულიჩემპიონატი ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალითარიღი 0000 საათი 13 მარტისტადიონი მიუნხენ არენა მიუნხენიმთავარი მსაჯი დანიელე ორსატო იტალიაგუნდების წინასამატჩო მდგომარეობამიუნხენური კლუბი ენფილდზე თამაშის წინ ბევრმა ჩამოწერა მაგრამ ნიკო კოვაჩის გუნდმა ლივერპულში საკმაოდ ორგანიზებული სოლიდური ფეხბურთი აჩვენა და მიუხედავად იმისა რომ გოლი ვერ გაიტანა არც ლივერპულს მისცა თავის გამოჩენის საშუალება 00 სახიფათო ანგარიშია მაგრამ მიუნხენური გრანდი ახლა მშვენიერ ფორმაში იმყოფება და საპასუხო გადამწყვეტ ორთაბრძოლას იდეალური განწყობით ხვდება ბაიერნმა ბოლო ორ თამაშში 11 ბურთის გატანა მოახერხა და ეროვნულ ჩემპიონატში ზედიზედ 3 შეხვედრა მოიგორეკორდმაისტერმა გასულ უქმეებზე შინ ვოლფსბურგი 60 გააცამტვერა მანამდე კი გასვლაზე უხერხული მეტოქე მიუნხენგლადბახის ბორუსია 51 გაანადგურა ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას ქულების რაოდენობით გაუთანაბრდა ბურთების სხვაობით კი გაასწრო და ბუნდესლიგაში ლიდერობა დაიბრუნა ახლა კი ნიკო კოვაჩის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ეცდება წარმატების მიღწევას და 14 ფინალში გასვლასმერსესაიდულ გრანდს სეზონის მნიშვნელოვან სტადიაზე ცოტათი უჭირს და იურგენ კლოპის გუნდმა ეროვნულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაკარგა ბაიერნთან უგოლო ფრის შემდეგ ლივერპულმა სტუმრად მანჩესტერ იუნაიტედთან მორიგი რთული ბრძოლა გადაიტანა და ფრედ 00 ითამაშა ამას მოჰყვა უოტფორდთან ბრწყინვალე გამარჯვება 50 და მერსესაიდული დერბი რომელიც ასევე ფრედ 00 დასრულდა და წითლები მანჩესტერ სიტის 1 ქულით ჩამორჩნენგასულ უქმეებზე იურგენ კლოპის გუნდმა შინ ბარნლი 42 დაამარცხა და მნიშვნელოვანი გასვლის წინ განწყობა გაიუმჯობესა ამ ეტაპზე ლივერპული ორ ფრონტზე იბრძვის და ბაიერნთან პირველ შეხვედრაში მერსესაიდელები რისკზე არ წავიდნენ ამჯერად ლივერპულს აქვს შესაძლებლობა რომ თავისი ლაღი და გახსნილი ფეხბურთი ითამაშოს ვინაიდან მიუნხენში გოლების გატანა საქმეს მხოლოდ გაამარტივებსიოზუა კიმიხის გარეშემიუნხენურ გრანდს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს გუნდს შესაძლოა დააკლდეს ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი კინგსლი კომანი რომელსაც ბარძაყის პრობლემები აქვს კომანის თამაში საეჭვოა ხოლო არიენ რობენი რომელმაც ახალი დაზიანება მიიღო აუცილებლად გამოტოვებს თამაშს ლაზარეთშია კორენტენ ტოლისოც ხოლო თომას მიულერი და იოზუა კიმიხი დისკვალიფიკაცირებულნი არიანრაც შეეხება ლივერპულს მერსესაიდულ გრანდს ისედაც დიდი ხნით დამტვრეული ოქსლეიდჩემბერლენი და ჯო გომესი ვერ ეხმარებიან წინა მატჩის შემდეგ კი გუნდს ვირჯილ ვან დეიკი უბრუნდებასავარაუდო შემადგენლობებიბაიერნი ნოიერი რაფინია ზიულე ჰუმელსი ალაბა ტიაგო მარტინესი გნაბრი ხამესი რიბერი