bayern.ge სლაიდერი გვერდი 48
Bild ზიდანმა ბაიერნის ვარსკვლავის ტრანსფერი მოითხოვა
გასული პერიოდის განმავლობაში აქტიურად იწერებოდა იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის მარცხენა მცველი დავიდ ალაბა ესპანეთში გადაბარგებას გეგმავსგერმანული გამოცემა Bildის ინფორმაციით მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერს მწვანე შუქი აუნთოწყაროს ცნობით ფრანგმა სპეციალისტმა ალაბას დამატებაზე თანხმობა განაცხადა თუმცა ახლა მთავარ პრობლემად ფეხბურთელის ხელფასი სახელდებაშეგახსენებთ რომ ალაბას აგენტი პინი ზაჰავია რომელმაც ადრე ლევანდოვსკის გადაყვანაც სცადა რეალში ეს კი ტრანსფერის ალბათობას ზრდის
ბაიერნის რადარზე ოთხი მარჯვენა მცველია
მიუნხენის ბაიერნი მარჯვენა მცველის ძიებას აქტიურად განაგრძობსგამოცემა Sport1ის ინფორმაციით რეკორდმაისტერის რადარზე ამ პოზიციაზე მოთამაშე ჯამში ოთხი ფეხბურთელიაგუნდის პირველ ვარიანტებად რეალის აჩრაფ ჰაკიმი და მონაკოს ბენჟამინ ჰენრიქსი არიან ამ უკანასკნელის შეძენას გუნდი გასულ წელსაც ცდილობდა თუმცა უშედეგოდგარდა ამისა ასევე აქტიურად განიხილება აიაქსის ამომავალი ვარსკვლავის სერჟინიო დესტისა და შახტარის ბრაზილიელი მცველის დოდოს დამატება დიდი ალბათობით ბაიერნი სწორედ ჩამოთვლილი ოთხი მოთამაშიდან ერთერთს აირჩევს
ბაიერნმა პერიშიჩის სანაცვლოდ ახალი შეთავაზება გააკეთა
მიუნხენის ბაიერნი ივან პერიშიჩის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობსიტალიური გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერმა ვეტერანი ნახევარმცველსი სანაცვლოდ ახალი შეთავაზება გაამზადა 10 მილიონი ევროს სახითეს თანხა წინა შეთავაზებასთან შედარებით გაცილებით მცირეა მიზეზი კი კორონავირუსით გამოწვეული კრიზისის გამო ფეხბურთელების ფასების ვარდნააშეგახსენებთ რომ კონტრაქტის მიხედვით მიუნხენურ გრანდს პერიშიჩის გამოსყიდვა 20 მილიონ ევროდ შეუძლია
Sky Sportმა ჩემპიონთა ლიგის განრიგი გამოაქვეყნა
იტალიურმა გამოცემა Sky Sportმა ჩემპიონთა ლიგის დარჩენილი მატჩების განრიგი გამოაქვეყნაწყაროს ცნობით მერვედფინალური წყვილების მატჩები რომლებიც ამ დრომდე არ არის დასრულებული 78 აგვისტოს გაიმართებამეოთხედფინალების პირველი თამაშები 1112 ხოლო განმეორებითი კი 1415 აგვისტოს გაიმართებანახევარფინალური შეხვედრები განრიგის მიხედვით 1819 და 2122 აგვისტოს უნდა ჩატარდეს ფინალური შეხვედრა კი სტამბულში 29 აგვისტოს გაიმართებაწყაროს ცნობით UEFA ზემოხსენებულ გეგმას მომავალ კვირაში დაადასტურებს
ბუნდესლიგის გუნდები რომლებიც ყველაზე ხშირად იყენებენ ტალანტებს
ცნობილმა გერმანულმა გამოცემა Kickerმა საინტერესო სტატისტიკა გამოაქვეყნა სადაც ნაჩვენებია თუ რომელი გუნდები იყენებენ ყველაზე ხშირად ტალანტებსგასაკვირი არ იქნება თუ გეტყვით რომ პირველ ადგილზე დორტმუნდის ბორუსია გავიდა გუნდის ფეხბურთელების მხრიდან მინდორზე გატარებული დროის 224 სწორედ 22 წლამდე ფეხბურთელებზე მოდისრაც შეეხება მიუნხენის ბაიერნს იგივე მაჩვენებელი გუნდში მხოლოდ 74ს შეადგენს და ამ მაჩვენებლით რეკორდმაისტერი მეთერთმეტე ადგილზეაყველაზე ახალგაზრდული გუნდების ხუთეული სრულად შემდეგნაირად გამოიყურებადორტმუნდი 224ლაიფციგი 196შალკე 192კიოლნი 175ლევერკუზენი 158
ნოიერი მსგავსი შეთანხმება სპორტის ისტორიას არ ახსოვს
