bayern.ge სლაიდერი გვერდი 45
ბუნდესლიგის 2 ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ბუნდესლიგის ბინადარი კიოლნის ორ ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდაკლუბის ოფიციალური საიტის ცნობით ვარჯიშის ჩატარებამდე მოთამაშეებმა და სტაფის წევრებმა ტრადიციულად ტესტირება ჩაიტარეს რის შემდგომაც ორ ფეხბურთელსა და ასევე სამწვრთნელო შტაბის ერთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდაჯერჯერობით კონკრეტული გვარები არ დასახელებულა როგორც ცნობილია მოთამაშეებს კორონავირუსის დაადასტურებამდე სიმპტომები საერთოდ არ ჰქონიათგერმანიაში შიშობენ რომ ამ ფაქტმა შესაძლოა ბუნდესლიგის დაწყებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს
ცნობილია როდის გადაწყდება ბუნდესლიგის დაწყების თარიღი
გერმანული გამოცემა Kicker ბუნდესლიგის განახლების თაობაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებსწყაროს ცნობით ფედერაციის წარმომადგენლები 6 მაისს კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან და სწორედ ამ დღეს გადაწყდება ჩემპიონატის განახლების დრო სავარაუდო თარიღი ორია 22 მაისი და 29 მაისითავდაპირველად ნავარაუდევი იყო რომ ბუნდესლიგა 9 მაისს განახლდებოდა თუმცა ფედერაციამ გადაწყვიტა რომ გუნდებს მეტი დრო მისცეს მოსამზადებლად და შესაბამისად თარიღმაც გადაიწია
მიუნხენის ბაიერნი 2021 წლიდან ბავშვთა აკადემიას აუქმებს
მიუნხენის ბაიერნის გადაწყვეტილებით 202021 წლების სეზონის დასრულების შემდეგ გუნდი ბავშვთა ასაკობრივ აკადემიებს აუქმებს კერძოდ ეს ეხებათ 9 და 10 წლამდელთა გუნდებსკლუბის ოფიციალური საიტის ცნობით ამის მიზეზი ბავშვებისთვის არჩევანის თავისუფლების მიცემაა მათი აზრით მცირეწლოვანი ბავშვი ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული სურვილებში და შესაბამისად არ იციან ნამდვილად სურთ თუ არა ფეხბურთის თამაშიგარდა ამისა რეკორდმაისტერში მიიჩნევენ რომ ამ ასაკში ბავშვისთვის უმჯობესი იქნება თუ უფრო მეტი თავისუფალი დრო ექნება შესაბამისად ამ ყველაფრის გამო საბოლოო ჯამში გუნდმა დაბალი ასაკის აკადემიების გაუქმება გადაწყვიტა
ოფიციალურად არანგისმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
ბოლო დღეებში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნი ახლოს იყო ლევერკუზენის ბაიერის გამოცდილი ფეხბურთელის ჩარლზ არანგისის დამატებასთან31 წლის ჩილელ ნახევარმცველს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ეწურებოდა და გერმანული გამოცემების ცნობით რეკორდმაისტერი მის უფასოდ დამატებას გეგმავდა თუმცა საბოლოოდ სიტუაცია შეიცვალალევერკუზენის ოფიციალური საიტის ცნობით არანგისმა დღეს ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი რომლის მიხედვითაც ფეხბურთელი გუნდში 2023 წლამდე დარჩება შესაბამისად მისი ტრანსფერი ბაიერნის რიგებში საბოლოოდ გამოირიცხა
ბაიერნს სანესთან დაკავშირებით ახალი გეგმები აქვს
გუშინ გერმანულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია რომლის თანახმადაც მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელი ჰანს ფლიკი ლეროი სანეს ესაუბრა და მომავლის გეგმები განიხილაროგორც ჩანს ამ დიალოგის შემდეგ 55 წლის სპეციალისტი დარწმუნდა ახალგაზრდა გერმანელის ტრანსფერის აუცილებლობაში და საბოლოოდ გადაწყვიტა მისი შეძენაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით რეკორდმაისტერი მზადაა სიტისთან მოლაპარაკებების გასანახლებლად ამჯერად მიუნხენური გრანდი 24 წლის ვინგერის ფასის დაგდებას ეცდებაწყაროს ცნობით ქალაქელები სანეს 85 მილიონ ევროდ აფასებენ ბაიერნი კი შეეცდება რომ სანეს ღირებულება 70 მილიონამდე ჩამოიყვანოს