ლევანდოვსკილივერპული ალისონი არნოლდი მატიპი ვან დეიკი რობერტსონი ვიინალდუმი ფაბინიო ჰენდერსონი სალაჰი ფირმინო მანეფაქტები და სტატისტიკალივერპული და ბაიერნი ჩემპიონთა თასისლიგის 5 გზის მფლობელები არიან მაგრამ 2001 წლის შემდეგ ერთმანეთს პირველად უპირისპირდებიანამ გუნდების ბოლო დაპირისპირება 18 წლის წინ უეფას სუპერთასზე შედგა უეფას თასის გამარჯვებულმა ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის ჩემპიონი ბაიერნი 2001 წლის ზაფხულში მონაკოში 32 დაამარცხასუპერთასამდე 198081 წლების სეზონში მერსესაიდულმა გრანდმა ბაიერნი ჩემპიონთა თასის 12 ფინალში დაამარცხა ენფილდზე უგოლო ფრის შემდეგ მიუნხენში შედეგიანი ფრის 11 წყალობით ფინალში ინგლისელები გავიდნენ და ტიტულიც მოიპოვესბაიერნმა კი წარმატება ამ გუნდების პირველ ურთიერთშეხვედრაში მოიპოვა 197172 წლების სეზონის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალში მერსესაიდში უგოლო ფრის შემდეგ ბაიერნმა სახლში გერდ მიულერის დუბლითა და ული ჰიონესის გოლით 31 იმარჯვამერსესაიდული გრანდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს 5 მოგება და 1 მარცხი გამონაკლისი 200506 წლების სეზონში დაფიქსირდა როდესაც მოქმედი ჩემპიონები გათამაშებას ლისაბონის ბენფიკამ გამოთიშამერსესაიდულ გრანდს გერმანული კლუბების წინააღმდეგ ორმატჩიან დუელებში ფანტასტიკური მაჩვენებელი აქვს 14 მოგება და მხოლოდ ორი მარცხი მიუნხენური გრანდი კი მერვედფინალურ ეტაპზე მე15დ ასპარეზობს სტატისტიკა დადებითია 11 მოგება 3 წაგებარეკორდმაისტერი ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ფლეიოფის სტადიაზე ასევე წარმატებით ასპარეზობს 10 მოგება 5 მარცხი ბაიერნს პრემიერ ლიგის გუნდებთან ბოლო 5 ორთაბრძოლა აქვს მოგებულიბაიერნს ინგლისური კლუბების წინააღმდეგ ზედიზედ 4 საშინაო შეხვედრა აქვს მოგებულიმიუნხენურმა კლუბმა პირველი მატჩი გასვლაზე 23ჯერ დაასრულა ფრედ და მხოლოდ ორჯერ ვერ გავიდა მომდევნო ეტაპზე 1981 წელს ლივერპულთან გასვლა 00 სახლი 11 და 2007 წელს მილანთან გასვლა 22 სახლი 02ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ყველა გასვლითი მატჩი წააგოპირველი თამაშის შინ ფრედ დასრულების შემდეგ ლივერპული მომდევნო ეტაპზე სამჯერ გავიდა ხოლო ოთხჯერ ვერ გავიდაიურგენ კლოპი 200108 წლებში მაინცს ხოლო 200815 წლებში დორტმუნდის ბორუსიას ხელმძღვანელობდა მისი საერთო სტატისტიკა ბაიერნის წინააღმდეგ ასეთია 9 მოგება 4 ფრე და 10 წაგებახერდან შაქირი თავის ყოფილ კლუბს უპირისპირდება 27 წლის შვეიცარიელი ბაიერნის ღირსებას 201215 წლებში იცავდა და 81 თამაშში 17 გოლის გატანა მოახერხა
ფანკლუბის შეკრება ლივერპულთან საპასუხო თამაშზე