მიუნხენის ბაიერნის კაპიტანმა მანუელ ნოიერმა ალექსანდრ ნუბელის ტრანსფერზე ისაუბრაის ძალიან კარგი მეკარეა ამაზე დავაც კი არ შეიძლება თუმცა ასევე გვყავს ძალიან კარგი მეორე მეკარე ულრაიხის სახით რომელიც ნებისმეირ გუნდში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა ყველაფრის მიუხედავად ნუბელის დამატება სწორი ნაბიჯიაგარანტირებული 10 მატჩი სეზონში მსგავსი ტიპის შეთანხმება კონკურენტულ სპორტში არ არსებობს რადგან წინასწარ სპორტსმენს ვერასდროს ვერაფერს დაპირდები ეს ძალიან სარისკოა აცხადებს ნოიერი
აგენტი ნოიერის ფასი კლუბმა კარგად იცის
მანუელ ნოიერის აგენტმა თომას კროთმა ბაიერნთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ისაუბრა5 წლიანი კონტრაქტი და ანაზღაურება 20 მილიონი ევრო ეს ციფრები სრული ტყუილია რომელიც პრესამ მოიგონა ჰასან სალიჰამიჯიჩთან და ოლივერ კანთან მოლაპარაკებების დროს მუდამ რეალურ ციფრებს ვასახელებდითხელფასზე კონკრეტული რიცხვის დასახელება რთულია ის კონტრაქტის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული თანაც ასეთი კრიზისის ფონზემანუელი ბაიერნისა და გერმანიის ნაკრების კაპიტანია ის მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა მისი ფასი კლუბმა კარგად იცის აცხადებს კროთი
ბაიერნმა უპამეკანოს თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
მოგეხსენებათ მიუნხენის ბაიერნი აქტიურად ეძებს ახალ ცენტრალურ მცველს ერთერთ მთავარ ვარიანტად კი ლაიფციგის საკუთრებაში მყოფი დაიოტ უპამეკანოაგერმანული გამოცემების ინფორმაციით რეკორდმაისტერმა 21 წლის მცველთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და მას ზაფხულში აუცილებლად შეიძენსწყაროს ცნობით მიუნხენური გრანდი მზადაა უპამეკანოს სანაცვლოდ მისი გამოსასყიდი ფასი 60 მილიონი ევრო გადაიხადოს შესაბამისად ახლა ჯერი თავად ფეხბურთელზეა
ალაბასა და კლუბს შორის კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეჩერებულია
მიუნხენის ბაიერნსა და ავსტრიელ მარცხენა მცველს დავიდ ალაბას შორის მოლაპარაკებები ჩიხშია შესულიმოგეხსენებათ 27 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე კვირის წინ რეკორდმაისტერის შემოთავაზება ახალ კონტრაქტზე უარით გაისტუმრა ახლა კი მოლაპარაკებები საერთოდ შეჩერებულიაალაბას აგენტი პინი ზაჰავი გერმანიაში არ იმყოფება კორონავირუსის შეზღუდვების გამო კი მას აკრძალული აქვს ქვეყანაში შესვლაროგორც ცნობილია ზაჰავი ახალ კონტრაქტს ამზადებს რომლის მიხედვითაც ალაბას ანაზღაურება საგრძნობლად უნდა გაიზარდოს ეს კი დიდი ალბათობით მხარეებს შორის უთანხმოებას გამოიწვევს
სერჟ გნაბრის ახალი გულისწორი ჰყავს ფოტოები
მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავს სერჟ გნაბრის ახალი მეგობარი გოგონა ჰყავსგერმანული გამოცემა Bildის ცნობით 24 წლის ფეხბურთელი შვეიცარიელ მოდელ სანდრა ჟერზეს ხვდებაწყვილმა გასული უქმეები მიუნხენში ერთად გაატარა და გერმანული პრესა მათ ურთიერთობაზე სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდაიხილეთ გნაბრის ახალი გულისწორის ფოტოები
ნოიერის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა
გერმანულმა პრესამ სამწუხარო ინფორმაცია დაადასტურამიუნხენის ბაიერნის კაპიტნის მანუელ ნოიერის სიმამრი 70 წლის ასაკში გარდაიცვალაინფორმაცია გუშინ ხუთშაბათს გავრცელდა გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდებაშეგახსენებთ რომ მანუელ ნოიერის მეუღლე ნინა ვეისი გახლავთ წყვილი 2017 წელს დაქორწინდა
აჩრაფის აგენტმა ბაიერნის ინტერესზე კომენტარი გააკეთა
