ბოლო დროს აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ მიუნხენის ბაიერნის მთავარი მწვრთნელის ასისტენტად შესაძლოა ლეგენდარული მიროსლავ კლოზე მოგვევლინოსაღნიშნულ თემაზე რეკორდმაისტერის დამრიგებელმა ჰანს ფლიკმა ისაუბრა და განაცხადა რომ ის მართლაც დაუკავშირდა ვეტერან თავდამსხმელსდღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კლოზეს მოსვლა ჰანს ფლიკის სამწვრთნელო შტაბში კიდევ უფრო რეალური ხდებაგამოცემა Bildის ცნობით 41 წლის ფეხბურთელი ივნისში სამწვრთნელო კურსებს იწყებს რომელიც 11თვიან ტრეინინგს მოიცავს როგორც ჩანს კლოზე სერიოზულად ფიქრობს სამწვრთნელო საქმიანობაზე და ფლიკის ასისტენტობა მისთვის უდიდესი გამოცდილება იქნება





