მიუნხენის ბაიერნმა ბოლო პერიოდში შესანიშნავი ფორმა აკრიფა ბუნდესლიგაში პირველობა დაიბრუნა და ახლა დგება სეზონის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტიენფილდზე უგოლო ფრის შემდეგ რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ლივერპულს შინ მიიღებს და ყველაფერი ალიანს არენაზე გადაწყდებაBayernge ტრადიციულად გთავაზობთ რომ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ერთად ვუყუროთ და ჩვენს საყვარელ გუნდს მხარი დავუჭიროთლივერპულთან საპასუხო თამაშისთვის Bayernge მართავს შეკრებას ოთხშაბათს 13 მარტსვიკრიბებით 2300 საათზე ბუკიას ბაღში და ერთად მივდივართ გამრეკელის 15 ნომერში მდებარე ევრო პაბში თითო ადამიანზე ვკრებთ 20 ლარსწამოსვლის მსურველებმა დეტალური ინფორმაციისათვის მოგვწერეთ Bayerngeს ფეისბუქის გვერდზე ან დაგვიკავშირდით ტელეფონზე557 62 89 98 დავითი557 13 13 81 რომა
კოვაჩი ბაიერნმა თავისი კუთვნილი პოზიცია დაიბრუნა
მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი ვოლფსბურგთან ბრწყინვალე გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი დარჩაჩემს გუნდს დღეს ძალიან კარგი დღე ჰქონდა ასეთი ანგარიშით მოგება დავიმსახურეთ ახლა ვართ ზუსტად იქ სადაც გვინდა რომ ვიყოთ სატურნირო ცხრილის მწვერვალზე ახლა კი ამ პოზიციის შენარჩუნება გვინდა განაცხადა კოვაჩმაგერმანიის ბუნდესლიგის 25ე ტურში მიუნხენელებმა შინ ვოლფსბურგი 60 გაანადგურეს და დორტმუნდის ბორუსიას ბურთების სხვაობით გადაასწრესბაიერნი და ბორუსია სატურნირო ცხრილს 5757 ქულით ლიდერობენ მაგრამ ახლა წინ რეკორდმაისტერია
ბაიერნმა ვოლფსბურგს გადაუარა და გალიდერდა
გერმანიის ბუნდესლიგის 25ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა შინ ვოლფსბურგი 60 გაანადგურა და ეროვნული ჩემპიონატის ლიდერი გახდაშეხვედრა საკმაოდ დაბალ ტემპში დაიწყო და ბაიერნის შეტევები ძირითადად უშედეგო ჩაწოდებებით სრულდებოდა საწყისი ნახევარი საათი ერთფეროვანი და მოსაწყენი გამოდგათუმცა შეხვედრის 34ე წუთზე ბაიერნმა მიზანს მიაღწია და ანგარიში გახსნა მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში იოზუა კიმიხი შეიჭრა და თომას მიულერს გაუყოლა მიულერმა კარის წინ ჩააგდო და სერჟ გნაბრიმ თავისი მორიგი გოლი გაიტანა 10სამ წუთში კი მიუნხენელებმა შესანიშნავი კომბინაცია გაითამაშეს ხამესმა საჯარიმოში გნაბრის ფენომენალური გადაცემა გაუკეთა სერჟმა კი ცარიელ კარტან დაუგორა ლევანდოვსკის რომელმაც უპირატესობა ორბურთიანი გახადაპირველი ტაიმი ბაიერნმა საკმაოდ დამაჯერებელი და სოლიდური თამაშის ფონზე 20 მარტივად მოიგომეორე ნახევარი რეკორდმაისტერმა უფრო აქტიურად და აგრესიულად დაიწყო 52ე წუთზე ტიაგოს გადაცემით ხამესმა ბურთი გაისწორა და მარცხენა ფეხით დაბალ შორეულ კუთხეში იდეალური სიზუსტის დარტყმით ჩასვა 30ამის შემდეგ ვოლფსბურგი სრულიად გატყდა და ბაიერნმა დამაჯერებელი თამაშის ჩვენება გააგრძელა ჰქონდა მომენტები რობერტ ლევანდოვსკის ერთ ეპიზოდში გმირობა ჩაიდინა სტუმართა გოლკიპერმა კოენ კასტეელსმა რომელმაც ჯერ მიულერს შემდეგ კი დამატებაზე