ფლიკმა საზაფხულო ტრანსფერებზე გადაწყვეტილება მიიღო
მიუნხენის ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო53 წლის სპეციალისტის მიზანი ბენჟამინ პავარის დაცვის ცენტრალურ ნაწილში გადაწევაა მის ნაცვლად კი კლუბს ახალი მარჯვენა მცველის დამატება მოსთხოვაგერმანული გამოცემების ინფორმაციით უკვე გადაწყვეტილია რომ რეკორდმაისტერი ალვარო ოდრიოსოლას არ გამოისყიდის შესაბამისად გუნდი ფაქტობრივად მარჯვენა მცველის გარეშე დარჩებაჯერჯერობით უცნობია კონკრეტულად რომელი ფეხბურთელის დამატებას შეეცდება ბაიერნი შეგახსენებთ რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს აიაქსთან სებასტიან დესტთან დაკავშირებით
ოფიციალურად ბუნდესლიგის განახლებამდე ძალიან მცირე დრო რჩება
გერმანიის ბუნდესლიგისა და ბუნდესლიგა 2ის განახლებამდე ძალიან მცირე დრო რჩებაგერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გადაწყვეტილებით დღეიდან კორონავირუსზე კლუბების ტესტირება დაიწყო ეს ტურნირის განახლების წინაპროცესიაროგორც ცნობილია ტესტირებას გაივლიან როგორც ფეხბურთელები ასევე სამწვრთნელო შტაბის წევრები და გუნდების სხვა წარმომადგენლებიც რომლებსაც უშუალო შეხება ექნებათ მატჩების მიმდინარეობასთან და მოთამაშეებთანშეგახსენებთ რომ ბუნდესლიგის განახლება 9 მაისისთვის იგეგმება ფედერაციაში საბოლოო დასტურს მხოლოდ ქვეყნის მთავრობისგან ელოდებიან
უპამეკანოს ტრანსფერი ჩაშლის პირასაა
ბოლო დროს აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ დაიოტ უპამეკანო ბაიერნში გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო და ზაფხულში ფეხბურთელი მიუნხენში გადაბარგდებოდა თუმცა როგორც ჩანს სიტუაცია რადიკალურად შეიცვალაგერმანული გამოცემების Skyსა და Kickerის ინფორმაციით 21 წლის ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალა და სურს რომ ლაიფციგში კიდევ გარკვეული პერიოდის განმავლობაში დარჩესმოგეხსენებათ ფრანგ მცველს კლუბთან კონტრაქტი 2021 წელს ეწურებოდა და მისი გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევრო იყო ახლა კი ის მზადაა რომ ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივოსწყაროს ცნობით უპამეკანო მიიჩნევს რომ ამჟამად გუნდის დატოვებისთვის შესაფერისი დრო არ არის და მისივე კარიერისთვის უმჯობესი იქნება თუ ლაიფციგში კიდევ ერთ სეზონს გაატარებს
დევნილობიდან ბაიერნის ვარსკვლავობამდე ფონზიმ ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა
მიუნხენის ბაიერნის ამომავალმა ვარსკვლავმა ალფონსო დეივისმა საინტერესო ინტერვიუ ჩაწერაჩემი საყვარელი მსახიობები იდრის ელბა და The Rock არიან მიყვარს კომედიური ჟანრის ფილმები ფეხბურთის დასრულების შემდეგ შესაძლოა ბედი სამსახიობო კარიერაშიც ვცადოთავდაპირველად გერმანული ენის სწავლა გამიჭირდა თუმცა თანაგუნდელებისა და მთლიანად გუნდის დახმარებით ნელნელა ყველაფერი უმჯობესდება ბავარიულად უკვე შემიძლია ეს სიტყვები ვთქვა მე ვარ ფონზიჩემი მიღწევებით კმაყოფილი ვარ თუმცა უფრო მეტად მნიშვნელოვანი გუნდის წარმატებააბაიერნში ჩემი მიზანი რაც შეიძლება მეტი მატჩისა და ტიტულის მოგებაა ეს ის გუნდია სადაც ყოველთვის და ყველგან მხოლოდ გამარჯვებას ელოდებიანმოსვლიდან მალევე ვისწავლე სიტყვები მია სან მია ჩვენ ვართ ერთი ოჯახი და კარგ თუ ცუდ დროს ერთმანეთს ვუდგავართ გვერდშითავისუფალ დროს ვცდილობ გერმანული ენა ვისწავლო როგორც ყველა თინეიჯერს მიყვარს კომპიუტერული თამაშები და მულტფილმებიც ეს ენის სწავლაშიც მეხბარებაროდესაც წარსულში ვიყურები ეს გარკვეულწილად ემოციურია კარგად არ მახსოვს დევნილთა ბანაკი და როგორ გამოვიარე ის ოჯახთან ერთად თუმცა მარტივი არ ყოფილა შემდეგ იყო კანადა რომელმაც ყველაფერი მომცა განათლება ფეხბურთი და მომავლის შანსი შემდეგ კი გავიგე რომ ბაიერნს უნდოდა ჩემი დამატება ეს ოცნების ასრულებას ჰგავდაგაეროს დევნილთა ბანაკების დახმარება უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს მინდა მათ ამ ქმედებით ერთგვარი მადლობაც გადავუხადობაიერნში ვინგერად მოვედი თუმცა ახლა უკვე მარცხენა მცველის პოზიციაზე ვთამაშობ ჩემს მომავალსაც სწორედ ამ ადგილზე ვხედავსაფეხბურთო მოედანზე ჩემი კუმირი ლიონელ მესია მან და რონალდუმ უდიდესი ეპოქა შექმნეს თანატოლებთან ხშირად ვდაობდი თუ რომელია საუკეთესო მინდვრის გარეთ კუმირი ჩემი მწვრთნელია რომელმაც ყველაფერი მასწავლადა ბოლოს მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივმართო იყავით ვინც ხართ ითამაშეთ მუდამ ღიმილით და მიიღეთ სიამოვნება მინდორზე გატარებული ყოველი წამით განაცხადა დეივისმა
ალექსანდერ ნუბელის ოჯახი საფრთხის ქვეშაა
გერმანული გამოცემები უსიამოვნო ინფორმაციას ავრცელებენ მიუნხენის ბაიერნის მეკარის ალექსანდრ ნუბელის ოჯახი საფრთხის ქვეშააწყაროს ცნობით 23 წლის ფეხბურთელის მშობლებმა რომლებიც პადერბორნში ცხოვრობენ მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ამის გამო მათ საკუთარი ბინის დატოვება და სხვაგან გადასვლა მოუწიათროგორც ცნობილია ოჯახს გელზერკიხენელი ფანებისგან მიუვიდათ წერილი როგორც ჩანს შალკეს ქომაგები ვერ პატიობენ გუნდის კიპერს რეკორდმაისტერის რიგებში გადასვლას
BILD ფლიკმა სანეს დაურეკა და პირადად გაესაუბრა
მიუნხენის ბაიერნმა ლეროი სანესადმი ინტერესი კიდევ ერთხელ გამოხატაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჰანს ფლიკმა ახალგაზრდა ვინგერს დაურეკა და დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ესაუბრაწყაროს ცნობით დიალოგის დროს ფლიკი თავის სამომავლო გეგმებზე საუბრობდა და გარდა ამისა სანეს აუხსნა თუ რა როლში ხედავს მის მომავალს თავის გუნდშიშეგახსენებთ რამდენიმე დღის წინ ჰასან სალიჰამიჯიჩმა განაცხადა რომ გუნდი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ახალ სუპერვარსკვლავს დაიმატებს
BILD ბაიერნმა უპამეკანოსთან შეთანხმებას მიაღწია
როგორც ჩანს დაიოტ უპამეკანოს ირგვლივ ატეხილი სატრანსფერო აჟიოტაჟი საბოლოოდ სრულდებაგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნმა ახალგაზრდა მცველთან საბოლოო შეთანხმებას მიაღწია და ფრანგი ფეხბურთელი კლუბში გადასასვლელად მზადააწყაროს ცნობით ახლა რეკორდმაისტერს მხოლოდ ლაიფციგურ კლუბთან დარჩა მოლაპარაკებები დასასრულებელიროგორც ცნობილია ლაიფციგი 21 წლის მცველის სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს ითხოვს ბაიერნი კი ამ საფასურის შემცირებას ეცდება
