მიმდინარე წლის 30 სექტემბერს გერმანიის სუპერთასი გაიმართება რომელშიც ერთმანეთს მიუნხენის ბაიერნი და დორტმუნდის ბორუსია დაუპირისპირდებიანროგორც წესი ხსენებული შეხვედრა თასის გამარჯვებულის ან ბუნდესლიგის მეორეადგილოსნის სტადიონზე იმართება ხოლმე იმ შემთხვევაში თუ თასსაც და ჩემპიონატსაც ერთი გუნდი იგებს თუმცა მიმდინარე წელი გამონაკლისი იქნებაგერმანიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით ისტორიაში პირველად სუპერთასის თამაში ბუნდესლიგის გამარჯვებულის სტადიონზე ჩატარდებაშესაბამისად ბაიერნი და დორტმუნდი ერთმანეთს 30 სექტემბერს ალიანს არენაზე შეხვდებიან დაესწრებიან თუ არა ფანები თამაშს ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ
ავტორიტეტულმა გამოცემა Whoscoredმა 201920 წლების სეზონის ევროპის Top 5 ლიგის საუკეთესო შემადგენლობა გამოაქვეყნა საკუთარი რეიტინგების მიხედვითაღსანიშნავია რომ მიუნხენის ბაიერნის მხრიდან თერთმეტეულში ორი ფეხბურთელი მოხვდა ესენი არიან ალფონსო დეივისი და რობერტ ლევანდოვსკისრული თერთმეტეული შემდეგნაირად გამოიყურება
მოგეხსენებათ შაბათს მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს და ამის ფონზე გუნდს გადატვირთული გრაფიკი აქვს ამის მიუხედავად ჰანს ფლიკი დასვენებას არ აპირებსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით 55 წლის სპეციალისტმა პირადი თავისუფალი დრო გამოჰყო და ფეხბურთელების იმ ჯგუფს შეუერთდა რომლებიც ჩემპიონთა ლიგაზე არ იღებენ მონაწილეობასწყაროს ცნობით ფლიკი დღეს მიროსლავ კლოზესთან ერთად ლეროი სანესა და სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებს ავარჯიშებდა და აძლევდა რჩევებს
შაბათს ჩემპიონთა ლიგის 18 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრა გაიმართება რომელშიც მიუნხენის ბაიერნი ლონდონის ჩელსის უმასპინძლებსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს რეკორდმაისტერის ახალგაზრდა ვინგერი კინგსლი კომანიწყაროს ცნობით ფრანგმა ფეხბურთელმა კუნთის პრობლემები აქვს და ამ მიზეზით ხუთშაბათის ვარჯიში გამოტოვა დიდი ალბათობით ის პარასკევს დაუბრუნდება სავარჯიშო სესიას თუმცა ნაკლებად სავარაუდოა რომ ფლიკმა მისი თამაში გარისკოსშეგახსენებთ რომ ტრავმის გამო ჩელსისთან მატჩში ბენჟამინ პავარიც ვერ მიიღებს მონაწილეობას რომლისთვისაც დიდი ალბათობით სეზონი უკვე დასრულებულია
შაბათს 8 აგვისტოს მიუნხენის ბაიერნი განმეორებით შეხვედრას ჩაატარებს ჩემპიონთა ლიგაზე ლონდონის ჩელსის წინააღმდეგUEFAს გადაწყვეტილებით აღნიშნულ დაპირისპირებას რუმინელი რეფერი ოვიდიუ ჰატეგანი განსჯისაქამდე 40 წლის სპეციალისტმა რეკორდმაისტერის 2 მატჩი წაიყვანა და ორივე შეხვედრაში გუნდმა ხუთბურთიანი სხვაობით იმარჯვა 2012 წელს ლილთან დაპირისპირება 61 დასრულდა 2018 წელს კი ბაიერნმა თურქული ბეშიქთაში არ დაინდო 50
მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა ული ჰიონესმა დავიდ ალაბას მომავალზე საინტერესო განცხადება გააკეთამისთვის ნებისმიერ სხვა გუნდში წასვლა შესაძლოა ფინანსურად მომგებიანი იყოს თუმცა უკან გადადგმული ნაბიჯია ნებისმიერი სხვა კუთხითბაიერნი მას სთავაზობს გარანტირებულ ადგილს დიდ სიყვარულს ფანების მხრიდან და წარმატებას დავიდმა ერთი რამ უნდა იცოდეს არცერთი კლუბი არ არის ისეთი მეგობრული და ოჯახური როგორიც ბაიერნისაბედნიეროდ ის კლუბები რომლებშიც სურს გადასვლა ალაბას თავად არ იჩენენ დიდ ინიციატივას ფეხბურთელის შესაძენად და სწორედ ესაა ერთადერთი მიზეზი რის გამოც ის ჯერ კიდევ მიუნხენშია აცხადებს ჰიონესი
მოგეხსენებათ ული ჰიონესმა დორტმუნდის ბორუსია მწვავედ გააკრიტიკა გუნდის ლიდერების გაყიდვის გამომიუნხენის ბაიერნის ყოფილი დირექტორის ამ განცხადებას ლოთარ მათეუსმაც აუბა მხარიჰიონესი თავის განცხადებაში გულისხმობდა რომ დორტმუნდის ბიზნეს მოდელი არ არის ორიენტირებული წარმატების მიღწევასა და ტიტულების მოპოვებაზებაიერნს სურს ყოველწლიურად ჩემპიონთა ლიგის მოგება მაშინ როდესაც დორტმუნდისთვის ბუნდესლიგაში მეორე ადგილი და რამდენიმე წელიწადში ერთხელ თასის მოგება სრულიად საკმარისია აცხადებს მათეუსი