ლეონ გორეცკას აუღო76ე წუთზე კი თავისი გოლი თომას მიულერმაც გაიტანა მარცხენა ფრთაზე რენატუ სანჩეშმა რამდენიმე ცრუ მოძრაობით მეტოქე გააბრუა და უკან რიბერის დაუგორა რომელმაც საჯარიმოში ჩააგდო და მიულერმა ერთი შეხებით მოათავსა ბურთი კარის ბადეშიმატჩის მიწურულს კი ფრანკ რიბერიმ მარცხენა ფრთინად შესანიშნავი ჩაგდება განახორციელა რომელსაც შორეულ ძელთან იოზუა კიმიხი გამოეხმაურა 3 წუთში რიბერის ჩაწოდებას უკვე ლევანდოვსკი გამოეხმაურა თავით და საბოლოო ანგარიში დააფიქსირანიკო კოვაჩის გუნდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ მე5 თამაში მოიგო და დორტმუნდის ბორუსიას გადაასწრო ყვითლებმა პარალელურად შინ შტუტგარტი 31 დაამარცხეს და ახლა ბურთების სხვაობით წინ მიუნხენური კლუბია
ბაიერნმა ხამესის თაობაზე გადაწყვეტილება უკვე მიიღო
მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ ხამეს როდრიგესის მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთადარწმუნებული ვარ რომ მომდევნო სეზონში ის ჩვენი მოთამაშე იქნება მისით აბსოლუტურად ყველა კმაყოფილია მე მისი გულშემატკივარი გახლავართმას მარცხენა ფეხით ფანტასტიკური დარტყმები აქვს და მსოფლიო დონის ვარსკვლავია დარწმუნებული ვარ ნიკო მისი შესაძლებლობებით აღფრთოვანებულიაგადაწყვეტილება 15 ივნისამდე უნდა მივიღოთ ამიტომ დრო ჯერ კიდევ გვაქვს განმარტა რუმენიგემ27 წლის კოლუმბიელი შემტევი გერმანულმა გრანდმა 2017 წლის ზაფხულში მადრიდის რეალიდან იჯარის წესით დაიმატაბაიერნს ხამესის გამოსყიდვის უფლება 42 მილიონ ევროდ აქვს
მოურინიო ჩემი ფავორიტი ბაიერნია
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი დაასახელამიუხედავად იმისა რომ ამ სეზონში მათ ჩავარდნებიც და აღმასვლებიც ჰქონდათ ბაიერნს კვლავ მწვერვალზე ვხედავარჩევანი ჩემზე რომ იყოს ფავორიტად სწორედ მიუნხენის ბაიერნს ავირჩევდი განაცხადა ჟოზემრეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ლივერპულს ხვდება პირველი მატჩი ინგლისში ფრედ 00 დასრულდა ხოლო საპასუხო შეხვედრა მიუნხენში 13 მარტს გაიმართება
ჰუმელსი ამას არ ვიმსახურებდით
მიუნხენის ბაიერნის გამოცდილი ცენტრალური მცველი მატს ჰუმელსი ეროვნული გუნდიდან გაშვებას გამოეხმაურამინდა რომ ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილება ორი სიტყვით მეც შევაფასომიუხედავად იმისა რომ საკუთარი აზრი გამაჩნია ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემ მაგრამ ჩემთვის გაუგებარი იყო ამ ინფორმაციის მიღების ფორმავფიქრობ მე გერმანული ფეხბურთის ფედერაციასთან ყოველთვის გულწრფელი და კარგი ურთიერთობა მქონდა ერთმანეთს სამართლიანად ვექცეოდითთომასი ჟერომი და მე ეროვნული გუნდის ღირსებისთვის წლების განმავლობაში ვიბრძოდით და ვფიქრობ ასეთ საქციელს არ ვიმსახურებდით გული მეტკინა ვინაიდან გერმანიის ნაკრებში თამაში მიყვარდა განაცხადა ჰუმელსმაბუნდესნაკრების თავკაცის იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებით თომას მიულერი ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი ნაკრებში სათამაშოდ აღარ გამოდგებიან