Tuttosport ბაიერნი იუვენტუსის სუპერვარსკვლავის ტრანსფერზე მუშაობს
იტალიური გამოცემა Tuttosport სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებსწყაროს ცნობით მიუნხენის ბაიერნის რადარზე ტურინის იუვენტუსის სუპერვარსკვლავი პაულო დიბალა გამოჩნდაროგორც ცნობილია არგენტინელი შემტევით რეკორდმაისტერის აღმასრულებელი დირექტორი კარლჰაინც რუმენიგე უკვე დიდი ხანია რაც დაინტერესებულია ახლა კი კლუბი აქტიურად იწყებს ტრანსფერზე მუშაობასიმ შემთხვევაში თუ 26 წლის ფეხბურთელი გუნდს შეუერთდება ის ფილიპე კოუტინიოს ადგილს დაიკავებს შესაბამისად ბრაზილიელ ნახევარმცველს მიუნხენის დატოვება მოუწევსმოგეხსენებათ დიბალას კლუბში გარკვეული სახის პრობლემები აქვს რის გამოც გასულ წელს აქტიურად განიხილებოდა მისი გაშვების საკითხი ბაიერნი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდება
ბაიერნის რადარზე ატლეტიკოს ვარსკვლავი გამოჩნდა
ევროპული გამოცემების ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნის რადარზე მადრიდის ატლეტიკოს ვარსკვლავი ტომას პარტეი გამოჩნდაწყაროს ცნობით ჰანს ფლიკი ახალგაზრდა ნახევარმცველს ხავი მარტინესის ჩამნაცვლებლად მიიჩნევს რომელიც დიდი ალბათობით მომავალი სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვებს გუნდსბოლოდროინდელი ცნობებით 26 წლის ფეხბურთელს გუნდის მთავარ მწვრთნელთან დიეგო სიმეონესთან კონფლიქტი აქვს და ამის გამო გუნდიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს რეკორდმაისტერი კი სწორედ ამ შანსის გამოყენებას ეცდებაროგორც ცნობილია ატლეტიკო პარტეის 50 მილიონ ევროდ აფასებს
ბაიერნი კიდევ ერთ ბრიტანელ ტალანტს იმატებს
მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდული აკადემია ევროპელი ტალანტების დამატებას აგრძელებსბრიტანული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერის სამიზნე ამჯერად გლაზგოს სელტიკის ამომავალი ვარსკვლავი ბარი ჰეფბარგი გახლავთ16 წლის ფეხბურთელი პოზიციით მარჯვენა ვინგერია ასაკის მიუხედავად ის უკვე სელტიკის 18წლამდელთა გუნდის ერთერთი ლიდერია და მას ეროვნულ ნაკრებშიც დიდ მომავალ უწინასწარმეტყველებენრეკორდმაისტერმა გასულ წელს იგივე გუნდიდან უკვე წამოიყვანა ლიამ მორისონი რომელიც ძალიან კარგად პროგრესირებს შესაბამისად გუნდის სკაუტებს იმედი აქვთ რომ ჰეფბარგიც სწორედ მის გზას დაადგება
Eurosport გადაწყდა ლეგენდარული ფეხბურთელი ბაიერნში იმუშავებს
ბოლო დროს აქტიურად იწერება იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად შესაძლოა ლეგენდარული მიროსლავ კლოზე მოგვევლინოსგერმანული გამოცემა Eurosportის ინფორმაციით 41 წლის თავდამსხმელი რეკორდმაისტერის შეთავაზებას დათანხმდა და შესაბამისად შეთანხმებაც უკვე შედგაწყაროს ცნობით კლოზეს მთავარ გუნდში დაწინაურება უკვე საბოლოოდ გადაწყდა და კლუბი ოფიციალურ განცხადებას უახლოესი დღეების განმავლობაში გააკეთებსშეგახსენებთ რომ ვეტერანი გერმანელი 2018 წლიდან ბაიერნის 17წლამდელთა გუნდს წვრთნის
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 16 2 11 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 13 5 8 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0