7 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა 18 ფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩებით დაბრუნდებაUEFAმ ტურნირის განახლებამდე მცირე დროით ადრე რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა კერძოდ გუნდებს წინა ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათები აღარ გადაჰყვებათ ამის მიზეზი კი შემცირებული თამაშების რაოდენობააშესაბამისად არცერთი ფეხბურთელი ყვითელი ბარათების ლიმიტის ამოწურვის გამო მომდევნო შეხვედრას აღარ გამოტოვებსთუმცა ძალაში რჩება წითელი ბარათის წესი რომლის მიღების შემთხვევაშიც ფეხბურთელები დისკვალიფიკაციას მიიღებენ
8 აგვისტოს მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება სადაც 18 ფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში ლონდონის ჩელსის დაუპირისპირდებარეკორდმაისტერის განაცხადში ტურნირის განახლებამდე მცირე დროით ადრე ცვლილებები მოხდა როგორც ჩანს დარჩენილ ეტაპზე ვეღარ ვიხილავთ იოზუა ზირკზეს რომელიც ლასე მეის ოლივერ მეიერისა და სარპრიტ სინგის მსგავსად განაცხადს მიღმა დარჩამათი ადგილი ახალმა მოთამაშეებმა დაიკავეს კერძოდ ბრაიტ არეიმბიმ ჯამალ მუსიალამ და მალიკ ტილმანმა
სულ ცოტა ხნის წინ მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ ული ჰიონესმა დორტმუნდის ბორუსია გააკრიტიკა ფეხბურთელების გაყიდვის გამოამ განცხადებას ბორუსიელთა სპორტულმა დირექტორმა მიკაელ ცორკმა უპასუხაეს ძალიან ქედმაღლური განცხადებაა და ფაქტობრივ შეცდომებს მოიცავს როდესაც 250 მილიონი გაქვს ჯიბეში ამ დროს ტრაბახი მარტივია აცხადებს ცორკი
როგორც ცნობილია France Football 2020 წელს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს არ გაათამაშებს მიზეზი კი კორონავირუსის პანდემიის გამო ზოგიერთი ჩემპიონატის შეწყვეტაა ლიგა 1როგორც Bleacher Report იტყობინება გამოცემამ მის ალტერნატივას მიაგნო და წელს ოქროს ბურთის ნაცვლად ყველა დროის საუკეთესო 11ეულს შეადგენს შეგახსენებთ რომ აქამდე ოქროს ბურთის გათამაშება ყოველ წელს ტარდებოდა რასაც საფუძველი 1956 წელს ჩაეყარა
მოგეხსენებათ გასულ კვირაში დასრულდა იტალიის სერია ა სადაც ჩირო იმობილემ 36 გოლი გაიტანა და საბოლოოდ ოქროს ბუცისთვის ბრძოლაში რობერტ ლევანდოვსკის აჯობა თუმცა სიტუაცია შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო თუ გერმანიის ბუნდესლიგაშიც იტალიის მსგავსად 38 თამაშს ჩაატარებდნენGoal Ratioს მიხედვით რაც ერთ მატჩში გატანილი საშუალო გოლების რაოდენობას გულისხმობს პოლონელი თავდამსხმელი ევროპის ტოპ 5 ლიგაში საუკეთესოამას 34 გოლის გასატანად 31 თამაში დასჭირდა რაც საშუალოდ 107 გოლს უდრის თავის მხრივ იმობილემ 36 გოლი 37 შეხვედრაში გაიტანა და 097იანი მაჩვენებლის ტოლფასიასაუკეთესო ათეული შემდეგნაირად გამოიყურება
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს მიუნხენის ბაიერნის რიგებში შესაძლოა რეალის მორიგი მოთამაშე ვიხილოთესპანური გამოცემა Onda Ceroს ინფორმაციით რეკორდმაისტერის სამიზნე იაპონელი ამომავალი ვარსკვლავი ტაკეფუსა კუბოამოგეხსენებათ ჰანს ფლიკის მოთხოვნაა რომ კლუბმა კიდევ ერთი ვინგერი დაიმატოს და როგორც ჩანს არჩევანი სწორედ 19 წლის ფებხურთელზე გაკეთდაწყაროს ცნობით მიუნხენელებმა რეალს ერთწლიანი იჯარის სანაცვლოდ 8 მილიონი ევრო შესთავაზეს კუბოს დამატების შემთხვევაში ბაიერნს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება
მიუნხენის ბაიერნმა გუნდური ვარჯიშები განაახლა საქმეში გუნდის ახალწვეული ლეროი სანეც ჩაერთო24 წლის ვინგერმა თავის ერთერთ პირველ გუნდურ ვარჯიშზე ძალიან კარგი დრიბლინგი შემოგვთავაზაიხილეთ ვიდეო