ჰიონესი ლიოვისთვის სწორ პასუხს მალე მოვამზადებ
მიუნხენის ბაიერნის პრეზიდენტი ული ჰიონესი იოახიმ ლიოვის გადაწყვეტილებას პასუხს გასცემს მაგრამ ჯერ არაამ თემაზე კომენტარს ჯერ არ გავაკეთებ ვინაიდან ამ და მომდევნო კვირაში მნიშვნელოვანი მატჩები გველისამის შემდეგ კი რამეს მოვიფიქრებ ვინაიდან სწორი პასუხი უნდა მოვამზადო განაცხადა ულიმგერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა აღნიშნა რომ ეროვნულ გუნდში ბაიერნის გამოცდილ მოთამაშეებს ჟერომ ბოატენგს მატს ჰუმელსსა და თომას მიულერს აღარ გამოიძახებს
კოვაჩი როდესაც აიაქსი შევაქე ყველა დამცინოდა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალში ამსტერდამის აიაქსის ბრწყინვალე გამარჯვება შეაფასაამ დროს გამეღიმა ვინაიდან როდესაც ვთქვი რომ აიაქსი კარგი გუნდია დამცინოდნენმათ კი დაამტკიცეს რომ როდესაც სულელურ შეცდომებს უშვებ ისინი აუცილებლად დაგსჯიან განაცხადა კოვაჩმარეკორდმაისტერი ჰოლანდიურ კლუბს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდა მიუნხენში მატჩი ფრედ 11 დასრულდა ხოლო ამსტერდამში 3318 ფინალურ ეტაპზე კი აიაქსმა ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ სამგზის გამარჯვებული მადრიდის რეალი გამოაგდო შინ 12 წაგების შემდეგ აიაქსმა მადრიდში მეტოქე 41 გაანადგურა
კოვაჩმა ლიოვის გადაწყვეტილებაზე კომენტარი გააკეთა
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ნიკო კოვაჩმა გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის იოახიმ ლიოვის უცნაური გადაწყვეტილება მოკლედ შეაფასალიოვმა მარტის საერთაშორისო თამაშებისთვის ბაიერნის სამი გამოცდილი მოთამაშე მატს ჰუმელსი ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი განაცხადს მიღმა დატოვა და აღნიშნა რომ მათ ეროვნულ გუნდში აღარ გამოიძახებსარ მსურს ლიოვის არჩევანის შეფასება ვინაიდან ეს მისი გადაწყვეტილებაა თომასი მატსი და ჟერომი იმედგაცრუებულები არიან რადგან 2930 წელი არც ისე ბევრიათუმცა მათ უკვე ყველაფერი უკან მოიტოვეს კარგად არიან და სათამაშოდ მზად არიან განაცხადა 47 წლის ხორვატმა სპეციალისტმა
Bild კომანი ლივერპულთან მატჩს გამოტოვებს
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ფრანგი გარემარბი კინგსლი კომანი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩს გამოტოვებს22 წლის ფრანგმა 23 თებერვალს ბერლინის ჰერტასთან საშინაო შეხვედრაში 10 მიიღო ბარძაყის დაზიანება და მოედანი იძულებით დატოვაკომანმა წინა კვირას სირბილი დაიწყო მაგრამ ცნობილი გერმანული გამოცემა Bild იტყობინება რომ კინგსლი ლივერპულთან თამაშამდე გამოჯანმრთელებას ვერ მოასწრებსენფილდზე პირველი შეხვედრა უგოლოდ დასრულდა ხოლო მიუნხენში ბაიერნი მერსესაიდულ გრანდს 13 მარტს უმასპინძლებსსამაგიეროდ გუნდს დაუბრუნდება არიენ რობენი რომელიც მომჯობინდა და სავარაუდოდ სწორედ ის დაიკავებს კომანის ადგილს
