მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა კაი ჰავერცის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრავფიქრობ როგორც ფეხბურთელისთვის ასევე გუნდისთვისაც იდეალური იქნება თუ ჰავერცი ბაიერნის რიგებს შეუერთდება ის ძალიან ახალგაზრდაა და უკვე ახერხებს რომ ლევერკუზენის კაპიტანი იყოსმიუნხენში გადასვლით კაი ისწავლის რომ დამარცხება არ შეიძლება მას გამარჯვებულის მენტალიტეტი სრულად ჩამოუყალიბდება ბაიერნი ის გუნდია რომელიც მუდამ ტიტულებისთვის იბრძვის ჰავერცის ეს გუნდი ნამდვილად შეეფერება აცხადებს შვაინშტაიგერი
მიუნხენის ბაიერნის რიგებში ახალი კონტრაქტების გაფორმების ტენდენცია კვლავ გრძელდებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით შემდეგი რეკორდმაისტერის მოთამაშე რომელიც ხელშეკრულებას გაახანგრძლივებს დავიდ ალაბააწყაროს ცნობით კლუბმა და ავსტრიელმა მცველმა შეთანხმებას მიაღწიეს რომლის მიხედვითაც ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდება ფეხბურთელი კი ანაზღაურების სახით საშუალოდ 15 მილიონ ევროს მიიღებს წელიწადშიშეგახსენებთ რომ ბაიერნმა გასული თვის განმავლობაში კონტრაქტები გაუხანგრძლივა მანუელ ნოიერს თომას მიულერს ჰანს ფლიკსა და ალფონსო დეივისს
26 მაისს მიუნხენის ბაიერნი უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს დორტმუნდის ბორუსიას წინააღმდეგმატჩამდე ერთი დღით ადრე რეკორდმაისტერის გულშემატკივრებისთვის სასიხარულო ინფორმაცია გავრცელდა კერძოდ გუნდის დახმარებას უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი სერჟ გნაბრიც მოახერხებსმოგეხსენებათ ახალგაზრდა ვინგერმა ტრავმის გამო გასული კვირის ყველა ვარჯიში გამოტოვა და მხოლოდ აინტრახტის წინააღმდეგ მხოლოდ სათადარიგოთა სკამიდან შეძლო თამაში ახლა კი გერმანელი გარემარბი უკვე სრულიად ჯანმრთელია და მინდორზე 90 წუთის გასატარებლად მზადააშეგახსენებთ რომ სამწუხაროდ დორტმუდნის წინააღმდეგ გუნდს ტიაგო ალკანტარა ვერ დაეხმარება რომელსაც ასევე ტრავმა აწუხებს
ლუკას ერნანდესის მიუნხენის ბაიერნიდან შესაძლო წასვლის საკითხი კვლავ აქტუალურიაესპანური გამოცემა Mundo Deportivoს ინფორმაციით ახალგაზრდა მარცხენა მცველის შეძენით ამჯერად უკვე მადრიდის რეალი ინტერესდებაწყაროს ცნობით ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი პირადად ზინედინ ზიდანმა მოითხოვა მოგეხსენებათ სამეფო კლუბს სულ მალე მარსელო დატოვებს და როგორც ჩანს ფრანგ სპეციალისტს მის შემცვლელად სწორედ თანამემამულე ესახებაშეგახსენებთ რომ ლუკას ერნანდესი რეკორდმაისტერის რიგებს გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და მას კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს
ფრანქფურტის აინტრხართან მოგებული თამაშის შემდგომ მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა მატჩისშემდგომი კომენტარი გააკეთაპირველ ტაიმში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ დავიდ ალაბამ დაცვის ხაზში ბრწყინვალედ ითამაშა თომას მიულერმა კი თავისუფალი სივრცეები კარგად გამოიყენა და ეს შედეგზეც აისახამას შემდგომ რაც 30 გავედით წინ მოვეშვით ბურთს ნაკლებად ვაკონტროლებდით და მეტოქემ ამით ისარგებლა აინტრახტი სტანდარტული სიტუაციებიდან საკმაოდ ძლიერია და ეს დღესაც ნათლად გამოჩნდადორტმუნდთან თამაშს ყველა ველოდებით წინ საკმაოდ რთული დაპირისპირება გველოდება თუმცა ვფიქრობ რომ ამ თამაშის შედეგი არაფერს გადაწყვეტს წინ კიდევ უამრავი ტურია აცხადებს ფლიკი
დღეს მიუნხენის ბაიერნმა ფრანქფურტის აინტრახტს 52 სძლია და ბუნდესლიგაში ლიდერობა განიმტკიცააღსანიშნავია რომ რეკორდმაისტერმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა კერძოდ 27 მატჩის შემდეგ გუნდს უკვე 80 გოლი დაუგროვდა მსგავსი შედეგი კი ბუნდესლიგის ისტორიაში არავის ჰქონიახსენებულ მატჩში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა კერძოდ თომას მიულერმა რიგით მე17 საგოლე გადაცემა შეასრულა მიმდინარე სეზონში რითაც კევინ დე ბრუინის შედეგს გაუთანაბრდა და კიდევ ერთი ასისტის გაკეთების შემთხვევაში რეკორდის ერთადერთი ავტორი გახდება