ბოლო დროს პრესაში აქტიურად იწერება მიუნხენის ბაიერნის მხრიდან ჰაკიმ აჩრაფისადმი ინტერესის შესახებ აღნიშნულ თემაზე კომენტარი მაროკოელი მცველის აგენტმა გააკეთაგასული დღეების განმავლობაში მედიაში მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა თუმცა პირადად მე ბაიერნის მხრიდან არანაირი შემოთავაზება არ მიმიღია აცხადებს ალეხანდრო კამანოშეგახსენებთ რომ ჰაკიმი მადრიდის რეალის საკუთრებაა და ის დორტმუნდში იჯარის წესით ირიცხება პრესის ცნობით სამეფო კლუბი თავის ფეხბურთელს 75 მილიონ ევროდ აფასებს
გლადბახის მატჩების გულშემატკივრებიც დაესწრებიან
მოგეხსენებათ სეზონის დარჩენილი მატჩების ჩატარება დახურულ კარს მიღმა იგეგმება გლადბახის ბორუსიამ კი ამ პრობლემის გადაჭრის ორიგინალურ ხერხს მიმართაკერძოდ ფანებს შეუძლიათ გარკვეული თანხის სანაცვლოდ მუყაოს ნაჭერზე საკუთარი გამოსახულება დაბეჭდონ ფანების სახეები კი მატჩების განმავლობაში ტრიბუნებზე იქნება დალაგებული როგორც ფოტოებშია მოცემული
ბაიერნი კინგსლი კომანს McLarenის ტარების გამო დააჯარიმებს
გასულ კვირებში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ ბაიერნის რამდენიმე ფეხბურთელი სასპონსორო ხელშეკრულებას არღვევდა და Audiს მარკის ავტომობილების ნაცვლად სხვას იყენებდათავდაპირველად რეკორდმაისტერი ამ დარღვევის გამო მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებებით შემოიფარგლებოდა ახლა კი კლუბმა ზომების მიღება გადაწყვიტაკერძოდ გუნდის ფრანგი ვინგერი კინგსლი კომანი ვარჯიშზე McLarenის მარკის მანქანით გამოცხადდა ამის გამო კი კლუბი მას დააჯარიმებსბოდიში მინდა მოვიხადო ჩემი საქციელის გამო თუმცა ასევე უნდა აღვნიშნო რომ Audiს მანქანას შუშა ჰქონდა გატეხილი და სწორედ ამიტომ გამოვიყენე სხვა ავტომობილი განაცხადა კომანმა
ბაიერნმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი განახორციელა
მიუნხენის ბაიერნმა ზაფხულის პირველი დანამატი გააკეთაგამოცემა Sport1ის ინფორმაციით 17 წლის ტალანტმა არმინდო სიებმა დღეს სამედიცინო შემოწმება გაიარა და სეზონის დასრულების შემდეგ რეკორდმაისტერს შეუერთდებაახალგაზრდა გერმანელი ვინგერი ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰოფენჰაიმში ასპარეზობდა გარდა ამისა ის ნაკრების 19 წლამდელთა გუნდის წევრიასიები ბაიერნის რიგებში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადაბარგდება
ბაიერნი ბუნდესლიგის ვარსკვლავის გადაბირებასთან ძალიან ახლოსაა
გერმანული გამოცემების ინფორმაციით მიუნხენის ბაიერნი უახლოეს მომავალში მნიშვნელოვან ფეხბურთელს დაიმატებსწყაროს ცნობით რეკორდმაისტერი ახლოსაა ბაიერის ლევერკუზენის ნახევარმცველის ჩარლზ არანგისის დამატებასთან30 წლის მოთამაშეს სეზონის დასრულების შემდეგ კლუბთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება როგორც ცნობილია მხარეებს შორის მოლაპარაკებები წარმატებულად მიმდინარეობს და სულ მალე ბაიერნი ფეხბურთელს უსასყიდლოდ დაიმატებსშეგახსენებთ რომ არანგისი ლევერკუზენის ღირსებას უკვე 2015 წლიდან იცავს და გუნდის ერთერთი ლიდერია
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 54 14 34 6
2
მაიკლ ოლისე
გოლი: 21 6 13 2
3
ლუის დიასი
გოლი: 20 7 11 2
1
მაიკლ ოლისე
ასისტი: 26 5 19 2
2
ლუის დიასი
ასისტი: 17 3 13 1
3
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 2 6 2
1
კონრად ლაიმერი
7 0 2 5 0
2
ლუის დიასი
8 2 1 8 1
3
დაიოტ უპამეკანო
6 0 1 3 2