მათეუსი ლიოვის მესმის მაგრამ ის არასწორად მოიქცა
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა კაპიტანმა და ნახევარმცველმა ლეგენდარულმა ლოთარ მათეუსმა იოახიმ ლიოვის თამამი გადაწყვეტილება შეაფასალიოვის გადაწყვეტილებით რეკორდმაისტერის გამოცდილი მოთამაშეები მატს ჰუმელსი ჟერომ ბოატენგი და თომას მიულერი ეროვნულ ნაკრებს აღარ სჭირდებიანამ სიტუაციაში ყველაზე მეტად ის მაბრაზებს თუ როდის გამოაცხადა გადაწყვეტილების შესახებ ლიოვმა ლივერპულთან თამაშამდე ერთი კვირით ადრეასეთი რაღაცები ჩემპიონთა ლიგის მნიშვნელოვანი თამაშის წინ არ უნდა გაასაჯაროვო მატსსა და ჟერომს დრო სჭირდებათ იმისათვის რომ მორალურად აღიდგინონ ძალები მეორე მხრივ მისი 100თ მესმის ვინაიდან ლიოვი მომავალზე ფიქრობს განაცხადა მათეუსმაბაიერნი ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 18 ფინალურ თამაშს შინ ლივერპულთან 13 მარტს გამართავს
მიულერი ლიოვის გადაწყვეტილებით გაბრაზებულია
მიუნხენის ბაიერნის შემტევი თომას მიულერი გერმანიის ეროვნული ნაკრებიდან მოულოდნელად გაშვებას გამოეხმაურარაც უფრო მეტს ვფიქრობ ამაზე მით უფრო მეტად ვბრაზდები ამაზე თუ რა გზით მოხდა ეს ყველაფერივერ ვხვდები რატომ უნდა იყოს ეს საბოლოო გადაწყვეტილება მთავარი მწვრთნელის არჩევანს არ ვაყენებ ეჭვქვეშ მაგრამ მატსს ჟერომსა და მე მაღალ დონეზე თამაში კვლავ შეგვიძლიაგერმანიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ჩვენ ბევრი გამოვიარეთ და ბოლო 10 წელიწადში უდიდესი წარმატებები მოვიპოვეთ განაცხადა მიულერმაბუნდესნაკრების თავკაცმა იოახიმ ლიოვმა აღნიშნა რომ ის ეროვნულ გუნდში ჟერომ ბოატენგს მატს ჰუმელლსა და თომას მიულერს აღარ გამოიძახებს
ბაიერნმა იოახიმ ლიოვი დაადანაშაულა და ოფიციალური წერილით მიმართა
მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალურ ვებსაიტზე გამოაქვეყნა შეტყობინება რომელშიც გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იოახიმ ლიოვი გააკრიტიკაბუნდესნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა გადაწყვიტა რომ ჩვენი მოთამაშეები თომას მიულერი ჟერომ ბოატენგი და მატს ჰუმელსი აღარ გამოიყენოს როგორც წესი ჩვენ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებას არ ვაკრიტიკებთ ვინაიდან ეს სწორედ მისი პრეროგატივაა თუმცა ჩვენ უცნაური გვეჩვენება ამის შესახებ მაშინ გაცხადება როდესაც ბაიერნს ბუნდესლიგაში ვოლფსბურგთან და ჩემპიონთა ლიგაზე ლივერპულთან გადამწყვეტი თამაშები აქვს წინიქმნება შთაბეჭდილება რომ ეს ჩვენი ლიდერების საბრძოლო განწყობის დასაგდებად სპეციალურად გაკეთდა ვკითხულობთ ბაიერნის პრესსამსახურის განცხადებაშიმარტის საერთაშორისო თამაშებისთვის იოახიმ ლიოვმა ბოატენგი ჰუმელსი და მიულერი განაცხადს მიღმა დატოვა და აღნიშნა რომ ამ სამეულს აღარ გამოიძახებსმიზანი ეროვნული გუნდის შემადგენლობის გაახალგაზრდავება ბოატენგი ჰუმელსი და მიულერი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონები არიან