ბუნდესლიგის 27ე ტურში მიუნხენის ბაიერნმა ფრანქფურტის აინტრახტს უმასპინძლა და დამაჯერებელი სხვაობით 52 სძლიამატჩის საუკეთესო ფეხბურთელი ალფონსო დეივისი გახდა რომელმაც გოლი და საგოლე გადაცემა შეასრულა და 86 შეფასებაც დაიმსახურაგთავაზობთ ყველა ფეხბურთელის რეიტინგს გამოცემა Whoscoredის ვერსიით
მიუნხენის ბაიერნის თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი ბრწყინვალე ფორმაშია მას ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში უკვე 27 გოლი დაუგროვდა მისი სტატისტიკა კი ბოლო სეზონებში კიდევ უფრო საოცარიაევროპულმა გამოცემებმა პოლონელი ფეხბურთელის გოლების რაოდენობა დათვალეს და აღმოჩნდა რომ ბოლო 5 სეზონის განმავლობაში მას უკვე 241 გოლი აქვს გატანილი ყველა ტურნირის მასშტაბითაღსანიშნავია რომ ამ შედეგებით ის მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესოა და ლეო მესისა და რონალდუსაც კი სჯობსარგენტინელ ფორვარდს ბოლო 5 სეზონში 233 გოლი აქვს გატანილი პორტუგალიელს კი 231
მიუნხენის ბაიერნისა და ფრანქფურტის აინტრახტის მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ჰანს ფლიკმა გუნდის სასტარტო შემადგენლობა დაასახელაროგორც მოსალოდნელი იყო დღევანდელ შეხვედრას ტიაგო ალკანტარა ტრავმის გამო გამოტოვებს ასევე სათადარიგოთა სკამიდან დაიწყებს თამაშს სერჟ გნაბრიც რომელსაც ასევე ტკივილები აწუხებდანოიერი პავარი ალაბა ბოატენგი დეივისი კიმიხი გორეცკა კომანი მიულერი პერიშიჩი ლევანდოვსკი
მას შემდგომ რაც ნიუკასლ იუნაიტედი შეიხებმა შეიძინეს ამ კლუბის სახელს არაერთი მსოფლიო დონის ვარსკვლავი დაუკავშირესამჯერად კაჭკაჭების რადარზე მიუნხენის ბაიერნის სუპერვარსკვლავი ლუკას ერნანდესი გამოჩნდა გერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით ბრიტანულმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები 24 წლის მცველის თაობაზემოგეხსენებათ ფრანგი ფეხბურთელი რეკორდმაისტერის რიგებს გასულ წელს 80 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა თუმცა მას შემდგომ ტრავმების კლუბში ფეხის მოკიდება ვერ მოახერხაწყაროს ცნობით ბაიერნი ინგლისური კლუბის შემოთავაზებას განიხილავს იმ შემთხვევაში თუ სატრანსფერო თანხა 80 მილიონ ევროზე ნაკლები არ იქნება
ფილიპე კოუტინიოს გამოსასყიდი თანხის გადახდის ვადა მიუნხენის ბაიერნს გუშინ საბოლოოდ ამოეწურააღნიშნულ თემაზე კომენტარი რეკორდმაისტერის აღმასრულებელი საბჭოს დირექტორმა კარლჰაინც რუმენიგემ გააკეთაგამოსყიდვის უფლება კლუბს არ აქვს თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ბრაზილიელი აუცილებლად დატოვებს კლუბსმომავალი სეზონისთვის გუნდი ჯერ კიდევ დასაკომპლექტებელი გვაქვს სწორედ ამის შემდეგ გადავწყვეტთ დარჩება თუ არა კოუტინიო ბაიერნის რიგებში აცხადებს რუმენიგეშეგახსენებთ რომ კოუტინიო რეკორდმაისტერს ერთწლიანი იჯარით შეუერთდა და მისი გამოსასყიდი ფასი 120 მილიონი ევრო იყო
მიუნხენის ბაიერნისა და მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა ოუენ ჰარგივზმა ერლინ ჰოლანდის შესახებ ისაუბრათავისი ასაკის მიუხედავად ერლინი ახერხებს და თითქმის ყველა შეხვედრაში გააქვს ის უდაოდ გამორჩეული თავდამსხმელია რომელიც ნებისმიერ გუნდს დაამშვენებდათუმცა რეკორდმაისტერის რიგებში მისი ადგილი არ არის რადგან აქ ნომერ პირველი რობერტ ლევანდოვსკია და აქ გადასვლის შემთხვევაში ნორვეგიელი აუცილებლად დაიჩრდილებოდალევანდოვსკი უდაოდ მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია და მასთან კონკურენცია ჰოლანდს ძალიან გაუჭირდებოდა აცხადებს ჰარგივზი
ბუნდესლიგის 27ე ტურში მიუნხენის ბაიერნი ფრანქფურტის აინტხრახტს უმასპინძლებსმოგეხსენებათ საფეხბურთო მატჩებზე დასწრება აკრძალულია და თამაშები უმაყურებლოდ ტარდება თუმცა გუნდებს სპეციალური მოწვევით შეუძლიათ გარკვეული რაოდენობის სტუმრების მიღება სტადიონზეროგორც ცნობილია რეკორდმაისტერმა ხვალინდელი თამაშისთვის სპეციალური სტუმრები მიიწვია ული ჰიონესისა და ფრანც ბეკენბაუერის სახითლეგენდარული ფეხბურთელები ამ მიწვევას დათანხმდნენ და შესაბამისად ისინი აინტრახტის წინააღმდეგ მატჩს სტადიონიდან მიადევნებენ თვალს