გნაბრიმ ბაიერნთან კონტრაქტი გაიხანგრძლივა
სერჟ გნაბრიმ ბაიერნში კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაიხანგრძლივა ამის შესახებ ინფორმაციას მიუნხენის ბაიერნის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებსგვიხარია რომ სერჟ გნაბრიმ ხელი მოაწერა ახალ დიდხნიან კონტრაქტს თავის პირველ სეზონში ჩვენთან მან წინ დიდი ნაბიჯი გადადგა სერჟი არის ბაიერნის მომავლის დიდი ნაწილი დარწმუნებულები ვართ რომ მომავალში ერთად კიდევ მრავალ ბედნიერ მომენტს გავიზიარებთ განაცხადა კლუბის სპორტულმა დირექტორმაჰასან სალიჰამიჯიჩმასერჟ გნაბრიმ ისაუბრა იმის შესახებ რომ მიუნხენში თავს ძალიან კომფორტულად გრძნობსამ გუნდში თამაში დიდი სიამოვნებაა ვიმედოვნებ რომ აქ მრავალი ტიტულის მფლობელი გავხდები და გუნდთან ერთად მრავალ ბედნიერ მომენტს გავიზიარებ მე მოველი ნათელ მომავალს ბაიერნში სპორტული კუთხით ახლა ჩემი საქმეები ძალიან კარგად მიდის მაგრამ ვიცი რომ სამომავლო განვითარებისთვის კიდევ საკმარისი პოტენციალი მაქვს ციტირებს ბაიერნის ოფიციალური ვებგვერდი 23 წლის ფეხბურთელის სიტყვებსმიმდინარე სეზონის დასაწყისში გნაბრი რეკორდმაისტერის წევრი გახდა ბაიერნის მაისურით 29 მატჩში სერჟმა 8 გოლის გატანა შეძლო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ვინგერმა ჩაატარა 5 მატჩი სადაც 4 გოლი გაიტანა
ჰუმელსი მიულერი და ბოატენგი გერმანიის ნაკრებში აღარ ითამაშებენ
იოახიმ ლიოვი დღეს მიუნხენში იმყოფებოდა მან ბაიერნის სამ ფეხბურთელს მატს ჰუმელსს თომას მიულერსა და ჟერომ ბოატენგს შეატყობინა იმის შესახებ რომ გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ისინი აღარ ითამაშებენ ამის შესახებ ინფორმაციას Bild და კრისტიან ფალკი ავრცელებენ2019 ეს არის წელი როცა გერმანული საფეხბურთო ნაკრები თავის გზას თავიდან დაიწყებს ჟერომი მატსი და თომასი აღარ იქნებიან გუნდში დღეს მათთვის ამის ახსნა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყოისინი ისევ არიან ის დიდებული მოთამაშეები რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ გუნდში სამივე ფეხბურთელმა ძალიან დიდი დრო გაატარა ჩვენთან მე მადლობას ვუხდი მათ ამდენი ბედნიერი განსაკუთრებული და წარმატებული დღისთვის გუნდში განაცხადა იოახიმ ლიოვმაჟერომ ბოატენგი გერმანიის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2009 წლიდან იცავდა ხოლო მატს ჰუმელსი და თომას მიულერი 2010დან 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი მათ მსოფლიო ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2